სკს-ის კონდახების დამზადება!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
სკს-ის კონდახების დამზადება!!!, ასევე მოსინი, საიგა და სხვა კარაბინები!!!
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 13 2010, 16:41
პოსტი #46


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით..ნამეტანი საბრძლო "ვიდი" აქვს..მეტი არაფერი. მე პირადად..უფრო მონადირული დიზაინი მომწონს. თან ეს პლასტმასი არ მევასება რაა.... ფუტუროს შთაბეჭდილებას მიტოვებს. ისე უფრო მსუბუქი კი იქნება. თან ძალიან ბევრი გაშვერილ-გამოშვერილები აქვს. ხელში დასაჭერადაც ვერ უნდა იყოს მაინცდამაინც მოსახერხებელი..სასხლეტი და წინა სახელური..ერთმანეთზეა მიმჯდარი. არ ვიცი...ბრძოლის ველზე როგორი იქნება..მაგრამ..მე სანადიროთ....უფრო მოსახერხებელს და მონადირული დიზაინით ავირჩევდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 13 2010, 17:45
პოსტი #47


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



hunter777

რაც შეეხება ჩემ არგუმენტებს, განათლებით ვარ სამრეწველო დიზაინერი და ძირფუძიანად მაქვს
შესწავლილი ერგონომიკა და ადამიანის ანთროპომეტრია, ანუ ის მეცნიერება, რომელიც საგანს ადამიანს
არგებს და არის სამრეწველო დიზაინის განუყოფელი ნაწილი.

ეს შაშხნა იყო გათვლილი საშუალო საბჭოთა ჯარისკაცის წონაზე და ფიზ-მომზადებაზე. იარაღის არასაბრძოლო კვანძების
(ანუ ანთროპომეტრიული წყვილი- კონდახი & წინამხარი ე.წ. ცევიო) წონა გათვლილი იყო გასროლის უკუცემის დახშობაზე,
კომპაქტურ დასაწყობებაზე და მოსახერხებელ მოხმარებაზე -არცერთი გრამით მეტი და არც ერთი გრამით ნაკლები.

ამ კარაბინის ავტორს იმ მომენტზე საკმაოდ კარგი ბალანსი ჰქონდა დაჭერილი ბალისტიკური მაჩვენებლების/ ტექნოლოგიურობის და
საბჭოთა საწარმოო სიმძლავრეების კუთხით სამამულო ომის დასასრულისათვის. თუმცა ეს ვაზნა- 7.62X39 პირველად იქნა გამოყენებული
მე2 მსოფლიო ომში და საკუთარი სიახლის თაობაზე კარგად იქნა გამოყენებული. 1949 (მასიური გამოშვების) წლისათვის ვაზნის მონაცემები და პოტენციალი უკეთ იქნა შესწავლილი და მორგებული ხსენებულ კარაბინთან მიმართებაში.
მე სკს-ს სასროლად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საავტორო ვერსიაში. მაქსიმუმ რაც ამ კარაბინს უხდება, მცოდნე მეკონდახის მიერ გამოთლილი
ორთოპედიული კონდახი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 13 2010, 18:06
პოსტი #48


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(919 @ May 13 2010, 18:45) *
განათლებით ვარ სამრეწველო დიზაინერი და ძირფუძიანად მაქვს
შესწავლილი ერგონომიკა და ადამიანის ანთროპომეტრია,

მაქსიმუმ რაც ამ კარაბინს უხდება, მცოდნე მეკონდახის მიერ გამოთლილი
ორთოპედიული კონდახი.


გიგა რას გვერჩი? newsmile035.gif newsmile035.gif ერთი იმის მეცნიერი გამხადა ეს ანთროპომეტრია რა დოზანაა? იკბინება? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 13 2010, 19:14
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



QUOTE (ჭალიმგელა @ May 13 2010, 19:06) *
გიგა რას გვერჩი? newsmile035.gif newsmile035.gif ერთი იმის მეცნიერი გამხადა ეს ანთროპომეტრია რა დოზანაა? იკბინება? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif



ნუ აგერ კაცმა უსაფუძვლო კრიტიკაში ჩამითვალა ჩემი წინა პოსტი.
მეც აუხსენი თუ რა მაძლევს უფლებას ვიმსჯელო იარაღის დიზაინზე.
ჩვენი არაკომპეტენტური ჟურნალისტების გამო ფართო მასებმა არც იციან დიზაინი რა არის.
ჩვენს ქვეყანაში ამ დარგს უწოდებენ იმას თუ როგორ გამოიყურება საგანი.
ჭეშმარიტი განმარტება კი იქნება - დიზაინი არის ის თუ როგორ ასრულებს საგანი კონსტრუქტორის მიერ
დაკისრებულ სამუშაოს. საბჭოთა პერიოდში ჩვენ მხატვარ-კონსტრუქტორებს გვიწოდებდნენ...

ანთროპომეტრია კი არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ანატომიურ პარამეტრებს,
სქწსის, ასაკის, შრომისუნარიანობის და რასის გათვალისწინებით. ანთროპომეტრია და ერგონომიკა
საბოლოო ჯამში აყალიბებს სამომხმარებლო უსაფრთხოების სტანდარტებს.
მაგ.: სკამის საჯდომის სიმაღლე - 450მმ, მაგიდის დაფის სამუშაო ზედაპირის სიმაღლე 700მმ,
სახელური კვეთის დიამეტრი 25მმ...

გიო, არავის დაგრუზვა არ მინდოდა, გიზიარებთ იმ ცოდნას რაშიც უცხოური ვალუტა მაქვს გადახდილი.
თქვენ კი თუ გინდათ მიიღეთ ეს ცოდნა უფასოდ თუ არ გინდათ - მითხარით და მე მეტს აღარფერს დავწერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 13 2010, 19:23
პოსტი #50


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უი უი უი ვიხუმრე ადამიანო, ნატა სულ არ ამომეღო ხმა newsmile05.gif ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 13 2010, 19:51
პოსტი #51


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(hunter777 @ May 13 2010, 12:32) *
სკს ის ბულპაპის კონდახის ნახაზები რომ გავჩითო შეიძლება დამზადება? და რა დაჯდება მაგ სიამოვნება?????

სისტემის ნახაზები თუ გარე დიზაინის?
გარე დიზაინზე პრობლემა არაა, ნებისმიერის დამზადება შეიძლება.......
სისტემის ამოჭრაა პრობლემა, ნახაზებს ნახვა უნდა, იქნებ თხა იყოს, მაიგოს!!!

ციტატა(T A M P L I E R @ May 13 2010, 12:34) *
hunter777
სულ არ არის ცუდი იდეა.და ადვილად გაკეთებადია

თუ ეგეთი ადვილია შეკაიკაცო, რას გვაწვალებ ამ ორ ბუმბერაზ კაცს, იმდნი კაცი მირეკავს, გამოგიგზავნი და იაფად დაუმზადე newsmile093.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 13 2010, 21:56
პოსტი #52


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Nukry Max
ეხლა სტრაკუეტე შენც და ლევანაც მე კი არ მითქვია რანდა მაგის გაკეთებას და არაფერს არ აკეთებთთქო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 13 2010, 22:53
პოსტი #53


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



919 მესმის შენი და იმ დიამეტრებს და წონას და ათას რამეს რომ ყვები გინახია როგორია ამ ბულპაპის კონდახის წონა? ან როგორ ჯდება და როგორაა მორგებული ადამიანის აღნაგობაზე და რომ ეს კონდახი ვერ შთანთქავს იმ ენერგიას რომელიც ტყვიის გასროლისას წარმოიქმნება და უკუცემას აძლიერებს? თუ გგონია რომ უცხოეთში შენი სპეციალობის ხალხი არა ყავთ და ზეპირად აკეთებენ ყველაფერს?? გიფიქრია მაგაზე რომ ეს კონდახიც ვინმე მცოდნემ და სპეციალისტმა დააპროექტა და გამოსცადა. იმიტომ გითხარი რომ უსაფუძვლო დასკვნებს აკეთებ თქო. და თუ ნანახი გაქვს და შესწავლილი გაქვს ეკ კონდახი და ნასროლებიცა გაქვს რაღას გვიმალავ ამოალაგე და გაგვანათლე. საწყენად ნუ მიიღებ ძამიკო მაგრამ მე ესე ვფიქრობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 13 2010, 23:26
პოსტი #54


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



919
hunter777
მე მგონია..ორივე მართლები ხართ თქვენ-თქვენ ამბავში. მე პირადად ნამდვილად არ გამისვრია ეგეთი რამიდან და ვარაფერს ვიტყვი..მაგრამ..ჩემი აზრით(გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ) უფრო მსუბუქი უნდა იყოს, კონდახი კარგად გრძელდება სწორ ხაზზე..რაც უკუცემაზე უფრო გამძლე და მდგრადი იქნება და გარეგნობა აქვს ძალიან საშიში. დანარჩენი...რაღაც ვერ მომეწონა. სახელურები ძალიან ახლო-ახლოს აქვს და წინ. ეგ ნიშნავს..ორივე ხელი წინ უნდა გქონდეს გაშვერილი(მზადყოფნის მომენტში) რაც დამღლელი უნდა იყოს. გარდა მაგისა....თუ გვერდზე მიყუდებულ ვითარებაში სწრაფად აღება და მხარზე მოგდება გახდა საჭირო(ნადირი გამოვარდა მოულოდნელად) მე მგონია უფრო რთული იქნება..ვიდრე კლკასიკური ვარიანტია. ამას ძალიან ბევრი გაშვერილ-გამოშვერილები და ხელის შესაყოფები აქვს. ის აბოიმაც..უკან...რაღაც უცხო აღსაქმელია თვალისთვის...უკუღმართის "ვიდი" აქვს. წონასწორობას არღვევს(ვიზუალურს) ეგ იგივეა ოთახში...შავი ჭერი და თეთრი იატაკი რომ გქონდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 13 2010, 23:42
პოსტი #55


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ლევან ბულპაპის სისტემა მოიგონეს იმიტომ რომ საჭიროებამ მოითხოვა (ნიკოლო მაკიაველისა არ იყოს ,, მიზანი ამართლებს საშუალებას,,) და დღეს თანამედროვე მოიერიშე საშხანები ყველა ,,ნუ თითქმის ყველა ,, ამ სისტემის კონსტუქციით მზადდება ანუ სასხლეტი წინ მჭიდი უკან და ეს შემთხვევითობა კიარაა ეს მოითხოვა საჭიროებამ, შემცირდა იარაღის მასა და გაბარიტები კომპაქტური გახდა ისე რომ ლულა არ დამოკლდა, უკან გადმონაცვლებულმა მჭიდმა დააბალანსა იარაღის ერგონომიკა მხართან ახლოსაა და ხელი არ იღლება და ასევე მოძრავი მექანიძმიც (საკეტი თავისი სახელურით და ზამბარებით) უკან დარჩა რაც სროლისას არასასურველ ბიძგებს და ჰორიზონტალურ მოძრაობას ზღუდავს გარდა ამისა სწორად აღნიშნე რომ კონდახი ლულის პარალელურადა და თითქმის ერთ სიბრტყეში მდებარეობს ეს კი სროლის სიზუსტის ერთ ერთი თანაპირობაა ასე რომ გარეგნულად ვის მოსწონს და ვის არა ეს გემოვნების ამბავია! ფუნქციურად კარგი გადაწყვეტილებაა ეს ფაქტია დანარჩენს როცა გავისვრი ეგეთი კონდახის მქონე CKC სიდან მერე დავწერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 13 2010, 23:49
პოსტი #56


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777
კარგი..ეგეთი კონდახების დამზადებასაც დავიწყებთ. ოღონდ უფრო მონადირული შესახედაობით და კაკლის მასალის....მთელი ბრწყინვალებით. სასხლეტის წინ...(თხელი დამცავი რომ აქვს) ალბათ თითბერს გამოვიყენებთ.(კაკლის ფაქტურას..ძალიან უხდება ყვითელი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 13 2010, 23:51
პოსტი #57


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



სულაც არაა ცუდი იდეა მაგრამ რამდენად ადვილი შესასრულებელი იქნება ხეში ეგაა საკითხავი აი! თან მასალაც ნაკლები დაჭირდება! newsmile027.gif newsmile041.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 14 2010, 00:06
პოსტი #58


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 13th May 2010 - 13:58) *
ჩემთვის ვერ გამიკეთებია უდროობის გამო და სხვას როგორ გავუკეთო

ჰააა..შე ყურმუსაღო..მე კარგად მეკაიფები ხოლმე...."არ დაიჯერო"-ო და ეგეთები... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif გეგონება მე მოცლილი ვიყო...

ციტატა(irakli fofxadze @ 14th May 2010 - 00:51) *
მაგრამ რამდენად ადვილისესასრულებელი იქნება ხეში ეგაა საკითხავი აი!

ადილის რა მოგახსენო...მაგრამ..როგორს წინა შემთხვევებში....ნუკრის ძმას(ბატონ ზურას) მოუწევს 1 კვირიანი ტვინის ჭყლეტვა... newsmile035.gif newsmile035.gif (პროგრემულად დამუშავებაზე) მერე ჩვენთან(მე და ნუკრისთან) დეტალების დაზუსტებაზე და მოკლედ...მაგარი "ვალაკიტა" მთელი კვირა...მერე ხელით მუშაობა და საბოლოო სახის მიცემა. პირველი რომ დამზადდება(ყველა ნიუანსის გასწორებით) მერე შეიძლება ჩაითვალოს..რომ საქმე დაიძრა...ინა კონდახების გაშვებას...რამდენიმე საკონდახე მასალა..დრო...ნერვები და ენერგია შეეწირა. ეგრეა..სანამ ყველაფერი დაიხვეწება და ზუსტად დაჯდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 14 2010, 00:20
პოსტი #59


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბულპაპზე წარმოდგენა შემეცვალა ბულპაპის ტიპის შაშხანის სროლის მერე, არადა მანამდე ვფიქრობდი რომ, ბულპაპის ტიპის სნაიპერული შაშხანა საშინლად მოუხერხებელი იქნებოდა...

პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვაა, ეს რომ მიიღო უნდა გარისკო და გააკეთო, ამიტომ თეორიული არგუმენტები სრულიად უაზროა, არც ჰანტერას ვეთანხმები და არც გიგას, იმიტომ რომ არცერთს არა აქვს ნასროლი სკს-ის ბულპაპი, ამიტომ მყარი არგუმენტებით საუბარი, ვფიქრობ შეუძლებელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 14 2010, 00:47
პოსტი #60


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



აა კაცი მე დავასრულე ჩემი პოსტი შემდეგი სიტყვებით როცა გავისვრი დანარჩენს მერე დავწერ და შთაბეწდილებებს გაგიზიარებთ თქო ასე რომ ( ამ სისტემის შექმნის იდეა სწორედ ეგ იყო) ეს თეორიული მხრიდან გამომდინარე დავწერე რო ეს ესეა თქო. ასე რომ დავითუს მეც ეგრე ვფიქრობ. პრაქტიკული გამოცდილება ბევრსა ნიშნავს! და უკვე მყარი არგუმენტია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th September 2025 - 17:43