IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ?
troutbaiter
პოსტი Oct 16 2010, 07:38
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კალმახის ქვირითობა დაიწყო.

ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე).
ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც...
ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა?
არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად

რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა.

ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ.

1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში.

2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით:
ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია!

3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- troutbaiter   კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ?   Oct 16 2010, 07:38
- - troutbaiter   იმით, რომ ჩვენ, ჩვენ...   Oct 18 2010, 09:58
- - ღლიღვა   ერთი რამ უეჭველია, ...   Oct 18 2010, 10:18
- - საჩხერე   ქვირითობა იწყება...   Oct 18 2010, 11:46
|- - troutbaiter   ციტატა(საჩხერე @ Oc...   Oct 18 2010, 12:12
- - გოგა   საჩხერე ციტატა(sachxere...   Oct 18 2010, 14:20
- - ბესო   საჩხერე გოჩა თუ მო...   Oct 18 2010, 15:46
- - საჩხერე   ორი დღეა პერევში ვ...   Oct 19 2010, 18:29
- - troutbaiter   თემამ ნამეტანი დაკ...   Oct 20 2010, 10:29
- - ჩელე   troutbaiter ჩემი აზრით: გე...   Oct 20 2010, 15:35
- - troutbaiter   ბესო, შეპირებისამე...   Oct 21 2010, 22:59
- - 919   კარაქიანი პური შეუ...   Oct 21 2010, 23:19
- - ბესო   RE: კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ?   Oct 21 2010, 23:33
- - troutbaiter   ინფორმაცია განსჯი...   Oct 22 2010, 09:47
- - შალვა   [b]troutbaiter[/b ჭკვიანურად ...   Oct 22 2010, 12:13
- - ბესო   ვიტო იქნებ შევხვდე...   Oct 22 2010, 14:40
- - ვიტო   ბესო ციტატა(Beso @ 22nd ...   Oct 22 2010, 21:29
- - ბესო   ციტატა(vito @ 22nd October 2010 ...   Oct 22 2010, 21:34
- - maradi   მოგესალმებით ყველ...   Sep 30 2017, 16:35


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 07:26