IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით, ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ilariona
პოსტი Apr 3 2013, 17:41
პოსტი #31


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
,,კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით"
,,ლოპოტა 2013"

თარიღი 21.04.2013 წელი.

შეკრების ადგილი თბილისში:



შეკრების დრო: 04:00 საათი

გზა ლოპოტისკენ გომბორით წაგვართმევს 90 წუთს, გურჯაანის გავლით კი 120 წუთს.

შეჯიბრის დაწყების დრო:

1) კენჭისყრა: 06:00 საათი (ნიშნულებს დავსვავთ წინასწარ)
2) მოსამზადებელი დრო პოზიციების დასაკავებლად და ანკესების ასაწყობად: 06:30-07:00
3) შეჯიბრის დაწყება 07:00 საათი.
4) შეჯიბრის დასრულება 15:00 საათი.

რეგისტრაცია: მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია 17 აპრილის ჩათვლით. 17 აპრილს ღამის 12 საათზე რეგისტრაცია შეჩერდება და განხილვას არ დაუბრუნდება.

შეჯიბრის ორგანიზატორი:
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრეს გამგეობა.

შეჯიბრის მიზანი:

1) სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია საქართველოში.
2) კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლება, როგორც საკლუბო ასევე საქვეყნო მაშტაბით.

შეჯიბრში მონაწილეობის წესები:

1.1 შეჯიბრი ტარდება ინდივიდუალური გამოსვლით. სპორცმენი გამოდის შეჯიბრზე დამხმარეს გარეშე.

1.2 პორცმენს მიეცემა ტბის სანაპირო ზოლის 7 მეტრიანი სექტორი. ტბის სანაპირო ზოლი დაიყოფა სექტორებად 1-სექტორიდან X-სექტორამდე. (X-სექტორი დაინიშნება შეჯიბრის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე, როდესაც მონაწილეთა სრული სია შედგება)

1.3 სპორცმენის აღჭურვილობა უნდა მოთავსდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.4 ყველა მოქმედება, რომელსაც განახორციელებს სპორცმენი (ანკესის აწყობა, ანკესის სროლა, თევზის ამოყვანა) უნდა განხორციელდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში, სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერილი თევზე არ ჩაეთვლება. ასევე შეჯიბრის მსვლელობის დროს, სპორცმენს აქვს უფლება დატოვოს საკუთარი სექტორი, მხოლოდ მსაჯებთან შეთანხმებით, არა უმეტეს 30 წუთისა. თუ სპორცმენი ტოვებს საკუთარ სექტორს, იგი ვალდებულია ანკსეი ამოიღოს წყლიდან და განათავსოს მისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.5 ანკესის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს. ასევე ანკესის ტიპი უნდა იყოს ფსკერული თევზჭერისათვის განკუთვნილი. (სხვა ყველა ტიპის ანკესით მონაწილეობა აკრძალულია)

1.6 ანკესი უნდა იყოს აღჭურვილი ერთი ნემსკავით. ნემსკავს არ უნდა ჰქონდეს ,,ბასრი ჭრილი" იხილეთ ფოტოზე




ახალი ნემსკავის შეძენა სავალდებულო არაა, შეგიძლიათ ,,ბასრი ჭრილი'' მოაქლიბოთ თქვენს ნემსკავებს და ისე გამოიყენოთ.

1.7 ანკესის სროლა უნდა მოხდეს ზურგიდან თავზე გადატარებით, გვერდული სროლა აკრძალულია.

1.8 აკრძალულია საკვებურების, ტივტივის, სპინინგის, ელექტრო სატყუარებისა და ექოლოტების გამოყენება. ასევე აკრძალულია ჩაჭიხნული აირისა და მომწამვლელი აირის გამოყენება.

1.9 ყველა მონაწილე სპორცმენი ვალდებულია დაჭშერილი 1კგ-მდე წონის თევზი მოათავსოს რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეებიში. 1კგ-ზე მეტი წონის თევზის დაჭერის შემთხვევაში კი სპორცმენი ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომელიც ადგილზე აწონის თევზს, აიყნვანს აღრიცხვაზე და თევზი დაუბრუნდება ტბას.
შესანახ ბადეში თევზების რაოდენობა არ უნ და აღემატებოდეს ათს. მონაწილე, თუ დაიჭერს მეათე თევზს, ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომ მსაჯმა დაჭერილი თევზები აღრიცხოს და თევზები დაუბრუნდებიან ტბას.

1.10 სპორცმენი შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს ერთი ანკესით. მას აქვს უფლება ჰქონდეს აწყობილ მდგომარეობაში სათადარიგო ანკესი, რომელიც განთავსებული იქნება სპორცმენისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.11 შეჯიბრის 8 საათიან მონაკვეთსი სპორცმენებს მიეცემათ 2 გამაფრთხილებელი სიგნალი, 08:00 პირველი სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასაწყისს, 16:00 საათზე მეორე სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასრულებას.

1.12 დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
1.13 დაჭერილი თევზი სათვალავში არ ჩაითვლება, თუ თევზის გამოყვანის დროს თევზი ან ძუა გამოედება ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძუას. ასეთ შემთხვევაში თევზი დაუბრუნდება ტბას აწონვისა და აღრიცხვის გარეშე.

საჯარიმო სანქციები:
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი წესის დარღვევისას, სპორცმენს დაეკისრება საჯარიმო სანქცია, თითო დარღვევაზე სპორცმენს ჩამოაკლდება საერთო ჯამური შედეგიდან:

1) მაქსიმალური თევზიდან -500 გრამი.
2) რაოდენობიდან -5 ცალი.
3) მაქსიმალური წონიდან -500 გრამი.




გამარჯვებულის გამოვლენა:

გამარჯვებული გამოვლინდება სამ კატეგორიაში.

1) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე დიდი წონის მქონე თევზს.
2) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე ბევრ თევზს (აღრიცხვაში შევა 50 გრამიანი კარჩხანაც)
3) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს წონით ყველზე მეტ თევზს.

სულ სამი პრიზიორი.

ფინანსები:

ერთ მონაწილეზე 30 ლარი.
30 ლარი ითვალისწინებს:
1) სპორცმენის ავტობუსით ტრანსფერს (თბილისი-ლოპოტა-თბილისი).
2) შუადღის ლანჩს (ბუტერბროტი+გამაგრილებელი სასმელი)
3) საპრიზო ფონდს.

თებზი ბევრია, გვეყოფა ალბათ







ჩაეწერეთ სიაში:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ilariona   "ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით   Apr 3 2013, 17:41
- - i.gor   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 8 2013, 15:57
- - ჩელე   i.gor ბატონო იგორ, მოხ...   Apr 8 2013, 16:13
- - ჭალიმგელა   მერე დაიკეტება მიღ...   Apr 8 2013, 16:20
- - საბო   რახან მოანაწილეებ...   Apr 8 2013, 19:42
- - კალვერა   მე კი მინდა წამოსვ...   Apr 8 2013, 20:26
- - კუდიგორელი   ჭალიმგელა მე ვიქნ...   Apr 8 2013, 21:59
- - Fishman   საბო შენგან ბიზნე...   Apr 8 2013, 22:47
- - Davitus   ციტატა(Kudigoreli @ 8th April 201...   Apr 8 2013, 22:53
- - ჭალიმგელა   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 8 2013, 22:58
- - ilariona   124 კილომეტრია გომბო...   Apr 8 2013, 22:58
- - ნუკრიMax   ilariona ამ ხუთშაბათს?   Apr 9 2013, 09:08
- - ilariona   ნუკრიMax კი   Apr 9 2013, 09:20
- - ჩელე   ყველას საყურადღებ...   Apr 9 2013, 12:26
- - ალთაზარ   მონაწილეები: 1) თაზ...   Apr 9 2013, 13:21
- - კუდიგორელი   მონაწილეები: 1) თაზ...   Apr 9 2013, 16:59
- - საბო   მსაჯები: 1)ალთაზარ (5...   Apr 9 2013, 19:46
- - ჭალიმგელა   საბო შენ ვერ წამოხ...   Apr 9 2013, 22:53
|- - საბო   ციტატა(ჭალიმგელა ...   Apr 9 2013, 23:51
- - Bone   ციტატა(Chalimgela @ 9th April 201...   Apr 10 2013, 09:40
- - kondoli   მონაწილეები: 1) თაზ...   Apr 10 2013, 12:20
- - ჩელე   მონაწილეები: 1) თაზ...   Apr 10 2013, 12:46
- - ilariona   ჩელე ამდენი მსაჯი ...   Apr 11 2013, 00:54
- - ალთაზარ   ilariona ისე როგორც ორგ...   Apr 11 2013, 02:51
- - ჩელე   ilariona გვჭირდება.... ყო...   Apr 11 2013, 09:26
- - ilariona   ციტატა(chele @ 11th April 2013 ...   Apr 11 2013, 11:47
- - DATKA   მონაწილეები: 1) თაზ...   Apr 11 2013, 18:38
- - baroni   აბა თქვენ იცით წარ...   Apr 12 2013, 23:37
- - ალთაზარ   მონაწილეებში ჩავე...   Apr 14 2013, 14:40
- - Maverick   გარკვეულ მიზეზთა გ...   Apr 15 2013, 08:14
- - ჩელე   ტყეს გამოუსხამს კვ...   Apr 16 2013, 08:16
- - ჩელე   რეგისტრაცია: მონაწ...   Apr 16 2013, 15:01
- - FISHERMAN   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 16 2013, 16:54
- - FISHERMAN   ციტატა1.5 ანკესის სი...   Apr 16 2013, 19:10
- - ilariona   FISHERMAN შტეკერული დაშ...   Apr 16 2013, 20:49
- - Fishman   ilariona საკვებურით თე...   Apr 16 2013, 21:24
|- - Fishman   ციტატა(Fishman @ Apr 16 2013, 22...   Apr 18 2013, 19:35
- - ჭალიმგელა   ჩავლე მივაწეროთ მა...   Apr 16 2013, 21:33
- - levan81   გულშემატკივრებზე ...   Apr 17 2013, 08:29
- - ჩელე   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 17 2013, 08:32
- - ilariona   ციტატა(levan81 @ 17th April 2013 ...   Apr 17 2013, 09:56
- - ჩელე   ამინდი მართლა არ გ...   Apr 17 2013, 10:02
- - ნუკრიMax   1 კვირით ხომ არ გადა...   Apr 17 2013, 11:54
- - ilariona   ციტატა(Nukry @ 17th April 2013 ...   Apr 17 2013, 12:18
- - kajuberi   მემგონი სჯობს გადა...   Apr 17 2013, 12:19
- - ნუკრიMax   ციტატა(ilariona @ 17th April 2013...   Apr 17 2013, 12:24
- - Davitus   რავიცი, აბა რომ ავუ...   Apr 17 2013, 12:41
|- - Maverick   QUOTE (Davitus @ Apr 17 2013, 13:41) თ...   Apr 17 2013, 15:00
- - ilariona   Davitus დავით, მასე შეი...   Apr 17 2013, 12:43
- - ნუკრიMax   ilariona მიდი - მიდი, თორ...   Apr 17 2013, 13:02
- - ჭალიმგელა   ბაბუც ვერ მოდის ამ ...   Apr 17 2013, 15:13
- - ჩელე   ტელევიზია რას გვეტ...   Apr 17 2013, 15:16
- - Davitus   ilariona ვიცი რომ ჩემს დ...   Apr 17 2013, 15:17
- - ზახარა   მაგარი ჩაკუკული ამ...   Apr 17 2013, 15:40
- - nik@a   რაშუაში ვარ მაგრამ...   Apr 17 2013, 15:43
- - ჩელე   ველოდებით ტელევიზ...   Apr 17 2013, 16:14
- - T A M P L I E R   http://www.interpressnews.ge/ge/regioni/23...hes-t...   Apr 17 2013, 16:41
- - FISHERMAN   ტეხამს   Apr 17 2013, 16:53
- - i.gor   ilariona თუ გადადება გა...   Apr 17 2013, 19:32
- - ilariona   i.gor არა მგონია გადა...   Apr 17 2013, 19:35
- - FISHERMAN   ilariona შეხვედრის ადგი...   Apr 17 2013, 19:50
- - ჩელე   ბიჭებო, მოკლედ მინ...   Apr 17 2013, 20:19
- - Fishman   არანარისი პრობლემ...   Apr 17 2013, 21:02
- - ჭალიმგელა   ეხლა ვიყავი ეჩმიაძ...   Apr 17 2013, 21:36
- - kajuberi   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 17 2013, 21:49
- - ჩელე   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 17 2013, 21:57
- - ჩელე   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 17 2013, 22:11
- - ნოსო   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 17 2013, 22:37
- - ჩელე   ნოსო ჩუდა რატომ ამ...   Apr 17 2013, 22:52
- - ნოსო   პარდონ ჩელე   Apr 17 2013, 22:53
- - ilariona   ჩელიოს, მსაჯებში მ...   Apr 17 2013, 22:56
- - ჩელე   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 17 2013, 22:58
- - თაზო   ეგრე რა, ვმესტე ვის...   Apr 18 2013, 00:32
- - ჩელე   ეხლა იქნებ მიგეწერ...   Apr 18 2013, 08:13
- - kajuberi   მე უმანქანოდ ვარ.ვ...   Apr 18 2013, 08:45
- - FISHERMAN   ბენზინზე ვარ, 3 კაცს...   Apr 18 2013, 09:12
- - ჩელე   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 18 2013, 09:14
- - FISHERMAN   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 18 2013, 14:09
- - kajuberi   FISHERMAN ჩემი ადგილი გა...   Apr 18 2013, 15:05
- - ჩელე   kajuberi როგორც ჩანს 2 თ...   Apr 18 2013, 16:03
- - თაზო   ციტატა(chele @ 18th April 2013 ...   Apr 18 2013, 16:40
- - FISHERMAN   kajuberi ველქომე 1) თაზო ...   Apr 18 2013, 17:22
- - საბო   ისე რამე ტრანსპორტ...   Apr 18 2013, 18:57
- - ჭალიმგელა   საბო ვიფიქრეთ საბ...   Apr 18 2013, 19:06
- - ilariona   Fishman არა დაკვებაც არ...   Apr 18 2013, 20:37
- - ჩელე   Fishman არ დაგჭირდება ...   Apr 18 2013, 20:58
- - Fishman   ilariona პონიატნო უი მ...   Apr 18 2013, 20:59
- - ჩელე   Fishman 125 ერთი გზა.... გო...   Apr 18 2013, 21:00
- - ilariona   Fishman 125 კმ გომბორით დ...   Apr 18 2013, 21:01
- - Fishman   ilariona ჩელე მადლობა, გ...   Apr 18 2013, 21:08
- - T A M P L I E R   Fishman ამიტომ გაზელემ ...   Apr 18 2013, 21:11
- - ჩელე   1) თაზო 2) ჭალიმგელა 3) ...   Apr 18 2013, 21:25
- - ჩელე   მოკლედ საბოლოო სია...   Apr 18 2013, 23:04
- - ნუკრიMax   ციტატა(chele @ 19th April 2013 ...   Apr 18 2013, 23:06
- - ჩელე   ნუკრიMax 9-ზე დილით...   Apr 18 2013, 23:07
- - ilariona   გენერალიც მანქანი...   Apr 18 2013, 23:07
- - ნუკრიMax   მაშინ ხო.... ციტატა(ila...   Apr 18 2013, 23:09
- - ჩელე   ilariona მერე რათ არ შემ...   Apr 18 2013, 23:09
- - კუდიგორელი   ჩელე აღარა ვარ მე ს...   Apr 18 2013, 23:09
- - ჩელე   კუდიგორელი ხვალ დ...   Apr 18 2013, 23:10
- - კუდიგორელი   ჩელე ოკ   Apr 18 2013, 23:11
3 გვერდი V  < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 14:41