რელოდინგი, ყველაფერი დასატენი მოწყობილობების შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რელოდინგი, ყველაფერი დასატენი მოწყობილობების შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Hornady 366 Auto Progressive Loader
ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სანადირო ვაზნის დასატენი მოწყობილობა (პრესი), რომელსაც ფართოდ იყენებენ პირველ რიგში მის სამშობლოში აშშ-ში და შემდეგ მთელს მსოფლიოში. მას იყენებენ როგორც მონადირეები, ისე სპორტსმენები. აღნიშნული დანადგარი მზადდება ნებრასკას შტატში, გრანდ აილენდში. კომპანია ჰორნადის დამაარსებელია ჯოის ჰორნადი, რომელიც თავად იყო განთქმული მსროლელი და მონადირე. მან გადაწყვიტა შეექმნა უკეთესი ტყვია, ვიდრე იმ დროს არსებულები იყო და ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მან დააფუძნა კომპანია, რომელიც ტყვიების გარდა უშვებდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ვაზნის დასატენ პრესებს. ჰორნადის პრესმა მალე გაითქვა სახელი სპორტსმენებსა და მონადირეებს შორის და დღეს დღეობით ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში. ჰორნადი უშვებს პრესებს, როგორც გლუვლულიანი ისე ხრახნილლულიანი თოფებისა და შაშხანების ვაზნებისთვის. ამჯერად ჩვენ ვეხებით გლუვლულიანი თოფების ვაზნის პრესს Hornady 366 Auto Progressive Loader-ს. ეს არის ე.წ. მრავალსაფეხურიანი პრესი, რომელიც ერთდროულად ამზადებს რამდენიმე (8) ვაზნას. პრინციპი ასეთია: მონადირე პრესის ბერკეტის ერთი ჩამოწევით ახდენს ერთდროულად სხვადასხვა ვაზნაზე სხვადასხვა ოპერაციას: მაშინ როდესაც ერთ ვაზნას მოერგება ფისტონი, მეორეში ამ დროს ეყრება დენთი, მესამეში საფანტი და ა.შ. არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის მოდიფიკაცია Gas Assisted 366 AP LOADER, ამ უკანასკნელს ბერკეტზე აქვს განთავსებული სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და ადამიანის მხრიდან ბერკეტზე ზეწოლას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ვაზნები უფრო სწრაფად იტენება. არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის დამტენები შემდეგ კალიბრებზე: 12, 20, 28 და .410 ხოლო Gas Assisted 366 AP LOADER - 12 და 20 კალ. ფასი: Hornady 366 Auto Progressive Loader 670 $ ოფიციალურ საიტზე. ფასი: Gas Assisted 366 AP LOADER 853 $ ოფიციალურ საიტზე. თუმცა აშშ-ის სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში შესაძლებელია პრესი უფრო დაბალ ფასებშიც ნახოთ. ![]() ![]() https://www.hornady.com/shop/?ps_session=73...9b489eb60dd8509 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 01:06 |