სპინინგი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სპინინგი, ზოგადი საუბრები
გიორგი
პოსტი Jul 8 2009, 21:19
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.

რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს.

ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული.

სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ.

მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს.

საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას.
ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას.

იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას.

საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე.

სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში.

ავტორი: troutbaiter
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
14 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (90 - 104)
~Dima~
პოსტი Jun 8 2010, 16:06
პოსტი #91


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 3-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Poti



ყველას გაუმარჯოს. მე სპინინგით მოთევზავე ვარ. newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Jun 8 2010, 16:46
პოსტი #92


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კეთილი!
სად და რაზე თევზაობ? გაგვიზიარე გამოცდილება. სპინინგისტები ცოტანი ვართ და უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და უნდა ვცვლიდეთ ინფორმაციას! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Infest
პოსტი Jul 9 2010, 11:12
პოსტი #93


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 170
რეგისტრ.: 7-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Shpongland



ვინც გამოცდილი მეთევზავეა, დამწყებისთვის მირჩიეთ რა სპინინგი :(

უფრო რომელი ფირმის სპინინგები ავარჩიო? რა ზომის, სიგრძის და ა.შ.?

როგორი კოჭა ჯობია? რომელი ძუა და ა.შ.

მოკლედ საუკეთესო აღჭურვილობა ამარჩევინეთ რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Jul 9 2010, 12:09
პოსტი #94


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Infest

ციტატა
მოკლედ საუკეთესო აღჭურვილობა ამარჩევინეთ რა


საუკეთესო სასპინინგე აღჭურვილობა რამდენიმე ათასი USD დაგიჯდება - არჩევით კი აგარჩევინებთ, იცოცხლე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 9 2010, 12:13
პოსტი #95


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Infest @ Jul 9 2010, 12:12) *
ვინც გამოცდილი მეთევზავეა, დამწყებისთვის მირჩიეთ რა სპინინგი :(

უფრო რომელი ფირმის სპინინგები ავარჩიო? რა ზომის, სიგრძის და ა.შ.?

როგორი კოჭა ჯობია? რომელი ძუა და ა.შ.

მოკლედ საუკეთესო აღჭურვილობა ამარჩევინეთ რა


ჯერ იქედან უნდა დაიწყო რაზე გინდა თევზაობა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Jul 9 2010, 12:29
პოსტი #96


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა თევზი(ები) გაინტერესებს სასპინინგედ? მარა ბოლოს მაინც ყველაფერი თანხაზე დადის. რა თანხაში გინდა ჩაეტიო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Infest
პოსტი Jul 9 2010, 14:33
პოსტი #97


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 170
რეგისტრ.: 7-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Shpongland



ციტატა(Pendragon @ Jul 9 2010, 13:09) *
Infest
საუკეთესო სასპინინგე აღჭურვილობა რამდენიმე ათასი USD დაგიჯდება - არჩევით კი აგარჩევინებთ, იცოცხლე newsmile05.gif


ზოგი იდეალური სპინინგი მინახავს და 200 გელაში ეტეოდა :შ


ციტატა(ბესო @ Jul 9 2010, 13:13) *
ჯერ იქედან უნდა დაიწყო რაზე გინდა თევზაობა...


ზვიგენებზე და ვეშაპებზე არა newsmile035.gif ასე 0-2 (ორ კილომდე ისიც მაქსიმუმ)

ციტატა(troutbaiter @ Jul 9 2010, 13:29) *
რა თევზი(ები) გაინტერესებს სასპინინგედ? მარა ბოლოს მაინც ყველაფერი თანხაზე დადის. რა თანხაში გინდა ჩაეტიო?


და რამდენი დაჯდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Jul 9 2010, 15:36
პოსტი #98


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე გკითხე რამდენში გინდა ჩაეტიო, რომ კონკრეტული მოდელები შეგირჩიო და არ მეუბნები... რა გიყო აბა?
მე დაახლოებით ასე შევარჩევდი:
რაიმე ნორმალური ( დაივა ან კორმორანი) ჯოხი 2.4-2.7მ/ 3-18გრ ტესტით - 100$-ჩამოტანით -150$
კოჭა (Daiwa SOL 2500) ინტერნეტ მაღაზიებში - 200$- ჩამოტანით 300$ (განბაჟება უწევს)
ძუა და სატყუარები და სხვა აქსესუარები + 150$
600 $ გამოდის ჩემი ვარაუდით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jul 9 2010, 17:08
პოსტი #99


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Infest, ალტერნატივაც არსებობს შედარებით დაბალ ფასებში, თბილისის მაღაზიებში. ერთი დღე მოვიცალოთ ამისთვის და დავიაროთ მაღაზიები, საშენოს შევარჩევთ რამეს, მთავარია, როგორც უკვე გირჩიეს, იცოდე ძირითადად რაზე და სად ითევზავებ, აქედან გამომდინარე შეირჩევა ჯერ ჯოხი(სპინინგი) სიგრძისა და ტესტის მიხედვით, ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი კოჭა და(ან) ძუა(წნული), ასევე სატყუარები და ა.შ. თავიდან (თუ დამწყები ხარ) გირჩევ ძალიან ძვირიანს ნუ იყიდი(ჯოხს და კოჭას), როცა კარგად აითვისებ ამ სტილით თევზაობის ელემენტებს, შეგიძლია ნელ- ნელა გააუმჯობესო შენი "ასორტიმენტი", საერთო თევზაობისას ზოგს გვერდით მდგომი გაჩუქებს(მაგალითად მე), ზოგიც დაბადღეზე პრეზენტი და შეივსება შენი პატარა ყუთი(ები) newsmile027.gif ჩვენ გვერდით დაგიდგებით და სოფელიც აშენდება newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Infest
პოსტი Jul 9 2010, 19:00
პოსტი #100


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 170
რეგისტრ.: 7-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Shpongland



ციტატა(troutbaiter @ Jul 9 2010, 16:36) *
მე გკითხე რამდენში გინდა ჩაეტიო, რომ კონკრეტული მოდელები შეგირჩიო და არ მეუბნები... რა გიყო აბა?
მე დაახლოებით ასე შევარჩევდი:
რაიმე ნორმალური ( დაივა ან კორმორანი) ჯოხი 2.4-2.7მ/ 3-18გრ ტესტით - 100$-ჩამოტანით -150$
კოჭა (Daiwa SOL 2500) ინტერნეტ მაღაზიებში - 200$- ჩამოტანით 300$ (განბაჟება უწევს)
ძუა და სატყუარები და სხვა აქსესუარები + 150$
600 $ გამოდის ჩემი ვარაუდით



არა კაცო ეგ ძაან ჩერესჩურია, ჯერ ერთი ჩამოტანა/გამოწერა არ მჭირდება, თბილისში მინდა ვიყიდო + მაქსიმუმ 100-200 ლარში ჩავეტიო ყველაფრიანად


ციტატა(demi @ Jul 9 2010, 18:08) *
Infest, ალტერნატივაც არსებობს შედარებით დაბალ ფასებში, თბილისის მაღაზიებში. ერთი დღე მოვიცალოთ ამისთვის და დავიაროთ მაღაზიები, საშენოს შევარჩევთ რამეს, მთავარია, როგორც უკვე გირჩიეს, იცოდე ძირითადად რაზე და სად ითევზავებ, აქედან გამომდინარე შეირჩევა ჯერ ჯოხი(სპინინგი) სიგრძისა და ტესტის მიხედვით, ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი კოჭა და(ან) ძუა(წნული), ასევე სატყუარები და ა.შ. თავიდან (თუ დამწყები ხარ) გირჩევ ძალიან ძვირიანს ნუ იყიდი(ჯოხს და კოჭას), როცა კარგად აითვისებ ამ სტილით თევზაობის ელემენტებს, შეგიძლია ნელ- ნელა გააუმჯობესო შენი "ასორტიმენტი", საერთო თევზაობისას ზოგს გვერდით მდგომი გაჩუქებს(მაგალითად მე), ზოგიც დაბადღეზე პრეზენტი და შეივსება შენი პატარა ყუთი(ები) newsmile027.gif ჩვენ გვერდით დაგიდგებით და სოფელიც აშენდება newsmile041.gif



ვახ ვახ ვახ newsmile05.gif დიდი მადლობა newsmile045.gif

და რაც შეეხება ანკესს - ერთხელ ვინმესთან ერთად დავივლი უბრალოდ მაღაზიებში როგორ ვუთხრა მაინტერესებს, ანუ პარამეტრები/ზომები და ა.შ. ძვირიანიც არ მინდა, მაგრამ ცუდებიც არ მინდა (რომლებიც შეიძლება გატყდეს/დაიღუნოს და ა.შ.)

ძირითადად პატარა თევზზე ვაპირებ თევზაობას (ჯერ), ასე მაქსიმუმ 2 კილომდე და სად და რავი სადაც ჯობია, აქვე ახლოს რომ იყოს და კარგი ადგილიც რომ იყოს მაგ. თბილისში სადმე, ან ბაზალეთი/კუმისი და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 9 2010, 19:15
პოსტი #101


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Infest
გერევა მეგობარო,newsmile05.gif სპინინგით უნდა ითევზავო მტაცებელ სახეობებზე და შენ ჩამოთვლილი ტბებს არ ყავს მტაცებელი. შენ კარგად ჩამოყალიბდი რა გინდადაიჭირო? ანუ წონას დაანებე თავი რა თევზი და რა სტილი თევზაობის?newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jul 9 2010, 19:33
პოსტი #102


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შენ სპინინგი გინდა? თუ ჯოხი ფსკერული ან ტივტივით თევზაობისთვის ? what.gif thinking.gif vava.gif (საკითხავი აი ესაა)



მაიფიქრე რაღა და ჩვენ დაგეხმარებით, ვახ... ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Infest
პოსტი Jul 10 2010, 12:36
პოსტი #103


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 170
რეგისტრ.: 7-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Shpongland



სპინინგით არ გამოვა?

ლისზე და ბაზალეთზე სპინინგით გადასარევად ვთევზაობდით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 10 2010, 13:06
პოსტი #104


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Infest
ეგ არააა სპინინგიnewsmile05.gif როგორ რაღაცას მეუბნები იცი ახლა newsmile035.gif მანქნით კარგად ვიფრინეო newsmile035.gif newsmile05.gif 2 ტრანსპორტია მაგრამ სხვადასხვა დანიშნულების newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Infest
პოსტი Jul 10 2010, 13:36
პოსტი #105


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 170
რეგისტრ.: 7-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Shpongland



აუ ეხა ვნახე რო შემშლია :">

ჯერ დამწყები მეთევზავე ვარ და არ ვიცი დიდად რა რა არი, სპინინგზე ხელოვნური სატყუარები ყოფილა და სულ უნდა ამოძრაო ))

და მე მინდა ანკესი)) კრუჩოკზე გაუკეთებ რამეს, ჩააგდებ და რო ზიხარ და ელოდები )))


მარა ანკესებიც ხო სხვადასხვანაირები არსებობს და რომელი ავირჩიო? :შ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

14 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 17:49