ლაბრადორი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

23 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
ლაბრადორი
AlekoN
პოსტი Feb 22 2010, 15:54
პოსტი #76


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



სტანდარტი
------------------------

DEUTSCH KURZHAAR
გერმანული კურცჰაარი
(გერმანული მოკლებეწვიანი მეძებარი)





წარმოშობა: გერმანია.

დანიშნულება: მრავალმხრივი გამოყენების სანადირო ძაღლი.

F.C.I. - ს კლასიფიკაცია: 7 ჯგუფი - მეძებრები. სექცია 1.1 - კონტინენტალური, "ბრაკის" ტიპის მეძებრები, რომელთაც მოეთხოვებათ საველე გამოცდები.

მოკლე ისტორია: გერმანული მოკლებეწვიანი მეძებრის წინაპრებს იყენებდნენ ბადით ფრინველის საჭერად, უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში და ბაზით სანადიროდ. საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ფლანდრიიდან მეძებრები თანდათანობით გავრცელდნენ გერმანულ სათავადოებში, დიდებულთა კარზე. ეს ძაღლები იმით გამოირჩეოდნენ, რომ ფრინველის ადგილსამყოფელს ნაბულით მიუთითებდნენ. 1750 წელს, გადასახსნელი ორლულიანი თოფის შექმნის შედეგად, ფართოდ გავრცელდა ამოფრენილ ფრინველზე სროლით ნადირობა, რამაც მეძებრებზე მოთხოვნილება წარმოუდგენლად გაზარდა. აქედანვე დაიწყო, ჩვეულებრივი მეძებრისგან - ნაბულით მომუშავე ფრინველის ძაღლისგან, მრავალმხრივი გამოყენების სანადირო ძაღლის შექმნა. 1897 წელს დაარსდა "გერმანული კურცჰაარის საგვარეულო წიგნი", რამაც საფუძველი ჩაუყარა ჯიშის შექმნასა და მის შემდგომ განვითარებას. პრინცმა ალბრეჰტ სოლმს-ბრაუნფელდელმა პირველმა აღწერა ჯიშის გარეგნობა, შეადგინა ექსტერიერის შეფასების, დაბოლოს, ასევე - საველე გამოცდის მარტივი წესები. დღესაც, გერმანული კურცჰაარი ვითარდება, რთული სანაშენე და საგამოცდო ინსტრუქციების მიხედვით გადარჩევის გზით. სტანდარტის თანახმად, გერმანული მოკლებეწვიანი მეძებრის აღნაგობა უნდა შეესაბამებოდეს მის მრავალმხრივად გამოყენებას და საშუალებას აძლევდეს, თავი გაართვას ნებისმიერ სამუშაოს სავარგულში მუშაობისას, ჭარმაგ ასაკშიაც კი.

საერთო გარეგნობა: კეთილშობილური იერის, ჰარმონიული აგებულების ძაღლია, რომლის აღნაგობაც განაპირობებს სიძლიერეს, გამძლეობას და სისწრაფეს. გამართული დგომი, გლუვი კონტურები, ხმელი თავი, მოხდენილად დაჭერილი კუდი, გლუვი, მბზინავი ბალნის საფარი და ვრცელი, ჰარმონიული მოძრაობები ხაზს უსვამს მის კეთილშობილურ შესახედაობას.

ძირითადი პროპორციები: ტანის სიგრძე ოდნავ უნდა აღემატებოდეს მინდაოში სიმაღლეს.

ქცევა და ხასიათი: ძლიერი, გაწონასწორებული, საიმედო, თავშეკავებული ტემპერამენტი; არც მოუსვენარი (გაუწონასწორებელი) და არც მფრთხალი ან აგრესიული.

თავი: ხმელი, მკაფიოდ გამოკვეთილი, ზედმეტად არც მსუბუქია და არც მძიმე, სიმსხოთი და სიგრძით შეეფერება ძაღლის აღნაგობის თავისებურებებსა და სქესს.

ქალას ნაწილი:
ქალა: ზომიერად ფართო, ოდნავ ამობურცული, ოდნავ შესამჩნევი კეფის ბორცვით. შუბლის ღარი არცთუ ღრმაა. წარბზედა რკალები შესამჩნევადაა განვითარებული.
შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა: ზომიერად გამოხატული.

სახის ნაწილი:
ცხვირი: ოდნავ წარზიდული; საკმაოდ ვრცელი, ფართო და მოძრავი ნესტოებით; ძირითადად ყავისფერია, შავი ან ჭაღარა შავი შეფერილობის შემთხვევაში კი - შავი. სრულად ან ნაწილობრივ დეპიგმენტირებული ცხვირი დასაშვებია მხოლოდ იმ შეფერილობისას, სადაც თეთრი ფონი ჭარბობს.
დრუნჩი: გრძელი, ფართე, ღრმა და ძლიერი, რაც უადვილებს ძაღლს, ნადავლის სწორად ტარებას. პროფილში, დრუნჩის ზედა ხაზს ოდნავი მრუდის სახე აქვს - დაწყებული მოხდენილი, რომაული ცხვირისმაგვარი ფორმით, დამთავრებული სწორი, ოდნავ კეხიანი კონტურით, რაც ხვადებს უფრო თვალსაჩინოდ აქვთ გამოხატული. მთლად სწორი ზედა ხაზის მქონე დრუნჩი თუმცაღა დასაშვებია, მაგრამ ნაკლებ მიმზიდველია. აპრეხილი დრუნჩი მიიჩნევა სერიოზულ ნაკლად.
ლაშები: ყბებზე მჭიდროდ მომდგარი, სილოხის აშკარა ნიშნების გარეშე, კარგადაა შეფერილი. ტუჩის ჭრილი ცხვირიდან ეშვება თითქმის შვეულად, შემდეგ ოდნავ მომრგვალოდ გრძელდება ზომიერად გამოხატულ ტუჩის კუთხემდე.
ყბები და კბილები: ძლიერი ყბები, სრულყოფილი მაკრატლისებური თანკბილვით. ზედა მჭრელები მჭიდროდ ფარავენ ქვედებს, ღრიჭოს წარმოქმნის გარეშე. კბილები განლაგებულია ყბის მართობულად, საღია, მათი რაოდენობა (42) შეესაბამება სრულ ფორმულას.
ყვრიმალები: ძლიერი და კუნთიანი.
თვალები: საშუალო ზომის, არც ღრმად ჩამჯდარია და არც გადმოკარკლული, საუკეთესოდ ითვლება მუქი ყავისფერი. ქუთუთოები მჭიდროდაა მომდგარი.
ყურები: საშუალო სიგრძის, მაღლა და ფართედ დასმული, დაშვებულია ბრტყლად, დახვევის გარეშე, მჭიდროდ ეკვრის თავს, ბოლოვდება ბლაგვად მომრგვალოდ, ზედმეტად არც სქელია და არც თხელი, დაახლოებით უნდა წვდებოდეს ტუჩის კუთხეს.

კისერი: სიგრძით შეესაბამება ძაღლის აგებულებას მთლიანობაში, ტანისკენ თანდათანობით მსხვილდება. ქეჩო ძლიერ დაკუნთულია და ოდნავ ამობურცული. ყელის მიდამოში კანი მჭიდროდაა მომდგარი.

ტანი:
ზურგის ხაზი: მინდაოდან სწორხაზოვნად, ოდნავ დაქანებული.
მინდაო: თვალნათლივი.
ზურგი: მძლავრი და კუნთიანი. კუნთოვანი ფენა უნდა ფარავდეს ხერხემლის მორჩებს.
წელი: მოკლე, ფართე და კუნთიანი, სწორი ან ოდნავ ამოზნექილი, მტკიცედაა შეკავშირებული ზურგთან.
გავა: განიერი და საკმაოდ გრძელი, ძლიერ დაკუნთული, წაკვეთილი არაა, არამედ ოდნავ დაქანებულია კუდის მიმართულებით.
მკერდი: უფრო ღრმა ეთქმის, ვიდრე განიერი; კარგად გამოკვეთილი წინა ნაწილით. მკერდის ძვალი ვრცელდება შეძლებისდაგვარად უკან, მისი ქვედა ხაზი უსწორდება იდაყვს. ნეკნები კარგადაა მორკალული. გულმკერდის ყაფაზი არც თხელია და არც კასრისებური, გრძელი ცრუ ნეკნებით.
ქვედა ხაზი და მუცელი: მოხდენილად მორკალული, თანდათანობით გადადის კარგად აკრეფილ მუცელში.

კუდი: მაღლა დასმული, ძირში მსხვილია, თანდათანობით ვიწროვდება ბოლოსკენ, საშუალო სიგრძისა. სანადიროდ გამოყენებისთვის ამოკლებენ - მიახლოებით სანახევროდ. მშვიდ მდგომარეობაში დაშვებულია, მოძრაობისას ჰორიზონტალურად დააქვს, არც ზედმეტადაა აპრეხილი ზურგის ხაზს ზემოთ და არც მორკალულია (ქვეყნებში, სადაც დამოკლება აკრძალულია კანონით, კუდი შეიძლება ბუნებრივი სიგრძისა დაუტოვონ. ამ შემთხვევაში, იგი უნდა აღწევდეს კოჭამდე და სწორი ან ოდნავ ხმლისებური ფორმისა იყოს).

კიდურები:

წინა კიდურები:
ზოგადი დახასიათება: წინხედში სწორია და პარალელური, გვერდიდან - ტანქვეშ მოქცეული.
ბეჭი: ირიბად განლაგებული და უკან მიმართული, სიბრტყით ტანზე მიკრული ბეჭის ძვალი; მძლავრი და ხმელი მუსკულატურით; მხართან ერთად ქმნის კარგად გამოხატულ კუთხეს.
მხარი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული ხმელი მუსკულატურით.
იდაყვი: ტანთან განლაგებული, თუმცა მჭიდროდ არ ეკვრის, არც გამოშვერილია და არც დამალული, შესამჩნევად უკანაა გაწეული. მხარსა და წინამხარს შორის შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული.
წინამხარი: სწორი და საკმაოდ კუნთიანი, ძვალსრულია, მაგრამ არა მსხვილი.
მაჯის სახსარი: მტკიცე.
წინა ტერფი: წინამხართან ქმნის ოდნავ გამოხატული კუთხეს, შვეულად არაა მდგარი.
წინა თათები: მრგვალიდან კოვზისებურამდე ფორმის; ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული და საკმარისად მოხრილი თითებით, მსხვილი ფრჩხილებით, უხეში, მკვრივი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

უკანა კიდურები:
ზოგადი დახასიათება: უკნიდან სწორია და პარალელური, კარგად გამოხატული კუთხეებით, სრულად განვითარებული ჩონჩხით.
ბარძაყი: გრძელი, ფართე და კუნთიანი. მენჯთან შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული.
მუხლი: ძლიერი, ბარძაყსა და კანჭს შორის კარგად გამოხატული კუთხით.
კანჭი: გრძელი და კუნთიანი, თვალნათლივი მყესებით. კანჭსა და ტერფს შორის კუთხე კარგადაა გამოხატული.
კოჭი: მტკიცე.
უკანა ტერფი: ძლიერი და შვეულად მდგარი.
უკანა თათები: მრგვალიდან კოვზისებურამდე ფორმის; ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული და საკმარისად მოხრილი თითებით, მსხვილი ფრჩხილებით, უხეში, მკვრივი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

მოძრაობა: გრძელი ნაბიჯისა და ძლიერი ბიძგის მეშვეობით ფარავს დიდ სივრცეს; წინა და უკანა კიდურებს ადგამს სწორხაზოვნად და პარალელურად; მოძრაობს გამართულად, ლაღად. იორღა ალური არასასურველია.

კანი: მკვრივი, ტანზე მჭიდროდაა მიკრული, ნაოჭების გარეშე.

ბალნის საფარი:

ბალანი: მოკლე და ხშირი, შეხებისას უხეშია და ხისტი, თავსა და ყურებზე შედარებით თხელია და მოკლე, კუდის ქვედა მხარეს თვალშისაცემად მოგრძო არაა. ტანი სრულად უნდა იყოს დაფარული ბალნის საფარით.

შეფერილობა:
* ყავისფერი, ლაქების გარეშე.
* ყავისფერი, მცირე ზომის თეთრი ან დაწინწკლული ლაქებით მკერდსა და ფეხებზე.
* მუქი ჭაღარა, ყავისფერი თავით, ფოთლებით ან წინწკლებით. ამ შემთხვევაში ჭაღარა ფონში არც ყავისფერი ჭარბობს და არც თეთრი, არამედ ამ ფერების თანაბარი დოზით, ღრმა ნაზავია. ასეთი შეფერილობა არაა გარეგნულად თვალშისაცემი, რაც ძლიერ ფასობს სანადიროდ გამოყენების თვალსაზრისით. უკანა კიდურების შიგნითა ზედაპირი და კუდის ბოლო ხშირად უფრო ღიაა.
* ღია ჭაღარა, ყავისფერი თავით, ფოთლებითა და წინწკლებით ან ფოთლების გარეშეც. ამ შემთხვევაში, ჭაღარაში თეთრი ფერის ბალანი სჭარბობს ყავისფერს.
* თეთრ ფონზე გაბნეული ყავისფერი ფოთლებით ან წინწკლებით, თავზეც ამავე ფერის ლაქებით.
* შავი ფერით განპირობებული, ზემოთჩამოთვლილი შეფერილობების - ყავისფერის და ჭაღარა ყავისფერის შესაბამისი შეფერილობები.
* დასაშვებია ჟღალი რუჯის ქონა.
* დასაშვებია თეთრი ლაქა შუბლზე, ასევე თეთრი ან დაწინწკლული დრუნჩი.

ზომები:
სიმაღლე მინდაოში:
ხვადები: 62-66 სმ.
ძუები: 58-63 სმ.


ნაკლები: ნებისმიერი გადახრა ზემოთაღნიშნული მაჩვენებლებიდან, განიხილება ნაკლად და ფასდება გამოხატულების ხარისხისა და ძაღლის ჯანმრთელობაზე ან შრომისუნარიანობაზე ზემოქმედების შესაბამისად.
* დამახასიათებელი იერის ნაკლოვანება; არასაკმაოდ გამოხატული, ხვადის ან ძუს ტიპი.
* მოკლე დრუნჩი.
* ზედმეტად სქელი ან თხელი ლაშები.
* ორი კბილის ნაკლებობა (P1 ან M3), ანუ ოთხივე P1 და ორივე M3-ს შორის, საერთო ჯამში, ნებისმიერი ორი კბილის არქონა.
* აშკარად ღია ფერის ან ყვითელი, ე.წ. ქორის თვალები.
* გრძელი, მოკლე, მძიმე, ახლო-ახლო დასმული ან დახვეული ყურები.
* ღაბაბი.
* ოდნავ მოკუზული ზურგი.
* მოკლე გავა.
* ზედმეტად ღრმა მკერდი.
* ზურგის ხაზს ზემოთ ზედმეტად აპრეხილი ან ძლიერ მორკალული კუდი.
* გამოშვერილი ან დამალული იდაყვები, შეტრიალებული ან გამოტრიალებული თათები, წინა კიდურების ვიწრო ან ფართო დგომი.
* სახსრებში გამართული უკანა კიდურები.
* უკანა კიდურების ოდნავ კასრისებური, ბატატურა ან ვიწრო დგომი.

სერიოზული ნაკლები (ხინჯები)
* ტლანქი, ლიმფატიური, ძვალმსხვილი აღნაგობა.
* შუბლიდან დრუნჩზე მკვეთრად გამოხატული გადასვლა.
* შეუფერადებელი ან დაწინწკლული ცხვირი (დასაშვებია, მხოლოდ თეთრი ფონის მქონე შეფერილობისას).
* წაწვეტებული ან აპრეხილი დრუნჩი.
* მარწუხისებური, ასევე ნაწილობრივ მარწუხისებური თანკბილვა.
(4 წელზე ხნოვან ძაღლს არ აკლდება შეფასება, თუ ამგვარი ნაკლი ასაკობრივია და "გერმანული კურცჰაარის კლუბის" მიერ დამოწმებულია, რომ ადრეულ გამოფენაზე მას აღენიშნა სწორი თანკბილვა).
* კუზიანი ან სუსტი ზურგი.
* სიღრმეში მნიშვნელოვნად ნაკლული მკერდი, განუვითარებელი მკერდის წინა ნაწილი, აშკარად თხელი ან კასრისებური გულმკერდის ყაფაზი.
* აშკარად დამალული ან გამოყრილი იდაყვები.
* სუსტი, გადმოშვერილი მაჯები.
* შვეულად მდგარი წინა ტერფები.
* უკანა კიდურების აშკარად კასრისებური ან ბატატურა განლაგება, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.
* გავამაღლობა.
* გაშლილი თათები.
* ბრტყელი თათები.
* ტლანქი, მოუხეშავი მოძრაობა.
* მინდაოში სიმაღლის მითითებული მაჩვენებლიდან 2 სმ-ზე მეტი გადაცდომა.

მადისკვალიფიცირებელი ხინჯები
* აგრესიული ან მფრთხალი ხასიათი.
* ხვადის ან ძუს ტიპიდან აშკარა გადახრა.
* ორზე მეტი კბილის ნაკლებობა (მხოლოდ P1 ან M3).
P1 და M3-ის გარდა, ნებისმიერი, თუნდაც ერთი კბილის არქონა.
რომელიმე კბილის ვერდანახვა განიხილება, როგორც კბილნაკლულობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა "გერმანული კურცჰაარის კლუბის" დამოწმებით, ადრეულ გამოფენაზე ან გამოცდაზე ამ კბილის არსებობა დადასტურებულია.
* გადამცდარი ან ამომცდარი თანკბილვა, ასიმეტრიული თანკბილვა, ასევე მათ შორის გარდამავალი ფორმებიც.
* საერთო რიგს გარეთ განლაგებული ზედმეტი კბილი.
* ე.წ. მგლის ხახა ან კურდღლის ტუჩი.
* აშკარად ლოხი ქუთუთოები, ექტროპია (გადმობრუნებული ქუთუთო), ენტროპია (ჩაბრუნებული ქუთუთო), დისტიქიაზი (ორ რიგად განლაგებული წამწამები).
* ჩავარდნილი ზურგი, ხერხემლის გამრუდება.
* განუვითარებელი გულმკერდის ყაფაზი, მაგ. მოკლე მკერდი.
* ზედმეტი თითი.
* ფსიქიკის სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება.

აშკარად გამოხატული ფიზიკური ნაკლოვანების ან ქცევითი გადახრების მქონე ძაღლი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

შენიშვნა: ხვადებს უნდა ჰქონდეთ გარეგნულად ნორმალურად განვითარებული და სრულად ჩამოშვებული ორივე სათესლე ჯირკვალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kaxa108
პოსტი Feb 23 2010, 08:57
პოსტი #77


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 13-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbuilisi



აი ცჰემი კურცჰაარი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Feb 23 2010, 10:50
პოსტი #78


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მაგარი ჩ newsmile027.gif ანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kaxa108
პოსტი Mar 5 2010, 21:48
პოსტი #79


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 13-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbuilisi



ბიჭებო კურცჰაარზე ნაწყენები ხომ არა ხართ ხმას რომ არცერთი არ იღებთ? თქვით ერთი ორი სიტყვა. გაგვიXარდება. მარტო პოინტერია მონადირე ძაღლი ტუ რაშია საქმე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 5 2010, 21:54
პოსტი #80


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





kaxa108
ციტატა(kaxa108 @ 5th March 2010 - 22:48) *
ბიჭებო კურცჰაარზე ნაწყენები ხომ არა ხართ ხმას რომ არცერთი არ იღებთ? თქვით ერთი ორი სიტყვა. გაგვიXარდება. მარტო პოინტერია მონადირე ძაღლი ტუ რაშია საქმე?

წამოიწყე ძამა და აგყვებით)newsmile05.gif:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 5 2010, 22:03
პოსტი #81


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



კურცჰარს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ჩვენს პირობებში მაგრად ქაჩავს. tema-wamoweulia.gif და ეს ყველამ იცის და ამას გამოფენებზე მათი რაოდენობაც ადასტურებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kaxa108
პოსტი Mar 5 2010, 22:18
პოსტი #82


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 13-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbuilisi



წმოწევა ნამდვილად უნდა ამ თემას მარტო იმის თქმა რომ ჩვენს პირობებში ქაჩავს არ შველის საქმეს . 2009 წლის გამოფენაზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში სულ 3 ძაღლი იდგა რინგზე. უფრო ახალგაზრდა ძაღლები მრავლად იყო მაგრამ მე მათი ექსტერიერით სიმართლე გითხრათ არ მოვხიბლულვარ. ამ კუთხით ვფიქრობ მართლა წამოსაწევია ეგ თემა . ექსპერტები რას იტყვიან საინტერესოა. ერტიც მინდა ვთქვა მე კი დავდებ კურცხაარების სურატებს მაგრამ აჯობებს მათ გვაჩვენონ კლასიკური კურცხაარების ფოტოები . თორე ყველას გონია თავის ძაღლზე უკეთესი ძაღლი არ დადის აქმ ქვეყნად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 5 2010, 22:24
პოსტი #83


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ხო აჯობებს ექსტერიერზე მათ ისაუბრონ,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 6 2010, 13:04
პოსტი #84


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება









აჰა ძმაო,ა ბურთი და ა მოედანი . კურცჰაარისტებო გამოგვეხმაურეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 6 2010, 15:14
პოსტი #85


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თენგო
ამ სურათზე რო ნაბულზე დგანან,ეს უკვე ითვლება მაღალ ყნოსვათ ხო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 6 2010, 15:21
პოსტი #86


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გოგა
ციტატა(giorgevich @ 6th March 2010 - 16:14) *
თენგო
ამ სურათზე რო ნაბულზე დგანან,ეს უკვე ითვლება მაღალ ყნოსვათ ხო?

მაღალი ყნოსვა არის როდესაც ძაღლი იყენებს ჰაერის ნაკადს და ეძებს თავაწეული ფრინველიდან ჰაერში გავრცელებულ სუნს, კვალზე მუშაობაც შესაძლებელია მაღალი ყნოსვით,როდესაც ძაღლი არ ყოფს ცხვირს კვალში,არ ჩიჩქნის,არამედ მიყვება კვალიდან ამავალ სუნს.

მა პირადად ეს ნაბულები მომწონს.

ისე რა ხდება, ამ ფორუმზე კურცჰაარისტების ნაკლებობაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 6 2010, 15:45
პოსტი #87


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რავიცი.მე მყავს,ნიკას ყავს,ვიტოს ყავს.კიდე მეტი ვის ყავს ვერ ვიხსენებ.ააა გიზოვიჩს ყავს კიდე.
რავიცი რა შეიძლება ითქვას კურცჰაარებზე.მაგარია რა newsmile05.gif
მე პირველად მყავს,ადრე სულ დრათხარები მყავდა და ერთი შემიძლია ვთქვა რო ხასიათით წააგავს ცოტა,მაგრამ უფრო ცოცხალი და მოთამაშე მეჩვენება დრათხაართან შედარებით(ეს შეიძლება იმიტომ რო ძუები მყავდა სულ და ეს ხვადია)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 6 2010, 16:12
პოსტი #88


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰანტერ 777 -ს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Mar 6 2010, 17:58
პოსტი #89


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თენგო
ეს ყავისფერი როა რამე ქვეჯიშია თუ უბრალოდ რასცვეტკაა??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 6 2010, 19:23
პოსტი #90


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მეც მყავს xoshian.gif მაგრად მიყვარს ეს ჯიში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

23 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2025 - 14:08