კულინარია სუფთა ჰაერზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

11 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
კულინარია სუფთა ჰაერზე, ამ თემაში ვწერთ მხოლოდ იმ რეცეპტებს რასაც თავად ვამზადებთ
ჩელე
პოსტი Jun 1 2009, 23:33
პოსტი #76


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შალვა
ხოო რაც შეეხება რეცეპტს...........

ვჭრი საშუალო ზომის ნაჭრებს, მერე ვიმარაგებ: ხახვს, პილპილს, ბროწეულის წვენს ან ბროწეულებს (თუ სეზონია), ლიმონს, თუ ლიმონი არ მაქვს ძმარს რომელსაც ვურევ ცოტა წყალს დაახლოვებით ნათალ ჭიქაზე 1 ყავის ჭიქა წყალი, მარილი, რიგანი (რეჰანის მსგავსია, დაფხვნილ მდფომარეობაში), დაფნის ფოთოლი

ვიღებ ემალირებულ ქვაბს, ძირზე ვაწყობ დაფნას, მიმოვაფანტავ მარილს, პილპილს, რიგანს, ვაწურავ ლიმონს (ძმარს) ბროწეულს და მერე ვდებ დაჭრილ ხახვს, მერე ვალაგებ უკვე ნაჭრებს და თავიდან ვაკეთებ ა ყველაფერს, ანუ ფენა-ფენა უნდა ჩაალაგო ხორცი და ფენა-ფენა უნდა მოაყარო და დააწურო ეს ყველა ინგრედიენტი, მერე ვაფარებ საფარებელს ქვაბს და ვაჩერებ მინიმუმ 3 საათი (ისე რაც უფრო დიდი ხანია ამ მდგომარეობაში, მით უკეთესი) მაცივარში არ ვდგამ, თბილ ადგილას უფრო. მერე დროდადრო ვანჯღრევ ამ ქვაბს რომ ქვევით რაც წვენია მოქცეული, კველა ნაჭერზე გადავიდეს და კარგად ჩალბეს ამ წვენში. მერე შამფური და ეგ არის, გემრიელ მწვადაობას ვუსურვებ ხოლმე იქ მყოფებს.........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 1 2009, 23:36
პოსტი #77


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მართალია დიდად არ მიყვარს მწვადი მარა კულინარიაზე ვგიჟდები

ჩემსასაც დავდებ ბარემ:

მიყვარს რაც შეიძლება ბევრი ინგრედიენტის არევა
ვარიანტი #1
მწვადი უნდა დაიჭრას დიიიიიიიდ ნაჭრებათ და არა ერთ ლუკმიანებათ,
ფენა ფენა ვაყრით დაფნაც, ლიმონის ნაჭრებს, ხახვს, შავ წიწაკას
და ჩავაჭყიტავთ 2 საშუალო ბროწეულს, ბლომად წვენი რომ გაიკეთოს,
შეიძლება ოდანავ ტკბილი შავი ღვინო მოასხათ ან სოიოს წვენი,
გავაჩერებთ 2-3 საათი, ნუ თუ მთელი ღამე უკეთესი

მერე მიგვაქვს ეს ბასტურმა სატევზაოდ ან სანადიროთ და საღამო ხანს
წამოვაცვავთ თხილის შამფურებზე, ნაკვერჩხლიდან დისტანცია 10 სმ,
ხშირად ატრიალეთ, რომ თანაბრად შეიწვას, ამ რეცეპტს სისხლიანი შეწვა უხდება

ცეცხლი თუ გაუჩნდა ღვინით ჩააქრეთ

ვარიანტი #2
ვაკეთებტ ყველაფერს იგივენაირად, ოღონდ ჯამიდან ბასტურმა რაშიც არის
ხახვები, დანარჩენი ინგრედიენტები და წვენი არ მოიშოროთ და ჩააწურეთ 1 საშუალო
ბროწეული

ხოდა უკვე თითქმის შემწვარი მწვადი
ჩაათხლიშინეთ ამ ბასტურმის აჯაფსანდალში და მოშუშეთ ნაკვერჩხალზე

გამოდის სკაზკა, თან წვენის სასტიკი გემრიელია

ჩელე შენ გემახსოვრება, ეს რეცეპტი ილიკოს ასწავლეს ოსებმა ბაკურიანში და გაბისიანის დაჩაზე აკეთებდა ხოლმე,
მე მაგრა მომწონს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 1 2009, 23:42
პოსტი #78


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
კეეეეე კაცოოო, ეგ მახსოვს ილიკომ შეწვა და მართლა კარგი გამოვიდა, მაგრამ არ მახსოვდა.........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jun 1 2009, 23:43
პოსტი #79


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო! ვარიანტი-2 ჩემთვის ახალია აუცილებლად გავსინჯავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 1 2009, 23:46
პოსტი #80


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შალვა
შენ წარმოიდგინე როგორია უკვე შემწვარ მწვადს რომ გაიმეტებ რაღაც აჯაფსანდალში მოსაშუშად მარა დამიჯერე ძალიან მაგარია

ისე თევზის რეცეპტებზეც გაგეხსნათ ახალი თემა, თან სეზონია და აქტუალური იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jun 4 2009, 12:24
პოსტი #81


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მწყერის კოტლეტი? ძვლიანად გაატარებთ (გულის წინა ძვალი მოაშორეთ) დანარჩენი იგივე რაც ჩვეულებრივი კატლეტის დროს(ცოტა სალას თუ დაუმატებთ გატარებულს არ აწყენს)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jun 9 2009, 20:27
პოსტი #82


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ხოოო... ესეიგი ეხლა გიჩვენებთ ჩემ შემწვარ მწვადს. პირველ რიგში საჭიროა ღორის სუკები, მერე წალამი და ა. შ.




















ჭამის პროცესი აღარ გადამიღია newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif


პ.ს. ძაან მშივრები ნუ უყურებთ newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 9 2009, 22:23
პოსტი #83


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

კაცოოოო ამდენი ვწერე დაგამიქრო რასჰია საქმე? ადმინ რამე გვციირს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 9 2009, 22:43
პოსტი #84


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გრიზლი
არაფერი არ გვჭირს, შენ შეგეშლებოდა რამე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 10 2009, 08:46
პოსტი #85


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კუდიგორელი
გაიხარე ადამიანო. ეგაა ნაღდი მწვადი. აუ გავიდეთ რა ბუნებაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 10 2009, 09:36
პოსტი #86


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე ბასთურმას მარტო ცხვარს და თხის მწვადს უკეთებ, დანარჩენს ღორს, ხბოს და ბატკანს არა, ღორის მწვადს რაც შეეხება სამწვადედ შეიკას ვანიჭებ უპირატესობას, ჯიხვზეც იყო აქ ლაპარაკი, ჯიხვის მწვადი თუ გინდათ რომ კარგად დაღეჭოთ და მთლად რეზინასავით არ იყოს ბოლომდე არ უნდა შეიწვას, ანუ ნახევრად სისხლიანი უნდა იყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Jun 11 2009, 13:56
პოსტი #87


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აჰა ჩემი მომზადებული ტბის კიბორჩხალები .. მაგარი იყო.. ისე აკეთ თუ არი ტბებზე ესენი ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jun 16 2009, 19:15
პოსტი #88


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ასურეთის ტბაზე ძალიან ბერი იყო 3 წლის წინ ახლა არ ვიცი რა ხდება იქეთკენ.ლევანა90
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jun 16 2009, 20:13
პოსტი #89


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



რუსთავში მტკვრის გვერძე პატარა ტბაა კრესტებს უძახიან ....მად არის ბლომად ეს კობორჩხალები მე მაგალითად შარშან ერთ დღეში 8 კილო დავიჭირე ბაყაყზე სადოკში აღარ მეტეოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 19 2009, 23:32
პოსტი #90


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბრაცი, აბა ერთ ჩემს გასაიდუმლოვებულ რეცეპტ შემოგთავაზებთ როგორ ვაკეთებ "ბუჟენინას" newsmile045.gif

ინგრედიენტები:

ღორის ბარკალი (ძალიან დიდი არა)
ნიორი
მარილი
შავი პილპილის კეკლები
პურის ფქვილი (კარგი იქნება ჭვავის)


მომზადების წესი

ვიღებთ ღორის ბარკალს, შიგნიდან ვჭრით და ვიღებთ მთლიანად ძვალს, აკურატულად ისე რომ ხორცი ძალიან არ დავჩიჩქნოთ, ვიღებთ თხლად დაჭრილ ნივრებს და შიგნიდან ვალაგებთ, ზოგან ჩავსერავთ ხორცს და შიგნითაც ჩავაწყობთ, ისე რომ კარგად ქონდეს, ვაყრით მარილს, და სავი პილპილის კეკლებს, თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ სქლად დაფქვილიც უყოთ, ასევე შესაძლებელია წითელი გატარებული წიწაკაც, შემდეგ ვახვევთ აღნიშნულ ბარკალს რულეტივით და შევკრავთ კანაფით, შემდეგ ვზილავთ ცომს წყალზე და ამ ცომში გავახვევთ ჩვენს გამზადებულ რულეტს ისე რომ კარგად დაიფაროს და ეგრევე უნდა შევდგათ გახურებულ დუხოვკაში , იქ უნდა გავაჩეროთ მანამ სანამდე ცომი მთლიანად არ დანახშირდება, შემდეგ გამოვიღებთ, რომ გაგრილდება ნახშირს შემოვამტვრევთ, გავწმინდავთ მშრალი არა სველი ნაჭრით და სასურველია თუ მოვითმენთ და მეორე დღეს შევჭამთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif თუ ჩემს გემოვნებას ენდობით ძაან მაგარია, უხდება ნაღდი შავი პური და არაყი(ქართული არაყი არა, თორემ გააფუჭებთ დელიკატესს newsmile045.gif ) ვიჩნაზე მაგარიცაა ხანდახან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 00:35