ჯოხი (ანკესი) , სპინინგისთვის |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჯოხი (ანკესი) , სპინინგისთვის |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ჯოხი სპინინგისთვის სასპინინგე ჯოხი, იგივე ანკესი, უნდა იყოს პირველ რიგში მსუბუქი და ამავდროულად საკმაოდ მტკიცე. ის თევზჭერის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით მუდამ მოქმედაბაშია და მთელი დღის განმავლობაში საკმაო დატვირთვების ატანა უწევს: სატყუარის ტყორცნა, მისი გატარება, თევზის ამოყვანა და ასე შემდეგ. ამიტომ მის სიმტკიცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სიმსუბუქე შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს როგორც თოფის წონა ნადირობის დროს. ამიტომ ახალი თაობის ანკესები მზადდება ძირითადად углеволокно-გან (ქართულად არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ გრაფიტისგან რომ მზადდება ვიცი ![]() სასპინინგე ანკესის სიგრძე ანკესის სიგრძე ვარირებს 1.4 მეტრიდან (პატარა თევზის დასაჭერად მცირე მდინარეებში) - 4 მეტრამდე (სერფიშინგი ზღვის ნაპირიდან). ჩვენთან კი უფრო "ხოდშია" ანკესები 1.8 მეტრიდან - 3.3 მეტრამდე. ანკესის სიგრძის შერჩევისას მნიშვნელობა ენიშება იმას თუ როგორ აპირებთ თევზაობას - ნავიდან, თუ ნაპირიდან. ნავიდან თევზაობისას უფრო მოსახერხებელია მოკლედ ანკესები, ხოლო ნაპირიდან - პირიქით. აქვე უნდა გაითვალისწინოთ ქართული პირობებიც. თუ თქვენი სათევზაო ადგილები ძირითადად წარმოადგენს ბუჩქნარიან და ხეებიან ნაპირებს - მაშინ გრძელი ანკესების გამოყენება საკმაოდ მოუხერხებელია. ალბათ ყველაზე უნივერსალური დიაპაზონი ჩვენს პირობებში იქნება 2.4 - 2.7 მეტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ანკესების სიგრძეები განსხვავდება ევროპულებისგან. ამერიკული ანკესების უმრავლესობა არწევს მაქსიმუმ 2.14 მეტრს სიგრძეში, რაც სავარაუდოთ გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელები ნავიდან თევზაობას ამჯობინებენ. მაშინ როდესაც ევროპული ანკესების უმეტესობა იწყება 2.10 მეტრიდან. სასპინინგე ანკესის ტესტი სასპინინგე ანკესი და გამოყენებადი სატყუარები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ანუ სატყუარის წონა უნდა შეესაბამებოდეს ანკესის "ტესტ" . ტესტი ანკესებს აწერია გრამებში ან უნციებში და მოცემულია როგორც დიაპაზონი "მინიმალური წონა - მაქსიმალური წონა" და ანკესებზე არის მოცემული როგორც - Casting Wight (C.W.) ან Lure Wight (L.W.). ქვედა მაჩვენებელი გვეუბნება სატყუარას მინიმალურ წონას, რომელსაც ანკესი "გრძნობს" ტყორცნის დროს, ხოლო ზედა - სატყუარას მაქსიმალურ წონას, რომლის ტყორცნაც არ დააზიანებს ანკეს. ტესტის მიხედვით ანკესები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 1. ულტრამსუბუქი (ultra light) - 1-7 გრამი 2. მსუბუქი (light) - 3-15 გრამი 3. საშუალო 7-30 გრამი 4. მძიმე 15-60 გრამი ტესტი არ ნიშნავს ანკესის სიმძლავრეს. ანუ მსუბუქი ანკესით თავისუფლად შესაძლებელია 2 კილოიანი თევზის ამოყვანაც კი. აქ უკვე საქმე ამოყვანის ტექნიკაშია და გამოცდილებაში. ხანდახან ანკესზე მითითებულია ძუის რეკომენდირებული ტესტიც (Line Test), რაც საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. თუ ძუის ტესტი აღემატება ანკესის ტესტ - ამან შეიძლება გადატეხოს ანკესი ვთქვათ იგივე სატყუარის "ზაცეპიდან" ამოღების დროს. ხოლო უფრო ნაკლები ტესტის ძუა კი - შეიძლება ვერ უძლებდეს ანკესის აქტიურ მუშაობას და ხშირად წყდებოდეს. ვარჩევთ სასპინინგე ანკეს ისევე როგორც არ არსებობს უნივერსალური თოფი, ასევე არ არსებობს უნივერსალური ანკესი. იდეაში სპინინგით გატაცებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 2-3 ანკესი მსუბუქიდან - მძიმით დამთავრებული. მაგრამ პირველ ხანებში შესაძლებელია "მეტ-ნაკლებად" უნივერსალური ანკესის შეძენა. ასეთი ანკესის რეალური ტესტი უნდა იყოს 5-25 ან 7-30 გრამი. აბა თქვენ იცით ![]() ![]() ხო მართლა პირველწყარო ავიღე KAA დადებული ლინკიდა და ჩემი რაღაცეებიც დავამატე P.S. - ქართულად იგივე "ხო მართლაა ???" ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 02:22 |