სპინინგი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სპინინგი, ზოგადი საუბრები
გიორგი
პოსტი Jul 8 2009, 21:19
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.

რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს.

ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული.

სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ.

მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს.

საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას.
ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას.

იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას.

საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე.

სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში.

ავტორი: troutbaiter
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
14 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (60 - 74)
king of fishing
პოსტი May 14 2010, 10:11
პოსტი #61


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 9-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძვირი ჯდებაა ხოოო? რაგა გამოვიდა 27 ლარი ტუ დანიჯდააა ? :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
king of fishing
პოსტი May 14 2010, 10:41
პოსტი #62


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 9-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



www.amazon.com
jobia aqedann iafi jdeba chamotana da im saitidan kide 27 lariii
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი May 14 2010, 13:09
პოსტი #63


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



king of fishing

ნუ ეგ არ ვიცი - ვისთვის როგორ! არითმეტიკა არ შეგეშლება იმედია newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
king of fishing
პოსტი May 14 2010, 13:31
პოსტი #64


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 9-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



65 ლარი ანკესი ჯდება და ჩამოტანა 27 ლარიიი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rniko
პოსტი May 14 2010, 13:37
პოსტი #65


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი...



ჯობია მე თუ მკითხავ მიხვიდე fishing club ში და რამე ნორმალური აარჩიო ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
king of fishing
პოსტი May 14 2010, 14:08
პოსტი #66


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 9-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა ნიკოოოოოოოოოო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი May 14 2010, 20:54
პოსტი #67


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



მე king of fishingi varrr damaviwda paroli da es maq
newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dmoral
პოსტი May 15 2010, 22:03
პოსტი #68


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 146
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნახეთ მაგრად ისიამოვნებთ!!! newsmile05.gif))))))

უფფფფფფფფ newsmile027.gif

http://video.mail.ru/mail/280424/-/105.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი May 17 2010, 10:01
პოსტი #69


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nikoloza_migina @ May 14 2010, 21:54) *
მე king of fishingi varrr damaviwda paroli da es maq
newsmile05.gif


ესეთი რამე როდესაც ხდება. ადმინების თემაში უნდა დაპოსტო!

ამიტომ ეხლა ისევ ძველ ნიკს აღგიდგენ! პაროლს შეგიცვლი და გამოგიგზავნი მეილზე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი May 17 2010, 14:23
პოსტი #70


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



dmoral

უმაგრესი ვიდეოა! newsmile027.gif
მთლად ეგეთი არა, მარა მე მინახავს სატყუარას დადევნებულ ერთ ქარიყლაპიას როგორ უტევდა მეორე (ალბათ თავის ტერიტორიაზე შეჭრისთვის) newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი May 17 2010, 14:34
პოსტი #71


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



აუ რა მაგარი ვიდეოააააააა newsmile035.gif
აი ეგრე უნდა თევზაობა რა... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი May 17 2010, 16:50
პოსტი #72


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



ციტატა(ბესო @ May 17 2010, 11:01) *
ესეთი რამე როდესაც ხდება. ადმინების თემაში უნდა დაპოსტო!

ამიტომ ეხლა ისევ ძველ ნიკს აღგიდგენ! პაროლს შეგიცვლი და გამოგიგზავნი მეილზე!

მადლობაააააააააააააააააააა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dmoral
პოსტი May 17 2010, 18:16
პოსტი #73


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 146
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მანდ თუ ნახავთ სხვა ვიდეოებიცაა, არანაკლები. ჯერკებით ქარიყლაპიაზე ნადირობა....



http://fion.ru/video/ribalka_shartoly.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Miro
პოსტი May 30 2010, 19:41
პოსტი #74


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 32
რეგისტრ.: 30-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გამარჯობათ ხალხო, : )
მე ვარ ამ ფორუმის ახალი წევრი და ვარ ცოტა პატარა : ) 13 წლის ძალიან მინდა ვისწავლო სპინინგით თევზაობა და სპინინგიც მაქ (ფიდერი) 150გრამიანი (მაჩუქეს და მემგონი მაგარი ანკესია SPRO-ს კოჯით). იქნებ ვინმე სათევზაოთ რო გახვალთ მეც წამიყვანოთ (ან ჩემით მოვალ newsmile035.gif) ახჭურვილობას შევიძენ ყველაფერს არაა პრობლემა.
ძალიან მინდა სწავლა და დიდი მადლობელი ვიქნები მეც თუ წამიყვანთ და პატარა კონსულტაციას ცჰამიტარებთ : )
ხო კიდევ მაქ ერთი კაი ჯოხი შიმანოსი მარა არ ვიცი გამოდგება თუ არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი May 30 2010, 21:56
პოსტი #75


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Miro
გაგიმარჯოს.
ციტატა(Miro @ 30th May 2010 - 20:41) *
ძალიან მინდა ვისწავლო სპინინგით თევზაობა და სპინინგიც მაქ (ფიდერი) 150გრამიანი

მე როგორც ვიცი სპინინგი და ფიდერი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და იქნებ შეცდომით დაწერე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

14 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2025 - 23:21