IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნემსკავზე წამოსაცმელი სატყუარები, თუ გინდათ, რომ ბევრი თევზი დაიჭიროთ....
ლეკი
პოსტი Jun 14 2010, 22:33
პოსტი #31


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




სალაფავი-ყველაზე იოლად დასამზადებელი
და უნივერსალური სატყუარაა. ერთი ულუფა
სალაფავის მოსამზადებლად საჭიროა ერთი
სუფრის კოვზი მანანის ბურღული, რომელსაც
უნდა დაასხათ ასევე ერთი სუფრის კოვზი წყალი
. მასას ხუფი დაახურეთ და 1 საათი გააჩერეთ.
მანანის ბურღულმა მთლიანად უნდა შეიწოვოს
წყალი. 1 საათის შემდეგ მოურიეთ წებოვანი
მასის მიღებამდე. თუ სალაფავი 5-7 სანტიმეტრზე
გაწელვისას წყდება ე.ი მზადაა. ეს სატყუარა
ადვილად ინახება. მას ასხამენ ერთჯერად
შპრიცებში და იანახავენ საყინულეში (1 თვემდე).
შპრიციდან გამოსულ სალაფავის წვრილ ნაკადს
ახვევენ ნემსკავზე ისე, რომ წვერი არც კი
დაიფაროს, რადგან გადაგდებისას ჩამოცურდება
და თვითონ დაფარავს. მანანის სალაფავი ყოველგვარი
დანამატების გარეშეც საუკეთესო სატყუარაა.

ბარდა-მანანის ბურღული- 2 ჩაის კოვზ ბარდის
ფქვილს ასხამენ ცოტა წყალს, ადუღებენ და ურევენ
კისელის სისქემდე, შემდეგ ამატებენ მანანის ბურღულის
ფქვილს, გადმოდგამენ და სწრაფად ურევენ, სანამ არ
გასქელდება. შემდეგ კრავენ გუნდას და დებენ
სითბოში ქვაბით 1 საათის განმავლობაში. გამზადებული
მასა პლასტელინივით უნდა იყოს.

შვრია-მანანის ბურღული- 1 სუფრის კოვზ შვრიას
ვყრით ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში. ვამატებთ 2-3
ჩაის კოვზ შაქარს და ვდგამთ ცეცხლზე. ქაფის გამოჩენისას
გადმოვიღებთ და მორევით ვამატებთ ნახევარ ჭიქა მანანის ბურღულს.

ქერის სატყუარა- 1 სუფრის კოვზი ქერის ბურღული
ჩავყაროთ თერმოსში და დავასხათ მდუღარე წყალი.
45 წუთის მერე გადმოვასხათ საწურზე, გავაციოთ,
გადავიტანოთ ჭურჭელში (არა პლასტმასის) და სატყუარა
მზადაა. ქერის სატყუარას შეიძლება დაემატოს 1 სუფრის
კოვზი თაფლი ან დაჭრილი ვაშლი. ყველა წყალსაცავის
თევზი არ არის ქერის სატყუარას მიჩვეული, ამიტომ
შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს სატყუარა არაეფექქტურია.
ამას გამოვასწორებთ, თუ მოსაჩვევ სატყუარაში რამდენიმე
მარცვალ ქერს დაუმატებთ. თევზი მას გასინჯავს და ინტენსიურად
წამოვა ანკესზე.

ხორბალი- ეს იქნება ყველაზე კარგი სატყუარა,
თუ გადაწყვეტთ მსხვილ კაპარჭინასა და კობრზე
თევზაობას. მისი მომზადება უადვილესია. თერმოსის
1/5-ზე ვყრით ხორბალს, ვავსებთ მდუღარე წყლით და
ვტოვებთ მთელი ღამით, დილით სატყუარა მზადაა,
მაგრამ ყველა სახის ხორბალი არ გამოდგება დასალბობად.
საჭიროა მაგარი მარცვალი, რომლისგანაც უმაღლესი
ხარისხის ფქვილს ამზადებენ. რბილი ხორბლის დალბობა
4 საათის შემდეგ უნდა აკონტროლოთ, რომ არ გადაიხარშოს.
რბილი ხარისხის ხორბალი ცუდად ჩერდება ანკესზე,
ამიტომ 2-3 მარცვლის წამოცმა უხდებათ ხოლმე. ხორბალს
არ სჭირდება არომატიზატორი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   ნემსკავზე წამოსაცმელი სატყუარები   Jun 14 2010, 22:33
- - Little Fisher   წითელი ჭიისნაირია ...   Mar 21 2013, 17:49
- - Che   ციტატა(little fisher @ 21st March...   Mar 21 2013, 17:55
- - Little Fisher   Sos049 ლოქოო არ ვიცოდ...   Mar 21 2013, 17:56
- - Che   ციტატა(Sos049 @ 21st March 2013 ...   Mar 21 2013, 17:57
- - Little Fisher   წავიღებ მაგ მიწის ...   Mar 21 2013, 18:04
- - megreli   Little Fisher ციტატა(little fisher ...   Mar 21 2013, 18:24
- - gocha-tita   Little Fisher მოდის , ლოქო ...   Mar 21 2013, 18:59
- - Little Fisher   gocha-tita ესეეგი გამბუზ...   Mar 21 2013, 21:33
- - Gcckoka   ხელოვნურ ჭიასთან დ...   Aug 6 2013, 21:00
- - ალთაზარ   Gcckoka ახლახანს ვცადე ...   Aug 6 2013, 21:47
|- - Gcckoka   ციტატა(ალთაზარ @ Au...   Aug 6 2013, 21:54
- - Fishman   მაგას ჩემი აზრით ა...   Aug 6 2013, 22:16
- - ახალციხელი   ჭიები სპეციალურ სი...   Aug 7 2013, 08:35
|- - ახალციხელი   ციტატა(ახალციხელი ...   Sep 16 2013, 09:08
|- - ახალციხელი   ციტატა(ახალციხელი ...   Jul 1 2014, 09:05
- - Gcckoka   ანუ იტოგში ჩვეულებ...   Aug 7 2013, 10:44
- - ---გიორგი---   ბოლო რამოდენიმე წა...   Aug 13 2013, 23:36
- - choportaa   ჭიაყელა მშვენიერი ...   Jun 30 2014, 20:03
- - LeoTaso   choportaa ციტატა(choportaaa @ ...   Jun 30 2014, 21:56
- - ახალციხელი   აქვე დავწერ რომ ამ...   Jul 1 2014, 09:15
- - BIGმიშა   ჩემ რეცეპტებსაც და...   Jul 1 2014, 12:08


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 07:46