შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გასვლა შედგა... კლუბის წევრებიდან 9 კაცმა, მივიღეთ უდიდესი სიამოვნება, დავისვენეთ, გავერთეთ, გავგრილდით და ისევ გეახელით მშობლიურ, ადუღებულ ქალაქს...
მონაწილე კლუბის წევრები: ვიტო ჭალიმგელა გიორგი TAMPLIER ლევანი (ლეონ ბლექი) დაჩი ჩელე ჰერცოგი997 Davitus TLC PRADO Nissan MISTRAL Hundai GALOPPER უზომო რაოდენობის სურათები გადავიღეთ, რეპორტისთვის ამოვარჩევ ყველაზე საუკეთესოებს და რამდენიმეს, დავიწყოთ ქრონოლოგიურად იყო და არა იყო რა... გასვლის იდეაზე უკეთესი რა იქნებოდა... იყო ერთი იაღოვა, არა 8 იაღოვა : ))) დღე I მოკლედ პარასკევს, ზუსტად იმ დღეს, კატა რომ ვერ შესწვდა ძეხვს, 8:00 ზე პირველი ეკიპაჟი შევიკრიბეთ, ბევრისთვის ცნობილ ორტაჭალის ბენზინგასამართ სადგურთან, ამჯერად არც წითლად იყო შეღებილი და არც ყვითლად... გამჭვირვალედ იყო... ამიტომ სურათი ვერ გადავიღეთ შეკრებილი პირველი ეკიპაჟის სასტავი ვიყავით: გიორგისაჭესთან, გემის კაპიტანი, მისი აღმატებულება შოფერი, TAMPLIER კაპიტნის გვერდით, არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე: მინდა ვიყო შტურმანი, ჩელე კაპიტნის უკან, პოზიციაზე: იესლი შტო, " ვაზღვევ, თუ ვიზღვევ?"Davitus ანუ მენა, პოზიციაზე: იესლი შტო, "მე აირბეგი რათ მინდა როცა წინ ტამპლიერა მიზის" : ) A პინკტიდან გავემართეთ B პუნკტში, მეორე ეკიპაჟთან რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ: ჭალიმგელა "მემარჯვენე" გემის კაპიტანი, ვიტო კაპიტნის გვერდით, შტურმანი, დიდი იაღოვა, "მოდელირებული მძღოლი" (უბრალოდ საჭე არ ქონდა), ლევანი იგივე ლეონ ბლეკი, დაჩი კაპიტნის უკან, პოზიციით: მე მგზავრობა რათ მინდა, ძილი მირჩევნია გასვლა შედგა დადგენილი გურჯისტანული სიზუსტით, სადღაც 9 სთვის დავიძარით თბილისი- შაორი, 1 კაციც და გავდივართ როგორც იქნა დავიძარით ![]() ნისანის ეკიპაჟის კაპიტანი ჭალიმგელა ![]() ოჩოს რეკლამირებაში არავინ დამასწროსო და... : ) ![]() დაჩის ძინავს... (აი ჭკვიანი კაცი) ![]() გზაში ვინ როგორ ერთობოდა და ვინ როგორ... ![]() ![]() მგზავრობა კარგია, მაგრამ პური არა ვჭამოოოთ მამაძალი? ზესტაფონში ჰერცოგი997-ს და მის ბიძაშვილს შევხვდით, ბაზარიც ავითვისეთ და დილის უჭმელებმა, მივაშურეთ რესტორანს, სახელი და ადგილმდებარეობა არ მახსოვს, შიმშილისგან ვერ ვიხედებოდი თვალებში... ![]() მაგიდასთან სანამ სუფრა გაიშლებოდა, ყველაფერზე მიდიოდა სჯა-ბაასი ![]() ზოგი ფეხზე მდგარი საუბრობდა, ზოგიც წამომჯდარი ![]() ამ არეულობით ისარგებლა დაჩიმ და დაიძინა ![]() ეს მშიერი ჭალიმგელას ნამოქმედარი ფოტოა, მშიერმა კუჭმა არ იცის დანდობა... მერე რა რომ უმია... ![]() სუფრა შეივსო და ყველა ხასიათზე მოვიდა, ტამპლიერმა ხელიც კი აგვიწია და გაგვიღიმა : ) ![]() კუჭდამშვიდებულები გავუდექით გზას შაორისკენ... ![]() დაჩიმ არც აქ დაკარგა დრო... : ) ![]() შემდეგი გაჩერება - თლუღი კარგი ჭამის მერე, წყურვილის მოკვლა აუცილებელი ამბავია, ამიტომ რიგით 7-ე გაჩერებაც განხორციელდა ნაქერალაზე ![]() კოლონა კვლავ დაიძრა ![]() დაჩი კვლავ თავის ამპლუაშია ![]() საბარგულის ნადვილი დანიშნულება ყველამ კი არ იცის... აგერ ისწავლეთ სივრცის მაქსიმალური გამოყენება ![]() ჩავაღწიეთ... თუ ავაღწიეთ... სოფელ თლუღში ვართ ![]() გაგრძელება შემდეგ პოსტში... |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვაგრძელებ ტაპლიერის პოსტში....
თლუღში გვიმასპინძლა - გიამ, იგივე - პელიოტამ... ძალიან მაგარმა ადამიანმა ![]() მაგრამ დაჩიმ ისევ დაიძინა, ოღონდ ახლა სხვა პოზაში : ) ![]() გიამ, ნაკელის ჭიებზე დაგვპატიჟა, ჩელე, მე და ვიტო გავემართეთ ჭიების ასაგროვებლად... შაორის ჰაერმა მოშიება იცის და... ![]() ჩელე ნახეთ რას მიიჩქარის ნაკელისკენ, ყველაზე მშიერი ეგ იყო პრინციპში... ![]() მე არ მშიოდა დიდად, მაგრამ ამ ყველაფრის ვიდეოზე დაფიქსირება იყო საჭირო ![]() ისევ შაორისკენ... ცივწყაროს გავლით ნაკელის ჭიების აგროვების შემდეგ გავემართეთ საბოლოო დისლოკაციის ადგილას ![]() ![]() ნაკელის ჭიები იმდენად გვეამა, რომ გზაში გაგვითავდა და გადავწყვიტეთ იქვე ჭაობში შავი ჭიები აგვეგროვებინა და დაგვეგემოვნებინა, დამღლელია მგზავრობა, თავი რამეთი ხომ უნდა შეგვექცია ![]() გზად აუცილებლად უნდა გაგვევლო წყაროსთან რომ წყლის მარაგი წაგვეღო, მივადექით კიდეც ![]() ლევანი უყურებს და მიუხედავად იმისა რომ სწყურია, ამ წყლის დალევა მაინცდამაინც არ უნდა... არა ეს წყალი არ გამოდგება სასმელად, ისევ ცივწყარო ჯობია ![]() და აი ისიც, ოაზისი უდაბნოში... მზით გათანგული ხალხი წყაროს პირას განთავსდა ![]() უმალ გამხიარულდა საზოგადოება, წყალი საოცრად ცივი იყო, ალბათ მაცივრის წყალს ვერც შეადარებ, ბევრად ცივი ![]() ![]() ![]() ![]() ეს ვიტომ იფიქრა, იქნებ შეშა ავახიო ამათო, მაგრამ იმ ყაზახმა, მეო სამასალე ხეს ვერ მოგცემთო დასაწვავად უბრალო მოკვდავებს... (რა იცოდა დიდი იეღოვას რომ ელაპარაკებოდა პირისპირ) ![]() გავაგრძელეთ გზა... და აი ისიც... ნანატრი შაორის ტბის სილუეტიც გამოჩნდა ![]() რომ მივუახლოვდით, ვხედავთ ხალხი თებზაობს... ე.ი არის აქანე თებზი ![]() სუნთქვა შეგეკვრება, მსგავს საოცრებას რომ უყურებ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვაგრძელებ ჩელეს პოსტში
ჩავაღწიეთ... როგორც იქნა მივადექით, უახლოესი დისლოკაციის ადგილს, ეს მცირე ბალახიანი მონაკვეთია, სადაც გზა არ გადიოდა და ვიტომ "სლედაპიტის" მოვალეობა თავის თავზე აიღო... ![]() ![]() როგორც იქნა მივაღწიეთ, გადმობარგების პროცესი ვიდეოებზეა, სურათებისთვის არავის ეცალა გაიშალა, ანკესები, კარვები... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგმაც არ დააყოვნა, პირველი თებზი დაიჭირეს ლევანიმ და დაჩიმ, ეს დაჩი თავისი პირველი კობრით ![]() ამასობაში კულინარიული მხარეც ამუშავდა, რომ არ შემოგვღამებოდა აუცილებელი იყო საჭლმის მომზადება, ვისაც რა შეეძლო იმის ჩალიჩი დაიწყო, ყველა დატრიალდა, ზოგი შეშაზე, ზოგი მწვადზე, ჩელე როგორც ყოველთვის დაუზარელი და საუკეთესო კულინარია ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ, სალათა- ჩელე, მწვადი - ჩელე, ღვინო - ჩელე, შეშა - ჩელე... ვერცხლის წყალი ხარ შე ოხერო ![]() შენ დაუკარ... ასე იყო თუ ისე, ყველაფერი გამზადდა, დონკები სტარტზეა, ჩაყრილია და ელოდებიან მორიგ მსხვერპლს, უკვე შებინდდა, სასიამოვნოდ გრილა, კოღოების უმნიშვნელო შემოტევას თუ არ ჩავთვლით კარგი დროსტარება მწიფდება... მე და ლევანმა ტივტივაზე ვცადეთ... მოდის, მაგრამ პატარები... არ ვუჩივით ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვაგრძელებ ვიტოს პოსტში : )))
ამასობაში შაორზე ნისლი ჩამოწვა, რა რომანტიკულია, თუმცა მარტო რომანტიკისტვის ვის ცხელა, სუფრა გვიხმობს ![]() სუფრაც გაიშალა, მოკლედ რა გინდა სულო და გულო... შემოვუსხედით... თამადობს ის ვინც პირველმა დაიჭირა თებზი, ანუ ლევანი. ტრადიციული სადღეგრძელოები... ბახუსიც გვეპარება, ხოდა ახლა რა უნდა მოექიფე კაცს? ![]() ![]() ![]() ![]() ჰერცოგას ეშმაკურად ეღიმება, რაღაც სუპრიზი აქვს ეტყობა მომზადებული... : ) ![]() და აი საკვირველება... მეჩვენება ამ შუა ტყეში თუ აკორდეონი დავინახე? ![]() არა ბახუსი არაფერ შუაშია... ეს ჰერცოგას ბიძაშვილი - ვალერია, პროფესიონალი მომღერალი, კაი დამკვრელი, პურისმჭამელი კაცი ![]() ხოდა წავიდა და წავიდაააააა.... ყველამ კამერები და აპარატები მოიმარჯვა ![]() ![]() ესეც პირველად გამოვიდა კავშირზე იაღოვა... სულის სახით მოგვეფინა და ჩვენთან ერთად მიეცა მხიარულებას : ))))) ![]() მოულოდნელი სტუმარი ამ ღრიანცელში და სიცილ ხარხარში (მოგეხსენებათ, ოჩოპინტრელების ქეიფის დროს რა სიწყნარეა ხოლმე) ვიღაცამ დაიკივლა, არიქა ზარის ხმაო... წამოხტა ხალხი, რაის აკორდეონი, რაის მწვადი, რაის ღვინო ბოშო... ვინ საით გარბოდა ვერ გაიგებდი ამ სიბნელეში... დიდი დავიდარაბის და ჯაჯგურის შემდეგ, სპეცოპერაციის შედეგად, მყუდროების დამრღვევი დამნაშავეც აყვანილ იქნა ![]() ![]() ამ კაცს არც აკორდეონი ახსოვდა და არც არაფერი, ისეთი გახარებული იყო : )))) ![]() ძილი შაორის პირას ანუ პირველი დღის დასასრული... კარგი ემოციებით დატვირთული, ბახუსნაზიარები, დაღლილი და დაქანცული მაგრამ მაინც ფხიზელი ძილით, "კლიოვის" მოლოდინში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განლაგებული ოჩოპინტრელები ![]() ![]() ძლინებისა გვისურვა ![]() და პაპიროსის კვამლში გაეხვია, მდუმარე ფიქრებით: კარპზე, საზანზე, ხვალინდელ დღეზე, ვინ დათვლის რამდენ რამეზე ![]() პირველი დღეც მიიწურა, შედეგი გვაქვს - უზარ მაზაააარი : )))) 1 კარპი და 2 საზანი... ყველა მომავალი დღის იმედით იძინებს, ბევრს ღამის იმედი აქვს და სადარაჯოზეა, თუმცა ცალი თვალით მაინც ძინავს... ემოციურად დატვირთული დღე იყო, ვიმხიარულეთ და გავერთეთ გაგრძელება იქნება... |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღე II
დილა, მაკარონი, ჭალიმგელა (იტალიური აქცენტით) დილა ყველასთვის სხვადასხვანაირად გათენდა, ჯამში ალბათ ყველა დაღმართზე დაგებულ ქვეშაგებს წყევლიდა : )))) დაჩიმ ცუდი სიზმარი ნახა, ვერ არის ხასიათზე ![]() ცოტა მამილომ დაუყვავა, თორემ ცუდად იყო საქმე, კარვიდან არ გამოდიოდა : ))) ![]() ჭალიმგელა ლუი დე ფიუნეზის გამომეტყველებით, რაც იმას ნიშნავს რომ დილიდან საგმირო საქმე გააკეთა, მზარეულის ამპლუა მოირგო ![]() ჩელეს სიზმარში ჩვენება ქონდა, დღეს კაი კადრები გელისო, ამიტომ დილიდან ფოტოკამერას ხელს არ უშვებდა ![]() ვიტო სტიუარდინგის განყოფილებაში აღმოჩნდა დილიდან... ჯამჭურჭელს ხეხავს და რეცხავს... ეტყობა პახმელიაზე გამოსვლის ნაცადი ხერხია... ბებერი მონადირეა... იცის სეკრეტები : ))) ![]() გიორგის ვერ გაუთენდა მთლად გადასარევი დილა, პრინციპში ვერც ღამე ქონდა კარგი, ვინაიდან კარავი ტამპლიერნახევრიანი იყო, ასეთ პოზაში მოუწია ძილი, ნუ... პრაკტიკულად კარავში იყო : )))) ![]() მხოლოდ ანკესები არიან ისე როგორც იყვნენ, დუმან, და ჩაფიქრებულები ჩვენს მრავალფეროვან დილას ვერც კი ამჩნევენ ![]() ჭალიმგელა დილიდან ფუსფუსებს, რას ამზადებს კაციშვილმა არ იცის, წინა დღეს კერძი წამოცდა, გოგოს სახელი ერია, მაგრამ ვერავინ ვერ დავიმახსოვრეთ. სამზარეულო გრაფიკი უკვე შედგენილია, დღეს ჭალიმგელა იცმევს წინსაფარს, ხვალ ვიტო... ჩელემ უკვე პირნათლად მოიხადა პოვრის ვალი... ![]() ამასობაში დილის საუზმეც იშლება... ![]() ესეც ჭალიმგელას დაპირებული კერძი, მაკარონი ყველით ![]() ჩავუჯექით, ამჯერად ბახუსისთვის არ დაგვიძახია ![]() ![]() ამაზე ნერწყვი ნუ მოგადგებათ... გუშინდელი შემორჩენილია, რეზინაა... უბრალოდ სუფრას ამშვენებს, თვალს უხარია რომ უყურებ და მაკარონიც კარგად იჭმევა... ტაკტიკური ჩანაფიქრია, მააშ : )))) ![]() მალე ჰერცოგა დაგვემშვიდობა და მცირე ოფროუდ ინცინდენტი გვაჩუქა... და გიორგის პრადოც დაასაქმა... ამსახველი ვიძიუც იქნება ![]() ჭყუმპალფართი დღე იწყება იმის ფიქრით თუ რითი ვიუსაქმუროთ, რა გავაფუჭოთ და რითი გავერთოთ : )))) მართალია შაორზე ვართ, და თბილისთან შედარებით იქ ცივა, მაგრამ ჩვენ უკვე აკლიმატიზაცია გავიარეთ და უფლება გვაქვს მოვიმიზეზოთ რომ საშინლად გვცხელა : )))) მცირე ფოტოკოლაჟი აქ განასახიერეს: ვითომ ჭალიმგელა იაღოვაა, ტამპლიერი და ვიტო კი მისი ყურმოჭრლი მონები და თაყვანს ცემენ : ))))) ![]() აქ განასახიერებენ ზღვის მობინადრეებს, ამოხტომის პროცესში: ვიტომ დელფინი ვარო, ტამპლიერმა - არ მესროლოთ გნებდებითო, ჭალიმგელა ვეშაპის ამოხტომის იმიტაციას აკეთებს : ))) ![]() ვიტოს ბატერფლაი... ბატერფლაის რა გითხრათ მაგრამ, ბოინგის ფრთებივით კი აქვს გაშლილი მკლავები... აფრენას ცდილობს, მაგრამ ცურვა უფრო გამოსდის : ))) ![]() ეს, ვულკანის ამოფრქვევის სკეჩია... რა უნიჭოები არიან... : ))))) ![]() წყალს ზემოთ ბდნიერი სახეებით და ნაძალადევი ღიმილით დგანან... წყალს ქვემოთ პატარა პირანიები მუშაობენ... დააწიწკნეს ყველაფერი, კიდევ კარგი "პლავკები" მაინც აცვიათ : )))) ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დომინოფართი
![]() უსაქმურობა და გართობა გრძელდება... ოთხმა ბეზდელნიკმა ერთმანეთი მონახა და მიუჯდა იმპროვიზერებულ მაგიდას, რაცხა კვადრატნი ქვები ეჭირათ და ურახუნებდნენ დაფას, აზრზე ვერ მოვედი რა იყო, მაგრამ კი გადავუღე სურათები, ამ ფრიად უცნაურ მოვლენათა კასკადს... : ))) ![]() ჯერ წვალობდნენ რაღაცას ააწყობდნენ, ასეთ უფორმო კონსტრუქციას ![]() მერე ეტაკებოდა აი ყაზილარი და აურევდა ყოლფერს... ![]() არადა ისე მონდომებით და დიდი დაკვირვებით უტყაპუნებდა... ![]() ის ხის დაფა, აშკარად არ ყოფნიდათ და მერე სიგანეზე აგრძელებდნენ ქვების დალაგებას... რა უცნაური თამაშობაა... ![]() მე ამ ყველაფერს ზემოდან ვაკვირდებოდი... ახლოს მისვლა შემეშინდა, ისეთ დღეში აგდებდნენ მაგ დაფას... ![]() ბოლოს წაგებულს მუცლის ცეკვა უნდა შეესრულებინა... მაგრამ, გიორგი რა შუაში იყო არ ვიცი, მოკლედ უცნაური თამაშია თქო ხომ ვამბობ... ისე რა კარგი მუცლის ცეკვა ცოდნია გიორგის, გაგვაოცა ყველა... ![]() პრადალჟენია სლედუეტ... |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
უსაქმურობა გრძელდება ისევ შუა დღეა, "კლიოვი" არ არის, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო და იმპროვიზაციას არ ვაცდით დასვენების საშუალებას... : ))) ნიკა, ახლად ნაჩუქარ ფოტოაპარატს აწვალებს, ლამისაა სული ამოხადოს : ))) ![]() გიორგი მუცლის ცეკვით დაიღალა და კოტრიალობს, მაგრამ მაინც მოუსვენრად არის, ეგონა ვერავინ დამაფიქსირებსო, მაგრამ პაპარაცებს არ ძინავთ, საგონებელშია კაცი, რით გაიმართლოს თავი, თბილისში ჩამოსულს გამვლელი რომ გააჩერებს და ეტყვის: უკაცრავად თქვენ ის არ ხართ, ერთადერთი მამაკაცი რომელიც მუცლით ცეკვას ასრულებს, ოჩოპინტრეს ფორუმზე გნახეო : ))) ![]() ![]() მე და ლევანს, დურგლობის მუზა მოგვეძალა, ხის კოვზს ვაკეტებთ ლობიოსთვის, რომელიც ვიტომ უნდა მოხარშოს : ))) ![]() ![]() ![]() ![]() ჩელეში, შამანობის მუზამ გაიღვიძა, წინა ცხოვრებაში გალებს რომ ჯადოსნურ, სიძლიერის სასმელს უმზადებდა, იმის რეცეფტი გაიხსენა... წავიდა ჯადოსნური ნაყენის მომზადება ![]() ![]() ბოლო საფეხური, მაგიური შელოცვა.... ![]() უსაქმურობის ტალღამ რომ გადაიარა, მე და გიორგი დათვის პერელიოტზე წავედით... პნევმატიკით ![]() მაგრამ დავაგვიანეთ, გაფრენილა დათვი, ეს ნაწოლიღა დაგვხვდა : ))) ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რაჭველი გოჭი და საღამოს ნადიმი
დღის ბოლოს გაირკვა რომ "სტუმრები" გვეწვეოდნენ დისლოცირებულ ბანაკში, ვიტომ ლობიოს ხარშვა დაიწყო ![]() თუმცა გაირკვა რომ სტუმრები მოზრდილი შემწვარი გოჭის თანხლებით მოდიოდნენ... შეიძლება ზოგიერთმა იფიქრა ლობიოს დედაცო, მაგრამ ვიტოს გაკეთებული ლობიო მაინც სულ სხვაა... მე დიდად არ მომწონს გოჭი, მაგრამ იმ ღამეს ყველაზე მეტი ვჭამე მგონი : ))))) ლობიო გასაგები მიზეზების გმო ბევრმა არ ჭამა... მაინც კარვებში ცოტა სახიფათოა... სიფრთხილეს თავი არ ტკივა : )))) ესეც სამზადისი სტუმრების მოლოდინში ![]() ეს უბედური როდის დაიჭირეს მე ევრ გეტყვით, საკმაოდ მოზრდილი კილომდე იქნებოდა მაგრამ მთელი ხიბლი და ექსტრიმი არის იმაში, რომ ამოყვანის დროს კოჭა გატყდა და მოძვრა, ჭალიმგელას კივილმა მთელი შაორის ფაუნა შეძრა... ვიტოს დახმარებიტ მაინც მოხერხდა თებზის ამოყვანა... ![]() ამასობაში სტუმრებიც მოვიდნენ ![]() ჩავუჯექით და წავიდა ტრადიციული ქეიფი... რამდენიმე სურათი სხვადასხვა რაკურსით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სიმღერის გარეშე ქიფი ვის გაუგია... ქეიფი ჰეფი ენდით დასრულდა, თუმცა დაშლა არ მოშლის პროცესის გადაღების თავი იქ მონაწილე არც ერთ თანამეინახეს არ ქონდა, ფხიზელი პრაკტიკულად არავინ იყო... ის მახსოვს რომ ბოლოს მე დავწექი და ჩელეს და ვიტოს დომინოს თამაშის ფონზე ჩამეძინა ასე მიიწურა მეორე დღეც, ამ დღესაც შედეგები გვაქვს უზარმაზააარი : ))) ყველაზე დიდი საზანი ამ დღეს იქნა დაჭერილი, კილომდე ცოტა რომ აკლდა, კარჩხანას ვინ მოთვლის... მორჩა მორიგი, დადებითი ემოციებით დატვირთული დღეც... ისე ხვალ დილას რა ადგება... |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღე III
გასკდა თავი... დილით 70% პახმელიაზე იყო, მათ შორის რეპორტის ავტორი, ამიტომ არც სურათები არსებობს და ვერც ვერაფერს მოგიყვებით მნიშვნელოვანს, პახმელიაზე თემა გავქვს ცალკე და იქ ვიმსჯელოთ : ))) ვინც ამ სურათში ვზივართ ყველანი პახმელიაზე ვართ, იმის გაფიქრებაც კი გვზარავს რომ წინ აბარგების პროცესი გველის, ვწუწუნებთ, ვზარმაცობთ და ორ კვერცხს ვათბობთ, საშინლად არ გვინდა ადგომა, ჭალიმგელა ამ პროცესს აკვირდება და კაიფობს მაგრად : ))) ![]() შაორი - თბილისი, სიგრილედან - სიცხეში სხვა რა გზა იყო, წავიდა აბარგების პროცესი ![]() ![]() ![]() რათქმაუნდა ყველა ნაგავი, აღგვილ იქნა მიწისაგან პირისა, მოთავსებულ იქნა ცელოფანსა შიგა და წამოღებულ იქნა თბილისში, ტკბილი მოგონებების დროს, შეგრძნებების გასამძაფრებლად : ))) ![]() ნუ როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს კლუბის კეპებით პოზიორობა გაახსენდა ვიღაცას და ვოტ პალუბუიწეს ![]() სრული ეკიპაჟი (მარცხნიდან მარჯვნივ), წამოწოლილები: ვიტო, ჩელე, TAMPLIER. წამომჯდრები: დაჩი, ჭალიმგელა, ლევანი. ფეხზე მდგომები: Davitus, გიორგი ![]() ესენიც უკომენტაროდ ![]() ![]() ![]() ცოტაც და მგონი გავედი დამკაში... |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
შაორი-თბილისი, სიგრილედან - სიცხეში
გული გვწყდებოდა და წამოსვლა არავის უნდოდა, მაგრამ როცა ადუღებული მშობლიური დედაქალაქი გელოდება, გული როგორ მოგითმენს სხვაგან : ))) დავიძარით, გზა საკმაოდ ბურუსით მოცული დაგვხვდა, გაგვიხარდა რომ გზის 20% მაინც გრილი და ნისლიანი იყო, წინ ადუღებული ავტობანი მაინც არ აგვცდებოდა ნისლია ისეთი რომ პრაკტიკულად არაფერი არ ჩანს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() როგორც იქნა მშვიდობით ჩავაღწიეთ ზესტაფონს, ![]() და ლავაცას ყავებს მივეძალეთ : ))) სტრესის მოსახსნელად ![]() ![]() ![]() დაგვამშვიდა ყავამ, და კმაყოფილები გამოვემართეთ თბილისს, გზაში ბერვი ფოტოკურიოზები გადაიღეს ჩელემ და ტამპლიერმა, უკომენტაროდ გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ბენზინს რომ ვასხამდით, ჭალიმგელამ ფაბლიქ აერობიკა მოაწყო, პაპარაცული სურათები ![]() ![]() მორიგი გაჩერება რიკოთის უღელტეხილზე, რესტორან-სასაუზმე "ზღაპარი" ![]() ![]() გამოსვლისას სრულიად უცნობმა ადამიანმა, ოჩოპინტრელები გვიცნო... სამწუხაროდ არ მახსოვს სახელი იმ ფორუმის წევრის რომლის ახლოებილიც აღმოჩნდა ეს პატივსაცემი ადამიანი, იმედია შეგვეხმიანება ![]() ჩაქირა მაინც ვერ გადავარჩინეთ : )))) მეპატრონემ, არ აუშვათ, დაბმულია თავისთვის, რას ერჩითო : )))) ![]() ასე და ამგვარად, შემოვედით ნანატრ, დიდხანს უნახავ, დასიცხულ დედაქალაქში, თერმომეტრმაც სასიხარულო ამბავი გვამცნო - 40 გრადუსი : (((( ![]() საზანი იქა, კარასი აქა შაორი იქა, თბილისი აქა წაით ახლა დაიძინეთ : )))) უი, ყველას დაუძინია, გუგული დეიდას გარდა : )))) P.S. რეპორტისთვის ოფლს ღვრიდნენ და კარასებს აწვალებდნენ: ჩელე, ტამპლიერი და Davitus |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აბა დაესიეთ
![]() ვიძიუებია ოხრად, 4 გბ ხოდა ამხელა მასალას დამუშავება და ატვირთვა უნდა, ვეცდები ყველა ავტვირთო და ამ ტემაში, ვიდეორეპორტსაც გავაკეთებ ბოდიშს ვიხდი ტექსტში ტავტოლოგიური, მცირე გრამატიკული და სხვა შეცდომებისთვის, კორეკტირებისთვის არ მცალია, ძალიან დიდი დრო მიაქვს რეპორტის წერას ისიამოვნეთ პატივისცემით Davitus |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
არ ვიცი აქ შეიძლება რამე დავწერო თუ არა (ვერ წამომსვლელთა სიაში ყოფნის გამო),მაგრამ ძალიან მაგარი რეპორტის დასაწყისია და ბრავო ხალხო თქვენ.
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გენაცვალეთ ბიჭებო
![]() ![]() ![]() ესე მგონია მეც მანდ ვიყავი,გაიხარეთ ![]() მაგრამ ყველაზე მაგრა დაჩიზე ვიკაიფე!!! ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
![]() ძაან მაგარია.... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 21:17 |