Benchmade NRA Steigerwalt - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Benchmade NRA Steigerwalt, ვინ რა იცის ამ დანის შესახებ
T A M P L I E R
პოსტი Jun 25 2010, 09:54
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოგესალმებით ყველას
მაინტერესებს თუ ვინმეს ჰქონია ეს დანა გვითხრას როგორია და რა არის
ამხელა ინტერნეტ სივრცეში ერთი ორი საიტი თუ მოიძებნება რო ამ დანაზე ჰქონდეთ საუბარი
ერთერთ რუსულ საიტზე ოპინელს შეადარეს რაც მე ძალიან მახარებს რადგან ძალიან მომწონს ოპინელის პირი მაგრამ
საჩემოდ ბევრი ნაკლი აქვს ,მაგალითად:პირი იცვლის ფერს.მაგის მაიმუნი საკეტი არ მომწონ ძალიან(ერთი ხელით ვერ გახსნი დანას(და თუ დასველდა ძალიან ვერც ორი ხელით))

ეს დანები წარმოებიდან მოხსნილია (ანუ აღარ გამოდის) გამოდიოდა ორი სახის ფოლადისგან 440c და D2
ეს უკანასკნელი თავისი თვისებებით ძალიან მომწონს
მე მინდა მომავალში ამ დანის შეძენა და მაინტერესებს ყველაფერი დეტალებში



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jun 25 2010, 13:25
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბენჩმეიდი არის ამერიკის ყველაზე სერიოზული დანების მწარმოებელი სპაიდერკოსთან ერთად (ლაპარაკი მაქვს გამოსაყენებელ მაღალი კლასის დანებზე და არა ხელოვნების ნიმუშებზე და ა.შ.).

მათი ხარისხი არის სტანდარტი. მასალები რისგანაც ეს დანა კეთდება არის პრემიუმ მასალები, ფოლადი D-2 მიკარტა, ბრონზის (თუ სწორად მახსოვს) შაიბები და ა.შ. ჩამკეტი ბექლოქი (ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და საიმედო) კარგია, თუმცა ლაინერლოქისაგან განსხვავებით შედარებით ძნელი სახმარია (არ გეგონოს ძნელია, უბრალოდ ლაინერი ოდნავ უფრო მეტად მოსახერხებველია ერთი ხელით ოპერაციების ჩასატარებლად).

სახსნელი thumb stud (ქართულად რა ქვია ისე?) კარგი ფორმისა ჩანს. თითებს არ დაგიჩხვლეტავს და არ გატკენს, მარა საკმარისი მოჭიდება ექნება და გასახსნელად კარგი იქნება. კონსტრუქცია ტარის არის ღია და დაშლაც შეიძლება, ასე რომ გაწმენდა და დანის პირის სვლის დარეგულირება (სიმჭიდროვე ასე ვთქვათ...) პრობლემა არ იქნება.

ტარის მასალა როგორც გარეგნულად მშვენიერია და თვითონ მასალა არის ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი. ამ მასალას ბევრი აძინოჩკა ოსტატი იყენებს თავისი მრავალ ასეულ დოლარიანი დანების ტარის გასაკეთებლად.

პირის ფორმა მშვენიერია ყოველდღიური ხმარებისათვის (ქაღალდის დაჭრა, ყუთების და სხვა დქ სხვა უპაკოვკების გახსნა, პროდუქტების დაჭრა, ხესთან მუშაობაც). პირს საკმარისი მუცელი აქვს, არის full flat grind ტიპის "სპუსკებით". ასე რომ კარგი სლაისერი იქნება და კარაქსაც ადვილად წაუსვამ პურზე. წვერიც საკმარისად ბასრი ჩანს. ტანტოს ტიპის წვერივით გამძლე ნაღდად არ იქნება, მარა თუ მანქანის კაპოტების სახვრეტად არ გინდა და ბრონირებული ადამიანების დასახოცად, მაშინ ესეც საკმარისად გამძლეა (IMHO).

მე მაგალითად მომწონს დიდი ვარიანტი, საკმაოდ უნივერსალური რამე ჩანს. ყოველდღიური ხმარებასთან ერთად საკმაოდ კარგად გაართმევს თავს თავდაცვის სიტუაციებს (ღმერთმა დაგიფაროთ დანით თავის დაცვა დაგჭირვებოდეთ...). მას ამისათვის საკმარისად ძლიერი ჩამკეტი მექანიზმი და მდგრადი კონსტრუქცია გააჩნია.

მოკლედ 80 დოლარად მაგარი კარგი რამეა, მე ვიყიდიდი, ოღონდ D-2 ფოლადით. კარგი იქნებოდა ამ ფოლადის გატესტვა ქართულად newsmile05.gif

მოკლედ იყიდე რა და ეგაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 25 2010, 13:35
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
გაიხარე .კარგი იყო.
როგორც ვუყურებ გაიკასავით არაფერი აქვს რო დაშალო.მგონი შტამპოვკაა არა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jun 25 2010, 13:45
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



პირიქით. მგონი იშლება. ტარი მთლიანად შურუპებზეა აწყობილი, ამიტომ შანსი არაა თვითონ ღერძი შურუპზე არ იყოს. მეორე მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს ფიფქისთავიანი შურუპი. ასე რომ შტამპოვკა არაა და დარეგულირებაც შეიძლება.

ეხლა ვნახე და სურათებზე რომ ვუყურებ არა აქვს. საკმაოდ უაზროა ასეთი ტარის კონსტრუქცია გააკეთო და მერე ღერძი შტომპოვკით დაამაგრო. მდააა. დანა კარია მართლა, მარა ეს არარეგულირებადი ღერძი პონტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 25 2010, 14:13
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ხო რო ვნახე მეც გამიკვირდა მარა ეგრე ჩანს სურათზენეტა ვინმეს მაინც ჰქონდეს ვნახავდი რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jun 25 2010, 15:47
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რავი მგონი არაა საჭირო ლაივში ნახვა, ეგრე იქნება რაც მაგ საიტზეა. ტეხავს. საკეც დანებში ვამჯობინებდი ღერძი რეგულირებადი იყოს. რომ მოარყევ დაშტამპულს ვეღარ გაამაგრებ ისევ.

დაიცა ალტერნატივას მოგიძებნი (არა სპაიდერკოს newsmile05.gif )


ა ვიპოვე.





http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...tml?s=BO01BO001

ბოკერ პლუსი, ტაივანში გაკეთებული ( ყველა აქებს ტაივანურ ბოკერებს, ასევე სპაიდერკოებს, ამბობენ ეხლა ტაივანი ისეთ დანებს აკეთებს როგორც იაპონიაო )

არის ძალიან ლამაზი და საკმაოდ ელეგანტური, არავინ დაფრთხება ამის დანახვაზე და საქმესაც გააკეთებს. მოსახერხებელი რამე ჩანს. პირი ნორმალური ფოლადია, სახელურები G-10 თან ეს 100-იანი ვიცი რომ რეგულირებადი ღერძითაა და დაშტამპული არაა. აი ვიდეო:



მე მომწონს. ტიტანის ფერადი ლაინერები ძალიან უხდება newsmile05.gif

მართლა, ასეთივე დანა ახლახანს გამოუშვეს ოღონდ ტარზე არის კაკლის ხის მასალა:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...tml?s=BO01BO004



ნახე ესეც:

http://www.boker.de/us/pocket-knife/boker-...fe/01BO330.html

ასევე ეს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BOP560

ესეც:

http://www.boker.de/us/pocket-knife/boker-...fe/01BO410.html

ბოკერს იმიტომ გთავაზობ, რომ საკმაოდ მომწონს მათი ტაივანური ნაწარმი დანები და ყველა აღნიშნავს, რომ ფასი ხარისხის შეფარდება არის ძალიან მაღალი! მე სულ პირველი ეხსკალიბური მომწონს ყველაზე მეტად, რაღაც დახვეწილია და ელეგანტური, ეტყობა კარგი დიზაინერის ნამუშევარი რომაა newsmile05.gif

გაითვალისწინე, რომ ბოკერის საიტზე ფასები არის ასე 20-40 პროცენტით უფრო მაღალი, ვიდრე გადამყიდველების საიტებზზე.

ეს კიდე კოლუმბია რაღაცა რაღაცა დანა:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...tml?s=CRK455TXP

ფასი დიდია შედარებით, მარა რა აქვს ამ დანას პლიუსი: შაიბების მაგივრად გამოყენებულია პატარა ბურთულები, ასე რომ ძალიანაც რომ მოუჭირო ღერძს, პირი ისევ ისრიალებს რადგან შაიბებისგან განსხვავებით მოჭერისას ხახუნის ძალა არ იზრდება. ძალიან მაგარი და ინოვაციური სისტემაა. დიზაინი თვითონ ამ დანის ეკუთვნის კენ ონიონს. ტარი ტიტანი, ჩამკეტი ფრეიმ ლოქი (ისევე ძლიერი და საიმედო როგორც ბექლოქი, შეიძლება კიდევ უფრო ძლიერიც. პირი არის იაპონური acuto+ ფოლადი, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ძალიან მაღალი კლასის ფოლადია.

მშვენიერი დიზაინი:






აი განხილვა:
http://www.bladeforums.com/forums/showthread.php?t=750783

მესმის, საკმაოდ ფასი ადევს, მარა მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი ეხლა საკეცი დანა რომ მინდოდეს. ფრეიმლოკი და ტიტანი + შაიბების მაგივრად ეს სისტემა და ამას ყველაფერს კენ ონიონის დიზაინი არის იდეალი საკეც დანებში.

არის კიდევ უფრო პატარა მოდელი, უფრო იაფად მარა რავი მე დიდი ზომისას ვარჩევდი :

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...tml?s=CRK450TXP

ეს პატარა 115 ღირს 150-ის ნაცვლად, მარა რავი...

მოკლედ შენი საქმისა შენ იცი. ისე მე ყველაზე მეტად ბოკერ ეხკალიბური და ეს CRK&T მომწონს.

მოკლედ რაც არ უნდა გადაწყვიტო, წარმატებები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 25 2010, 17:16
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 25th June 2010 - 16:47) *
დაიცა ალტერნატივას მოგიძებნი (არა სპაიდერკოს

მაინც გამახსენე ხო newsmile05.gif რავქნა ბენჩმეიდმა დაიპყრო ჩემი გული და მაგის მერე სპაიდერკოს ვერ უყურებ

ეს KRKT ეროსი კაია მაგრამ KRKT რიპლი2 უფრო მომეწონა
თან ყველაზე დიდი მინუსი ყველა 440ც სგანაა დამზადებული შტეიგერვალტი კი დ2სგან

შენ პრაქტიკაში როგორ გქონია მალე იწყებს ყანყალს დანა??
ისიც გაითვალისწინე რო თუ შტამპოვკაა ესეიგი ხოდიც არ ექნება რო მოეშვას

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jun 25 2010, 17:45
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ესეიგი, მაქვს ერთი შტამპოვკა, ეს არის სპაიდერკო პოლიციის მოდელი, რკინის. რო ვიყიდე გვერდითი თამაში არ ქონია. დიდი ხნის ხმარების შემდეგ არ გასჩენია, ან თუ გაუჩნდა ვერ შევამჩნიე (რისი შანსი არის ძალიან მცირე, ყოველ დღე ვათამაშებ პოლიციას ხელში და ვამოწმებ, ვერ ვიტან როცა დანა თამაშობს ან ცენტრირება არ არის იდეალური როცა დაკეტილია და ა.შ.)

ასე 2-3 თვის ხმარების შემდეგ დამივარდა ასე ორი მეტრი სიმაღლიდან გრანიტზე. დავარდა პირით, გვერდულად. შედეგად გაუჩნდა მცირე ყანყალი, ძალინ მცირე, რომელსაც ვერაფერი ვუშველე. ეს რომ ყოფილიყო ვინტზე, ავდგებოდი და მოვუჭერდი, მარა ამას ვერაფერს ვშველი. შტამპოვკა ადვილად არ ეშვება, მარა თუ დაეშვა ვსიო, მთEლი ცხოვრება ნერვებს უნდა გიშლიდეს!

ყველა დანარჩენი დანა რაც მაქვს არის ვინტზე. ძალიან ბევრს ვხმარობ, მაგრამ არ დაშვებულა. ზატო როცა დაზეთვა დასჭირდა შაიბებს, ადვილად დავუშვი, გემრიელად დავზეთე და ისევ იმ დონეზე დავაყენე როგორც იყო. ადვილად ვხსნი ცერა თითის მარტივი მოძრაობით, მარა გვერდიტი თამაში არც ერთც არ აქვს (გარდა ბერ ჰოკბილისა, რომელსაც რაღაც დავუზიანე და იმის შემდეგ ვეღარ ვარეგულირებ ისე რომ ადვილად იხსნებოდეს და არ ყანყალებდეს :( )

რაც შეეხება 440C ფოლადს. მაგას ნუ უყურებ, იგივე ბოკერ ექსკალიბურს 440C ყელში ამოსდის. ძალიან კარგი ფოლადია, ევროპელები სულ მაგას იყენებენ. საერთოდ ფოლადის მარკა გადამეტებულად არის წარმოჩენილი. მართალია კარგია სუპერ-დუპერ ფოლადი, მაგრამ იმდენი განსხვავება არაა, რაც ზოგიერთს გონია. მე მაგალითად თუ დანა მართლა მომწონს ფოლად სნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მთავარია 420 ან კიდევ უფრო უარესი ფოლადი არ იყოს და დანარჩენი უკვე შეფარდებითია.

crkt დანებიდან რიპლი კი მოგეწონა, მარა რიპლიზე იყო რაღაც განხილვები, და ამბობდნენ თავისი მინუსები აქვსო, აი ეროსს კი მინუსები საერთოდ არ აქვს. თან დიდი ზომის ეროსი 1.4 უნციაა, როცა პატარა რიპლი არის 2.4 უნცია. გეუბნები, არც ერთია დიდი წონა და არც მეორე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეული გრამი! ეს ორივე ისეთი დანებია, რო ყოველდღიურად ჯიბით უნდა ატარო. წარმოიდგინე ისე ხარ გამოწყობილ, რომ შარვალს ჯიბეები არ აქვს, დანა კი პერანგის ჯიბეში გიდევს. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მსუბუქია ნივთი, მით ნაკლებად დისკომფორტს შექმნის იგი გულის ჯიბეში. პატარა წონა მიიღწევა საკმაოდ კარგად გააზრებული დიზაინით და გამოყენებული მასალით. ტიტანი საკმაოდ მსუბუქია, ეროსი ტიტანისგანაა გაკეთებული. აი რიპლი კი ფოლადია. არ ვიცი როგორ გადმოვცე, ცოტა ძნელია, მარა ფოლადის დანები პატარა ზომაში დიდ წონას იკავებენ. იგივე სპაიდერკლო პოლისი ძალიან ცუდ შეგრძნებას ტოვებს ჯინსის ჯიბეშიც კი, მარტო იმიტომ, რომ მიუხედავად მისი თხელი ფორმატისა, საკმაოდ მძიმეა და რატომრაც პატარას და მძიმეს ფეხი აღიქვამს როგორც ძალიან უსიამოვნო საგანს. მილიტარყ უფრო სქელია და დიდი, მარა შედარებით მსუბუქია და ჯიბით რომ ატარებ საერთოდ ვერ გრძნობ. ამ შემთხვევაშიდაც დარწმუნებული ვარ ასე იქნება, ეროსი ჯიბეში გაცილებით შეუმჩნეველი და სასიამოვნო იქნება, ვიდრე რიპლი.


ხო, მართლა, ბენჩმეიდმა თუ დაიპყრო შენი გული, მაშინ ეს საერთოდ გულს მოგიკლავს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM741

დიდი მოშნი და უტილიტალური პირი. ცნობილი აქსის ლოქ მექანიზმი, რომელიც განთქმულია თავისი მუშაობის სიზუსტით და სირბილით (ასევე მაღალი საიმედოობითაც. ადრე ერთ-ერთი ბენჩმეიდი მეჭირა ხელში ამ ტიპის ჩამკეტით და იმის მერე კარგა ხანი ბექლოქისაკენ გახედვა აღარ მინდოდა...), CPM 154 CM ფხვნილოვანი ფოლადი (არის ასევე არაფხვნილოვანი 154 CM ფოლადებიც, თუმცა ფხვნილოვანი უფრო პრესტიჟულად ითვლება), G-10-ის ტარი.

დიზაინი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ბობ ლამს, ძალიან მაგარ დიზაინერს და ოსტატს. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მისი ნებისმიერი დიზაინის დანას, განსაკუთრებით ამას და კიდევ seki cut მიერ დამზადებულ encounter.

პროსტო მონსტრია და ჯიბითაც ატარებს კაცი (გულის ჯიბით ვერა ოღონდ, მარა შარვალში პრობლემა არ იქნება. მილიტარის ხელაა დაახლოებით, იმას კიდევ უყვარს ჯიბეში ყოფნა newsmile05.gif ) ფასი არის 150 დოლარი. ჩeმი აზრით ღირს, ნამდვილად ღირს.


ბევრი არ იფიქრო გეუბნები, აირჩიე რომელიმე. თუ მაინც და მაინც ბენჩმეიდის მურამი გაქვს, მე ამას გირჩევდი. თუ ამდენის გადახდა არ გინდა, მაშIნ ექსკალიბური ძაან მაგარი რამეა. მოკლედ რავი, მე მეტი რაღა ვქნა, აწი შენზეა. newsmile035.gif

ვამატებ ვიდეოს:

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 25 2010, 22:05
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
ეს მოდელი და 740 DejaVoo თავიდანვე ძალიან მომეწონა თან უახლესი მოდელებია ხო მგონი
მაგრამ ცოტა დიდებია და ფასიც კაი დიდები აქვთ

შტეიგერვალტი იმიტომ მომეწონა რომ თხელი პირი აქვს მეტალიც კარგი აქვს და საერთოდ სადა დანაა და ფუნქციური
რუსულ ფორუმზე ოპინელს შეადარეს რამაც ძალიან გამახარა .იტოგში ის არის რაც მინდა მაგრამ შენი არგუმენტებიც მართალი და უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.
რო გითხრა მეჩქარება და გავრბივარ საყიდლათთქო არარის ეგრე მაგრამ მინდა რო დროზე ავარჩიო რამე
თუ შეგიძლია მირჩიე მაგ სტილში რა შეიძლება რო ვნახო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jun 25 2010, 22:48
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



740-ე მოდლი არაა უახლესი, საკმაოდ ძველია, ასე 5-6 წლის მგონი. ეს 741-ია მგონი და ეს 2010 წლის მოდელია. მე ეს მირჩევნია, 740-ს აქვს თავისი მინუსები, რაც ამას არ აქვს, თან ამას უფრო მეტი "ხასიათი" აქვს თითქოს...

ნუ რაც შეეხება სადა მუშა დანას გირჩევდი:

ბოკერ ექსკალიბური. უკვე გითხარი ძალიან მაგარია როგორც ამბვობენ, ვიდზეც მომწონს და რავი მგონი საკმაოდ კარგი ფუნქციონალური რამეა. ფასი დაახლოებით 50 დოლარია, რაც საკმაოდ კარგი ფასია მაგ ხარისხის დანისათVის.


ასევე მომწონს http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1745
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 25 2010, 22:58
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
გმადლობ რჩევისთვის

ეშჩო პადუმაიუ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 26 2010, 00:52
პოსტი #12


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



T A M P L I E R

შენ რომ მოგწონს იმ სტილში, ასეთი მომწონს ბენჩმეიდის

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM890

ეგეთი კომბო ეიჯითაც აქვთ, მაგრამ ეს ორლესულები არ მევასება

აი ფასიდან გამომდინარე ამ ჰეკლერკოხის დათრევაც მინდა, ტანტოს სტილში

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...l?s=BMHK14351BT
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 26 2010, 08:02
პოსტი #13


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Davitus
არა ეგეთი მსხვილ პირიანი არმიზიდავს ეს შტეიგერვალტი იმიტომ მომეწონა რო თხელი პირი აქვს და თვითონაც მჩატეა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jun 26 2010, 09:13
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალბათ ყურადღება არ მივაქციე წვრილ პირიანი რომ მოგწონს. აბა მაშინ ეს ნახე:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1530

პირი ამაზე წვრილი აღარ არსებობს ბნებაში newsmile05.gif თან 20 დოლარი ღირს და მაგ ბენჩმეიდის ნაცვლად 4-ს იყიდი ...

ფოლადი მომწონს, კარგი სახმარია და რო გალესავ, საკმაოდ ბასრი შეგიძლია გახადო (დაჟე ერთხელ წვერიც გავიპარსე სპაიდერკო ბერდით ამ ფოლადისგან რომაა). სახელური G-10 არის, რომელი საუკეთესო ხარისხის ნამდვილად ვერ იქნება, მარა მაინც G-10 და არა უშავს. კონსტრუქცია იშლება, ადვილად სახმარი ლაინერ ლოქი ჩამკეტი აქვს. მოკლედ კარგი რამეა მითუმეტეს ამ ფასად.

უი, კიდევ ერთი გამახსენდა, ბენჩმეიდის ნაგარა, მაგარი რამეა:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de....html?s=BM13740

ეხლა ჰარლი დევიდსონის სახელით თუ გამოდიოდა არ ვიცოდი... მოკლედ ფოლადი საშუალო კლასის (იგივე რაც წინას) ტიტანის და ფოლადის სახელური, მშვენიალური წვრილი და ელეგანტური პირი. ტიტანი არის მოლურჯო, მონაცრისფრო ფერის. მოდიფიცირებული ლაინერ ლოქი ჩამკეტი. ყველა ამბობს რომ ძალიან მაგარი დანააო, არ ჩამოუვარდება ბენჩმეიდიდს უმაღლესი კჯლასის წარმომადგენლებსო ხარისხში.


დასლა ამისიც შეიძლება.


ვიდეო:



აი კიდევ წვრილპირიანი ბოკერი:

http://www.boker.de/us/pocket-knife/boker-...fe/01BO055.html

ესეც კარგი რამე ჩანს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de....html?s=CR1053W

სურათი:




ტარი G-10 და ხეა, ლამაზი რაღაც |ჩანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 26 2010, 09:30
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეგრე რა მაგარია მაგრად მომეწონა.მგონი ზუსტად შტეიგერვალტის ნაირი პირი აქვს არა?მაგრამ სლიშკამ იაფი არ გეჩვენება??

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 00:55