მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (90 - 104)
საბო
პოსტი Jul 4 2010, 22:38
პოსტი #91


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(T A M P L I E R @ Jul 2 2010, 23:42) *
Davitus
შესავსებ ფორმაზე რა ხდება ყველას აქვს??



ჰაი ცავატანემ, ჩუნეს როგორ არ ჩუნეს....................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Jul 5 2010, 07:45
პოსტი #92


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(T A M P L I E R @ Jul 2 2010, 23:42) *
Davitus
შესავსებ ფორმაზე რა ხდება ყველას აქვს??

განაცხადზეა ხო ალბათ საუბარი?? ეგ მეც შევავსე და სახლში მაქვს..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jul 17 2010, 21:48
პოსტი #93


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რახან კლუბის წევრობისათვის ერთობლივ გასვლაშია მონაწილეობა მისაღები
გთავაზობთ ჩემთან ერთად მოგზაურობა-თევზაობას
ადმინიდან დაწყებული როვერათი დამთავრებული
კლუბის ყველას წევრს
გპირდებით დაუვიწყარი თავგადასავალი გელით tema-wamoweulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 17 2010, 23:34
პოსტი #94


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



(dila)adriano
შეიძლება ითქვას..რომ მაპ-ს გვაძლევ??... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თუ კარგად მოვიქცევით შენთან გაგვაწევრიანებ??... newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jul 18 2010, 06:52
პოსტი #95


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ლევანი @ Jul 18 2010, 00:34) *
(dila)adriano
შეიძლება ითქვას..რომ მაპ-ს გვაძლევ??... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თუ კარგად მოვიქცევით შენთან გაგვაწევრიანებ??... newsmile035.gif newsmile035.gif

თქვენ მაპ-ი რად გინდათ? newsmile055.gif
რაჭის სუვერენიტეტი გაქვთ გამოცხადებული
და შაორზე მწვადმტყორცნებით შეიარაღებული ფლოტი გიდგათ newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Jul 18 2010, 07:33
პოსტი #96


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



sabo73

საბო შენთან ვარ ძმის გულო, ორთავე ხელით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 18 2010, 17:42
პოსტი #97


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა((dila)adriano @ 18th July 2010 - 07:52) *
შაორზე მწვადმტყორცნებით შეიარაღებული ფლოტი გიდგათ

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile090.gif newsmile090.gif
(მევასება ჯანსაღი იუმორი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 18 2010, 22:25
პოსტი #98


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(gurika @ Jul 18 2010, 08:33) *
sabo73

საბო შენთან ვარ ძმის გულო, ორთავე ხელით newsmile05.gif



გაიხარე გურიკ, ოქრო გული გაქვს, მადლობა ძმაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Jul 20 2010, 19:16
პოსტი #99


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ყველას!

მართალია ბოლო დროს მოუცლელობის გამო ვერ ვაქტიურობ , თუმცა მთელი ჩემი არსებით თქვენთან ვარ მეგობრებო.

ჩემთვის დიდი პატივი იქნება კლუბის წევრობა და ღონისძიებებში მონაწილოება.

ძმებო,
თუ ფიქრობთ, რომ საჭირო კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ, გთხოვთ გამიწიოთ რეკომენდაცია და განიხილოთ ჩემი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზეnewsmile05.gif

პატივისცემით "gogita.m"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jul 20 2010, 19:40
პოსტი #100


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



gogita.m ამ კაცს მე ვაძლევ რეკომენდაციას! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 20 2010, 20:36
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



(dila)adriano

რეკომენდატორების ნაკლებობა არ გეყოლება დარწმუნებული ვარ, ხოდა ტექნიკურ საკითხებს როგორმე მოვაგვარებთ newsmile05.gif

1 ხმა ჩემგანაც...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 20 2010, 21:13
პოსტი #102


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



gogita.m მეც ვუწევ რეკომენდაციას,.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jul 20 2010, 21:16
პოსტი #103


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



(dila)adriano
+1 ჩემგანაც!!!!!

პ.ს. მარაბდაზე თევზი არ მოდის!
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jul 20 2010, 22:31
პოსტი #104


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



(dila)adriano
ორივე ხელით-ზა!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 20 2010, 22:35
პოსტი #105


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gogita.m

მთავარია შენგან მოდიოდეს სურვილი, თორემ რეკომენდატორები უამრავი იქნებიან...

მე 100% ით ვემხრობი ამ კაცს და ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფლებს, ვისაც აინტერესებს ჩამოვუწერ PM-ში newsmile05.gif


ასევეა (dila)adriano


მოკლედ ზუსტი სია არის შესაგდენი და ერთიანად მივიღებთ კანდიდატებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th November 2025 - 13:49