მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#646
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დღეს 17 საათზე, რადიო ნაცნობში, გადაცემა ''მონკავშირში''-ც ისაუბრეს მგლების თემაზე საკმაოდ კარგად,
P.S. სხვათაშორის ''ოჩოპინტრეს'' ძალიან კარგი შეფასება მისცეს, და მოუწოდეს ხალხს რომ ჩვენს ფორუმს ესტუმრონ |
|
|
![]()
პოსტი
#647
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Maverick
ვინ საუბრობდა ბესო? |
|
|
![]()
პოსტი
#648
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
თვეებია საინფორმაციოსთვის არ მიყურებია და უკვე გავერკვია ყველაფერში ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ვიპოვნე http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb 16.21.00 წუთიდან გურიელიძის ნათქვამიდან ერთზე გავამახვილებ ყურადღებას - დას. საქართველოში მგელი არ იყოო და კიდევ ჩლიქოსანი ხომ საერთოდ კაი ხანია, აღარ არისო ?! ეს მასალა მოვიძიე ნაუცბათევად - ![]() საქართველოს მონკავშირის ბიულეტენი, 1962 წ.-მარტი. ![]() საქართველოს მონკავშირის ბიულეტენი, 1962 წ.-აგვისტო. ამას დაუმატეთ akela-ს მოწოდებული ინფორმაცია და მიხვდებით, რომ ბ-ნი გურიელიძე ტყუის! რიგით, უკვე მერამდენე "დაბოლებაა" "ბუნების დამცველებისგან"? |
|
|
![]()
პოსტი
#649
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
სიმართლე ჩვენს მხარეზე, რომ არ იყოს აქ იმისთანა ოპონირება იქნებოდა . . . . . . . . . . . . . ალბათ სწორედ იქცევიან ქარავანი მაინც მიდის, მაგრამ ქარავანის სიარულის აზრი მგონი მხოლოდ სიარულია მექარავნეთა ამბიციების დასაკმაყოფილებლად; თუ მივდივარ ე. ი. ისევ აქლემზე ვზივარ და ცოცხალი ვარ . . . . . დღევანდელი სამონადირეო საქმე საქართველოში იწყება და მთავრდება აგვისტოში თუმნიანი ლიცენზიის გაყიდვით. +100! ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#650
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ალბათ უკვე მოგეხსენებათ, რომ გუშინ ბატ. გოგი თოფაძის ოფისში რადიო უცნობის გადაცემის "მონკავშირი" წამყვანის ზაზა ხუციშვილის ძალისხმევით და მონადირეთა კავშირის წევრების ინიციატივით მოხდა ძველი და ახალი მონადირეების (ალბათ უფრო ძველი) შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პრეზიდენტისთვის გასაგზავნი "მომრავლებული" მგლების პრობლემასთან დაკავშირებული ღია წერილის ტექსტის შეჯერება (ტექსტის შეჯერება ვერ მოხერხდა, ამიტომ არსებულს ხელი მაინც მოვაწერე, თუმცა ..... მოჭარბებულად დამრჩა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა).
ძალიან გამახარა ჩვენი ფორუმელების დანახვამ. გოგა და ნოსო კი "ლაივში" გავიცანი, ვიტოს ვიცნობდი. წერილის დედა აზრი; საქართველოში გამრავლებული მგლების და მათგან მიყენებული ზარალის დაფიქსირება და ამ ბუნებრივ (მე კი მგონია ანთროპოგენულ, რაშიც იქ დამსწრე მონადირეები ერთსულოვნები ვიყავით) კატაკლიზმთან ბრძოლის მეთოდების ჩამოყალიბება. ზევით მოგახსენეთ, რომ წერილის ტექსტის განხილვა ვერ მოვახერხეთ და ამის მიზეზად მიმაჩნია (როგორც შემდგომ გაირკვა ორგანიზატორებთან, დაუპატიჟებელი სტუმრების) ბატ. ზურაბ გურიელიძის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსის და ალბათ მოადგილის (ქალბატონის) სტუმრობა. კორიდა ცოცხლად არასოდეს მინახია, მაგრამ "გამიგია", რომ წითელი ფერი ხარს გონს აკარგვინებს. დაახლოვებით იგივე რეაქციის მოწმე და უნდა გამოგიტყდეთ მონაწილეც გავხდი ( მიმდებარე რესტორანში კორიდის ტრადიციული კერძი გუშინ მენიუში არ ყოფილა ![]() ჩემს კითხვაზე როდის შეექმნა მგელს საქართველოში გაწყვეტის და გადაშენების საშიშროება და რატომ სარგებლობს მგელი და ტურა საქართველოში წითელ წიგნში შეტანილი სახეობების პრივილეგიებით ბატ. ზურა გურიელიძემ მოკლედ მიპასუხა არასოდესო. ქალბატონი მოადგილე კი ძალიან გამიბრაზდა (ეტყობა წინა გამომსვლელების რეპლიკებისაგან გადავსებულმა ემოციებით ჩემზე გადაწყვიტა ორთქლის გამოშვება) - თქვენ ისიც არ იცით რომ წითელი წიგნი აღარ არსებობს!!!!!!!! ![]() ![]() ![]() ![]() მე მგონი კრება კიდევ ერთხელ დარჩა მხიარული. ბატ. ზაზა ხუციშვილმა მხიარულად დარჩენილი კრების წევრი თავისთან მიმიწვია გადაცემაში და 45 წუთი ნადირობაზე და თევზაობაზე საუბარში გავატარეთ. P.S. თავი მოვალედ ჩავთვალე ფორუმისთვის მომეხსენებინა. |
|
|
![]()
პოსტი
#651
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს |
|
|
![]()
პოსტი
#652
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
P.S. თავი მოვალედ ჩავთვალე ფორუმისთვის მომეხსენებინა. გაიხარეთ.სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.და მომეწონა დასმული კითხვები,რაზეც ძალიან "გამოცდილმა" და "მცოდნე" ხალხმა თითქმის ვერ გაგცათ პასუხი ![]() ჩემი აზრი ის არის რო აზრი არ აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს.ვიღაცამ ჩასძახა რო ნადირობა ყველაფერზე არის დაშვებულიო და ესენიც ამას ამბობენ დაშვებულია ბატონო და რას გვერჩითო. პრინციპში სამინისტროს წარმომადგენელმაც პირდაპირ განაცხადა,მეურნეობის გარეთ რო დაუშვათ ნადირობა თოფაძე ჩაიძირებაო და რაღა აზრი აქვს საერთოდ ლაპარაკს!!! მგლებს რაც შეეხება,კბილებამდე შეიარაღებული იცავენ ეტყობა გრანტებს მგლების სახით. ტაკ შტო,ვაი ჩვენს პატრონს უბედურს!!! არაფერი ჩვენ არ გვეშველება!!! |
|
|
![]()
პოსტი
#653
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
თავი მოვალედ ჩავთვალე ფორუმისთვის მომეხსენებინა. დიდი მადლობა... საინტერესო იყო. წერილის ტექსტის განხილვა ვერ მოვახერხეთ ბატონო კოტე... რა აზრები დომინირებდა??? ვინ რას მოითხოვდა თუ საიდუმლო არ არის???... თვითონ კერძო მეურნეობების მფლობელები რას ფიქრობდნენ..მგლის კანონგარეშე გამოცხადებაზე???.. მინდოდა მოსვლა..მაგრამ ვერ მოვახერხე..(მე და მანქანის ხელოსანი წელამდე ტაოტში ვიყავით მაგ დროს) |
|
|
![]()
პოსტი
#654
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
დ გთხოვთ ეს პოსტი გადაიტანოთ ჩემს მიერ გახსნილ თემაში რომელსაც სათაურად ადევს ასეთი სახელი : სირცხვილია ხალხნო ეს, სირცხვილი
|
|
|
![]()
პოსტი
#655
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სირცხვილია ხალხნო ეს, სირცხვილი ეს თემა მგლებს ეხება.. ხოლო თემა "სირცხვილია..ეს სირცხვილი" საერთოდ უნდა დაიხუროს..ბესოს ბრძანებით. "პოლიტიკა თუ გინდათ..ფორუმჯი-ზე შედით"-ო. ეგ თემა.. კი თავისი სათაურით და პირველი პოსტით(მეორეთიც) პოლიტიკურია..თან გამომწვევი. უბრალოდ მხოლოდ პასუხები წაიშალა იქ. გამოწვევა კი დარჩა.(ნეტა რატომ???) ამიტომ ჩემი მოთხონა ის იქნება...ეგ თემა...მთლიანად გადაიტანეთ ფორუმ ჯი-ზე..... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#656
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არც ეგრე გვაქვს საქმე რომ დეპარტამენტი, თავმჯდომარე და მისი მოადგილე გვყავდეს. არსებობს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური რომელშიც სულ 6 ადამიანი მუშაობს და მგლების გარდა უამრავი საქმე აყრია თავზე
|
|
|
![]()
პოსტი
#657
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არსებობს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური რომელშიც სულ 6 ადამიანი მუშაობს და მგლების გარდა უამრავი საქმე აყრია თავზე ძალიან დიდი ბოდიში..მაგრამ არ შეიძლება..რომ მეშვიდე თანამშრომელიც აიყვანით..რომელიც კონკრეტულად მგლების თემატიკაზე იმუშავებდა???.... ეგ საკითხი არც ისე რთულად გადასაჭრელია. ფაქტია..რომ მგლელი მართლა მაგრად მომრავლდა. არის თავდასხმების მრავალი ფაქტიც. როგორც ბატონმა კოტემ აღნიშნა... იმ მგლისგან გარდაცვლილ ადამიანებს..სიცოცხლის უფლება ქონდათ მინიჭებული..კონსტიტუციის თანახმად. მაგაზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს..(რატომღაც ვერ იცავს).. ბოლობოლო..მართლა პრემია რომ დაწესდეს(თუნდაც 50 ლარი და თუნდაც 1 წლის ვადით) ხოლო... ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოს...2000 მგლით ნაკლები დარჩება საქართველოში. და რაც დარჩება...ისიც უღრან ტყეში(სადაც არის მისი ადგილი) ამ დროს 100 000 კი არა..ათი მაგდენიც მიზერია თუნდაც 1 ადამიანის სიცოსხლე. |
|
|
![]()
პოსტი
#658
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გოგა
პრინციპში სამინისტროს წარმომადგენელმაც პირდაპირ განაცხადა,მეურნეობის გარეთ რო დაუშვათ ნადირობა თოფაძე ჩაიძირებაო და რაღა აზრი აქვს საერთოდ ლაპარაკს!!! მე მგონი არ ათვითცნობიერებდა რას ნიშნავს ეგ ფრაზა (სახელმწიფოს ჩინოვნიკის მიერ კერძო ბიზნესის ლობირება), გოგის გულის მოსაგებად ნათქვამად უფრო აღვიქვი და აღარ ჩავეძიე. ლევანი რა აზრები დომინირებდა??? ვინ რას მოითხოვდა თუ საიდუმლო არ არის???... თვითონ კერძო მეურნეობების მფლობელები რას ფიქრობდნენ..მგლის კანონგარეშე გამოცხადებაზე???.. ჩვენი მხრიდან მტაცებელზე "ბრონიჟილეტების" გახდა. სამინისტროს მხრიდან -დაგვაცადეთ, რაღაც ცვლილებები იქნებაო. როდემდე და რა ცვლილებები არ დაკონკრეტებულა. ბატ. ზურა გურიელიძეს როცა ვუყურებდი როგორ იცავდა ჯერ თავის თავს და მერე მგლებს და ტურებს კარგი გაგებით შემეცოდა. მარტო იყო სამინისტროს ხალხი დებატებს ვერ გაქაჩავდა (სხვა პუბლიკა დახვდათ იქ), მას კი გულწრფელად სწამს თავისი საქმის და იმის იქით გახედვაც არ უნდა და მართალიც არის ის მეცნიერია ბუნების დამცველი და მან კბილებით უნდა დაიცვას მგელიც და ჭიაღუაც მისი საქმე არ უნდა იყოს მგლის გამოხშირვა, ისევე როგორც ბიომრავაფეროვნების განყოფილების რომელიც მოწოდებულია სწორედ ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და არა გამოსახშირად. სამონადირეო საქმე არ უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების გაყოფილებაში მას თავისი დეპარტამენტი ჭირდება ცალკე, ავტონომიური იმისათვის რომ როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დაარეგულიროს "ველური, სისხლისმსმელი და მგელმოძულე" ხალხის ურთიერთობა ბუნებასთან. ზურა გურიელიძე გახარებულია იმითი რომ კოლხეთის დაბლობში მგელი გამოჩნდა, მისმა გარჯამ შედეგი გამოიღო, როცა ვკითხე რისთვისარის საჭირო მგელი კოლხეთის დაბლობში პასუხად მივიღე --- არ იყო და ეხლა არისო! მაგრამ ყოფნის აუცილებლობა რით არის გამოწვეული ის არ მითხრა. ჩემთვის ეს გასაგებია და მისაღებიც მეცნიერისაგან, მაგრამ როცა ამ მეცნიერის დაცული და გამრავლებული მგელი ადამიანების ჭამას იწყებს ადამიანსაც უნდა გამოუჩდეს დამცველი არა მარტო მგლისგან არამედ მისი დამცველი მეცნიერისაგანაც და იმისგანაც ვინც მარტო ამ მეცნიერს ან მეცნიერთა ჯგუფს ეკითხება რჩევა - დარიგებას. როდის შეექმნა მგელს საქართველოში გაწყვეტის და გადაშენების საშიშროება? ბატონმა ექსპერტმა ამ კთხვაზე უარყოფითი პასუხი გაგვცა. მაშინ რატომ სარგებლობს მგელი და ტურა საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების პრივილეგიებით ? "აი საკითხავი რა არის" უ.შექსპირი (რაღაც კარგ ხასიათზე დავდექი) კერძო მეურნეობების მფლობელები მგლის კანონგარეშე გამოცხადებაზე დადებითი აზრისა არიან, აბა რომელი ჭკუად მყოფელი ადამიანი იტყვის მგელს ადამიანი შეაჭამეთო. |
|
|
![]()
პოსტი
#659
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
აფსუს, რატომ იქ არ ვიყავი! კაი "სეირს" ვნახავდი! რომ მცოდნოდა, ეგენი მოვიდოდნენ, არ გავაცდენდი იმ შეხვედრას - მეც დავუსვამდი ერთი-ორ კითხვას.
მეცნიერი რომ არის, იჯდეს ზოოპარკში მგლების ვოლიერში, ან შემოღობოს ცოტა დიდი ადგილი და იქ აწარმოოს თავისი დაკვირვებები, მაგას ვინ უშლის, მაგრამ.. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას შეეშვნენ!!! იმიტომ, რომ, დანაშაულს ჩადიან - მტაცებლის კეთილდღეობას ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა აყენებენ. მგლის გაფეტიშებამ ავადმყოფური სახე მიიღო. მართლაც, რა საჭიროა კოლხეთის დაბლობში მგლის არსებობა, სადაც მისი ბუნებრივი საკბილო (ჩლიქოსანი) არ ბინადრობს? თუ თაგვით და კურდღლით გავა იოლას?? და მერე სოფლების ახლოს არ იწრიალებს? მერე საქონელს და ხალხს არ მიადგება?? ბუნების დამცველები და ზოოლოგები ყველა ქვეყანაში არიან და ჩვენთანაც უნდა იყვნენ, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო აბალანსებს მათ საქმიანობას და სანადირო საქმეს ისე რომ, არცერთი არ ზარალობს. ჩვენთან კი აშკარა დისბალანსია 100 : 1ზე მათ სასარგებლოდ (?!), რამაც გარეგნულად დამახინჯებული ფორმები მიიღო და შედეგიც სახეზეა. როდის მე ვამბობდი, რომ ბიომრავალფეროვნების სამსახური და ამგვარი სტრუქტურა არ უნდა განაგებდეს სანადირო საქმეს, არამედ უნდა არსებობდეს სხვა სტრ. ერთეული, რომელმაც პროფესიონალურად მიხედავს ამ საქმეს. გასაკეთებელი და მისახედი კი ბევრია... |
|
|
![]()
პოსტი
#660
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ხო დავამატებ კიდევ ერთს, ე.წ. მეცნიერმა, თუ მათმა ჯგუფმა არვიცი ვინ დაასკვა, ასეთი განაცხადი გააკეთეს წინა შეხვდრაზე, რომ ტურა არ ჭამს ხოხბის კვერცხს ( არააქ მნიშვნელობა ვინ როგორ უკეთებს ამას ინტერპრეტირებას) ხოლო როდესაც კითხეს ბიომრავალფეროვნების სამსახურის ( წარმომადგენელს) თანამდებობა არვიცი ნამდვილად , ასეთი პასუხი გაგვცა:მერე სანადირო მეურნეობები დაზარალდება ,იმიტომ რომ არავინ შევაო
ახლა მე მებადება კითხვა, სანადირო მეურნეობები დაზარალება დაუსველებია( თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია რა შუაშია სამინისტრო და კერძო ბიზნესი ერთმანეთთან) და აბაშის რაიონში ( სადაც ენდემური კოლხური ხოხბის ბუდე იყო ოდიდგანვე) გადაშენების პირას რომ მიიყვანა ამ სამსახურის მიერ 'რჩეულმა და დაცულმა ტურამ" ეგ დასაშვებია? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th September 2025 - 11:49 |