ჰამონი(HAMON) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ჰამონი(HAMON)
nihontoman
პოსტი Jan 11 2015, 15:52
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თურმე დამიჟინებია მე დავწერ ამ თემაზე მეთქი რამეს და სხვა გზა არ მაქვს D.gif

მინდა ავღნიშნო რომ პირდაპირი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით თითქმის არ მაქვს - ერთი-ორი წარუმატებელი (თითქმის წარმატებულის D.gif ) მცდელობის შემდეგ მივხვდი რომ სულ მთლად ნოლიდან ეს საქმე არ გამოდის. რასაც აქ დავწერ არის ღრმა ბავშვობიდან იაპონური ცივი იარაღით დაინტერესებით განპირობებული საკამოდ დიდი ინფორმაციის ათვისების შემდეგ ჩამოყალიბებულ აზრი. თავს ვერ დავდებ რომ რასაც დავწერ 100%-ით სწორი იქნება, თუმცა არც ის მგონია, რომ რამე არსებითი გამომეპარება. შესაბამისად, ვიწყებთ:



I შესავალი

თუ დაბადებიან გამოქვაბულში არ ცხოვრობდით, ალბათ ყველას გაქვთ ნანახი მსოფლიოში სახელგანთქმული (ხშირად მცდარი მიზეზების გამო) იაპონური ხმალი. საშუალო სიგრძის, მთელს სიგრძეზე ოდნავ მოღუნული ელეგანტური ფორმების მახვილი. ალბათ ისიც შეგიმჩნევიათ რომ აბსოლუტურად ყოველთვის, ამ ხმალს პირზე აქვს თავისებური ტალღისებური, სწორი ან სხვაგვარი ტიპის მოთეთრო ზოლი. თვალსაჩინოებისათვის:







სწორედ ესაა ჰამონი. იგი განასხვავებს ისტორიულ აღმოსავლეთ აზიური ტიპის ცივ იარაღთა უმრავლესობას დასავლური ტიპის ცივი იარაღისაგან. აღარ მახსოვს პირველად როდის ვნახე, თუმცა ვიცი რომ პიველივე ნახვიდან მივხვდი, რომ ეს რაღაც სხვა იყო D.gif რა თქმა უნდა, ინტერნეტამდე არ ვიცოდი რას წარმოადგენდა ეს მაგიური ხაზი, თუმცა ერთი ჩემი მეგობრის მიერ გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე რომ "უბრალოდ პირი მად იყო გალესილი და მასე მაგიტომ ჩანდა" სასტიკად არ დავეთანხმე.

მაინც რა არის ეს ჰამონი? რა უნდა იაპონური ხმლების და ახლა უკვე თითქმის ყველაფერი მჭრელის პირზე? პასუხი მარტივია - იგი ვიზუალური გამოხატულებაა ფოლადის მიკროსტრუქტურებს შორის განსხვავებისა, რომელსაც მისი თავისებური წრთობა განაპირობებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ მეორე კითხვა ჩნდება - რა საჭიროა ამდენი ჩალიჩი? რატომ არ აკეთებენ ევროპულ ხმლებზე იგივეს? კითხვაზე პასუხის გასაცემად დავიწყოთ სულ თავიდან:

II წარმოშობა

იაპონიაში ჩენი წელთაღრიცხვით სადღაც მე-8 საუკუნეში ახლა უკვე სტანდარტული ტიპის ხმლები არ არსებობდა. იყო გრძელი, სწორი ფორმის საკამოდ არქაული დიზაინის ხმალი, სახელად ჩოკუ-ტო (სწორი ხმალი). დაახლოებით ასეთი, სულ მარჯვნივ:



ეს იყო სტანდარტული ტიპის ხმალი, რომლითაც იმდროინდელი იაპონელები იყვნენ შეიარაღებულნი. დიზაინი გადმოიტანეს იმდროინდელი ტან-ის დინასტიის ჩინური ხმლიდან რომელიც ასე გამოიყურებოდა:



თუმცა ჩინეთისაგან განსხვავებით, იაპონური ფოლადი გაცილებით დაბალი ხარისხის იყო. ამას დამატებული ჩინეთთან შედარებით ნაკლებად განვითარებული რკინის დამუშავების ტექნოლოგია და შედეგად მიიღეს ის, რომ ეს ხმლები დიდად არაფრად ვარგოდა და ერთჯერადი გამოყენების დანიშნულებით იქმენბოდა დიდი რაოდენობით. ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, როცა გადმოცემის თანახმად, ერთი გარკვეული ოსტატი სახელად ამაკუნი იასუცუნა შეეგება ომიდან დაბრუნებულ იმპერატორს და მის არმიას. იმპერატორმა ზედაც არ შეხედა ტიპს, არადა ადრე ესალმებოდა ხოლმე. გაკვირვებულმა ოსტატმა მაშინ შენიშნა რომ იმპერატორის ჯარისკაცების ნახევარს უკან დამტვრეული ხმლები მოქონდა. ამაკუნი ადგა და გადაწყვიტა რომ რაღაც უნდა შეეცვალა. მან გაიგო ხმლების მტვრევის მიზეზი - ბევრი მათგანი კარგად ნაჭედი არ იყო და არც ჯარისკაცები უფრთხილდებოდნენ მაინცა და მაინც. ამაკუნი თავის შვილთან ერთად სამჭედლოში ჩაიკეტა და დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შექმნეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ფორმის, ოდნავ მოხრილი ხმალი. იმპერატორმა ეს ხმლები გამოიყენა და ომიდან დაბრუნებულმა მადლობა უთხრა ამაკუნის, რადგან მის მიერ გაკეთებული არც ერთი ხმალი არ დამტვრეულა.

ითვლება რომ სწორედ ამაკუნის დამსახურებაა ასეთი ტიპის წრთობის ტექნიკის დანერგვა, რადგან სწორედ მაგ პერიოდიდან დაიწყო მისი გამოყენება იაპონიაში.

III რას წარმოადგენს ჰამონი?

ჰამონ (刃文 - პირის ნიშანი) საინტერესო რამეა არა მარტო მისი ფიზიკური თვისებების, არამედ კულტურული ღირებულების მხრივაც. თუმცა ჯერ ფიზიკურს შევეხები:

კი იკითხავთ რა შუაშია ოდნავ გაღუნული ხმლები იაპონურ წრთობის ტექნიკასთანო და პრინციპში მართლებიც იქნებით. მეტსაც ვიტყვი - შესანიშნავი კითხვაა. კავშირის დასანახად ცოტა ტექნიკურად დახლართული ტერმინების გამოყენება მოგვიწევს და თუ რამე ძნელად გასაგებია, პრობლემაა არაა - კიდევ სცადეთ D.gif

არსებობს ფოლადის მიკროსტრუქტურის სამი მდგომარეობა - პერლიტი (რბილი, პლასტიკური), ბეინიტი (ნახევრად რბილი ნახევრად მყარი, ზამბარა ბეინიტურ მდგომარეობაშია) და მარტენსიტი (სალი, მსხ**ევადი, ნაკლებად პლასტიკური). მისკროსტრუქტურას განაპირობებს რკინასთან ერთად ფოლადში ნახშირბადის ატომების განლაგება. სწორედ ნახშირბადის ატომებია ის, რაც რეაგირებს წრთობაზე და რკინას საშუალებას აძლევს გადაიქცეს ფოლადად. კრიტიკულ ტემპერატურამდე გახურებისას, ფოლადში არსებული ნახშირბადის ატომები ქაოტურად მოძრაობს რკინის ატომებს შორის. როდესაც ხდება მისი სწრაფი წრთობა, ხდება ამ ქაოტური პოზიციის დაფიქსირება. ნელი გაციებისას ნახშირბადის ატომები, რკინის ატომებთან მიმართებაში ქაოსიდან მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადადიან. როდესაც ფიქსირდება ქაოტური მდგომარეობა, ფოლადი არის სალი, მოწესრიგებული მდგომარეობის დროს კი რბილი. რატო ხდება ასე? არის რაღაც ასეთი - რკინის ატომებს შორის არსებული "დაჭიმულობის" დონე (ფიზიკოსი არ ვარ, ნუ გამომეკიდებით). როდესაც ქაოტურად მოძრავი დიდი ზომის ნახშირბადის ატომები შედარებით პატარა ზომის რკინის ატომებს შორის ეკვეხება და იქვე რჩება, რკინის ატომები ერთმანეთთან კავშირისათვის მეტ "ძალისხმევას" საჭიროებენ. სისალეც სწორედ ეგ არის - რაკი ატომური სტრუქტურის შესანარჩუნებლად (რომელიც ბუნებრივად ძალიან მოწესრიგებულია) საჭიროა მეტი ენერგია, დამატებითი ენერგიის მიღებისას რკინის ატომებს შორის კავშირი მარტივად წყდება (პირი იმსხ**ევა ან ტყდება), მაშინ როცა მოწესრიგებული ატომური სტრუქტურის არსებობისას შესაძლებელია ატომებს შორისმანძილის ოდნავ გაზრდა ან შემცირება, ისე რომ კავშირი არ დაირღვეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ ფოლადი ამ დროს არის პლასტიკური. თუ რამე გაიგეთ, განვაგრძოთ:


როგორც უკვე აღინიშნა, ჰამონი მიიღება ფოლადის წრთობის დროს, როცა ერთი უბანი ცივდება სწრაფად, ხოლო მეორე შედარებით ნელა. ამის მრავალი გზა არსებობს - შეიძლება ეგრეთწოდებული არჩევითი წრთობა, როდესაც შესაბამისი ტემპერატურის ფოლადის მხოლოდ იმ ნაწილს ვუშვებთ საწრთობ მასალაში (წყალი, ზეთი, ყინული, ჰაერიც კი ) რომლის სწრაფად გაწრთობაც გვსურს, დანარჩენი კი ნელა ცივდება. ამ ტექნიკას ხმარობენ ფილიპინელები და საკმაოდ კარგ შედეგსაც იღებენ:



შედეგია სწრაფად გაციებული პირი რომელიც უფრო მყარია ვიდრე ნელა გაციებული და უფრო ელასტიური ზურგი. პირი სალია და მარტივად არ ბლაგვდება, ზურგი კი რბილია და დარტყმის ენერგიას შთანთქავს ისე, რომ არ ტყდება. ერთადერთი "მინუსი" რაც ამ ტექნიკას აქვს, არის ის რომ ჰამონი არის თავისებური, რამდენიმე დონით (გასაციებელი პორცია რამდენჯერმე იდება წყალსა თუ ზეთში) და ასე ვთქვათ სართულებიანია. თუმცა ფილიპინელებს ეგ ამბავი ნაკლებად აინტერესებთ newsmile05.gif ფილიპინური მეთოდით გაკეთებული პირები საკმაოდ გამძლეა და ხშირად ესთეტიურადაც არა უშავს:



უფრო მიღებული და მეტად დამკვიდრებული მეთოდია ინსულატორის გამოყენება წრთობისას. ინსულატორი შეიძლება იყოს თიხა, ცემენტი ან ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც გახურებისას არ დაიწვება, პირზე რჩება, წრთობისას არ დაიშლება და აქვს დამაკმაყოფილებელი თერმო-ინსულაციის თვისებები. ამ მეთოდს ხმარობენ როგორც იაპონელები, ასევე სხვა დანარჩენთა (ამერიკელი თუ ევროპელი ოსტატები) უმრავლესობა. პროცედურა შემდეგია: ვუსვამთ პირზე ინსულატორს შესაბამისი ოდენობით და დიზაინით, ვაცდით გაშრობას და ვახურებთ კრიტიკულ ტემპერატურამდე. ამ ტემპერატურის მიღწევის შემდეგ ხდება მისი გამოწრთობა საწრთობ მასალაში (როგორც წესი წყალში, ხანდახან ზეთშიც). გაციებისას ვლოცულობთ რომ პირი არ გატყდეს ან არ დაიღუნოს გვერდულად (ხშირია გრძელი პირების წრთობისას, როგორიცაა ხმალი) და ვიღებთ უკან. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და ჩვენ ჩვენი კვლევა კარგად ჩავატარეთ, მივიღებთ სასურველი დიზაინის ჰამონს. ამასთან მივიღებთ პირს, რომელიც ინარჩუნებს სიბასრეს დიდხანს და ასევე უძლებს დიდ დატვირთვას.

თუ უკვე არ დაგავიწყდათ, წეღან გაიჟღერა ერთმა კითხვამ - რა შუაშია ჰამონი და ოდნავ მოღუნული ხმლები? პასუხი მარტივია - ინსულატორით წრთობისას საწრთობ მასალაში ჩაშვებული გრძელი ხმლის პირი განიცდის შემდეგს: პირველ რიგში ცივდება და იწრთობა არაინსულირებული მჭრელი პირის მხარე. ფიზიკის გაკვეთილებიდან კი გახსოვთ რა ხდება მასალის გაციებისას - იგი მოცულობაში მცირდება. შესაბამისად სწრაფად გაციებული პირი თავისკენ ექაჩება ჯერ კიდევ ცხელ ზურგს და რაღაც მომენტში ეს ელეგანტური ხმლის პირი "არასწორ" მხარეს იხრება. თუმცა საწრთობ მასალაში საკამრისი ხნის გატარების შემდეგ ზურგიც იწყებს გაციებას. რაკი ზურგის მხარე გაცილებით მასიურია ვიდრე თხელი პირის პორცია, გაციებისას მისთვის მთლიანი პირის "უკან გადაქაჩვა" პრობლემას არ წარმოადგენს. შედეგად სიედაც მაღალი სტრესის ქვეშ არსებული პირის პორცია დამატებით იჭიმება და კიდევ უფრო სალი ხდება (მთავარია ამ დროს გაუძლოს და არ გატყდეს). მოკლე სიგრძის პირების წრთობისას ეს მოვლენა ნაკლებ შესამჩნევია, შედეგად მოკლე დანის პირის ბუნებრივად ზემოთ აპრეხა არ მოხერხდება. ესეც კავშირი ჰამონსა და ოდნავ მოღუნულ ხმლებს შორის newsmile05.gif


სწრაფად გაციებული პორცია, იგივე მარტენსიტი და ნელა გაციებული პორცია - იგივე პერლიტი, ერთობლიობაში იძლევა საინტერესო ეფექტს. მარტენსიტი იმ ადგილას სადაც პირის ცვეთის შემცირებაა საჭირო და პერლიტი (ან ბეინიტი) მთლიანი "კორპუსისათვის" რათა შეინარჩუნოს გამძლეობა და დიდი ზეწოლების შედეგად არ გატყდეს, ლოგიკურად ჟღერს და თითქოს რაღაც სასწაული არაა. თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ ტექნოლოგიის განვითარების რა ეტაპზე მოხდა მისი გამოყენება, მაშინ უკვე ძნელია პატივისცემით არ განიმსჭვალო მისი პიონერებისადმი.

და მაინც რატომ ჩანს ჰამონი? როდესაც საკმაოდ პრიალდება ჰამონიანი ზედაპირი, მიკროსტრუქტურაში სხვაობა თვალსაჩინო ხდება. იაპონელებმა ჰამონის გამოჩენის ტექნიკა სრულყოფილებამდე დახვეწეს, ცალკე პროფესიაა ხმლის მლესავი იაპონიაში, რომელიც პირის გეომეტრიის გამოყვანას და პირის სილამაზის გამოჩენაზეა ორიენტირებული. პირის სილამაზის უმთავრეს ასპექტად კი სწორედ ჰამონი ითვლება. ომიანობის პერიოდში ხშირი იყო შედარებით დაბალი და მარტივი ფორმის (სწორი ხაზი, ან ოდნავ ტალღისებური) ჰამონები, რათა პირი მაქსიმალურად გამძლე და ფუნქციონალური ყოფილიყო, თუმცა მშვიდ ხანებში ჰამონი ზომაში იზრდებოდა, იცვლებოდა დიზაინი და ხშირად საკმაოდ უცნაურ სახეს იღებდა:



დღეს-დღეისობით ძირითადად უფრო "ლამაზი" და მეტად ორიგინალური ჰამონები ჭარბობს, როგორც ტრადიციულ იაპონურ, ასევე დასავლურ პრაქტიკაში. ჩემი პირადი ფავორიტებია უბრალოდ კარგად გაკეთებული სწორი ხაზი (რომელიც საკმაოდ რთული მისაღწევია), ჩოჯი (სამყურა) და ჰიტაცურა (ქაოტურად მთელს პირზე გაბნეული):










პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია nihontoman: Jan 11 2015, 15:55
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 11 2015, 17:13
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოკლედ მალადეც ნიჰო!ძალიან კარგი სტატიაა!
იმედი მაქვს ჩემი პირველი ჰამონი დაიბადება და ღირსეულად გამოჩნდება დანაზე!
თუ ეს გამომივიდა შემდეგს უფრო ფილოსოფიურად მივუდგები და ვეცდები მაქსიმალურად მივამსგავსო იდეალურს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Jan 11 2015, 20:42
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარი საინტერესო თემაა, უცებ მომინდა მაგარი იაპონური ხმალის პატრონი ვიყო shiverr.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jan 11 2015, 20:50
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ნახევარი ვერ გავიგე, მარა მაინც ჯიგარი ხარ ნიკო D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jan 11 2015, 23:28
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(nik@a @ Jan 11 2015, 21:50) *
ნახევარი ვერ გავიგე, მარა მაინც ჯიგარი ხარ ნიკო D.gif

ეგ ვინაა? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 12 2015, 10:56
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



კარგი სტატიაა. მომეწონა. მადლობა ავტორს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jan 12 2015, 11:42
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საღოლ ნიკოოო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Jan 12 2015, 12:57
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



T A M P L I E R
საინტერესო ინფოა, მერე შედეგიც გვანახე როგორი გამოვიდა საბოლოოდ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 12 2015, 17:16
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



feroni
ბაზარ ვარენო სემონ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 12 2015, 17:23
პოსტი #10


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყოჩაღ გიო!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jan 12 2015, 21:41
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგად უშრომია ყოჩაღ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jan 13 2015, 17:24
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jan 18 2015, 14:12
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



T A M P L I E R


არის რამე ახალი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 18 2015, 15:18
პოსტი #14


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
ეხლა ვაპირებ ჩასვლას კაკრაზ!დილიდან მინდოდა დამეწყო და გამიტაცეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:37