ანკესი (ჯოხი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ანკესი (ჯოხი)
გიორგი
პოსტი Oct 8 2009, 17:22
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ანკესი

ანკესის დაიშნულება ყველამ კარგად იცით newsmile05.gif ზოგადად მიღებულია, რომ აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენება თევზის დასაჭერად და მას ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სათევზაო ინვენტარში.

ანკესი გვხდება უამრავი ტიპის, მათი ძირითადი განსხვავება გამოწვეულია თევზჭერის სხვადასხვა მეთოდების მოთხოვნელებებით (სპინინგი, ფლაიფიშინგი, კარპ-ფიშინგი, ტივტივით თევზაობა და სხვა).

ანკესები განსხვადება მათი წყობის მიხედვით:

1. ტელესკოპური - ანკესი რომელიც იკეცება ტელესკოპივით.


2. შტეკერული - ანკესი, რომლის მუხლები იწყობა ერთი-მეორეზე შეერთებით


ასევე არსებობს ყინულზე თევზჭერის და ე.წ. "მაჩტური" (დუნდუას რომ გამოუგზავნეს newsmile035.gif newsmile035.gif ) ანკესები, მაგრამ ამაზე არ შევჩედები ამჯერად.

ძირითად ორ კატეგორიას შორის, რა თქმა უნდა, არსებობს +/- სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი პლუსი ტელესკოპური ანკესის (და შესაბამისად მინუსი - შტეკერულის) არის მისი ტრანსპორტირებადობა - რადგანაც ტელესკოპური ანკესი იკავებს ძალიან ცოტა ადგილს დაკეცილ მდგომარეობაში; ხოლო შტეკერული ანკესის ძირითადი პლუსი არის მისი სიმსუბუქე, სიმტკიცე და აწყობის სიზუსტე.

ძირითადად ყველა ანკესი არის გათვალისწინებული კოჭით თევზაობისთვის, მაგრამ ასევე გვხდება უკოჭო (და შესაბამისად ურგოლო ანკესებიც), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტივტივათი თევზაობისთვის ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროა სატყუარას ძალიან ზუსტი ჩაგდება კონკრეტულ ადგილას. ასეთი ანკესები არის ე.წ. "მაჩტური" და ასევე გვხდება ტელესკოპურიც (მე მაქვს მაგალითად უკანასკნელი).


ანკესის სიმტკიცე

ანკესები ასევე განსხვადება მათი "ღუნვადობის", იგივე სიმტკიცის (Жёсткость) მიხედვით. აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს ანკესის უნარს შეეწინააღმდეგოს დატვირთვის შდეგად წარმოქმნილ ღუნვას. ანკესები, ღუნვადობის მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
1. რბილი
2. საშუალო
3. ხისტი
რაც უფრო რბილია ანკესი, მით უფრო მეტად იღუნება ეს ერთი და იგივე წონის (დატვირთვის) შედეგად. ხისტი ანკესები გამოიყენება მძიმე სატყუარების გადასაგდებათ და დიდი თევზის ამოსაყვანად. ტბილი ანკესები კი შესაბამისად უფრო მგრძნობიარე არიან და მეტი სიზუსტით გადმოსცემენ თევზის მიკარებას სატყუარაზე (განსაკუთრებით ფსკერული თევზჭერის დროს)


ანკესის სიხისტე

ანკესები ასევე განსხვადება, მათი სიხისტის (Упругость ) მიხედვით. აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ანკესის გასწორების სიჩქარე მასზე დატვირთვის მოხსნის შემდეგ. რაც უფრო ხისტია ანკესი, მით უფრო სწრაფად სწორდება ის, დატვირთვის მოხსნის შემდეგ. ასეთ ანკეს ასევე უწოდებენ "სწრაფ ანკეს".


ანკესის ტესტი
Casting Weight (C.W.) იგივე "ტესტი" - როგორც წესი მოცემულია გრამების დიაპაზონი, მაგალითად C.W. 4-10Gr (შეიძლება Oz).
აღნიშნული დიაპაზონი იშიფრება შემდეგნაირად: ქვედა მაჩვენებელი (მარცხნივ დეფისისგან) გვაძლევს სატყუარის მინიმალურ წონას, რომელსაც აღნიშნული ანკესი "გრძნობს", ხოლო ზედა მაჩვენებელი - სატყუარის მაქსიმალურ წონას, რომლის მოხმარებაც არ ქმნის ანკესის გატეხვის საშიშროებას.

შესაბამისად ანკესი ტესტით 5-10 გრამი, ნაკლებად გამოდგება მაგალითად, ფიდერით თევზაობისას, როდესაც სატყუარის წონა მერყეობს 50-150 გრამის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ანკესი. ამავდროულად ანკესი ტესტით 100-180 გრამით ვერ წახვალთ სპინინგით სათევზაოთ (ტროლინგს არ ვგულისხმობ newsmile05.gif, ვინაიდან ხელოვნური სატყუარების წონა მერყეობს 5-15 გრამის ფარგლებში და შესაბამისად, ასეთი ანკესით გაგიჭირდებათ ხელოვნური სატყუარის როგორც გადაგდება, ასევე გატარება.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
9 გვერდი V  « < 7 8 9  
Start new topic
გამოხმაურებები (120 - 124)
chapidze
პოსტი Nov 21 2015, 21:00
პოსტი #121


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 19-November 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi



http://postimg.cc/image/j9tltdm4p/

ბიჭები ტივტივით სათევზაოდ რას მირჩევტ რომელი ანკესი ვიყიდო?ტესტი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Dec 5 2015, 17:36
პოსტი #122





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



გაუმარჯოს კაი ხალხს სალაშქროდ დავდივარ და ხან ტბებზე ვხდები ხან მდინარეზე და მინდა მაქსიმალურად მსუბუქი ანკესი რომელიც იქნება გადაწყობის საშუალებით ანუ ფსკერულზეც რომ ვითევზავო და ტივტივაზეც და იქნებ დამეხმაროთ რომელი გამომადგება რა ფასი დაჯდება დაახლოებით ნუ სხვადასხვა ფასებია ვიცი მაგრამ საშუალოდ რა ზოგადად გმადლობთ წინასწარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chapidze
პოსტი May 11 2016, 18:33
პოსტი #123


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 19-November 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi



ბიჭებო დამეხმარეთ.შაორზე როგორი კოწა და ანკესი გამომადგება ფოტო თუ არ დაგეზარებათ newsmile027.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი May 11 2016, 21:21
პოსტი #124


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ასე რა გირჩიო, გააჩნია რაზე აპირებ თევზაობას? და როგორც ვატყობ ანკესიც არ გაქ, დაახლოებით რამდენი ლარის ფარგლებში აპირებ ყიდვას თქვი და იმის მიხედვით გირჩევთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gaspo
პოსტი Aug 5 2016, 14:17
პოსტი #125


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 5-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ

ერთი კითხვა მაქვს და რჩევაც მინდა newsmile05.gif

რა განსხვავებაა ამ ორს შორის



და




რაც ვიყიდე აქ იყო მეორე ვარიანტი და მძიმეც იყო და თან უხარისხოები იყიდება აქ ერთჯერადები არადა 60 ლარები ღირს.. 2 გამიფუჭდა ერთი აღარ იკეცება მეორეს სატრიალებელი გაუფუჭდა.

მე ვარ უბრალოდ მოყვარული ხანდახან მივდივარ ხოლმე ხან სიონზე ხან კუმისზე.

ის პირველი ვარიანტი არ გამომადგება კუმისზე კარასებზე სათევზაოთ ? მსუბუქი და მგრძნობიარე უფრო კაი უნდა იყოს ჩემი აზრით და კიდე მინდა ამაზონზე მირჩიოთ ერთი 120 ლარი რო დამიჯდეს სატრიალებელი და ჯოხი იქნებ იცოდეთ ხარისხიანი.
მადლობა წინასწარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 07:01