თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2015, 12:59

როგორც იქნა ოცნების ასრულებას ვიწყებთ და ვაშენებთ ვოლიერებს ქათმისნაირთა მოსამრავლებლად და ნაწილის ბუნებაში გასაშვებად

მე და დირექტორმა გადავწყვიტეთ ეროვნული სატყეო სანერგის ბაზაზე გავაკეთოთ "ფლორა-ფაუნის ეროვნული საშენი"

გავიარეთ ბევრი კოსულტაცია დავუკავშირდით ყველა მაგ საქმის მცოდნეს. დიდი მადლობა ირაკლი ბრეგვაძეს და ყველას გვერდში დგომისთვის

ასევე ახალი მინისტრი მთელი სულით და გულით გვიდგას გვერდით, დანარჩენი საქმე და ცოტა ბიუროკრატიების გადალახვა გველოდება

ესეც საპილოტე საცდელი ხოხობ კაკბები

კოლხური ხოხბები 2,5 თვის
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ესეც ირაკლის კაკბები. მთავარი სახოხბე ვოლიერი ეხლა იწყება და სურათებს შემოგთავაზებთ, იქნება ველურ ბუნებასტან მაქსიმალურად მიახლოებული

სადედე საკაკბე მზადაა და გადაყვანის მერე იმ სურატებსაც შემოგთავაზებთ

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

სიახლეებს მაქსიმალურად მოგაწვდით. ისე თუ ვინმე გაიმეტებს და დამეხმარება ენდემებით მადლობელი დავრჩები

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2015, 13:36

ძალიან კარგი წამოწყებაა. მიხარია კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა. ამირანს არ შეეხმიანე არწივის ხეობაში? მაგას აქვს ყველაფერი ვოლიერისთვის ნახაზებიდან დაწყებული, ვოლიერებით დამთავრებული. ყავს ასევე სხვადასხვა ჯიშები ხოხბის, მაგრამ ძირითადად კოლხურის მომრავლებას ეწევა. შეეხმიანეთ და დაგაკვალიანებთ რა როგორ უნდა გააკეთოთ. კარგი ვოლიერები აქვს, სპეციალურად ხოხბებისთვის. სადაც ვერც მელა, ვერც ტურა, ვერც ენოტი და ვერც მამაძაღლი ვერ შედის.

წარმატებებს გისურვებთ... მე თუ რამეში დაგჭირდეთ კი იცით სადაც უნდა მომძებნოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 13 2015, 13:59

კარგი წამოწყებაა. საღოლ small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 13 2015, 14:02

ძალიან გამიხარდა ასეთი კარგი საქმე რომ წამოგიწყიათ. მეც უკვე რამოდენიმე წელია ვფიქრობ მსგავს პროექტს , ოღონდ მცირე მაშტაბებით. კაკბები სად იშოვეთ? ან სად შეიძლება ყიდვა? დურაჯის მომრავლება იქნება ძალიან საინტერესო. თურქეთში ამრავლებენ. კონტაქტი რომ იყოს ჩამოიყვანდა კაცი თურქეთიდან დურაჯებს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2015, 14:16

უიარაღო
ყველაფერი არის newsmile045.gif

კონტაქტებიც და კონტრაქტებიც newsmile05.gif

ჩელე
კი ამირანი გვეხმარება რაღაცეებით.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2015, 14:17

ძალიან კარგი. კარგი კაცია ამირანი და არ დაიშურებს არაფერს რაც ხოხობს ეხება...

პოსტის ავტორი: kobavar Jul 13 2015, 14:19

როგორც ვიცით ინკუპატორის ხოხობი ადვილად ეჩვევა გარე(ველურ)პირობებს . გამრავლება მე და ჩემმა მეგობრებმაც გადავწყვიტეთ იქედან გამომდინარე თუ რა შეუგნებელი ხალხი ცხოვრობს ნადირობის მხრივ ის რომ არ დააცდიდნენ გამრავლებას მაინც ვიყიდეთ 100 კვერცი სულ რაღაც ერთი კვირა გვქონდა ინკუპატორში და ერთ ღამესაც გაფუჭდა და ჩაგვეყარა შრომა წყალში. სასიხარულოა მსგავსი რამის წამოწყება ისე ყველამ კი უნდა იფიქროს ასე გამრავლება მარტო ხოცვაზე არ უნდა იყვე გადართული!!!

პოსტის ავტორი: Ellimyst Jul 13 2015, 14:26

ჭალიმგელა
ძალიან Respect!
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 13 2015, 14:28

ძმაკაცს ჰყავს ხოხბები და ტყვეობის პირობებში მოკრუხდა, კიდევაც გამოჩეკა და ზრდის წიწილებს. ასეთი რამ პირველად გავიგე. ჭალიმგელა კაკბების ყიდვა თუ შეიძლება? 4-6 ცალი მინდა და ფასი რა ექნება.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2015, 14:34

მომავალ წელს კი, ეხლა პრობლემაა უიარაღო


ესეც პატარა სელფი კაკაბუშკებთან newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 13 2015, 14:54

ჭალიმგელა

მეც მაინტერესებს ხოხბის ფასებიბიჭებს გვინდა გავუშვათ ერთ ადგილზე, ადგე განტქმული სახოხბეები იყო და ეხლა ცარიელია
თავიდან ბევრი არა 15-20 ცალი თუ გააჩერეს ბრაკებმე მერე უფრო მეტის გაშებაც შეიძლება.
ხო კიდე სამართლებრივად რა პროცედურებია რო ვიცოდე. პრინციპში ხო არაფერს არ ვაშავებთ

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 13 2015, 15:06

ციტატა(assassin29 @ Jul 13 2015, 15:54) *
ჭალიმგელა

მეც მაინტერესებს ხოხბის ფასებიბიჭებს გვინდა გავუშვათ ერთ ადგილზე, ადგე განტქმული სახოხბეები იყო და ეხლა ცარიელია
თავიდან ბევრი არა 15-20 ცალი თუ გააჩერეს ბრაკებმე მერე უფრო მეტის გაშებაც შეიძლება.
ხო კიდე სამართლებრივად რა პროცედურებია რო ვიცოდე. პრინციპში ხო არაფერს არ ვაშავებთ

კოლხური ხოხობი რომ გაუშვა არაფერს აშავებ. აი სხვა ჯიშის ველურ ბუნებაში გაშვება კი სამართლებრივად დანაშაულია და ჯარიმას ითვალისწინებს.

პოსტის ავტორი: kobavar Jul 13 2015, 15:26

ციტატა(uiaragho @ 13th July 2015 - 16:06) *
კოლხური ხოხობი რომ გაუშვა არაფერს აშავებ. აი სხვა ჯიშის ველურ ბუნებაში გაშვება კი სამართლებრივად დანაშაულია და ჯარიმას ითვალისწინებს.

ვენაცვალე მე ამათ კანონებს ვაი ამათ პატრონს!! მე რო სხვა ჯიში გაუშვა ძაან არ გაიგონ ვინ გაუშვა.ცალი თვალით მაინც დამანახა ევროპას დამსგავსებული საქართველო ნადირობის მხრივ (სხვა არაფერი კაცო) boom.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 13 2015, 15:37

კანონს რას უწუნებთ? ყველამ თავისი ნება სურვილით რომ უშვას და ამრავლოს ისეთი ჯიშები რომლებიც საქართველოში არ ბინადრობს არ იქნება გონივრული. ადგილობრივ ჯიშებს შეავიწროებს. მაგალითად ენოტისებური ძაღლი გამოდგება. რამხელა პრობლემები შექმნა მათ საქართველოში შემოყვანამ კი მოგეხსენებათ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2015, 15:41

kobavar
ვინ გაუშვა ვერ გაიგებენ, მაგრამ არაკოლხური არ უნდა გაუშვა. ეს დანაშაულია არა მარტო კანონით.

ავიწროვებს კოლხურ ხოხობს

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2015, 16:14

kobavar

აქ საუბარია კოლხურ ხოხობზე. როდესაც შენ უშვებ უკრაინიდან შემოყვანილ ჯიშს, კოლხური უმცირესობაში რჩება. სელექცია კი მიდის არა კოლხურის არამედ უკრაინული ჯიშის. ერევა უკრაინული კოლხურს. ისე კი 150 ლარი ღირს კოლხური ხოხობი.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 13 2015, 16:18

ჭალიმგელა
უიარაღო
საკუთარი თანხებით უნდა ვქნათ ეგ ამბავი და მადლობა მოიადონ ან მერე რა რო არარი ენდემური?
დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ინადირებდით ამერიკულ ინდაურზე ან ლოსზე არც ეგენია ენდემური მაგრამ შემოყვანის შანსი რო იყოს უარი უნდა ვთქვათ?

პოსტის ავტორი: kobavar Jul 13 2015, 16:24

ჩელე

ჭალიმგელა

კი გეთანხმებით ბიჭებო კოლხურ ხოხობს რა ჯობია სულ რო არაფერია ჩვენია.მარა იმას თუ კრძალავენ სხვა ჯიშის არააო კეთილი ინებონ და ვალდებულებიც არიან გარემოს დაცვის სამინისტრო რომ ყოველწლიურად თუ არა მაინც მოამრავლონ და შესაბამის ადგილებში გაუშვა მარა მაგათ ტვინამდე ეგ როგოს დავა!!!

პოსტის ავტორი: dima71 Jul 13 2015, 18:53

სასიხარულო და იმედის მომცემი ამბავია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ კარგი საქმის წამოწყებაში, .. და საერთოდ ენთუზიასტ ხალხს ჩემი აპლოდისმენტები,.. ,,არ გამოვა ', ,,კაი ერთი თუ ძმა'' ხარ და სხვა პესიმისტური დამოკიდებულება წინ ვერასოდეს წაგიყვანს! გაგიმარჯოთ ღმერთმა!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2015, 23:23

dima71
გაიხარე ძმა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2015, 23:35

ციტატა(kobavar @ Jul 13 2015, 17:24) *
ჭალიმგელა

კი გეთანხმებით ბიჭებო კოლხურ ხოხობს რა ჯობია სულ რო არაფერია ჩვენია.მარა იმას თუ კრძალავენ სხვა ჯიშის არააო კეთილი ინებონ და ვალდებულებიც არიან გარემოს დაცვის სამინისტრო რომ ყოველწლიურად თუ არა მაინც მოამრავლონ და შესაბამის ადგილებში გაუშვა მარა მაგათ ტვინამდე ეგ როგოს დავა!!!


მაგათ... ანუ ჩემ ტვინამდე დიდი ხანია დავიდა. ხოდა ვალდებულებასაც მაგიტომ ვიღებ რომ მერე სხვებმა პატიოსნად ინადიროს.

სათაურს თუ წაიკითხავ უკეთ გაიგებ. ეს არის: გარემოს დაცვის სამინისტროს ფლორისა და ფაუნის ეროვნული საშენი და არა რაღაც შპს.


ხო და აქ ხოხბის გარდა იზრდება ძელქვა, წაბლი, ჭალის მუხა, მაღალი მთის მუხა, კოლხური მუხა, კოლხური ბზა, უთხოვარი, საღსაღაჯი და მრავალი წითელი ნუსხის ფლორა. ის რაც არასდროს გამრავლებულა საქართველოში

თუ ვინმემ არ ჩააჯვა საქმე წინ მიდის სერიოზულად

ციტატა(assassin29 @ Jul 13 2015, 17:18) *
ჭალიმგელა
უიარაღო
საკუთარი თანხებით უნდა ვქნათ ეგ ამბავი და მადლობა მოიადონ ან მერე რა რო არარი ენდემური?
დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ინადირებდით ამერიკულ ინდაურზე ან ლოსზე არც ეგენია ენდემური მაგრამ შემოყვანის შანსი რო იყოს უარი უნდა ვთქვათ?


აქ პასუხიც ზედმეტია

რახზე მოვიხადით მადლობა??? რაღაც ყლეობას რომ შემოვიყვანთ და ენდემს რომ დედას დაახურავს და გადააშენებს???

კი უარი უნდა ვთქვათ რაც ენდემებს შეავიწროვებს.

აი ლოსზე და ინდაურზე კი სიამოვნებით ვინადირებ იქ სადაც არიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დემი Jul 13 2015, 23:42

მაგარი ხარ პრეზიდენტო რა, მაგარი...ყოჩაღ პატივცემულო small3d018.gif

პოსტის ავტორი: giuli Jul 14 2015, 06:29

ჭალო მტაცებლებზე ნადირობის საკითხი თუ არ მოგვარდა ხელი შეგეშლებათ თქვენ გაამრავლებთ მელა ტურა კი მიირთმევს.ჩემს ერთ მეგობარს სიმონიკა გუნცაძეს ქარელის რაიონში აქვს სამონადირეო მეურნეობა გერმანიიდან მოწვეულმა მაგ საქმის სპეციალისტმა უთხრათ რომ ყველაზე დიდ ზიანს ხობის ბუდეებს აყენებს გარეული ღორიო... ისე რომ ესეც გასათვალისწინებელია.

პოსტის ავტორი: Ellimyst Jul 14 2015, 08:00

ციტატა(Chalimgela @ 13th July 2015 - 16:41) *
გნილი

ეგ რომელია, გნოლს რომ გავს? )


ციტატა(Chalimgela @ 14th July 2015 - 00:35) *
აი ლოსზე და ინდაურზე კი სიამოვნებით ვინადირებ იქ სადაც არიან

+1 )


პოსტის ავტორი: general Jul 14 2015, 10:20

კარგი ამბავია ნამდვილად ყოჩაღ, ამოძრავდა სამინისტროც ცოტცოტა. მაგრამ აუცილებლად უნდა კატეგორიულად დაუყენოთ საკითხი მტაცებლების თემაზე თორე არაფერი გამოვა. სარიოზულად არის შესამცირებელი მგელი და ტურა. ყაზბეგში ვიყავი ცოტა ხნის წინ და ყოველდღე ესხმის თავს საქონელს მგელი სხვადასხვა მხარეებიდანაც ხშირად მეუბნებიან მსგავს ფაქტებს.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 14 2015, 10:28

დურაჯის მომრავლებაც რომ დაიწყოთ მუხლებზე დავეცემი და სამჯერ შემოვუვლი გარემოს დაცვის სამინისტროს D.gif ინტერნეტში ვნახე თურქეთში არსებული ფერმები სადაც დურაჯს ამრავლებენ. მართლა თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარები დარჩა დურაჯის . იქნება სახელმწიფოს ძალისხმევით მოგვარდეს ეს საკითხიც.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 14 2015, 11:01

უიარაღო
ჯერ ჩვენი ძალებით ვაკეთებთ, მაგრამ მინისტრმა მოგვიწონა იდეა და დაგვიდგება ალბათ გვერდით.

რაც აქამდე მინისტრები ყოფილა გიგლა ყველაზე ახლოსაა ბუნებასთან.

giuli
მტაცებლებზე წელს მოგვარდება ყველაფერი. ნუ მოკვლა დაიშვება ქვოტებით და დანარჩენი ჩვენზეა.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 14 2015, 11:07

[quote name='ჭალიმგელა' date='Jul 14 2015, 12:01' post='330817']
უიარაღო

რაც აქამდე მინისტრები ყოფილა გიგლა ყველაზე ახლოსაა ბუნებასთან.

პირადად არ ვიცნობ მაგრამ ეტყობა საქმის კაცი რომაა. small3d018.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 14 2015, 12:20

ჭალიმგელა
ვააა მაგარია საღოლ....... small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 14 2015, 18:53

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 14th July 2015 - 00:35) *
რახზე მოვიხადით მადლობა??? რაღაც ყ**ობას რომ შემოვიყვანთ და ენდემს რომ დედას დაახურავს და გადააშენებს???

რომელ ენდემს თუ ძმა ხარ სადაც მე სახოხბეები ვიცოდი ხოხობი კიარა ობოლი კალია არ დახტის, სულ არაფერს რაღაცა სჯობია ბევრ ქვეყანაში ბევრი რამე არიყო ენდემური მაგრამ შეიყვანეს და მშვენივრადაც ნადირობს ხალხი

ციტატა(Chalimgela @ 14th July 2015 - 00:35) *
აი ლოსზე და ინდაურზე კი სიამოვნებით ვინადირებ იქ სადაც არიან

თქვენ შეიძლება ინადიროთ მაგრამ მონადირეების 99% აუხდენელი ოცნებაა ეგ

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 14 2015, 19:33

[bჩassassin29][/b] მარტო საკვების და არეალის პორობლემა კი არაა. სხვა ჯიშის ხოხბები შეეჯვარებიან კოლხურს და მივიღებთ მეტისებს. გენეტიკურად დაბინძურდება და სუფთა სისხლის კოლხური ერთ დღესაც შეიძლება ვეღარც ვნახოთ. ერთ ერთი ეს რისკიც არსებობს სხვა დანარჩენ რისკებთან ერთად.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 14 2015, 19:37

ციტატა(assassin29 @ Jul 14 2015, 19:53) *
ჭალიმგელა

რომელ ენდემს თუ ძმა ხარ სადაც მე სახოხბეები ვიცოდი ხოხობი კიარა ობოლი კალია არ დახტის, სულ არაფერს რაღაცა სჯობია ბევრ ქვეყანაში ბევრი რამე არიყო ენდემური მაგრამ შეიყვანეს და მშვენივრადაც ნადირობს ხალხი

როცა მაგ შემოყვანით საქმე გაფუჭდება რატომ უნდა შემოვიყვანოთ ვერ ვხვდები. არ ჯობია კოლხური გავამრავლოთ? ხარჯი ხარჯია და ორივე კვერცხით იჩეკება. ცოტა ტრალი გავანძრიოთ არ ჯობია?
ციტატა
თქვენ შეიძლება ინადიროთ მაგრამ მონადირეების 99% აუხდენელი ოცნებაა ეგ
მეც მაგ 99% ვარ, მაგრამ ოცნებას წინ რა უდგას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 14 2015, 23:24

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 14th July 2015 - 20:37) *
როცა მაგ შემოყვანით საქმე გაფუჭდება რატომ უნდა შემოვიყვანოთ ვერ ვხვდები. არ ჯობია კოლხური გავამრავლოთ? ხარჯი ხარჯია და ორივე კვერცხით იჩეკება. ცოტა ტრალი გავანძრიოთ არ ჯობია?

კიბატონო კაცო კოლხური იყოს, უბრალოდ ავღნიშნე სულ არაფერს რაღას სჯობს ტქო. ეხლა სიმართლე რო ვთქვა არავის გადაგვდის სამეგობროში თავზე მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებიდან გამომდინარე ვცდილობთ რაღაც გავკეთოთ,
მაგ მიზნით გავუშვით რამდენიმე ბაჭია წინა სეზონზე. ნუ რათქმაუნდა დიდი არაფერია მაგრამ სულ არარაობას ხომ სჯობს.
ალხა გვინდა ვიყიდოთ ხოხბები და გავუშვათ ერთ ტერიტორიაზე, პარარელურად ცოტა კი წავივარმინტისტეთ იქ მაგრამ დიდი არაფერი, მავნებლის ამოძირკვას სერიოზული მუშაობა უნდა, ქვეყანაა.
ხოდა რა მინდა მეეთქვა როგორც ჩანს გამოცდილება მეტი გაქვთ თუ დაგვაკვალიანებტ რა და როგორ მადლობის მეტი რა გვეთქმის

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 15 2015, 01:22

თეთსაყელოიანი(პარკის ხოხბის) გაშვება ბუნებაში გამრავლებისთვის არის დანაშაული .....
ესეთი თვითდაჯერებლობით და განუკითხაობით სავალალო შედეგს მივიღებთ .

სიტყვა ენდემი უკვე ნიშნავს ქვეყნის საგანძურს !!

პოსტის ავტორი: giuli Jul 15 2015, 06:43

სოფ.ახალდაბის გამოღმა დიდველს ეძახიან ადრე ამ ათიოდე წლის წინათ ძაღლს /მდევარს/ხშირად ამოუფრენია ხოხობიც და კაკბის გუნდიც მამალი ხოხბის ყივილიც ხშირად გამიგია ეხლა ერთსაც ვერ ნახავ ისე გადაშენდა დანამდვილებით შემიძლია თქმა რომ ისინი მონადირეებს არ ამოუწყვეტიათ საკვები რესურსის გამო გადაშენდნენ ამით იმის თქმა მინდა გაშვებითაც ისეთ ადილზე უნდა გაუშვათ რომ თავის რჩენა შეეძლოთ.სანამ ცხონებული ტარიელ კაპანაძე იყო გარდაბნის ნაკრძალის დირექტორი ეგერებს ტურის მოკვლის სავალდებულო გეგმა ჰქონდათ წელიწადში 200 ტურა ეხლა მოგჭამა ჭირი სადღაა ან ხოხობი ან ღორი ან ირემი მდევრის პატრონებს ხშირად გვეძახდნენ მტაცებლების გასანადგურებლად ასე რომ პატრონი უნდა ყველაფერს პატრონი.თქვენ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ღმერთმა ხელი მოგიმართოთ

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 15 2015, 09:54

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 14th July 2015 - 19:53) *
სადაც მე სახოხბეები ვიცოდი ხოხობი კიარა ობოლი კალია არ დახტის


სწორედ მაგიტომ არის ენდემური ანუ გადაჯიშების გზაზეა უკვე კოლხური ხოხობი. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ბევრი სახოხბე, რომელიც მოამრავლებს კოლხურს და გაუშვებს ბუნებაში. დედოფლისწყაროში არის სახოხბე, რომლებსაც ჰყავს კოლხური და რომელიც წელიწადში ორჯერ უშვებს რაღაც რაოდენობას ბუნებაში. შარშან 40 ფრთა ივრის ჭალებში გაუშვეს. ეს ადამიანი თავისი ფინანსებით აკეთებს ყველაფერს. მართალია ცოტა დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს სხვადასხვა დროს, მაგრამ უმეტესი წილი თავისი ფინანსებით აკეთებს ყველაფერს. აგერ ეხლა ჭალიმგელამ დაიწყო იგივე საქმე. ხვალ ვიღაც დაიწყებს და გააკეთებს ამ კეთილ საქმეს და ეშველება დროთა განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ხომ სხვა ქვეყანა არ ვართ? საქართველოში შენი ჯიში გყავს და არ ჯობია შენი გაამრავლო, ცოტა დაიცადო და მერე ინადირო ამ ხოხობზე როცა მრავლად იქნება? ცოტა პათეტიურია ალბათ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 16 2015, 20:27

ბიჯოს..აქ რა კარგი რაღაცეებზე ყოფილა საუბარი. ისეთი სათაური აქვს...მეგონა ვიღაც ამრავლეებდა სოფელში კრუხ-წიწილას და კონსულტაციები ჭიდრბოდა. რადგან კონსულტაციის გამწევი ვერ ვარ..შემოხედვა მეზარებოდა. D.gif
საღოლ სამინისტრო და ჭალო. ხვალიუ..ხვალიუ.. small3d018.gif კარგი საქმე დაგიწყიათ. ეგრე არ ჯობია?..

ციტატა(Chalimgela @ 14th July 2015 - 01:35) *
ვალდებულებიც არიან გარემოს დაცვის სამინისტრო რომ ყოველწლიურად თუ არა მაინც მოამრავლონ და შესაბამის ადგილებში გაუშვა მარა მაგათ ტვინამდე ეგ როგოს დავა!!!

მაგათ ტვინამდე კი არა..იმათ ტვინამდე როდის დავა ის ამბავი..რომ არ უნდა ამოხოცონ.. ვინც დორბლმორეული ელოდება როდის გაუშვებენ ამ ხოხბებს ბუნებაში. აი ეგ არის ჩვენი გარემოს უბედურება.

პოსტის ავტორი: kardinal84 Jul 16 2015, 20:36

ჭალიმგელა
სასიამოვნო და სასიხარულო ამბავია ნამდვილად ღმერთმა ხელი მოგიმართოს ასეთ კეთილი საქმის კეთებისთვის. გნოლების ამბავში რახდება იმათი გაშვებაც ხოარ იგეგმება ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 21 2015, 11:33

გადავედით თევზებზეც, ესეც პირველი ტბა
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 21 2015, 12:35

ჭალიმგელა

ვეჟო, ეგა ძალიან ღრმა არ არის ვითამ ეხლა?.... ისე რა მაგარია. მალაეცები ძმაო...

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 21 2015, 12:41

რა თევზი უნდა გაუშვათ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 21 2015, 13:35

უიარაღო
იდეაში უნდა გაკეთდეს 3 ასეთი ტბა. ველოდებით რაღაც ცვლილებებს დებულებაში. გვინდა კოლხური ზუთხის მოშენება, ასევე სხვა წითელი ნუსხისა და შემცირებული პოპულაციების აღდგენა. ერთერთში ალბათ კობრი და საზანიც იქნება

ციტატა(ჩელე @ Jul 21 2015, 13:35) *
ჭალიმგელა

ვეჟო, ეგა ძალიან ღრმა არ არის ვითამ ეხლა?.... ისე რა მაგარია. მალაეცები ძმაო...


ეგ უკეთესი არ არის მერე? თუ დაიხრჩობიან? chali.png

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 21 2015, 15:15

ვააახ, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა...
წყალს სავარაუდოდ როდის გაუშვებთ?
ისე სასპინინგე ჯიშიც გაუშვით რამე, შუკა.... ოკუნი და რამე პატარა ზვიგენის ჯიში

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 21 2015, 15:48

იფ..კარგია. ჩვენც გვინდა ერთი ეგეთი.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 21 2015, 16:18

ჭალიმგელა

არა კარგია ალბათ, მაგრამ იმხელა თხრილია კამაზი წერტილივით ჩანს და ოკეანეს ხომ არ უკეთებთ? newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 18 2015, 16:14

პირველი პარტია გადავსხით ახალ ვოლიერში. უკვე წამოიზარდნენ
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 18 2015, 16:17

წამოიზარდნენ კი არა დიდები არიან უკვე.... ტბის ამბავი როგორ მიდის, შეივსო თუ ჯერ ვერა?/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 19 2015, 13:01

კი კი, სავსეა დავდებ სურათებს

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 19 2015, 14:26

ბარაქალა თქვენ. დურაჯიც რომ მოამრავლოთ ძალიან მაგარი იქნება. იუთუბში დევს ვიდეოები ძალიან ადვილად ეჩვევა ტყვეობას და ადამიანს. ირანში ყავთ სახლის პირობებში. თურქეთშიცაა საშენები. შემოყვანა რომ გადაწყდეს მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდით. კაკაბზე რიგში ვარ, მომავალ წელს თუ გეყოლებათ ან მოზარდები ან საინკუბაციო კვერცხი.

პოსტის ავტორი: kupra Aug 19 2015, 14:32

მალაცი რებიატა small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gelka72 Aug 19 2015, 18:54

კარგია მაინც რომ არსებობენ ჯერ კიდევ კარგი ადამიანები, არ იქნებოდა ურიგო ფორუმელებიც რომ დავეხმაროტ რაგაციტ მაინც ტუნდაც ფინანსურად

პოსტის ავტორი: shotaa Aug 24 2015, 17:30

ჭალიმგელა
ტბა რა ფართობზეა? და რა ნებართვა ჭირდება ტბის გაკეთებას?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 29 2015, 15:53

იგივე კაკბები ეხლა newsmile05.gif
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: megreli Sep 29 2015, 18:49

მაგარია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 30 2015, 11:54

მშვენიალურია რას ერჩი? ისე მანდ ფრთხილად იყავით ვირთხა ან თაგვი არ შეძვრეს თორე ვერ იქნება კაი ამბავი...

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 30 2015, 12:00

ჭალიმგელა
დაგიზრდია ბოვჩები newsmile090.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 30 2015, 12:28

მაგარია ძალიან. რამოდენიმე მამალი დაგჭირდება სხვა სისხლის კარგი და ძლიერი შთამომავლობა რომ მოგცენ.

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 30 2015, 13:31

უიარაღო

კოლხურია ეგ ხოხობი და სხვა სისხლის ანუ ევროპული საერთოდ არ უნდა მიუშვა მაგ ხოხობზე... თორე ამირანი ანათემას გადაგცემს... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 30 2015, 13:49

არა კაკბებზე ვუთხარი. კოლხურ ხოხბებზეც იგივე რეკომენდაციაა როგორც მონადირე ძაღლებზე, ცხენებზე , ადამიანებზე და ასე შემდეგ. ახლონათესაური შეჯვარება (ადამიანებში ინცესტი) იწვევს არაჯანსაღ შთამომავლობის ყოლას. კოლხურ ხოხობსაც კოლხური უნდა შეჯვარდეს, ოღონდ სხვა დედ-მამის.

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 30 2015, 14:33

უიარაღო

ხო მართალი ხარ. უბრალოდ მე ავიზილე რაღაცნაირად.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 3 2015, 13:41

ვახ რა კარგიაა.. newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 22 2016, 15:14

აბა რა ხდება, კაკბები როგორ არიან. სიახლე თუ არის კიდევ რაიმე. კვერცხი თუ გექნებათ გასაყიდი რიგში ხო იცით პირველი ვარ.
მეც დავიწყე სამოყვარულო დონეზე . ხოხბები უკვე მყავს.


დედალი 2 მყავდა მაგრამ ერთი გამიფრინდა.
აი ამის ინტერესი მაქვს მაგრად. თან როგორც ინფორმაცია მოვიპოვე ტყვეობას ყველაზე ადვილ;ად ეგუება.

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 22 2016, 16:23

უიარაღო
ვაა წარმატებები აბა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 22 2016, 17:04

უიარაღო
ყველაზე რთულად ეგუება და გამრავლება კიდევ ურთულესია
\
მაქვს სიახლეები. ზეგ დავდებ ახალ ფოტოებს. ახალი ვოლიერებიც გავაკეტე. ახალი ინკუბატორიც ვიყიდე. პირველი კვერცხიც დადეს. მოკლედ ბევრი სიახლეები მაქვს

ზეგ დავდებ სურათებს

პოსტის ავტორი: bolniseli monadire Mar 22 2016, 19:54

გნოლის, კაკბის ან ხოხბის კვერცხს რამდენად ვიყიდი და თუ იშოვება საერთოდ ინკუბატორი მაქვს და მინდა გავამრავლო და გავუშვა ბუნებაში

პოსტის ავტორი: shotaa Mar 23 2016, 03:36

ჭალიმგელა
ტბის ამბავიც გაგვაგებინე რა ხდება? რა ჯიშებს აპირებთ? კაპარჭინა არ იქნებოდა ურიგო არავის ხელს არ შეუშლის და თან სპორტული თევზია.

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 26 2016, 14:30

ველოდებით სურათებს.

ashh.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 26 2016, 15:49

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 16 2015, 21:27) *
ბიჯოს..აქ რა კარგი რაღაცეებზე ყოფილა საუბარი. ისეთი სათაური აქვს...მეგონა ვიღაც ამრავლეებდა სოფელში კრუხ-წიწილას და კონსულტაციები ჭიდრბოდა. რადგან კონსულტაციის გამწევი ვერ ვარ..შემოხედვა მეზარებოდა. D.gif
საღოლ სამინისტრო და ჭალო. ხვალიუ..ხვალიუ.. small3d018.gif კარგი საქმე დაგიწყიათ. ეგრე არ ჯობია?..

მაგათ ტვინამდე კი არა..იმათ ტვინამდე როდის დავა ის ამბავი..რომ არ უნდა ამოხოცონ.. ვინც დორბლმორეული ელოდება როდის გაუშვებენ ამ ხოხბებს ბუნებაში. აი ეგ არის ჩვენი გარემოს უბედურება.



მართლაც მეც ესე უყურებდი ამ თემას რაკარგი წამოწყებები გქონიათ..........!!!!!!!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ........!!!!!!!!

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 21 2015, 14:35) *
უიარაღო
იდეაში უნდა გაკეთდეს 3 ასეთი ტბა. ველოდებით რაღაც ცვლილებებს დებულებაში. გვინდა კოლხური ზუთხის მოშენება, ასევე სხვა წითელი ნუსხისა და შემცირებული პოპულაციების აღდგენა. ერთერთში ალბათ კობრი და საზანიც იქნება



ეგ უკეთესი არ არის მერე? თუ დაიხრჩობიან? chali.png



გუწუსაც მოაშენებთ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2016, 12:13

ვერაფრით ვერ დავალაგე ეს თემა, არადა უამრავი მასალა მაქვს. დღეს პირველი ადგილობრივი ჩეკვა დაიწყო. ანუ ჩვენი გაზრდილი კაკბების პირველი კვერცხები გამოიჩეკა

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჯოლა May 13 2016, 12:15

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2016, 12:19

ესეც კაკბები და რაღაც რუღაცეები
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

კიდევ ვიპოვნე სურათები
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: kajuberi May 13 2016, 12:19

small3d018.gif საღოლ .მაგარია როცა შრომა გიფასდება

პოსტის ავტორი: general May 13 2016, 12:51

მაგარია ძაან. გულს უხარია ასეთ შედეგს რო ხედავ კაცი, საღოლ გიო აფერუმ ...... small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 13 2016, 14:12

ჭალიმგელა
მემგონი კაკაბი რომ აგიფრინდეს, ხელიც აღარ მოგიბრუნდება კაცს.....
ისე, შემთხვევით

პოსტის ავტორი: უიარაღო May 14 2016, 09:46

მეც მაქვს უპატარავესი პროექტი როგორც იცით. ერთი წყვილი კოლხური ხოხობი. კვერცხის დება დაიწყო დედალმა. ბუდე გავუკეთე და აგროვებს კვერცხებს. სავარაუდოდ თვითონვე დაჯდება კრუხად. პატარების გაზრდის ინსტრუქცია-სქემა მჭირდება და ნუ დამზარდებით. თან სხვებსაც გამოადგება, იქნებ დაწეროთ როგორ გავზარდოთ ხოხობი, კაკაბი ... ერთი დღიდან .

ჭალიმგელა
შენი იმედი მაქვს. უეჭველად გექნება ეს ინფორმაცია და იქნებ გაგვიზიარო.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 14 2016, 10:57

ჭალიმგელა
ვიდეო დადე, მაგარი ტიპია კამერას რო უკაკუნებს

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 23 2016, 08:46

ჭალიმგელა პირადში გამოგზავნას ვცდილობ და ვერ გიგზავნი.
16-17 ივნისს გამომეჩეკა 19 კოლხური ხოხბის ლაპები. ამ დრომდე უკვე 2 ცალი მოკდნა. თითქოს ხალისი დაკარგეს. ისეთი აქტიურები ვეღარ არიან. ხვალ ხდებიან 1 კვირისები. მჭირდება მათი კვების სქემა და ასევე რა წამალი თუ ვიტამინი მივცე, რა დროით და რა დოზით. თუ შეგიძლია დამეხმარე.
ასევე ამ ფორუმზე თუ არის ამის მცოდნე ვინმე ნუ დამზარდებით.
წიანსწარ მადლობა დახმარებისათვის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 24 2016, 08:50

დღეს უკვე სამია მკვდარი და ნახევარზე მეტი ფრთებჩამოშვებულია. ხალისი დაკარგეს.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 24 2016, 09:24

ვაა. მაგარი ცუდი სიტუაციაა. ჩვეულებრივ ქათმებს(წიწილებს) როგორც მკურნალობენ ისე უნა სცადო. მასეთ შემთხვევაში ენროფლოქსს აძლევს მეუღლე. და კიდევ რაღაც ფხვნილს რომელსაც ოქსიტეტრაციკლინი(მგონი არ მეშლება) ქვია. ერთი სიტყვით ნებისმიერ ზოო-ვეტ მაღაზიაში მოგცემენ რჩევასაც და წამლებსაც. იქნება მანდ მესეთი მაღაზია. ყოველ შემთხვევაში აფთიაქებშიც შეგიძლია იკითხო. თუ არა და სამგორში ავტოსადგურში არის და მარშუტკის მძღოლს თხოვე და მოგიტანს. ფიზიოლოგიურად ქათმისგან არ განსხვავდება ხოხობი.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 24 2016, 09:36

რამე ხომ არ შეესია? ფრთების ქვეშ უნახე

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 24 2016, 13:40

კობა ენტეროფლოქსსი მივეცი პირველი 5 დღე. შემდეგ ჩიკტოვიტზე უნდა გადამეყვანა და გადავიყვანე კიდევას ეს მეორე დღეა. მე მგონი ფილტვების ანთება უნდა ჰქონდეთ. ფრთები ჩამოუჩვეს და ზოგი ერთი გახშირებულად და ღრმად სუნთქავს, თვალში გეცემა ესევე. დღეს საღამოს დავუწყებ ამოქსიციკლინს წყალში და ოქსიტეტრაციკლინს საკვებში. ვნახოთ როგორ უშველის და რამდენს მოუსწრებს მკურნალობა. ახლა სამსახურში ვარ და საღამოს რომ მივალ სახლში ალბათ კიდევ დამხვდება მკვდარი ლაპი.
samsoni777
გადავამოწმე კრუხი და პარაზიტები არ ჰყავს. არც პატარებს ეყოლებათ.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 24 2016, 14:54

ფილტვების ანთება საიდან? დასველდნენ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 24 2016, 15:42

უიარაღო
რას აჭმევ?

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 24 2016, 21:11

უიარაღო
აბა როგორ არიან ლაპები?

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 25 2016, 17:31

უიარაღო
გუშინდელს აქეთ არ დაგიპოსტია და რა ხდება ძალიან მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 25 2016, 21:48

ცუდი რაღაც მოგსვლია. მოვიძიებ ამირანის ნომერს და დაგაკავშირებ. იმან იცის მაგის ამბები.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 27 2016, 08:11

ვაჭმევ გრანულს რომელსაც ვურევ სახლის მოხარშულ კვერცხს. თავიდან ხაჭოსაც ვუმატებდი. მაგრად მოხარშულ კვერცხს შევაზელ გრანულს. 10 წუთში გრანულები რბილდება და ამას ვუყრი.
პარასკევს საღამოდან დავუწყე მკურნალობა ანტიბიოტიკებით. ა.ც. წყალში და ოქსიტეტრაციკლინი საკვებში. 2 დღეში განიკურნნენ. ხალისი დაუბრუნდათ დახტიან და ფრთებს ავარჯიშებენ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 9 ცალი გადარჩა. 10 ცალი მომიკვდა.
მეორე პარტია მაქვს 6 კვერცხი ჩადებული ინკუბატორში და იმედია მეტი გამოცდილებით უკეთ გავზრდი.
ლაპების დახოცვის ერთ-ერთ მიზეზად ის მიმაჩნია რომ 1-3 დღე მოუწიათ ინკუბატორში ყოფნა და ეტყობა სიცხეში ფილტვები დაეწვათ.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jun 27 2016, 09:34

უიარაღო

კარგია რომ ნაწილი მაინც გადაგირჩა, იმედია ჯანმრთელები გაიზრდებიან. პერიოდულად თუ გაგვაგებინებ ამბავს კარგი იქნება. გგულშემატკივრობ, წარმატებები

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 27 2016, 13:24

ჯერ 2 კვირას გადასცდნენ ასაკით და დავდებ სურათებს. პროფესიონალური რჩევა მჭირდება პირველივე დღიდან როგორ უნდა გავზარდო. კვებით დაწყებული და მკურნალობით დამთავრებული. ახლა ექსპერიმნტების და ძიების პროცცესში ვარ. იმედია ჩემითაც შევძლებ რაღაცას მაგრამ შეცდომები გარდაუვალია, რაც კიდევაც აჩვენა პირველმა პარტიამ. ვნახოთ მეორე პარტიას როგორ გავზრდი. დედალი ხოხობი აგრძელებს კვერცხის დებას და შეიძლება მესამე ბუდობაც მოვასწრო.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 27 2016, 13:25

ციტატა(უიარაღო @ Jun 27 2016, 09:11) *
ლაპების დახოცვის ერთ-ერთ მიზეზად ის მიმაჩნია რომ 1-3 დღე მოუწიათ ინკუბატორში ყოფნა და ეტყობა სიცხეში ფილტვები დაეწვათ.


ეგ ვერაფერს უზავდა. 37.8 მაქსიმუმ. მე საშრობად პირიქით ვტოვებ 1 დღე ხოლმე

მე უარესი დამემართა. სალმონელოზით 200 კაკბის ბარტყი მომიკვდა. აქაურ წყალში ყოფილა. ეხლა თბილისიდან ვზიდავ

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 13 2016, 21:48

https://postimg.cc/image/o1mtlfyk5/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/6pfwo49xn/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/x05v2x9a3/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/8dqb3ln2j/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/67i34x66d/https://postimage.org/index.php?lang=russian

დღეს გადავიღე ჭალოსთან ვიყავი სტუმრად მაგარი სიტუაციაა წამოსვლა არ მინდოდა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 15 2016, 13:51

ჩამოუვა ეხლა სულთანკები, მერე ნახე.....

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 8 2016, 12:47

22 აგვისტოს გამომიჩეკა კრუხმა ხოხბის ბოლო პარტია. 14 კვერცხიდან 1 ცალი გამოიჩეკა. დედალ ხოხობს კიდევ 11 კვერცხი ჰქონდა ბუდეში მოგროვილი, რომლის გამოჩეკასაც კიდევ ვაპირებდი, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ იმ დღესვე მოხვდნენ ტაფაში. მშვენიერი "გლაზუნები " გამოვიდა. მამალი იცვლიდა ბუმბულს და ეტყობა სიყვარულის განწყობაზე ვერარ იყო. ასე რომ აქედან დასკვნის გაკეთება შეიძლება. ყველაზე კარგი საინკუბაციო კვერცხი არის პირვლი დადებები, ანუ გაზაფხულზე.

პირველი პარტია კარგად გამოიჩეკა 22 კვერცხიდან 19 ცალი- მაგრამ გამოუცდელობით დამეხოცა და მხოლოდ 3 გავზარდე. მეორე პარტია- 12 კვერცხიდან 7 გამოიჩეკა, ერთი პირველ საათებშივე მოკვდა და დარჩენილი 6 დან ყველა გავზარდე. და ბოლო 14 კვერცხიდან 1 ცალი და ეს ერთი იზრდება. კრუხების გამოჩეკილები მეტად სიცოცხლის უნარიანებია, არც ერთი არ მოკვდა ბოლო 2 ბუდობიდან. პირველი პარტია კი ინკუბატორის იყო და ფილტვების ანთებით დამეხოცა უმეტესობა.
მომავალ წელს ვხვდები უფრო მეტი ხოხბით და გამოცდილებით. და ბოლოს დავამატებ რომ 1 დედალი მყავს და წელს 80 ცალ კვერცხამდე ავიდა. დადებს 12-15 ცალს ისვენებს 1 კვირა, შემდეგ ისევ იწყებს და ასე შემდეგ. სექტემბერშიც დადო 4 ცალი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 8 2016, 13:09

უიარაღო
საერთოდ წელს ცუდი ჩეკვა იყო ყველგან ვისაც ხოხობი ყავდა და უმეტესად დაუმამლავი კვერცხის ბრალი იყო

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 8 2016, 13:59

ეს ახლანდელი მამლები, უნდა ადგე და 17 მაისს შეაფრინო ორიენტაციაში დაბნეულთა აღლუმზე D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 8 2016, 17:13

უიარაღო
D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

ზატო საშენის ტერიტორიაზე რომ ხოხბები გავუშვი იმათი ნამატი ვნახე დღეს

პოსტის ავტორი: და.კარ Sep 9 2016, 09:21

ისეთი ტემპით მიდიხართ , მომავალ წელს შეიძლება ბევრ რამეზე დაუშვან ნადირობა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 9 2016, 11:02

ჭალიმგელა

კარგია კეთილი საქმის ნაყოფს რომ იხილავ. წარმატებებს გისურვებ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 22 2016, 09:57

აბა შეაფასეთ ხალხნო ჩვენი ნაშრომი

პოსტის ავტორი: თაზო Oct 22 2016, 10:07

საღოლ გიო. ლამაზი ვიძიუა და თქვენც მაგარ საქმეს აკეთებთ!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 22 2016, 11:56

აუ რა იმფრასტრუქტურაა animated smilies_006.gif 36_1_11.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 22 2016, 12:56

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Oct 22 2016, 14:03

ჭალიმგელა
მაგარია!!!
ჟრუანტელმა დამიარა.

პოსტის ავტორი: ოთო. Oct 22 2016, 18:21

კარგია გიო, დაგიფასდებათ შრომა!..

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 7 2016, 08:50

მოკლედ გრძელდება ეროვნული საშენის გაფართოება

ავიღეთ ნაკადულის კალმახის გასამრავლებლად ტერიტორია საჩხერეში. სკინტავასა და ჩიხურას შესართავში

დაგეგმილია ყოველ წლიურად 2 000 000 კალმახის ლიფსიტის გაშვება ბუნებაში

შევიძინეთ ინკუბატორიც, ჯერჯერობით ვიყენებთ ჩვენი საპატიო წევრის საჩხერეს გაკეთებულ ტბორს. პრინციპში მისი დამსახურებაა ამ საკალმახის ორგანიზება

ჩამოვიყვანეთ ექსპერტებიც
https://postimg.cc/image/m1vqh5wnj/

https://postimg.cc/image/6hocqmmj3/

https://postimg.cc/image/x40tflqq7/

https://postimg.cc/image/7z9t26r9r/

https://postimg.cc/image/hl3dihifj/




გადაგვყავს სადედეები მთელი საქართველოდან
https://postimg.cc/image/to8p61thr/

https://postimg.cc/image/gy4gsyljj/



პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 7 2016, 09:01

სასიხარულო სიახლეა. სამომავლოდ ეს ყველაფერი ძალიან მაგარ შედეგს დადებს. small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 7 2016, 09:04

ბოლოს და ბოლოს ჩამოვიყვანე ხონთქრის ქათმები (სულტანკები)

თავს მშვენოვრად გრძნობენ. გავუკთე პატარა ტბორიც
https://postimg.cc/image/dfsgwkknj/

https://postimg.cc/image/xokfw19cf/

https://postimg.cc/image/6f92hj89b/

https://postimg.cc/image/e99o2xg27/




https://postimg.cc/image/iwfq4p3f3/https://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 7 2016, 10:59

მაგარი ლამაზი ფრინველია. ქიზიყში როცა ვცხოვრობდი იქაური მონადირეები ჭაობის ხოხობს ეძახოდნენ მაგ ფრინველს. ვიცი რომ წითელ წიგნშია შეტანილი და მათზე ნადირობა არ შეიძლება.
ტყვეობაში თუ მრავლდება და რით იკვებება? საინტერესოა.
ხოხბების მინი პროექტი მეც განვახორციელე. თან გამოცდილება მივიღე და თან 10 ნამატი მივიღე ერთი წყვილი კოლხურიდან. ამ ათიდან 2 წყვილი გავაჩუქე.
დურაჯის მუღამი მაქვს ძალიან და იმედია ოდესღაც მეყოლება.

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 7 2016, 11:02

xoshian.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 7 2016, 11:06

ძალიან მაგარია და მაგრად მიხარია რომ ნელ-ნელა წინ მიიწევს ეს ძალიან კარგი საქმე. ყოჩაღ და მიყვარხართ ყველანი ვინც ამ და მსგავს საქმიანობას ეწევით....

პოსტის ავტორი: ალთაზარ Nov 7 2016, 19:08

ჭალიმგელა
small3d018.gif small3d018.gif

ეხლა ვნახე პირველად ... ბრავო უმფროსო ბრავო ....

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Feb 15 2018, 21:08

რა ხდება ამ დიდ პროექტთან დაკავშირებით?)) აღარც ფოტოები დადებულა და აღარს ინფორმაცია...საინტერესო თემაა

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 22 2019, 11:57

მე კი ვნახულობ ხშირად მაგრამ სხვას რა ხეირი ??

ჭალო ზახარ გექნებათ რამე სიახლე მიაწერეთ აინტერესებს ხალხს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)