დრათჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
დრათჰაარი |
![]()
პოსტი
#166
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მყავდა 4 წელი სუფთა სისხლის ძუ დრათხაარი, მანადირებდა მთელი სეზონი ღამე სიდეიკაზე 5-10 გრადუს ყინვაში იხვები გამოყავდა.. მწყერზეც კარგად ნადირობდა (ზე ყნოსვა არ ქონდა კვალზე მუშაობდა) წელიწადში ვკრიჭავდი ერთხელ. კურდგელს დასდევდა მოკლე მანძილზე.. მომიკვდა .. გული დამწყდა.. გადავედი სეტერზე(მანანდე სულ გერმანული ჯიშები მყავდა)ირლანდიური სეტერი მყავს ეხლა და აღმოვაჩინე რა.. ძაღლი პიქრობს!! ანუ ჭკვიანია ვიდრე დრათხაარი ... უფრო დამჯერი და უფრო ერთგული.. ხოდა გავხდი სეტერისტი!!
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#167
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თენგო
ეხლა არ ვიცი დრათხარების ხაზი თუ გაუმჯობესდა,მაგრამ მე როცა მყავდა დრათხარი და ვადარებდი სეტერს და პოინტერს დიდი განსხვავება იყო.ეს არ ვიცი შეიძლება იმის ბრალი იყო რო ჩემ ძაღლს სუსტი ყნოსვა ქონოდა |
|
|
![]()
პოსტი
#168
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 59 რეგისტრ.: 7-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ რადგან დათხარი მყავს გონება მაქვს დაბინდული და სხვა ძაღლების უპირატესობას ვერ ვხედავ
![]() უბრალოდ მე იმით ვმსჯელობ რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი სხივისი დათხარები და რასაც ჩემი ძაღლი აკეტებს. ეს კი უკვე 4 წელია გრძელდება. ძმაკაცებს ვისთან ერთადაც ვნადიორბ სეტერი ყავთ (ირლანდიური). აქედან გამომდინარე ამ 2 ჯიშის შედარების საშუალება ყოველი ნადირობის დრო მაქვს. ჩემ ძაღლზე რაც შემიძლია ვთქვა ისაა,რომ ნამულის მაქსიმალური მანძილი რაც მე (და არა მარტო მე) მაქვს დაფიქსირებული დაახლოებით 6-7 მეტრი იყო. დაღლილი ჯერ არ მინახავს, მთელი დღის ნადირობის მიუხედავად რა ტემპითაც იწყებს იმით ამთავრებს. სიცივე და ყინვა მაგაზე არ მოქმედებს. წყალს, ჭაობს და ლაქაშებს თუ შეხედა, ხომ საეთოდ ჭკუა ეკეტება. 2 რამ შეიძლება პირობიტად ნაკლად ჩავუთვალო 1 რომ სიცხეში იგივე სეტერტან, კურცხალთან ან პონტერთან შედარებით უჭირს. და მე-2 ეგ არის, რომ ნაბულს დიდხანს არ აკეტებს. ანუ მაქ 2-3 წუთი გაჩერდეს ნაბულზე. ეს მინუსებიც მხოლოდ მწყერზე ნადირობის დროს თუ ჩაითველბა მინუსად, თორემ ზამთარში, იხვზე ნადირობისას არც 1 სათიანი ნაბული მჭირდება და არც სიცხე აწუხებს. ყოველივე ზემოთ დაწერილი არაა იმის მტკიცება, რომ დათხარზე უკეთესი ჯიში არ არსებობს. უბრალოდ სხვებზე ნაკლები არაა ![]() ვისაც ერთხელ მაინც უნადირია ზამთარში ჯიშიან, კარგად დაგეშილ დათხართან ერთად ვფიროქბ, რომ ეს არასოდეს დაავიწყდება. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#169
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გოგა
ეხლა სამწუხაროდ დრატჰაარების საქმე რომ არის ჩვენთან მტერსაც არ ვუსურვებდი ![]() ამ ბოლო დროს თვითნებური და შეუსაბამო დართვების გამო ხდება ჯიშის დაკნინება,სამწუხაროდ ახალი მწარმოებლებიც კარგა ხანია აღარ შემოუყვანიათ. გერმანული და ინგლისური ჯიშების შედარება მე არასწორად მიმაჩნია,ვინაიდან მათ აბსოლუტურად განსხვავებული ნადირობის სტილი აქვთ, ისევე როგორც მათ პატრონებს. ყველა მონადირემ თავისი ტემპერამენტისა და ნადირობის მანერის მიხედვით უნდა შეირჩიოს ძაღლი. საცოდავი საყურებელია დინჯი ადამიანი სეტერით ან პოინტერით რომ ნადირობს და პირიქით. ისე მე თუ მკითხავთ დრატჰაარი ერთერთი კარგი მონადირე,მომპოვებელი ჯიშია,და მახინჯი სულაც არ არის,უბრალოდ პოინტერივით ნაძერწი,დახვეწილი ფორმები არ აქვს. იმ პირობებში სადაც ის წესით უნდა ნადირობდეს ეს მავნეც კი არის. |
|
|
![]()
პოსტი
#170
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#171
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი ცნობილი ხალხური ლექსია: "აიმ მთაზედა თეთრი ქვა/ აპირებს ჩამოდნობასა,/ ბევრიც რო გყავდეს სეტერი,/ ვერ გიზამს დრათხარობასა!"
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#172
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დრათხარებს რაც შეეხება გამახსენდა კიდე ორი მაგარი ძაღლი კენჭიაშვილის"ნაბი" და კრავჩენკოს უმაგრესი ძუ"ადა"-2 მეორე ხარისხის დიპლომის მფლობელი,ეროვნული გამოფენის ჩემპიონი. "ადას" შვილი,სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს,მერე კბილები გაუფუჭდა,რომელმაც წავკისში გამოცდაზე ლამის პირველი ხარისხის დიპლომის მანძილი აჩვენა.
ასე რომ თავის საქმეში დრათხარს ბადალი არ ყავს,ძალიან გული მწყდება რომ დღეს მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#173
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეგობრებო მემგონი ჩემმა პოსტმა შემოიტანა გაურკვევლობა
![]() ჩემი პირველი ძაღლი დრათხარი იყო.იმის მერე კიდევ 2 დრათხარი მყავდა.გინდა ამის გამოც და გინდაც ამ ძაღლის შესაძლებლობების გამო მე ამ ძაღლის ასე ვთქვათ ფანი ვარ ![]() ისე მე თუ მკითხავთ დრატჰაარი ერთერთი კარგი მონადირე,მომპოვებელი ჯიშია,და მახინჯი სულაც არ არის,უბრალოდ პოინტერივით ნაძერწი,დახვეწილი ფორმები არ აქვს. იმ პირობებში სადაც ის წესით უნდა ნადირობდეს ეს მავნეც კი არის. ამაში მგონი თენგომ ის იგულისხმა რო დრათხარის სანადირო ადგილები არის წყალი,ჭაობი,კამიშები,ჯაგები და სადაც შეიძლება უბედური სასიარულო იყოს.ამის გამო სეტერის ნაზი აღნაგობა და ბეწვი უფრო არასასურველია ვიდრე დრათხარის ჯაგარი და ძლიერი ტანი.ესე მგონია მე. თენგოს დავეთანხმები,ეხლა მე რო პოინტერით მანადირო ალბათ არ მესიამოვნება,იმიტო რო მიყვარს დინჯი ძაღლები.მაგრამ პოინტერის ნადირობას რო უყურებ რა თქმა უნდა განსხვავებას ვხედავ ეს არის რაღაც კლასიკაა რა ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#174
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ყოველთვის ვერიდები ჯიშების შედარებას იმის მხრივ თუ რომელი ჯობია. დრათჰაარი მსოფლიოში მეძებარი ძაღლებიდან ერთერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია, ბოდიშის მოხდით, მაგრამ ბევრჯერ მითქვავს და კიდე გავიმეორებ--აქ ბევრი ახალგაზრდა გამოუცდელი მონადირე შემოდის და მრავალ საინტერესო ინფორმაციას იღებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ უაზრო(ბოდიში სხვა ვერაფერს დავარქმევ) პოსტების წერისგან.
ეხლა რაც შეეხება დრატჰაარს და საერთოდ კონტინენტალურებს: ისინი შესანიშნავი მონადირეები, ადვილი გასაწვრთნელები და საკმაოდ დამჯერები, ადვილად დასამორჩილებლები, რადგან ბრიტანელებისგან განსხვავებით აქვთ შედარებით გაწონასწორებული ფსიქიკა, ამტანები და ღონიერები, ნადირობენ როგორც ფრინველზე ასევე ნადირზე(მსხვილ ჩლიქოსნებზე და ტახზეც), აქვთ საკმაოდ მყარი და ლამაზი ნაბული, შესანიშნავად აპორტირებენ როგორც მშრალზე ასევე წყლიდან. ყურადრებას გავამახვილებ დრატჰაარის ბეწვზე: დრათჰაარის ბეწვზე კინოლოგები და სელექციონერები მრავალი წელი თავდაუზოგავად შრომობდნენ და ასევე გრძელდება დღესაც, რომ მიეღოთ ისეთი, როგორიც ამჟამად აქვს--წმინდა გერმანულ დრათჰაარს. ასეთი სამოსი ძაღლს იცავს , როგორც სიცივისგან ასევე სიცხისგან, ვიმეორებ--სიცხისგან. იოლად შედის ეკალ ბარდში, ნაკლებად სველდება და მალე შრება განსხვავებით სეტერისა. ეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, უპირატესობას აძლევს დრათჰაარს სხვა ჯიშებთან შედარებით. ყნოსვა: ნამდვილად სუსტი აქვთ ბრიტანელებთან შედარებით, მაგრამ ეს მათ ხელს უწყობს კვალზე მუშაობის დროს, რადგან უფრო გაწონასწორებულები არიან, ზედმეტი აღგზნებულობა და სიფიცხე მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელია. |
|
|
![]()
პოსტი
#175
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
mgm
რაც შეეხება დრატჰაარს და საერთოდ კონტინენტალურებს: ისინი შესანიშნავი მონადირეები, ადვილი გასაწვრთნელები და საკმაოდ დამჯერები, ადვილად დასამორჩილებლები, რადგან ბრიტანელებისგან განსხვავებით აქვთ შედარებით გაწონასწორებული ფსიქიკა, ნება მომეცი ნაწილობრივ არ დაგეთანხმო. დრათხარი სხვა ჯიშებთან შედარებით გამოირჩევა სიურჩით,ჯინიანობით,ზედმეტად აღგზნებადობით.ხშირად ზედმეტად ხმაურიანია. დრათხარებში სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო ხშირად გვხვდება გაუწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლები. მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს დრათხარის,როგორც კარგი მონადირე ჯიშის ღირსებებს.კარგი,გაწონასწორებ ული ფსიქიკის მქონე დრათჰაარი შეუცვლელია ზამთარშიწყალში,მაგარ ადგილებში,ჯაგში. სიცხეს თავისი ზომების და თბილად ჩაცმულობის გამო ცუდათ იტანს,მაგრამ რა აუცილებლობაა მაინცდა მაინც პაპანაქებაში ინადირო? ყნოსვას რაც შეეხება მე ჩემ წინა პოსტებში ჩამოვთვალე ის დრათხარები რომლებიც ინგლისურებს ყნოსვით არ ჩამოუვარდებოდნენ. ეს მხოლოდ რაც ჩვენნ გვინახავს,და რაც არ გვინახია რამდენია? საერთოდ ჯიშების შედარება არაკორექტულად მიმაჩნია. ყველა ჯიში გამოირჩევა იმ თვისებით,რომელიც მეორეს არ ან ნაკლებად ახასიათებს,ზოგს რა მოწონს ზოგს რა. |
|
|
![]()
პოსტი
#176
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე კიდე, პირიქით, მიყვარს ასეთი "უაზრო" კამათები - ბავშვობა მახსენდება. სოფელი, რკინიგზისპირი და იქ შეყრილი საღამოს სასირზე მიმავალი გურული მონადირეები, იმათი: "აია, ბიჯო, ძაღლი? შეხედე, რაფერ პიწკად ადგამს, არ დამესვაროსო. გიზოას შეეხვეწე აგერ და ათხუებს კალოშებს, ერთი ზომა ფეხი აქვთ ორივეს". "აბა, შენი დრათხარია კაი, ღორივით რო წვანა ჭყაპოში?" იქ იყო ჯიშების დახასიათებები, თუ იყო. რა ტყუილს და მართალს აღარ ყვებოდნენ - ამან რო ის ქნაო და იმან რო დოუყვინთა და ორი იხვი ერთად ეჭირა პირშიო.. ძაღლი, ნადირობაზე მეტად, მე მგონი, იმ საუბრებმა შემაყვარა.
ხალხური ლექსის გამო კი, სეტერისტებს თუ გული დაწყდა ვინმეს, ვურჩევ, ბოლო სტრიქონებში რული მარცხნივ გადმოიტანოს, ანუ სეტერს და დრათხარს ადგილები შეუცვალოს: "...ბევრიც რო გყავდეს დრათხარი/ ვერ გიზამს სეტერობასა." ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#177
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 59 რეგისტრ.: 7-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს სურათები კი განწყობისთვის ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#178
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას. დღეს ვარდების ბაღში ძაღლს ვასეირნებდი და ერთ ძუ მონადირე ლეკვთან შევჩერდით,მის პატრონს გამოველაპარაკე და მითხრა რომ ლეკვის გაჩუქება მინდაო.(ხშირად დავდივარ გასტროლებზე და ოჯახში არ უვლიანო.) მისი მშობლები კახეთში,სოფელ კარდენახში ყავთ და ანადირებენო.მგონი დედაზე მითხრა რომ იმპორტირებულია რუსეთიდანო. 2 დღეში ისევ მიდის. ცოტა დაჯერება მიჭირს არადა სახლში მყავს უკვე ერთი ძაღლი არადა გული ძალიან მწყდება.
|
|
|
![]()
პოსტი
#179
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
giigi რა ჯიშისააა?
|
|
|
![]()
პოსტი
#180
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დრათხაარს ვგულისხმობდი.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 17:43 |