გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
უკვამლო თეთრი დენთი (თოფის წამალი) ნიტრო ცელულოზაა (საარტილერიო ჭურვებში იხმარება ,,კარდიტი,,) რომელიც წვისას წარმოქმნის გაზებს ანუ წვისას ფართოვდება უცაბედად და პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიაში, აწვება რა ვაზნაში მოთავსებულ ჭურვს (საფანტი, ტყვია , საარტილერიო ჭურვი. დ.ა.შ) იწვევს მის უკუშეუქცევად მოძრაობას ლულის არხის გასწვრივ, სანადირო თოფებში ნახმარი უბოლო დენთი (სოკოლი, ბარსი, რექსი, ...) გათვლილია სანადირო ვაზნებისათვის ,,ჟეველოს,, ტიპის ფისტონისათვის (კაფსულა)... (,,ცბ,, ე.წ კაფსოლ ცენტრალნავა ბოია) გათვლილია კვამლიანი შავი დენთისათვს, ასეთი ფისტონით აალებული თეთრი (უბოლო) დენთით დატენილი ვაზნა იძლევა არასრულფასოვან და არასტაბილურ გასროლებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
აუცილებელია საფანტის სიმსხოს შერჩევა თოფის ლულის შევიწროვებასთან ,,ჩოკთან,, მიმართებაში ანუ კარტეჩის და შედარებით მსხვილი საფანტის სასროლად აგრეთვე ცალი ტყვიის ,,იაკანი მაიერი გუალანდი პოლევა, იდეალი, ვიატკა, სპუტნიკი ბლონდო მირაჟი,, დ.ა.შ სასროლად უკეთესია და რეკომენდირებულია ნახევარჩოკის, ცილინდრის, ან შევიწროვებული ცილინდრული ლულის ხმარება, ჩოკით ნასროლი ზემოთ ხსენებული ჭურვები არასტაბილური შლის და მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა და გარდა ამისა შეიძლება თოფიც დავაზიანოთ, სასტიკად აკრზალულია ძლიერი ჩოკური შევიწროვებული ლულებიდან (1,25. 1,35. 1,4) (ესეთი ხშირად აქვთ ტრანშეული სტენდისათვის დამზადებულ სპორტულ თოფებს),, მსხვილი (5 ნომერი ) საფანტზე მსხვილი საფანტის სროლა,ასევე ნებისმიერი ზემოთ ხსენებული ცალი ტყვიისა და კარტეჩის სროლა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავაზიანებთ თოფს. ძლიერი 1,25 და ძალიან ძლიერი 1,35. 1,4 ჩოკიდან იდეალურშედეგს იძლევა 6, 7, 8, 9, ნომერი საფანტი, საშუალო და შორ მანძილზე სროლისას. მეოთხედ ჩოკი ანუ 0,75 ტიანი შევიწროვებით საუკეთესო შედეგს იძლევა 5, 4, 3 ,2 ,1 ,0, 00, 000. საფანტის სროლისას შორ მანძილძე. გარდა ამისა სანადორო თოფს რომლის ლულებიც გათვლილია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნების სროლისათვის ჩოკური შევიწროება არასტანდარტული აქვთ ანუ უფრო ნაკლებ შევიწროვებულია თუმცა მარკირება იგივე აქვთ. ასეთი ლულიდან ნასროლი ჩვეულებრივი საფანტი შედარებით ახლო მანძილზე იშლება თანაბრად, თუ გვინდა ასეთი კონსტრუქციის ლულიდან შორ მანძილზე რბილი საფანტით ნადირობა აუცილებელია შევცვალოთ ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროვება (მარკირებით ,,steel,,) რბილი საფანტის სასროლად გატვლილ ჩოკურ შევიწროვებაზე (მარკირებით ,,lead,,)
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
hunter777
მეტად აუცილებელი ინფორმაციაა, გასაკუთრებით დამწყები მონადირეებისთვის! |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
კარგი ინფოა იკა, ის ეერთი მაინტერესებს მრ-153 უბრალო მაგნიუმიდან რამდენ გრამიანი ვაზნების სროლა არის ნებადართული და ჟაკანის სროლისს ხომ არის საჯირო ფოლადის საფანტის ჩოკის შეძენა
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კარგი ინფოა იკა, ის ეერთი მაინტერესებს მრ-153 უბრალო მაგნიუმიდან რამდენ გრამიანი ვაზნების სროლა არის ნებადართული და ჟაკანის სროლისს ხომ არის საჯირო ფოლადის საფანტის ჩოკის შეძენა ნებისმიერს გაისვრის უპრობლემოდ 28 გრამიანიდან 50 გრამიანის ჩათვლით გაზოკამერის რეგულირების გარეშე, თუ დაარეგულირებ უფრო დაბალ მუხტიანცას გაისვრის ავტომატიკის უპრობლემო მუშაობით, იაკანის სროლისას არაა საჭირო ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროების შეძენა, არ ახმარო სპუტნიკი და იდეალი! ანუ მრგვალი ტყვია ეს ჩემი რჩევაა, კარგ შედეგს იძლევა პოლევა, გუალანდი, ნახევარჩოკიდან ან ცილინდრიდან სროლის შემთხვევაში. თუმცა ქვეკალიბრული ტყვიების გასრლა სრული ჩოკიდანაც შეიძლება |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 367 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაიხარე ჰანტერ, მართლა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე და აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ, თუ იცი მც 2112-ით (ლულის შევიწროება ჩოკი 1მმ), რომელი ტყვიაა მისაღები სასროლად და რომელს მირჩევ ?
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
გაიხარე ჰანტერ, მართლა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე და აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ, თუ იცი მც 2112-ით (ლულის შევიწროება ჩოკი 1მმ), რომელი ტყვიაა მისაღები სასროლად და რომელს მირჩევ ? მადლობა ძამიკო! მც-2112 დან და ზოგადად ჩოკიანი ლულიდან სასურველია ქვეკალუბრული ,, პადკალიბერნი,, ცალი ტყვიის სროლა მაგ პოლევა ან გუალანდი. თუ არა და ნებისმიერს გაისვრის უპრობლემოდ თუ მოარგებ ლულის ჩოკს ანუ თავისუფლად ან ოდნავ ჭედვით უნდა გადიოდეს (გადიოდეს და არა იჭედებოდეს) ლულაში ბოლომდე!. არ იხმარო კუსტარულად ჩამოსხმული ცალი ტყვია! იმიტო რომ ხშირად ხელით ჩამოსხმული ტყვია არათანაბარია და სიმკვრივეც მეტი აქვს აქედან გამომდინარე ლულაში ვერ იწურება და დიდი ალბათობაა რო ლულა დააზიანო! უფრო ხშირად ზიანდება ჩოკის უკან ძირითადი ლულიდან ჩოკში გადასასვლელ ადგილზე ან ჩოკში.ლულას ბერავს ან ხეთქავს ლულის გასწვრივ სიგრძეძე ჭრის. ისე ცნობისათვის ცილინდრული ფორმის ცალი ტყვია პლასმასის კონტეინერში მაგ; პოლევა, გუალანდი, ჰექსოლიტი, ან მონოლიტი, და კონტეინრის გარეშე მაგ; მაიერი, ვიატკა, იაკანი, და ა.შ ბრვრად უფრო ზუსტებია მიზანში სასროლად და უსაფრთხოც თოფისათვის ვიდრე სპუტნიკი და იდეალი. და დამაზიანებელი და შემაჩერებელი ეფექტიც მეტი აქვს!. მე პოლევა, გუალანდს. ან ჰექსოლიტ. მონოლიტს გირჩევ. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 367 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მადლობა ძმაო, ისე შაენ მიერ ჩამოთვლილი ტყვიები უნდა თვითონ დატენო თუ არის ამ ტყვიების ქარხნული (დატენილი) ვარიანტები...
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მადლობა ძმაო, ისე შაენ მიერ ჩამოთვლილი ტყვიები უნდა თვითონ დატენო თუ არის ამ ტყვიების ქარხნული (დატენილი) ვარიანტები... დატენილებიცაა და ისეც იყიდება! ზემოთ მოცემული ტყვიები იდეალურია საშუალო მანძილზე დიდი ნადირის დასაგდებად! პოლევა -3 და პოლევა 6 ი სამწუხაროდ ეგ ტყვიები ჩვენთან არაა გაყიდვაში აქ უფრო პოლევა -1 და იშვიათად პოლევა 2 მინახავს ეს ტყვიები კი შედარებით მსუბუქი ტყვიებია და შორ მანძილზე სასრილათაა განკუთვნილი საწყისი სიჩქარე მეტი აქვს მაგრამ უფრო გამხვრეტი ეფექთით გამოირჩევა ვიდრე შემაჩერებელით, და ამიტომ შედარებუით პატარა ცხოველებზე სახმარია მაგ; შველი, ირემი, მგელი, ტურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ მოკლავს ტახს ან დათვს! თან პოლევა-3 და პოლევა6 ი ექსპანსიური ტყვიებია ანუ რბილ ქსოვილზე მოხვედრისას ძალიან დეფორმიტდება ტყვიის წვერში დატოვებული სიცარიელის გამო. კოლოფში რომ დევს ის მაიერის ორმაგ ტურბინული ტიპის ტყვიაა! ზოგი აქებს ზოგიც არა ერთი მინუსი აქვს ის მაგ ტყვიას რომ ავტორის მიხედვით უნდა დატენო! წინააღრმდეგ შემთხვევაში არ ბრუნავს და გიროსკოპული სიმდგრადეც არა აქვს აქედან გამომდინარე და ეგეთი ტყვიის თოფიდან სროლა ხელით ქვის სროლას ემსგავსება სიზუსტის თვალსაზრისით. |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
![]() ტყიანში და ბუჩქნარიანში მონოლიტია კარგი და შექმნილიც მაგისთვისაა! ჰექსოლიტს კი გაშლილ ველზე აი ისეთ ხეობაში სასროლად ხმარონებ სადაც სივრცეა და ხელის შემშლელი არაფერი ხვდება! გასკდომით კი არ სკდება უბრალოდ იშლება რაიმე ზედაპირთან შეხებისას ამაში ხელს უწყობს ჩაღრმავება ანუ ბალისტუკური სიცალიელე წინა მხრიდან რომ ააქვს ჰექსოლიტს! ტყვიის ფრენისას ამ საცარლეში იწნეხება ჰაერი, ტყვია დიდი სიჩქარით მიფრინავს და ტყვიის წინ არსებული ჰაერი იმ მცირე ღუში შედის და იწნეხება გამოწვეული დიდი წნევის გამო, მოხვედრისას კი ვინაიდან ტყვია ანელებს ან სრულიად წყვეტს მოძრაობას ეს დაწნახილი ჰაერი დიდი სიჩქარით ფართოვდება რომ გარეთ არსებულ წნევას გაუტოლდეს, (ელემენტალური ფიზიკაა.) ამ მომენტში თვითონ ჰაერი მოქმედებს მოხვედრის ზედაპირზე, ცხოველის შემთხვევაში კუნთოვან ქსოვილებზე, ეს ჰაერი გაფართოებისას გლეჯს ქსოვილებს შინაგან ორგანოებს და მუცლის, მკერდის ან მენჯის ღრუში მოხვედრის შემთხვევაღი იწვევს იქ არსებული თანაბარი წნევის უცებ ელვისებურ გაზრდას, რაც იწვევს შინაგანი ქსოვილების მოგლეჯვას სისხლჩაქცევებს ტკივილს ტკივილისაგან გამოწვეულ შოკს და ასე შემდეგ!. მაგალითისათვის, ბევრად მცირე 7.62 კალიბრის სანადირო ტყვიის ბალისტიკურ სიცარიელეში ერთი ლიტრი ჩაწნეხილი ჰაერი ეტევა, რათქმაუნდა ეს ტყვიის სიჩქარეზე და ნახვრეტის მოცულობაზეა დამოკიდებული ბევრად! ერთი სიტყვით კოლოსალური შემაცერებელი ეფექტის ტყვია ჰექსოლიტიც და მონოლიტიც |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 14:38 |