James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ამ ლეგენდარული გლუვლულიანის და მისი შემქმნელის შესახებ.
პერდე ეს არის სანადირო თოფის წარმოების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფირმო ნიშანი, რომელიც იქცა უმაღლესი ხარისხის ეტალონად მთელს მსოფლიოში და რომლისთვისაც დრო არ არსებობს მსგავსად ეგვიპტური პირამიდებისა! ამგვარი ხოტბის გარეშე არ შემეძლო საუბრის დაწყება ამ ბრწყინვალე იარაღზე. პერდეს მანუფაქტურა შეიქმნა ლონდონში 1814 წელს ანუ როგორც პერდეს ოფიციალურ საიტზე წერენ, ერთი წლით ადრე ვატერლოომდე... არის ამ შენიშვნაშიც რაღაც აღმაფრთოვანებელი... მისი დამაარსებელი ჯეიმს პერდე უფროსი (James Purdey) სპეციალობით მეიარაღე, უფრო კონკრეტულად კი მეკონდახე გახლდათ და მუშაობდა იმ დროისათვის მთელს ბრიტანეთში განთქმულ მეიარაღის ჯოზეფ მენტონის (Joseph Manton) სახელოსნოში. მალე ჯეიმსის სახელოსნომ მისი დამფუძნებლის და მთავარი მეიარაღის ნიჭის წყალობით უპირატესობა მოიპოვა მენტონის სახელოსნოზე და უკვე 1838 წელს დედოფალმა ვიქტორიამ შეიძინა პერდეს წყვილი პისტოლეტი, რაც თავისთავად უდიდეს აღიარებას ნიშნავდა. 1858 წელს მამისგან კომპანია გადმოიბარა შვილმა - ჯეიმს პერდე უმცროსმა. ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში პერდემ კარდინალური ცვლილებები განიცადა, კერძოდ მისი ხელმძღვანელობით სწრაფად ვითარდებოდა და სრულყოფილებას განიცდიდა თოფებისა და შაშხანების როგორც გარეგნული იერსახე, ისე მექანიზმი. 1880 წლისათვის პერდემ გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა უჩახმახო, თვითგამხსნელი თოფები. დაახლოებით ამ პერიოდში იქმნება ამომგდები სისტემა, ე.წ. "ეჟექტორი"... 1900 წელს ატოლ პერდემ (Athol Purdey) მამისგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის ხელმძღვანელობა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918) ატოლის ვაჟებმა (ჯეიმსი და ტომი) მძიმე ჭრილობები მიიღეს საფრანგეთის ფრონტზე და მხოლოდ 20-იან წლებში შეუერთდნენ ფირმას, ხოლო საბოლოოდ 1929 წელს გადაიბარეს მამისგან იგი. საგულისხმოა რომ 1913 წელს პერდემ ვუდვარდის პატენტი (Woodward Patent) შეიძინა რომლითაც მას ნება ეძლეოდა გამოეშვა ბოკფლინტი. აღნიშნული პატენტის გამოყენება პერდემ 1949 წელს დაიწყო კომპანია "ვუდვარდისა და შვილების" (Woodward&Sons) ნებართვით. 1946 წელს პერდეს კომპანია გაიყიდა. იგი გადავიდა რიჩარდ ბიუმონტის (Richard Beaumont) ხელმძღვანელობაში, რომელიც 1970 წლამდე ედგა სათავეში კომპანიას. მიუხედავად ამისა, 1994 წლამდე პერდე მაინც რჩებოდა ამ გვარის წარმომადგენელთა საოჯახო კომპანიად. მოგვიანებით ბიუმონტი თავი გაანება კომპანიის ხელმძღვანელობას და იგი გადავიდა რიჩმონტის ჯგუფის (Richemont Group) ხელში. 2007 წლიდან პერდეს სათავეში უდგას ნიგელ ბიუმონტი (Nigel Beaumont), რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა რიჩარდ პერდე. დღეისათვის პერდე უშვებს 12, 16, 20, 28 და .410 ყალიბის გლუვლულიან სანადირო თოფებს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური შედუღების ლულებით, აგრეთვე ე.წ. შტუცერებსა და Bolt Action შაშხანებს შემდეგ ყალიბებში: 375, .470, .500, .577 და .600 ასე რომ, პერდე კვლავაც განაგრძობს თავის საქმიანობას - ტრადიციულად მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს და ისევ რჩება პლანეტის ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე მცხოვრები მონადირეების ოცნების იარაღად... ![]() გამოყენებულია მასალები პერდეს ოფიციალური სტატიიდან: www.purdey.com აგრეთვე საძიებო სისტემიდან google P.S. გარწმუნებთ ტექსტის მხატვრული გაფორმება მხოლოდ მე მეკუთვნის! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მონადირე
კამფეტკა ![]() კარგა გემრიელად ჩავიკითხე, გაიხარე |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კარგია!!
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგრად გამოგივიდა..
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვიტო
hunter777 ლევანი დიდი მადლობა ბიჭებო! კიდევ დავუმატე ინფო რა ტიპის იარაღს უშვებს დღეისთვის და ფოტოები. ვეცდები მომავალშიც განვაგრძო ამ ტიპის თემების გახსნა თუ დრო მექნა. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვაიმე რა კონდახი აქვს პირველ სურათზე გადავყირავდი....აი მასალა ეგ არის..ისე დღეს გავიგე..პერდეს წარმომადგენლობა გაუხსნია აზერბაიჯანში ამ 2 თვის უკან..
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არ არის გამორიცხული,მანდ ბევრი ფულიანი ხალხი ცხოვრობს, და შესაძლებელია ეგ ამბავი
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
როგორც გავიგრ მაგრად შემოსულა მოდაში..ძვირფასი თოფებით ნადირობა...ილხამს ყვარებია თურმე..მაგარი თოფები.
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კიი მეც მაგას ვამბობ სწორედ...აზერბაიჯანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა..ბევრი დიდი ფულის პატრონი ადამიანი გაიჩითა და თან მოდაში შემოვიდა ძვირიანი თოფით ნადირობა...პერდემ იცის რასაც აკეთებს..(ნოვი აზერბაიჯანელებზეა გათვლა)
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე თუ მკითხავთ, კარგია მეზობელ ქვეყანაში და თან ასე ახლოს პერდეს წარმომადგენლობის არსებობა. ნუ, რათქმაუნდა საკუთარ სამშობლოში ჯობია, მაგრამ მაინც...
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ისე ერთ რამეს ვიტყვი რა მაგ ტოფის საყიდელი ფული რომ მქონდეს და ყიდვაც მინდოდეს ტუ გინდა კატმანდუსჰი იყოს მაინც ვიყიდი, ასე რომ ზმებო მანდამაინც ზაან გული ნუ დაგწყდებათ
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რათქმაუნდა...100 000 ევრო ღირს..მაგის ფული თუ მექნა როგორმე ინგილიდანაც გამოვიწერ...და სახლში მომართმევენ...
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 18:17 |