ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
![]() |
Apr 27 2010, 22:55
პოსტი
#301
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
ამ ფოტოებს იმიტომ ვდებ, რომ ბევრი ფორუმელის გემოვნება დაიხვეწოს და ამ ჯიშის შესახედაობაზე სწორი წარმოდგენა შეექმნას.
პ.ს. მარტო იტალიური ძაღლებით არ შემოვიფარგლები, შემდეგში დავდებ სხვა ქვეყნების კარგი პოინტერების ფოტოებსაც. |
|
|
|
May 9 2010, 01:35
პოსტი
#302
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ყველა ძაღლი იმსახურებს რეკლამირებას 'ლეკი' - У Вас на аватаре пойнтер...!!! Он запечетлен в картинной стойке СУПППЕР... Раскажите о нем и скинте пожалуйста это фото мне на эл. почту akop.kazaryan@mail.ru в более высоком разрешении. Опишите пожалуйста по какую дич он отрабатывал.... Зарание благадарю....Акоп. Мой тел +38 050 323 13 25 .... Украина Г. Харьков... |
|
|
|
May 17 2010, 19:34
პოსტი
#303
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სანამ ის ახალი თემა გაიხსნება,რომელიც ვიტომ ,,დაარეზერვა",ძალიან მოკლედ ვიტყვი ციციშვილის მემორიალის შედეგებზე:I ადგილი როგორც იცით ჩვენი ფორუმელის ირაკლი ნარსიას პოინტერმა მაქსიმ დაიკავა,II ბატონ გია ადიკაშვილის სეტერმა,III ჩვენი ფორუმელის GIGO-ს (გიორგი კუხალეიშვილი)პოინტერმა,IV და ამავე დროს იმედისმომცემი იუნიორის პრიზი ასევე პოინტერმა მიიღო.ამდენად,წლევანდელ მემორიალზე აშკარაა ამ ჯიშის უპირატესობა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას |
|
|
|
May 21 2010, 22:15
პოსტი
#304
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
სიახლე
ჩვენმა ამასწინდელმა სტუმარმა ლეონიდ ვაშენკომ ჩვენს ძმას და მეგობარს გოგის აჩუქა პოინტერის ლეკვი, ხუთი თვის ხვადი. ლეკვის მამა - კაპონე (CAPONE Du Plateau De Rochebonne) საფრანგეთიდანაა ჩამოყვანილი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ დედა - რიმკა იტალიურ-გერმანული ჩამომავლობისაა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ამ ლეკვზეა საუბარი - ![]() ![]()
|
|
|
|
May 23 2010, 18:04
პოსტი
#305
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 13-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbuilisi |
ძალიან მაგარი საჩუქარია არამარტო გოგისთვის, არამეტ მთელი ქართველი პოინტერის მოყვარულებისთვისაც. საღოლ ვაშცენკო.
|
|
|
|
May 29 2010, 23:30
პოსტი
#306
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
სიახლე
გუშინ და დღეს ვესაუბრე გოგის (ცნობისთვის - გოგი გაემგზავრა უკრაინაში (ყირიმში) ლეონიდ ვაშენკოსთან, ლეკვის ჩამოსაყვანად). მიუხედავად ხანმოკლე სატელეფონო კავშირისა, საუბარი გახლდათ მეტად ემოციური ( პ.ს. სერგოსა და გიგოს მომდევნოდ, გოგი უკვე მესამეა საქართველოდან, ვინც საკუთარი თვალით იხილა ევროპული მეძებრების მუშაობა. |
|
|
|
May 30 2010, 18:54
პოსტი
#307
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სიახლე გუშინ და დღეს ვესაუბრე გოგის (ცნობისთვის - გოგი გაემგზავრა უკრაინაში (ყირიმში) ლეონიდ ვაშენკოსთან, ლეკვის ჩამოსაყვანად). მიუხედავად ხანმოკლე სატელეფონო კავშირისა, საუბარი გახლდათ მეტად ემოციური და ინფორმატიული - შთაბეჭდილებები ბევრია, ლიონიამ და მისმა მეგობრებმა უმასპინძლეს სანაქებოდ; ასევე გავიდნენ მინდორში და აჩვენეს ევროპული ჩამომავლობის ძაღლების (პოინტერები და კურცჰაარი) მუშაობა გნოლზე. უფრო დაწვრილებით თავად მოგვიყვება, როცა ჩამოვა; დაიდება ფოტომასალაც. პ.ს. სერგოსა და გიგოს მომდევნოდ, გოგი უკვე მესამეა საქართველოდან, ვინც საკუთარი თვალით იხილა ევროპული მეძებრების მუშაობა. ძალიან საინტერესოა, როდის ჩამოდის გოგი გეცოდინება შენ ალეკო? დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო ამბვს ჩამოგვიტანს |
|
|
|
May 31 2010, 18:35
პოსტი
#308
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
როგორც უკვე ვთქვი, მასპინძელმა გოგის აჩვენა ძაღლების მუშაობა ევპატორიის მინდვრებში, გნოლზე.
ეს კი მისი მიკროავტობუსია, ძაღლების გადასაყვანად, რაც აღჭურვილია ყველანაირი აქსესუარით, მათ მოსავლელად, ასევე აქვს პატარა საცხოვრებელი ოთახიც. ![]() მომზადებული ძაღლების ყოველდღიური ვარჯიშის შემთხვევაშიც კი, ლიონია მუდამ იყენებს სასტარტო ფიშტოს. ![]() კაპონე და კურაჟი - მამა და შვილი ![]() ![]() ანცი ბავშვი ჯერ აზრზე არაა, რას საქმიანობენ უფროსები მინდორში. ![]() ![]() ![]() კაპონეს ნაბული ![]() ისევ მამა და შვილი ![]() ![]() ![]() მარინა "შენაძენით" ბედნიერია. ![]() სტუმრად ძველ ფანატ პოინტერისტთან - გიორგი (ჟორა) ლომწენკოვთან. ![]() ბ-ნი ჟორას ძაღლები, კურაჟის დედის - რიმკას ძმები არიან. ![]() ![]() კაპონე და კურაჟი ![]() ![]() ![]() შავი პოინტერი (კიევიდან)
|
|
|
|
Jun 1 2010, 11:14
პოსტი
#309
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
Jun 1 2010, 13:16
პოსტი
#310
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ალეკო,
კაპონეს ვიდეო ვნახე,მაგრა მუშაობს,აი,ნაბულზე ვერ ვიტყვი იდეალურია-მეთქი,იქნებ ვცდები.თქვენ დაახასიათეთ.კუდი აშკარად დაბლა აქვს. როდის ჩამოდის ბატონი გოგი? |
|
|
|
Jun 1 2010, 19:56
პოსტი
#311
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვაშენკომ მაგარი საქმე გააკეთა.ბატონი გოგის შეფასებები დარწმუნებული ვარ ობიექტური იქნება,ამიტომ ხვალ 2 საათზე მანდ ვიქნები.ლეკვსაც რო მოიყვანდეს კაი იქნება.
|
|
|
|
Jun 2 2010, 19:43
პოსტი
#312
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
გოგის ლეკვი ვნახეთ.
მაგრად მოგვეწონა,ძალიან ჯიშიანია,კარგი განვითარებული. ჯერ ადაპტაციის პროცესშია,მაგრამ ჩემთან კარგად შემოვიდა კონტაქტში,ეტყობა ალერსიანი და დამჯერე იქნება. მკბენარებზე დაამუშავებს ამდღეებში და მერე ალბათ მინდორშიც ვიხილავთ. მაგარი საქმე გაკეთდა! დიდი მადლობა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს!!!!!!!!!!! |
|
|
|
Jun 2 2010, 22:20
პოსტი
#313
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
კაპონეს ნაბულები -
![]() ![]() ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ეს კი კაპონეს მამაა (ანუ, კურაჟის ბაბუა) - REX DE LA SOURCE AUX BECASSES (საფრანგეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონი ტყის ქათამზე (1996,1999), საგვარეულოში მითითებულია საველე ჩემპიონის რამდენიმე ტიტული: შემოდგომის შეჯიბრის, გაზაფხულის შეჯიბრის... ![]() ![]() რექსი ევპატორიაში.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კაპონეს დედის მამაა ცნობილი ფრანგული შავფოთლიანი პოინტერი - OTIS DES BUVEURS D AIR, დიდი ძებნის (GQ) ჩემპიონი, ამავე დისციპლინაში (GQ) ევროპის ვიცეჩემპიონი და საფრანგეთის საგამოფენო ჩემპიონი, მინიჭებული აქვს ELITE A კლასი (იშვიათი ტიტული). სამწუხაროდ, მისი ფოტო ვერ დავდე, რადგან ფრანგებს თავიანთი საიტი დაბლოკილი აქვთ. |
|
|
|
Jun 3 2010, 08:05
პოსტი
#314
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ზახარა
ვანიჩკა ეს ელექტრო აშეინიკი არაა, ეს გადამცემია, ტყის ქათამზე ნადირობისას შორი ძებნის ძაღლებ უკეთებენ პატრონები, როცა ძაღლი თვალს მოეფარება და დაძახებაზე აღარ რეაგირებს, მაგით ეძებენ ასე ვთქვათ დაკარგვის საწინააღმდეგო საშუალებაა |
|
|
|
Jun 3 2010, 09:08
პოსტი
#315
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Maverick
ვანიჩკა ზახარა ეგ არის ბიპერი,ძაღლი ნაბულზე რომ დგება,ანუ მოძრაობას წყვეტს,ხელსაწყო იწყებს ხმოვანი სიგნალების გამოცემას და მონადირე ხმაზე აგნებს სად დგას ძაღლი ნაბულზე. |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 13:50 |