ბრაკონიერები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

60 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
ბრაკონიერები, მოვთხაროთ
HUNTER FREDY
პოსტი Jun 17 2009, 09:52
პოსტი #151


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ზახარა @ Jun 16 2009, 11:07 PM) *
hunter777
ეტყობა უმრავლესობა კომერციული თვალსაზრისით უდგება ალბათ ესე რომ რისკავენ, აბა მუცლის გულისთვის მაგეთი რისკი???

რა მუცელი ზახარ ყიდიან ბრატ აბარებენ კილო მოხარშული შარშან ზამთარში 15 დან 30 ლარზე ავიდა! მიცლისტვის ვის ცხელა? ყინვასი ტევზაობენ ფულ აკეტებენ მოშნად!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფეოლა
პოსტი Jun 17 2009, 10:03
პოსტი #152


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რაც შეეხება ჩვენს ფუნქციას, ვფიქრობ დასაწყისისთვის მონიტორინგით შემოვიფარგლოთ და რადგანაც გვაქვს პირდაპირი კავშირი ინსპექციის ხელმძღვანელობასთან, ყველა გამოვლენილ ფაქტზე იქნება რეაგირება. მთავარია ჩვენს მიერ მოპოვებული ვიდეო თუ ისე ინფორმაცია , შეიცავდეს კონკრეტულ ხელმოსაკიდ დეტალებს, მაგალითად მანქანის ნომერს, სახეებს, აკრძალულ სათევზაო საშუალებებს, მდებარეობას,დროს და ა. შ. ყველა ამ საკითხებზე საუბარი უნდა შედგეს გ დ ი -სთან. ვინაიდან ჩვენ ბევრნი ვართ, ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი და შეხვედრას ორგანიზებას მე გავუკეთებ. რას იტყვით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 17 2009, 10:03
პოსტი #153


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ფეოლა @ Jun 17 2009, 09:22 AM) *
საწყენად ნუ მიიღებ, მე მითხრეს შენს შესახებ რომ კარგი თანამშრომელი ხარ , მაგრამ სამწუხაროდ ყველა შენსავით არ მუშაობს! რესურსი მართლაც ცოტა გაქვთ მაგრამ ეს არ ამართლებს იმ თანამშრომლებს , ვინც გარეულია. რაც შეეხება ინფირმაციას, სწორედ მაგას ვცდილობ, რომ იყოს რეაგირება კონკრეტულ შემთხვევაზე. არსებობს რამდენიმე დადასტურებული ფაქტი და მიდის დაგეგმვა.

ხოდა ბოლომდე უნდა მივიდეს დაწყებული საქმე სულ ბოლომდე რო დასასჯელი დაისაჯოს ბრატ! თან სამაგალითოდ სამსახურის დატოვებით კიარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ეგ ხალხია რო სახლს უტეხავენ სამსახურს და ხალხს ნდობას რომ აკარგვინებენ ჩვენს მიმართ!! ერთსაც დავამატებ ის კაცი ვინც ნაკლებადაა ბუნებასტან არც ნადირობს და არც ტევზაობს ისეთი უფროა ხელის მომწერი იმ ცუდ საქმეებზე! ბუნება რო კაცს არ უყვარს იმას რა უნდა მოსთხოვო?? და ჩემი აზრით არც უნდა იყოს ამ სამსახურში. ერთი ბრაკონიერი მეშეშე დავაკავე უკანონოდ მოჭრილი შეშა გადაქონდა და მეუბნება; ,,ეხლა რო მაჯარიმებ შენ რაა? მადლობას მაინც გეუბნება ვინმეო??,, მეთქი შენი ოპატარა შვილი მეტყვის რო გაიზრდება და ტყე რო ექნება, ხო ხედავ შენნაირი ბრაკონიერებისგან რო განადგურებულია მეთქი აქაურობა და კიდე აგვისტოს ომის შემდეგ ამდენი ტყის ფართი გადაიწვა თქო! გაჩუმდა აღარაფერი უთქვამს მე იმედი მაქ გაიგო რაც უთხარი! მაგრამ იმის არ მჯერა რო აღარ იბრაკონიერებს მაგი! უმუშევარი ვარ და ამით ვარჩენ ოჯახსო! newsmile038.gif ისე გამოდის რომ სხვა ახალი და შეიძლება უარესი დამაშაულისკენ უბიზგე იმ ბრაკონიერს იმიტომ რომ ის ჯარიმა გადასახდელი ექნება და მეორე ის რომ ოჯახი ხო უნდა არჩინოს??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფეოლა
პოსტი Jun 17 2009, 10:10
პოსტი #154


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართალი ხარ! პრობლემა ბევრია, მაგრამ თუ ცოტას მაინც გამოვასწორებთ, დიდი საქმე გამოვა. ჩვენ ის გავაკეთოთ რაც შეგვიძლია და ყველაფერი გამოვა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 17 2009, 10:19
პოსტი #155


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ფეოლა @ Jun 17 2009, 09:50 AM) *
ბიჭებო! ვფიქრობ მართალია არაგველი. საზოგადოებას ჭირდება ინფირმაცია, მათ შორის გაკეთებულ საქმეზეც, ასევე მნიშვნელოვანია პიარი, რათა მოსახლეობის დამოკიდებულება ბრაკონიერებისადმი ჩამოყალიბდეს ნეგატიური, რაც თავის მხრივ შეცვლის მენტალიტეტს და ინფორმაცია შევა ცხელ ხაზზე; 070-ზე. ასევე აუცილებელია, კანონის დახვეწა,მაგალითად აიკრძალოს თევზის გზაზე გაყიდვა, რესტორნებს კი მოეთხოვოს კონკრეტული თევზის ჯიშებზე( რაც ჩვენთანაა გავრცელებული) წარმოშობის დოკუმენტაცია. თუ ბრაკონიერებს მოვუსპობთ რეალიზაციის საშუალებას ,შესაბამისად აზრს დაკარგავს მათი საქმიანობაც. დარჩენილ ნაძირალებს კი ვინც მაინც გააგრძელებს ბრაკონიერობას, უფრო ადვილად მოევლებათ.

კარგი იდეაა და მაგას დიდი ხანია ვამბობ! პირველი; უნდა დაისაჯონ და კონტრილის ქვეშ იყვნენ ის ხელოსნები ვნც დენის აპარატებს აკეთებენ, მით უმეტეს იმისა რო კანონში ,,იარაღის შესახებ,, დევს ეს მუხლი და პირდაპირ კავშირშია ამ საქმიანობასთან!! მეორე; უნდა აიკრძალოს ქუჩებში თევზით ვაჭრობა მესამე; იმ დაწესებულებებს რესტორანი, სასადილო და ამ ტიპის დაწესებულებები რომლების ყიდულობენ თევზს შემდეგი რეალიზაციისთვის უნდა მოეთხოვოს ამ თევზის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც უნდა გასცეს ან გარემოს დაცვის რეგიონალურმა სამსახურმა ან რამე სანიტარულმა სამსახურმა რომელიც მჭიდრო თანამშრომლობაში უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ექვემდებარებოდეს მას აქედან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნება იმაზე რომ ეს თევზი არაა ბრაკონიერული წესით დაჭერილი. ეს ცოტა ძნელი მისაღწევია მაგრაგ შესაძლებელია ჩემის აზრით. დანარჩენი მკაცრად უნდა მოეთხოვოს გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 17 2009, 10:22
პოსტი #156


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სანამ ბრაკონიერებთან მივალთ უნდა იკრძალოს ქვეყანაში ბრაკონიერული დანიშნულების ხელსაწყოებით ვაჭრობა, აბა ნახეთ http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=226852
სანამ ამ ტიპს მოთხოვს ვინმე პასუხს, მებაჟეებს უნდა გაუნათდეთ, ასეთი რარაც რომ საზღვარზე გადმოიტანეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფეოლა
პოსტი Jun 17 2009, 10:42
პოსტი #157


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩვენ ყველა ერთ აზრზე ვდგავართ! ვფიქრობ კანონის დახვეწას დრო დაჭირდება, ამიტომ დავიწყოთ მასალის შეგროვება, საიტზე დავდოთ და გ დ ი რეაგირებას გააკეთებს, მერე შედეგებიც დაიდაოს , რომ ხალხმა დაინახოს და უფრო მეტი ენთუზიაზმით და უფრო მაშტაბურად ვებრძოლოთ ბრაკონიერებს. პარალელურად სამინისტრომ გააპიაროს ეს პროექტი, არ გაუჭირდებათ და ისიც იციან ვის მიმართონ! ეს მოსახლეობასაც ჩართავს ამ საქმეში. ნელ-ნელა ყველაფერი გამოვა! ამის შემდეგ კანონის გაუნჯობესებაც შესაძლებელი გახდება და თან სწრაფად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 17 2009, 10:43
პოსტი #158


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
ეგ როგორ უნდა აიკრძალოვ ვერ ვხვდები, კაცმა რომ თქვას ეზოს გასანატებლად მინდაო რა უნდა უთხრა, უბრალო ფრია რომელსაც კრონშტეინი უყენია, ან მწყემსმა ცხვარი დაკარგოს და საძებნად დაჭირდს, რავიცი რავიცი.... და მაგასაც თავი რომ დავანებოთ ელემენტარული ჩინური ფანარი შეიძლება სახლის პირობებში გადააკეთო ისე რომ იგივე მიიღო, და არც აკუმლატორის ტარება არ მოგიწევს


პრ-ზე იყო საუბარი და იდეის დონეზე გამიჩნდა, ყველამ ვიცით რომ ელეტროობას ძირითადად მდინარეებში იყენებენ მურწას დასაჭერ და მერე ეგ თევზი მიდის რესტორნებში ქორწილებზე და ქელეხებზე,პირდაპირ უკვეთავენ, არ შეიძლება მაგალითად სამინისტრო რომ მოელაპარაკოს რესტორნების ქსელებს და აქციასავით გააკეთებინოს ის რომ უარი თქვან ამ თევზზე 1-2 წლით, არაფერი არ მოგვივა მაინცდამაიც ქორწილში თუ არ იდო ეგ თევზი, მოთხოვნა თუ აღარ იქნება ავტომატურად არარც იაქტიურებენ ელექტრიკოსები,
რა თქმა უნდა დიდ ეფექტს არ მოახდენს მაგრამ რაღაცას ხომ იმოქმედებს

და გედებთან მაქვს კიდევ კითხვა, აქ ფაქტების მოგროვებაზე იყო ლაპარაკი და იქნებ ის თქვათ რომ ანონიმურობა დაცული იქნება ან რამე ეგეთი, და რომ მოწმეებათ ხალხს არ წაიყვანთ, თორე ეგ ფაქტორიც ბევრს ურტყავს ფსიქიკაზე და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის მიცემაზე თავის შეკავების მიზეზი ხდება

ისე კი დავწერე რომ "ხანდახან ბოზობა კაცური საქციელიათქო" და რავი აბა newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფეოლა
პოსტი Jun 17 2009, 10:50
პოსტი #159


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვფიქრობ მოწმეების და მსგავსი სტატუსების პრობლემა არ იქნება, გ დ ი თვითონ მიხედავს . ყოველ შემთხვევაში კონფედენციალურობა დაცული იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 17 2009, 11:11
პოსტი #160


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



არაა ვიტო ბრატ ეგ ბოზობა!! საერთოც არაფერი აქ, ბოზობა ისაა რასაც ჩადიან ეგ მედენეები! მეტი არაფერი! და უარესია კიდე მაგაზე! სხვანაირად არ გამოვა მაშინ უნდა დავიკიდოთ ყველამ ყველაფერი და გდი-ს შევაწმინდოთ ხელი არ მუშაობენ და შეკრულები არიანო ვიძახოთ ! ეგრე არაფერი გამოვა! ყველას ვალდებყლებაა მომავალი თაობის წინაშე ეს და უნდა ვიკისროთ ყველა ნორმალურმა მოქალაქემ ეს ვალდებყლება სხვა გზა არა გვაქ მორჩა და გათავდა!

აი ბრაკონიერობის დაჭერის შემთხვევაში უნდა ტელევიზიით აჩვენო ის ხალხი თავისი კომენტარით რომ ბრაკონიერობდა და გდი-მ დაიჭირაო მთელ ქვაყანაზე უნდა აჩვენო იქნებ მაგანაც რამე შედეგი გამოიღოს სასიკეთო?!! ლევანმა მომაწოდა ეს იდეა წეღან. ჩვენმა ძმამ და კაი კაცმა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Jun 17 2009, 12:14
პოსტი #161


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დღეს სულ წავიკითხე.. ძალიან მიხარია საქმე რომ დაიძრა ... ალბათ ეშველება ჩვენს ფლორას და ფაუნას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შარკი
პოსტი Jun 17 2009, 14:02
პოსტი #162


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




ზახარა
ციტატა(zaxara @ 16th June 2009 - 11:54 PM) *
დენის აპარატით დაჭერის შემთხვევაში, რამოდენიმეჯერ რომ დაიჭირო ერთი და იგივე პიროვნება, სულ ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლება ეგ ამბავი?,თუ სისხლის სამართალიც არის გათვალისწინებული? კითხვა გ.დ.ი- თანამშრომლებს? ან ვინც იცის იმას, მაინტერესებს??


I შემთხვევაში

ასკ-ის მუხლი 86/1 შიდა წყალსატევებში თევზჭერის წესების დარღვევა - 50-400 ლ თევზჭერის იარაღის, წყლის სატრანსპორტო საშუალებებისა და მოპოვებული თევზის კონფისკაციით ან მის გარეშე.

განმეორების შემთხვევაში

მიდის სისხლზე. სსკ-ის მუხლი 300/1 თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების უკანონოდ მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან შიდა წყლებში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით, ელექტროდენით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფათქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ანდა თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ასეთივე დარღვევის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.


თუ იგივე ქმედება ნაკრძალის ან აღკვეთილ ან ეკოლოგიური უბედურების ზონაშია ჩადენილი ან წითელ წიგნში შეტანილი თევზების მიმართ არის ჩადენილი.

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Panda
პოსტი Jun 17 2009, 16:14
პოსტი #163


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 15
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას newsmile05.gif
ნამდვილად ცუდი სიტუაციაა ბრაკონიერობის მხრივ, თუმცა აქ არაერთხელ ითქვა და გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად მიდის მუშაობა მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად.
აქ დაწერილი ინფორმაცია ვფიქრობ გამოადგება გარემოს დაცვის ინსპექციას, რომელიც სრულყოფილ სახეს თანდათან ღებულობს. მოგეხსენებათ, რეფორმები ტარდება..შეიძლება ითქვას კალაპოტში უკვე ჩავჯექით newsmile05.gif

ერთად დავამარცხოთ ბრაკონიერები!
პატივისცემით,
პანდა


PS: ავატარის ქვეშ ბრაკონიერი რომ მიწერია,თან სმაილიკით, მაგას რა ვუყო? newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არაგველი
პოსტი Jun 17 2009, 17:00
პოსტი #164


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ვიტო @ Jun 17 2009, 10:43 AM) *
Maverick
ეგ როგორ უნდა აიკრძალოვ ვერ ვხვდები, კაცმა რომ თქვას ეზოს გასანატებლად მინდაო რა უნდა უთხრა, უბრალო ფრია რომელსაც კრონშტეინი უყენია, ან მწყემსმა ცხვარი დაკარგოს და საძებნად დაჭირდს, რავიცი რავიცი.... და მაგასაც თავი რომ დავანებოთ ელემენტარული ჩინური ფანარი შეიძლება სახლის პირობებში გადააკეთო ისე რომ იგივე მიიღო, და არც აკუმლატორის ტარება არ მოგიწევს


პრ-ზე იყო საუბარი და იდეის დონეზე გამიჩნდა, ყველამ ვიცით რომ ელეტროობას ძირითადად მდინარეებში იყენებენ მურწას დასაჭერ და მერე ეგ თევზი მიდის რესტორნებში ქორწილებზე და ქელეხებზე,პირდაპირ უკვეთავენ, არ შეიძლება მაგალითად სამინისტრო რომ მოელაპარაკოს რესტორნების ქსელებს და აქციასავით გააკეთებინოს ის რომ უარი თქვან ამ თევზზე 1-2 წლით, არაფერი არ მოგვივა მაინცდამაიც ქორწილში თუ არ იდო ეგ თევზი, მოთხოვნა თუ აღარ იქნება ავტომატურად არარც იაქტიურებენ ელექტრიკოსები,
რა თქმა უნდა დიდ ეფექტს არ მოახდენს მაგრამ რაღაცას ხომ იმოქმედებს

და გედებთან მაქვს კიდევ კითხვა, აქ ფაქტების მოგროვებაზე იყო ლაპარაკი და იქნებ ის თქვათ რომ ანონიმურობა დაცული იქნება ან რამე ეგეთი, და რომ მოწმეებათ ხალხს არ წაიყვანთ, თორე ეგ ფაქტორიც ბევრს ურტყავს ფსიქიკაზე და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის მიცემაზე თავის შეკავების მიზეზი ხდება

ისე კი დავწერე რომ "ხანდახან ბოზობა კაცური საქციელიათქო" და რავი აბა newsmile05.gif



ვიტო, ძმაო, ბოზობა ამ შემთხვევასთან კავშირში არ არის და გეტყვი რატომ: მესმის რომ ბრაკონიერი კერძო საკუთრებას არ იპარავს, მაგრამ რის მოპოვებასა და რეწვასაც(უკანონოდ) ის ეწევა ის არის შენი, ჩემი, ჩვენი და ჩვენი შვილების... გვპარავს ჩვენ... მე ვთვლი რომ იგივეა რომ სახლში ჩემთან შემოვიდეს და ნებართვის გარეშე რამე წაიღოს... და ამას რომ შეესწრები და რეაგირებასა მოახდენ ეგ ბოზობა არ არის ძმაო....
რეაგირება ბევრ ნაირია: მამენტ მეც მისვრია მაგათთვის(ნავისთვის) თოფი და ტიტანიკივით წასულან ფსკერზე, მაგრამ ზოგჯერ რისკი დიდია და მოერიდები კაცი და აცნობებ შესაბამის სამსახურებს და ხშირ შემთხვევაში ასეც უნდა ქნა და ეგ ბოზობა არ მგონია... აი ჩვენ რომ რაღაც სტატუსი გვქონდეს, არ არის აუცილებელი იქ ოქმები უწერო, გაუძრე ქსივი ან ჟეტონი, უთხარი რომ გაქვს უფლებამოსილება და მოსთხოვე შეაჩეროს უკანონო ქმედება წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრები ზომების(ინფოს გადაცემა პიროვნებების იდენტიფიკაციის შემდეგ და ა.შ.) მიღებით...
რამდენიმე ფაქტი გაპიარდება და მოგერიდებიან ეგენიც, კარგი კი ის არის რომ, ეგენი პოტენციურ საშიშროებას დაინახავენ ნებისმიერ მეთევზესა თუ მონადირეში, რომლებსაც ეგენი გდი-ზე ხშირად გადააწყდებიან ბუნებაში!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 17 2009, 19:10
პოსტი #165


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მე ასე ვფიქრობ რომ კლუბის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია გდი სამინისრტროში ჩვენი მისვლა კლუბის სახელით და მოლაპარაკება თანმშრომლობის ფორმის შეთანხმება და სხვა რიგი აქტუალური და საჭირო საკითხებთან დაკავშირებით მე პირადად ჩვენი კლუბის ჩამოყალიბების პირველ მიზანს მაგაში ვხედავ, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ!! ბოლო ბოლო ერთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმე უნდა ვაკეტოთ ღვთის წყალობით უნდა გამოვიდეს, ჩვენი საქმე მართალი საქმეა!!! უნდა უმკურნალოთ ამ სენს რასაც ბრაკონიერობა ქვია!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

60 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 01:37