მგლები - პრობლემა #1 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მგლები - პრობლემა #1
მონადირე
პოსტი Jun 15 2009, 19:53
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეგობრებო,

ყველასთვის ცნობილია მგლების შემოსევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მთელი ზამთრის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე ეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (დიდთოვლობა, ყინვები, საკვების სიმცირე+ომის ფაქტორი), მაგრამ ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში დაწყებულ "მგლურ რეიდებს" არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება.

მე მაინტერესებს, იღებს თუ არა რაიმე ზომებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ იღებს, რაში მდგომარეობს ეს ზომები.

და კიდევ - ჩვენ თუ შეგვიძლია დახმარება მოსახლეობისთვის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
61 გვერდი V  « < 43 44 45 46 47 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (660 - 674)
შადი შამოდი
პოსტი Mar 15 2010, 16:39
პოსტი #661


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(baiateo @ Mar 14 2010, 02:18) *
არც ეგრე გვაქვს საქმე რომ დეპარტამენტი, თავმჯდომარე და მისი მოადგილე გვყავდეს. არსებობს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური რომელშიც სულ 6 ადამიანი მუშაობს და მგლების გარდა უამრავი საქმე აყრია თავზე

თქვენ, როგორც ჩანს, სქმის კურსში ხართ. ამას წინათ გარემოს დაცვის მინისტრმა სამინისტროს მთავარ მიღწევად მისი მუშაობის უპრეცენდენტო გამჭვირვალობა დაასახელა. (მგონი, მისივე ინიციატივით მოწყობილ ბავშვთა ნახატების გამოფენაზე საუბრობდა). ბიომრავალფეროვნების განყოფილების თავზესაყრელ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მხოლოდ ქურციკების შემოყვანის ამბავია ცნობილი (რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია). სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უეჭველია, დაადგინეს, რომ საქართველოში ქურციკების რაოდენობა 0-ის ტოლი იყო. სანამ სხვა "ბიომრავალფეროვნული" პრობლემების გადაჭრას შეუდგებოდნენ, ალბათ, პირველ რიგში, დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და არსებული სახეობების რიცხოვნობის დადგენა მოუწიათ. თუ ჯერ სხვა რამ პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრას ისახავენ მიზნად? თუ არ დაგვზარდებით და მოკლედ მაინც მოგითხრობთ იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რასაც ამ სამსახურის საქმიანობა უკავშირდება და რაც საშუალებას არ აძლევთ კაციჭამია მგლების მომრავლების სატკივარისთვის მოიცალონ, დიდად მადლობლები დაგრჩებით..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 15 2010, 17:57
პოსტი #662


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(გოგა @ Mar 14 2010, 00:10) *
პრინციპში სამინისტროს წარმომადგენელმაც პირდაპირ განაცხადა,მეურნეობის გარეთ რო დაუშვათ ნადირობა თოფაძე ჩაიძირებაო და რაღა აზრი აქვს საერთოდ ლაპარაკს!!!


ეგ პირველად არ უთქვამთ ჩვენთვის და მეორედ. ყველა შეხვედრაზე მაგას გვიმეორებენ, რომ ცოდოები არ არიან ესენიო? და სამინისტროს წარმომადგენელი, რომ ამას ასე აშკარად და თან დაჟინებით იმეორებს ამას რა ქვია მითხარით რა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Mar 15 2010, 18:00
პოსტი #663


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Beso @ 15th March 2010 - 18:57) *
რომ ამას ასე აშკარად და თან დაჟინებით იმეორებს ამას რა ქვია მითხარით რა...

ცენზურა გავლილ სიტყვას შემოგთავაზებ newsmile090.gif ტრაკობა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Mar 15 2010, 18:03
პოსტი #664


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შალვა
კიდე პიდარასტობა(ცენზურა გაუვლელი სიტყვა) newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 15 2010, 18:15
პოსტი #665


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



და კულტურულად არ გამოვა - დაინტერესების გამომჟღავნება? ან კერძო ბიზნესის ლობირება "რაღაცის" გულისთვის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 15 2010, 19:28
პოსტი #666


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Beso @ 15th March 2010 - 19:15) *
და კულტურულად არ გამოვა - დაინტერესების გამომჟღავნება? ან კერძო ბიზნესის ლობირება "რაღაცის" გულისთვის?

აუცილებლად!!! ეგრეა!!! ისე დავიჯერო ლიცენზიებიდან რაც ფული შეუვათ,იმაზე მეტს იხდიან მეურნეობის მეპატრონეები???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 15 2010, 20:03
პოსტი #667


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ციტატა(Shadi shamodi @ Mar 15 2010, 17:39) *
ბიომრავალფეროვნების განყოფილების თავზესაყრელ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მხოლოდ ქურციკების შემოყვანის ამბავია ცნობილი (რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია). სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უეჭველია, დაადგინეს, რომ საქართველოში ქურციკების რაოდენობა 0-ის ტოლი იყო.

ეგ ქურციკებიც თურქებს უჩუქებიათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 15 2010, 20:46
პოსტი #668


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ციტატა(გოგა @ Mar 15 2010, 20:28) *
ისე დავიჯერო ლიცენზიებიდან რაც ფული შეუვათ,იმაზე მეტს იხდიან მეურნეობის მეპატრონეები???

მეც მაგის თქმა მინდოდა - სამიოდე კინკილა მეურნეობა უფრო მეტს გადაიხდის, თუ მთელი მონადირეობა კურდღლისა და კაკბის ლიცენზიებში? დათვლაც აღარ შეუძლიათ?
თუ წინ იხედებიან და მეურნეობების მასიურად აყვავებას ელიან, დადგება კი, ეს დრო??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baiateo
პოსტი Mar 15 2010, 20:59
პოსტი #669


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 81
რეგისტრ.: 18-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნადირობის და სამოყვარულო თევზაობის გარდა ჩვენს სამსახურის მოვალეობებში შედის სამრეწველო თევზჭერის რეგულირება და კვოტების განსაზღვრა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების და ტყითსარგებლობის მართვის გეგმების განხილვა თავისი კომპეტენციის სფეროში (რომლებიც არცთუ ისე მცირე რაოდენობითაა), ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების გატარება (სხვათა შორის მგელიც ამ კონვენციის მეორე დანართშია შეტანილი და მგლის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვა გესაჭიროებათ, ხოლო იმპორტისათვის კი იმ ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა საიდანაც იმპორტს განახორციელებთ. ცნობისათვის ამ კონვენციის მხარე მსოფლიოს 172 ქვეყანაა), ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, გარდა ამ კონვენციებისა კიდევ ორი კონვენციის:ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და მიგრირებადი სახეობების შესახებ კონვენციების,ასევე კარტახენას ბიოუსაფრთხოების ოქმის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ბიომრავალფეროვნების რესურსცენტრის შექმნა (შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდები chm.moe.gov.ge biomonitoring.moe.gov.ge) და კიდევ უამრავი რამე. ეს მხოლოდ ძალიან ზოგადი აღწერილობისათვის


და რაც შეეხება ქურციკების ჩუქებას, ლამაზი თვალებისათვის არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 15 2010, 23:06
პოსტი #670


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(baiateo @ 15th March 2010 - 21:59) *
გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების გატარება (სხვათა შორის მგელიც ამ კონვენციის მეორე დანართშია შეტანილი და მგლის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვა გესაჭიროებათ,

baiateo
მგელი მანდ რატომ არის შეტანილი???.... გადაშენების პირას მისულ სახეობებზე ვის რა პრეტენზი უნდა ქონდეს??..(ამ დროს როგორც ერთგან წავიკითხე..მგონი დურაჯი არ არის მაგ ნუსხაში) ეგ კონვენციაა შესაცვლელი ალბათ...თორემ მგელს მანდ რა უნდა(ტურას მითუმეტეს) თუ დაგვიჯერებთ(პრაქტიკოს მონადირეებს) მგლები უკვე ისეთ ადგილებში ბოგინობენ..ადრე რომ კაცი ვერ იფიქრებდა... მე და ზახარამ სოფელ კუმისში ვნახეთ სულ ახალი კვალი..პრაქტიკულად სოფელში...და კიდევ უამრავი ფაქტი ვიცი(არა მარტო კვალის ნახვის....არამედ პირდაპირ მგლის)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 15 2010, 23:15
პოსტი #671


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



baiateo
მგელი გადაშენების პირას არის მისული ჩვენთან????? რაღაცას ვერ ვიგებ ეტყობა თქვენი ნათქვამის?????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Mar 15 2010, 23:46
პოსტი #672


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



baiateo
ეს კონვენციებიც კარგია ( გრანტებიც) მაგრამ ის არავის აწუხებს ტურამ გადაშენების პირას რომ მიყვანა კოლხური, ენდემური ხოხობი? ისეთ რეგიონებში სადაც ( როგორც გვითხეს ჩვენ შეხვედრაზე) სანადირო მეურნეობები არაა და შესაბამისად ტურაზე ნადირობა ბრაკონიერობად ითვლბა?აღმოსავლეთში კი სადაც უმეტესი რაოდენობაა სანადირო მეურნეობების საერთოდ არაა ე.წ. "ფაზანიუსი" ? ? ? ? ?

გთოხვთ გამცეთ პასუხი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 15 2010, 23:48
პოსტი #673


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



baiateo
ე.ი. ამ ყველაფერს სულ ექვსი კაცი აკეთებს?

სხვა ქვეყნებში მგელი რომ აღარ ან პრაქტიკულად აღარ არსებობს, ჩვენთანაც იგივე სტატუსი უნდა მივანიჭოთ, იმისდა მიუხედავად, რომ რეალობა საპირისპიროა??

სანადირო (და სათევზაო) საქმის გაძღოლა, თქვენ სამსახურს ძალად აქვს აკიდებული, რადგან თქვენს კომპეტენციაში ეს არ შედის და არც უნდა მოგეთხოვებოდეთ. მაგრამ, უპატრონობისთვის განწირული დარგი ფორმალურად მაინც, რომელიმე სტრუქტურას უნდა შეაჩეჩონონ. სულ ესაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baiateo
პოსტი Mar 16 2010, 00:07
პოსტი #674


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 81
რეგისტრ.: 18-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



http://www.cites.org/eng/app/appendices.shtml

მოძებნეთ თუ არ გჯერათ. კონვენცია გრანტებს არ ნიშნავს. მგონი როცა ამდენი ქვეყანაა კონვენციის მხარე რაღაცას უნდა ნიშნავდეს. რატომ არაა შეტანილი წითელი ნუსხის კომისია არსებობს და შეგიძლიათ მიმართოთ კითხვით.

რაც შეეხება პრაქტიკოს მონადირეს პირადი ჩემი აზრია, შეიძლება სამინისტროში არ იზიარებდნენ (პირადად მე არ ვმუშაობ სამონადირეო საკითხებზე და არ ვარ კარგად გარკვეული ამ საკითხში), მაგრამ გარემოს დაცვის თვალსაზრისით აზრი უნდა ვკითხო არა მონადირეს არამედ ადამიანს რომელმაც მეცნიერულად შეისწავლა ესა თუ ის სახეობა, ვისაც აქვს სამეცნიერო შრომები და მუშაობს რომელიმე სამეცნიერო დაწესებულებაში. და არანაირად არ შეიძლება დაყოფა კარგ და ცუდ სახეობებად, რომ რაღაც სახეობა უნდა გაწყდეს და რომელიღაც გამრავლდეს. უნდა არსებობდეს ბუნებრივი წონასწორობა.

იგივე სტატუსი არც აქვს მინიჭებული, მაგრამ რასაჩ თქვენ ითხოვთ ჩემი აზრით დაუშვებელია, რათა არ მივიდეთ იქამდე რაც იმ ქვეყნებში ხდება.


არანაირად არ არის ზედმეტად აკიდებული, უბრალოდ მე იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანური რესურსის სიმცირეა.


და კიდევ ერთი მგელზე ნადირობა აკრძალული არა არის. დადგენილია უკვე საკმაო რაოდენობით კვოტები, რომლითაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არავინ არ სარგებლობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი Mar 16 2010, 00:31
პოსტი #675


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



baiateo
აქ არავინ ამბობს მეცნიერს არ დაუჯეროთ იმიტომ რომ მონადირე უკეთესად ერკვევა ამ საკითხშიო საუბარია მხოლოდ იმაზე რომ მონადირეებს უსაზღვრო ნდობა და პატივისცემა გაგვაჩნია სახელმწიფო სამსახურების და რადგანაც გვჯერა მეცნიერების ამიტომ გთხოვთ მეცნიერულად დაგვისაბუთოთ საქართველოს ტერიტორიაზე ნადირ ფრინველის გამრავლების ეხლა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით რატომ არის მგელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში
წინა 44 გვერდი არ წამიკითხავს და ბოდიშს გიხდით თუ უკვე პასუხ გაცემული შეკითხვა დავსვი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

61 გვერდი V  « < 43 44 45 46 47 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th September 2025 - 10:14