თეთრი ამური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თეთრი ამური |
Jun 14 2013, 12:21
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 188 რეგისტრ.: 27-November 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
თვალი გადავავლე და ვერსად ვიპოვე თემა სადაც იქნებოდა აღწერილი თეთრ ამურზე თევზაობა, საინტერესოა ამ თევზის აღწერა, სად ბინადრობს, რითი იკვებბება...
გთხოვთ მეგობრებო იქნებ დაწეროთ ვინ რა იცით ამ თევზის შესახებ? |
|
|
Jun 14 2013, 12:52
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 20 რეგისტრ.: 25-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
მაქსიმალური სიგრძე 135 სმ. წონა 34 კგ. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 90-120 სმ. წონა კი 16-32კგ. ტოფობს ივნისი-ივლისი , ქვირითს ყრის მტკნარ წყალში ან მდინარეებში ნელი დინებით.
ყრის 1 მილიონამდე ქვირითს , წყლის დონის მკვეთრად ვარდნისას ან ძლიერი ყინვისას იგი წყვეთს ქვირითის დადებას ან ყრის სანახევროდ. უმეტესად ბინადროვს : წყალსატევებში და არხებში . მოზარდ ამურს იყენებენ ჩინეთში ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად, ვინაიდან ამური წყალმცენარეებით იკვებება. ასევე ამურს ხშირად შევხვდებით, არხებში ან წყალსატევებში სადაც გრძელი წყალმცენარეებია. როდესაც ამური თავისი სიცოცხლის ნახევარს მიაღწევს,ანუ 9-10 წლის ასაკში ის დაახლოებით 68-75სმ და 18კგ-ა. ამურთა ჯგუფები ზამთარს ერთად ატარებენ ჩაღრმავებულ ადგილებში. იგი აქტიურია მაისი-ოქტომბერი, უნდა მოვძებნოთ წყალმცენარეებით მდიდარ ადგილებში, როგორც ზემოთ ვახსენე. ასევე შეიძლება მისი მოშენება. თევზაობისას უნდა გავითვალისწინოთ რომ ამური მებრძოლი თევზია და ადვილად წყევტს წვრილ ძუას. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. თეთრ ამურზე თევზაობენ როგოც ანკესით,და სპინიგით ასევე ფსკერული მეთოდით. სატყუარად იყენებენ წლამცენარეებს და მცენარეულ ინგრედიენტებს,რადგან ამური წყალმცენარეებით იკვებება მას ხშირად (ვეგეტარიანელ თევზს) უწოდებენ. გვხვდება კუმისის და ბაზალეთის ტბებში. |
|
|
Jun 14 2013, 13:22
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 188 რეგისტრ.: 27-November 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
როგორ მზადდება მცენარეული სატყუარები ამურისათვის ხომ არ იცი?
|
|
|
Jun 14 2013, 13:32
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 23:32 |