რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
![]() ![]() საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც. ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები. ხოხობი მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელებულა. ძველბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მითიურმა არგონავტებმა კოლხეთიდან საბერძნეთში წაიყვანეს ხოხობიც. იგი ბერძნებს არ ენახათ და ბუნებრივია მისი სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში. პ.ს. ინფო აღებულია რომელიღაც ენციკლოპედიიდან |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 07:37 |