სადღეგრძელო, ქართული სუფრის მთავარი ატრიბუტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სადღეგრძელო, ქართული სუფრის მთავარი ატრიბუტი |
May 11 2010, 20:10
პოსტი
#16
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჰერცოგი997
თავი ვერ შევიკავე შენ პოსტზე მაგრად ვიხარხარე |
|
|
May 12 2010, 06:53
პოსტი
#17
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
გიორგი
|
|
|
May 12 2010, 10:52
პოსტი
#18
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 45 რეგისტრ.: 1-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
მაგარი იყო ძააან
|
|
|
Jun 28 2010, 15:49
პოსტი
#19
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მოდით ამ ჭიქით... პირველი თვალები შამოფეთებაი გაუმარჯოი.... გულ რო აგვიძგერებს ხოლმეე...
|
|
|
Jun 28 2010, 18:48
პოსტი
#20
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლეკი
რაიყო შეყვარებული ხარ? |
|
|
Jun 28 2010, 19:17
პოსტი
#21
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
ყველამ იცით ალბათ ომ ადრე ვაზი მაღალი იყო,
სწორი და არ იყო მიხრილ-მოხრილი. ამასთან დაკავშირებით ერთი კაცი დაინტერესდა და ვაზთან მივიდა და კითხა რამდენი წლისა ხარო? მე საქართველოს ხნისა ვარო, საქართველოს გაჩენის დღიდან ვარსებობო- უპასუხა ვაზმა. ეგ როგორო გაიკვირვა კაცმა და ამ საუბარს გვერდით მდგომი მოხუცი ისმენდა და იმან უთხრა მოდი მე გაგცემ პასუხსო. და დაიწყო მოყოლა:"ეს ამბავი ხდება ადრე ძველ დროში როცა საქართველო განიცდიდა შემოტევებს სხვადასხვა სჯულისა და ქვეყნის ხალხისგან. ალაზნის ველზე მოხდა შემოტევა ლეკების. შემოიჭრნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს რაც გზად შეხვდებოდათ. ალაზნის ჭალაში ერთი ქალი შეიტყუეს, რომელსაც ხელში თოთო ბავშვი ეჭირა და გაქცევას ცდილობდა.. საბრალოდ კიოდა ქალი და შველას ითხოვდა, მაგრამ კაციშვილი არ ჩანდა. ეს ლეკი თანდათან უახლოვდებოდა ხმლის ქნევით. ბოლოს ქალმა რო ვერაფერი მოახერხა შევარდა ერთ ვენახში და დამალვა დააპირა. დაიჩოქა ვაზის წინ და სთხოვა: გემუდარები, შენი მადლის ჭირიმე, შენ მაინც გადამარჩინე ამ უბედურებისგანო. ვაზებმა ერთმანეთს გადახედეს და თითქოს გაიგეს თხოვნაო და წელში ისე მაგრად მოიხარნენ რომ მიწას გაერთხნენ და ტკივილი იგრძნეს. თავისი ლერწები კი ქალსა და ბავშვს შემოხვიეს მჭიდროდ. ეს ლეკი როცა მიუახლოვდა ვენახს დაინახა ვაზი და გაუკვირდა აქამდე ასედი დახლართული ვაზი არ მინახავსო დაეჭვი შეეპარა. მივიდა და ვაზს ხმლით დაუწყო ჩეხვა. ვაზი ეხვეოდა და ეხვეოდა საბრალო დედა-შვილს, ცდილობდა როგორმე გადაერჩინა ისინი. ლეკი კი ჩეხავდა და ჩეხავდა. როცა სულ გაკაფა ვაზი დედას შეეშინდა და მიშველეს თქმა დააპირა მაგრამ "მიშ"-ს თქმაღა მოასწრო და სისხლმა დაფარა გულ-მკერდი, სასტიკმა მომხდურმა ბავშვსაც თავი მოაჭრა და იქაურობა სისხლით შეიღება. მოჭრილი ვაზის ტოტებიდან ჩამონადენი ცრემლი ბანდა დედა-შვილს სისხლიან გულ-მკერდს... ვაზი ტიროდა.. თითქოს განიცდიდა ამ უბედურებას"... კაცმა ამის მოყოლა დაასრულა და თქვა იმის შემდეგ არის ვაზი წელში მოხრილი, დაგრეხილი.. ამ ამბის შემდეგ ვაზი დედისა და პატარა ბავშვის ნაცვლად მავთულებსა და ბოძებს ეხვევა და ვაზის რომელი ნაწილიც არ უნდა მოაჭრა ცრემლი სდის. საქართველოს როცა შემოესეოდნენ მტრები პირველ რიგში ვაზსა და ქართველ კაცს ანადგურებდნენ, მაგრამ ვერცერთის გაწყვეტა და გადაშენება ვერ შეძლეს. მოდით ამ სავსე ჭიქით და მღელვარე გულით ქართულ ვაზს გაუმარჯოს.. ლეკი რაიყო შეყვარებული ხარ? არა დავით სამწუხაროდ ჯერ არ ვარ |
|
|
Jun 28 2010, 21:09
პოსტი
#22
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ბიჯოო ეს უღვინოდ სადღეგრძელოს თქმა რა წესია კაცოო? გადამრევთ მე თქვენა რა! ეგ იგრე მოგდით ,, ქაჯებს ღვინო არა ჰქონდათ ტიკებსა ბერამდნენო,,
|
|
|
Jun 28 2010, 21:15
პოსტი
#23
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
hunter777 ბიჯო შენ რაღა მოგივიდა ეხლა ჰაა? ღვინო არაა ჯანდაბას არაა დაა სადღეგრძელო მაინც არ ვთქვათ?
|
|
|
Jun 28 2010, 22:15
პოსტი
#24
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 28 2010, 22:44
პოსტი
#25
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
ეს სადღეგრძელო რო გამოვტოვოთ არ შეიძლება... მოდით ძმებო ოჩოპინტრეს სასტავს გაუმარჯოს.. აი იმ ჩვენს მაკავშირებელ ძალას გაუმარჯოს რომელმაც ყველანი ერთად შეგვყარა და დაგვაკავშირა. ჩვენს სიყვარულს, ჩვენს მონადირულ ჟინს და ჩვენს მონადირულ გულს გაუმარჯოს.. იმ სიცოცხლეს გაუმარჯოს რომელიც ჩვენ ერთმანეთის გამო გვიხარია. მოდით ძმებო იმ მონატრებას გაუმარჯოს ერთმანეთის გვერდით რო ვსხედვართ და მაინც ერთმანეთი რო გვენატრება... აი ამ ჩვენ მონადირულ სულს გაუმარჯოს!!! უკვე მენატრებით
|
|
|
Jul 14 2010, 10:10
პოსტი
#26
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
დალიე ძმაო რას უცდი,
წინაპართ კერას ლოცავენ. თავს დაგვტრიალებს ბახუსი, ვართ ერთმანეთის მოცალე. დასცალე, გულს ამახუტე ჯიხვის რქა დევისმტკაველა; ძარღვებში სისხლი გახურდეს, რომ შევძლოთ მტერის დაძლევა. ჰეი, მედოლევ დაჰკარ დოლს! რომ ''ბაღდადური''მომინდეს. თამადამ კიდევ დასცალოს - გამოსაცლელად რომ ღირდეს, არ დავრჩეთ უღვინ-უპუროდ. დალიეთ ძმებო! დალიეთ! და მერე დავაგუგუნოთ ლილე და მრავალჟამიერ. მოეცალეთ ხონჩა მოდის ხორაგით, რა სჯობია მამაპაპურ კერიას! მოდით ძმებო სუფრის ახლოს მოლაგდით, ქართლის გულში ბულბულები მღერიან. მხიარულად გავატაროთ საღამო, მასპინძელი გვითამადებს ბოლომდე; გაგვიმარჯოს! გვადღეგრძელოს! გვახაროს! ქვეყნად ყველა მადლიერი გვყოლოდეს?!... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:50 |