მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
sekreta
პოსტი Apr 6 2010, 18:04
პოსტი #16


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი შეგიკთხვა მაქვს ვერ ვიპოვე სად უნდა იყოს შეკრებები არაა ფაქტიურათ დაგეგმილი და ჩვენ როგორ გავიცნოთ ერთმანეთი? რომ მერე რეკომენდაციებიც იყოს და შესაბამისად მოხდეს კლუბში გაწევრიანება, მაგრამ ამაზე მაგრად მინდა თქვენი პირადად გაცნობა და თქვენთან ერთად ყოფნა რა რა ვიცი იქნება გვიპასუხოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იკა კაპანაძე
პოსტი Apr 6 2010, 19:32
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 465
რეგისტრ.: 6-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti




ძალიან სულსწრაფი ხარ სეკრეტა, მოთმინებითა შენითაო ხო გაგიგონია? ცოტა პოსტების რაოდენობას მოუმატე, ცოტაც ხალხი გაიცანი და ყველაფერი იქნება თავის დროზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 6 2010, 19:39
პოსტი #18


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



sekreta
მალე მალე. მარხვაც მორჩა და წავა ლოთობები newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bullet
პოსტი Apr 7 2010, 13:55
პოსტი #19


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც მინდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 7 2010, 16:05
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე რაც მივიხედ მოვიხედე ეგაა და თუ ვინმე არის - დაპოსტოს! და გაგვახსენოს თავი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sekreta
პოსტი Apr 18 2010, 20:26
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აუ ბიჭებო მე ძალიან მინდა გაწევრიანება მაგრამ მე მიმაჩნია ერთი გასვლა საკმარისი არაა ყველა მაგარი ხალხი ხართ იმენა მაგრად მომეწონა თქვენთან ყოფნა და გავარღმავოთ ურთიერთობა, მეტი რეკლამა სჭირდება კლუბს რომ მეტი ხალხი ეზიაროს ამ მაგარ საქმეს რასაც ეს კლუბი აკეთებს მე მოხარული ვარ, მე არ მეჩქარება კლუბში გაწევრიანება რადგან ისედაც თქვენს გვერდში ვარ და მე კარგად მესმის რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველას ვურჩევ ვისაც გაწევრიანება გინდათ ერთ შეკრებაზე მოდით და თვითონ მიხვდებით ამას, მთავარია კლუბთან ყოფნა, მე კარგად მიმიღეს ბიჭებმა ზედ გადამყვნენ იმენა და ასეთ ხალხთან ურთიერთობას არაფერი მირჩევნია და ეს ასეც წარმომედგინა, მონადირე სხვანაერი არც უნდა იყოს მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა ბიჭებო რა "ოჩოპინტრეს" გაუმარჯოს ჩვენს განუმეორებელ კლუბს ერთ ოჯახს გაუმარჯოს ბიჭებო, და ამ ოჯახის წევრი ნელნელა უნდა გავხდეთ ყველა. ეს ისეა რა ერთხელ და ორჯერ შეხვედრილ კაცს ბავშვს ხო ვერ მოანათლინებ? ხო და ამ სიტუაციას გავს რა კლუბშიც გაწევრიანება ამ ოჯახში რომ შეხვიდე იმენა ყველაფერი უნდა გამოცადო ბიჭებთან ერთად უნდა დალიო უნდა ყველანაერად და ყველაფერში გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Apr 18 2010, 21:44
პოსტი #22


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



2 ტონა ოფი წაიშალა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Apr 18 2010, 21:55
პოსტი #23


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




vava.gif ეჰ კლუბის წევრობას ვინ არ ინატრებს, მაგრამ აქტიურობა გვმართებს მეტი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kervala
პოსტი Apr 19 2010, 15:45
პოსტი #24


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 45
რეგისტრ.: 1-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მოგესალმებით

როგორც მივხვდი, კლუბის გასვლებში რომ მივიღო მონაწილება კლუბის წევრობა არ არის ხომ აუცილებელი

ამ საიტის ახალი წევრი ვარ,და ძაან მომწონს აქაურობა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 19 2010, 15:48
პოსტი #25


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



kervala სწორედ გასვლებში უნდა მიიღო მონაწილეობა კლუბის წევრი რომ გახდე ჯიგარო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sekreta
პოსტი Apr 19 2010, 16:39
პოსტი #26


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა ვიცი მემგონი კარგად განვმარტე და რაღა დავამატო სწორედ მასეა ძმა kervala შენ გასვლებში უნდა ნახო რა სიამოვნებას მიიღებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Apr 19 2010, 23:33
პოსტი #27


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



sekreta
პრინციპში სწორედ თქვი newsmile05.gif


ესაა ბიჭებო კლუბი.ჩვენ აზრს უნდა იზიარებდეთ(რა თქმა უნდა ბუნებას რაც შეეხება იმას ვგულისხმობ),ჩვენსავით მოწადინებული იყოთ.კლუბის წევრი მარტო ერთობლივ გასვლაზე დასწრება არ არის!!! კლუბის წევრია საერთო ლოთობებში ჩართვა,საერთო სანადირო გასვლა,იგივე თევზაობა ერთობლივი,თუნდაც გამწვანება,თუნდაც ბუნების დასუფთავება და რავიცი კიდევ ბევრი რამ,რასაც აღარ ჩამოვთვლი.
მოკლედ რომ ვთქვათ კლუბში ადამიანს რო მივიღებთ იმასთან ჭიქის აწევაც უნდა გვსიამოვნებდეს,ნადირობაც არ უნდა გვეშინოდეს და საერთოდ ადამიანს უნდა ვიცნობდეთ ცოტა მაინც newsmile05.gif
ასე რომ თუ თქვენი კლუბში შემოსვლა დაგვიანდა(თქვენი აზრით) ამაზე ნუ გაგვინაწყენდებით და ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ,ეს მხოლოდ თქვენი პასიურობის ბრალი იქნება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sekreta
პოსტი Apr 20 2010, 08:56
პოსტი #28


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



საინტერესოა გამწვანება და დასუფთავების სამუშაოები ეს მნიშვნელოვანია კოუბისთვის დავგეგმოთ და გავიდეთ ძალიან მაგარი საქმეა რა და წამოვლენ ალბად ბიჭებიც ვისაც უნდა კლუბთან ურთიერტობა და თავისი ბუნებისა და ხეტყის მოვლა პატრონობა, ჩვენი ვალია ტყე შევუნახოთ შვილებსა რათა ინადიროს ჩვენმომავალ თაობამაც სუფთა და სუფთა ჰაერით გაჯერებულ ტყეში რა ვიცი ძალიან მომეწონა გოგას ნათქვამი გაგიმარჯოს დზმაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kervala
პოსტი Apr 20 2010, 10:13
პოსტი #29


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 45
რეგისტრ.: 1-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



გაიხარეთ ბიჭებო,მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის

რაც შეეხება გამწვანებას და დასუფთავებას ,ჩემი აზრით ეს უპირველესი და უმთავრესია,და ყოველთვის დღის წესრიგში უნდა იდგეს






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NNN-504
პოსტი Apr 25 2010, 23:56
პოსტი #30


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 9-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis



კლუბის წევრობა გადავწყვიტე რადგან: 1.ამდენ ლოთს სხვაგან სად ვნახავ. 2. როცა ფორუმელაბთან ერთად ვარ "მასიდან " არ "გამოვიყოფი" (რაც სხვა საზოგადოებაში დისკომფორტს მიქმნის), ყველას ჩემსავით ცოტ-ცოტა "აკლია". 3.გიყვართ ბუნება. 4.გიყვართ თევზაობა და ნადირობა.5.არ გიყვართ ბრაკონიერები და იეღოვლები...... მოკლედ კაი ხალხი გაგიცანით....ვეძებ ორ რეკომენდატორს( დაჟე ლუდზეც არ დაგპატიჟებთ newsmile090.gif )....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th November 2025 - 13:49