Margo 22LR, სამოქალაქო დანიშნულების იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Margo 22LR, სამოქალაქო დანიშნულების იარაღი |
Feb 25 2012, 19:29
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) |
ყალიბი————————-.22LR (5.6)
ტყვიის სიჩქარე (მ/წ)———200 მჭიდის ტევადობა (ცალი)— 7 ლულის სიგრძე (სმ)———-10 წონა (გრ)———————–750 როდესაც იქმნება სამოქალაქო დანიშნულების იარაღი, უმეტეს შემთხვევაში კონსტრუქცია აღებულია საბრძოლო ან სპორტული დანიშნულების იარაღებიდან. ეს ტენდეციაა მთელ მსოფლიოში და ასევე იჟევსკის ქარხანაში, სადაც „მარგოლინი“ს ბაზაზე 90-თიან წლებში შექმნეს სამოქალაქო დანიშნულების იარაღი „მარგო“. ორიოდ სიტყვით არ შეიძლება, რომ არ შევეხოთ ამ უნიკალური პისტოლეტის ნიმუშს და მის გენიალურ კონსტრუქტორს. 1924 წელს ოცი წლის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოცმეთაური მიხეილ მარგოლინი ბანდიტურ დაჯგუფებებთან ბრძოლის დროს დაიჭრა მძიმედ და მთლიანად დაკარგა მხედველობა. მიუხედავად ამისა მარგოლინმა მაინც შეძლო ხელის შეხების აღქმით პრაკტიკაში შეესწაავლა მაშინდელი პისტოლეტების და რევოლვერების კონსტრუქციები. მარგოლინმა 1936-1939 წლებში წარმოადგინა რამოდენიმე სპორტული მოდელი პისტოლეტ „ტტ“ს ბაზაზე. ომის დამთავრების შემდეგ კი მიაღწია განსაცვიფრებელ შედეგს, 1948 წელს დაიწყეს მისი ორიგინალური პისტოლეტის წარმოება 5.6 ყალიბის ვაზნაზე (.22LR). პისტოლეტის მუშაობა დაფუძვნებული იყო თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციბზე, საკეტის ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვეშ, გააჩნდა სარეგულირებელი სამიზნე და დამსხლეტი მექანიზმი, ქონდა კარგი ბალანსი, მოსახერხებელი ტარი, რომლის დახრა იყო 111 გრადუსი, რაც წინაპირობა იყო ზუსტი სროლისთვის. 1952 წელს მარგოლინი გამოუშვეს ასევე 5.6 ყალიბის მოკლე ვაზნაზე (.22 short). დღესაც მარგოლინი ითვლება ერთერთ საუკეთესო სპორტულ პისტოლეტად. მარგოლინის ბაზაზე შეიქმნა პისტოლეტი „მარგო“ 5.6 ყალიბის გრძელ ვაზნაზე (.22LR). „მარგოლინ“თან განსხვავება ისაა, რომ „მარგო“ს არ ააქვს სასხლეტისა და სამიზნეების სარეგულირებელი, აქვს მოკლე ლულა და გამარტივებული სამიზნე. მიუხედავად ამისა „მარგო“ს გააჩნია დიდი სიზუსტე, საკმაო ენერგია და გამაჩერებელი ძალა, რაც ეფექტურს ხდის თავდაცვისთვის. 5.6 ყალიბის მოკლე წრიული აალების ვაზნა (.22 short) არის ერთერთი უძველესი ვაზნა, რომელიც „სმიტ ენდ ვენსონმა“ შექმნა 19857 წელს თავისი რევოლვერებისთვის. 1871 წელს გაუშვეს 5.6 ყალიბის გრძელი ვაზნა (.22LR), რომელიც განკუთვნილი იყო ჯიბის რევოლვერებისთვის. შემდეგში ამავე ვაზნაზე შეიქმნა მრავალი სამონადირეო და სპორტული იარაღი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია, როგორც სამონადირეო ასევე თავდაცვის მიზნით. ესეც მაყუჩიანი |
|
|
Feb 25 2012, 21:11
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა |
ტექსტი აღებულია რომელიღაცა იარაღის მაღაზიის საიტიდან, მგონი ქუთაისში რომ არის იმ მაღაზიის, და გარდა ამისა ძალზედ არაზუსტია. მათ შორის ყველაფერი რაც წერია "გეკოზე" უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს კიდე განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც არსებობს google და wikipedia როდესაც იქმნება სამოქალაქო დანიშნულების იარაღი, უმეტეს შემთხვევაში კონსტრუქცია აღებულია საბრძოლო ან სპორტული დანიშნულების იარაღებიდან (აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა მითუმეტეს ბოლო დროს როდესაც სამოქალქო, სმხედრო, სპორტული, სანადირო და თვადაცვის სეგმენტები ძალზეგ განსხვავებულია). ეს ტენდეციაა მთელ მსოფლიოში და ასევე იჟევსკის ქარხანაში, სადაც „მარგოლინი“ს ბაზაზე 90-თიან წლებში შექმნეს სამოქალაქო დანიშნულების იარაღი „მარგო“. სპორტული იარაღიც არის სამოქალაქო, ხოლო იჟევსკში თუ რამე ტენდენცია არსებობს ეს არის საბრძოლო იარაღის სამოქალაქოდ გადაკეთების ორიოდ სიტყვით არ შეიძლება, რომ არ შევეხოთ ამ უნიკალური პისტოლეტის ნიმუშს და მის გენიალურ კონსტრუქტორს. მარგოლინი არაფრით არ არის უნიკალური ხოლო მარგოლინი არ არის გენიალური კონსტრუქტორი , მიუხედავად ამისა „მარგო“ს გააჩნია დიდი სიზუსტე, საკმაო ენერგია და გამაჩერებელი ძალა, შემაჩერებელი რისთვის? ციყვისთვის? მაშინ კი ბატონო. კი რაც ეფექტურს ხდის თავდაცვისთვის. კარგით რა 5.6 ყალიბის მოკლე წრიული აალების ვაზნა (.22 short) არის ერთერთი უძველესი ვაზნა, რომელიც „სმიტ ენდ ვენსონმა“ შექმნა 19857 ??? წელს თავისი რევოლვერებისთვის. 1871 წელს გაუშვეს 5.6 ყალიბის გრძელი ვაზნა (.22LR), 1871 წელს სმიტ ვესონმა გაუშვა სერიაში .22 ლონგი, რომელზე დაყრდნობით მერე სხვა კომპანიამ შექმნა .22ლრ რომელიც განკუთვნილი იყო ჯიბის რევოლვერებისთვის. შემდეგში ამავე ვაზნაზე შეიქმნა მრავალი სამონადირეო და სპორტული იარაღი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია, როგორც სამონადირეო ასევე თავდაცვის მიზნით. თავდაცვა .22 ლრ-ით არის როგორც მინიმუმ სერიოზული ექსტრიმი ესეიგი .22ლრ-ის "გამომგონებელი" არის J. Stevens Arms & Tool Company და წავიდა წარმოებაში 1887 წელს. სმიტ ვესონის გავლენა ცხადია იყო მაგრამ ის რასაც ჩვენ ვიცნობთ როგორც გეკო სმიტ ვესონის მოგონილი არ არის. სახელი ლრ ლონგ რაიფლ წამოვიდა ალბათ იქიდან , რომ დიზაინი იყო აღებული სმიტ ვესონის .22 ლონგიდან ხოლო კომპანია უშვებდა შაშხანებს (რაიფლ) და მოახდინა ორი სახელის შერწყმა |
|
|
Feb 25 2012, 22:30
პოსტი
#3
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Shooter
მაგარი ხარ |
|
|
Feb 25 2012, 23:34
პოსტი
#4
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კლასიკური მაგალითი, იმისა რომ, ინტერნეტ სივრცეში შეიძლება მოძიებულ იქნას, როგორც სწორი ინფორმაცია, ასევე მცდარი ინფორმაცია, და ყველაფრის უპრაგონოდ "დაკოპიფეისტება"-მ შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგვაგდოს
Shooter |
|
|
Feb 26 2012, 12:24
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა |
კლასიკური მაგალითი, იმისა რომ, ინტერნეტ სივრცეში შეიძლება მოძიებულ იქნას, როგორც სწორი ინფორმაცია, ასევე მცდარი ინფორმაცია, და ყველაფრის უპრაგონოდ "დაკოპიფეისტება"-მ შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგვაგდოს Shooter დავით, მე ამ ტექსტს გადავწაყდი ინტერნეტში ერთი სამი ოთხი თვის წინ და იმდენად გამაოცა, რომ რაც აქ დავწერე ეხლა უფრო რბილი ფორემბით მივწერე კომენტარებში იმ საიტს. ეხლა კიდე ოჩოზე გაჩნდა ეს ტექსტი. იმედია თემის ავტორი არ გამიბრაზდება რომ ასე "რეზკად" ჩავერიე მაგრამ თუ უნდა ჩაასწოროს ტექსტი და მე ჩემ კომენტარს წავშლი და ასე დარჩება ტექნიკურიად უფრო ზუსტი მარგო-ს აღწერილობა. .22-ის თავდაცვისთვის რეკომენდირება უკვე ხულიგნობაა თემა, რომ გავაგრძელოთ მე მარგო მქონდა, და ნორმალური პისტოლეტია, მთლიანად ფოლადის არის რაც კარგია მაგრამ არაფერი განსაკუთრებული და ინიკალური მასში არ არის. ასევე მაქვს მისი ანალოგი ბერეტა 71 და ტექნიკურად ბერეტა გაცილებით უფრო წინ წაწეული კონსტრუქციიაა. უფრო ადვილად იიშლება, აქვს მცველი და სწრფად მოსახსნელი ლულა. ვიზუალურადაცც ბერეტა გაცილებით უფრო სიმპატიურია ხოლო დამზადების ხარისხზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. |
|
|
Feb 26 2012, 17:43
პოსტი
#6
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
.22-ის თავდაცვისთვის რეკომენდირება უკვე ხულიგნობაა +100 ვიცნობ ადამიანს რომელსაც 90-იანებში 3 ვაზნა ესროლეს მარგოლინიდან მსროლელმა და მისმა მხლებელმა გაქცევით უშველა თავს, რადგან "დაზარალებული" მათ დაჭრის შემდეგ სასტიკად სცემდა რაც შეეხება მოხვედრის ადგილს, 1 ტყვია მოხვდა მკერდში, ერთი მუცელში, ერთი ბარძაყში. ისე კი როგორც მფლობელი ვიტყვი, რომ მარგო გასართობად მშვენიერი პისტოლეტია. საკმაოზე მეტად ზუსტი ! თავდაცვისთვის მისი გამოყენება მართლა მარაზმია |
|
|
Feb 26 2012, 18:54
პოსტი
#7
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 207 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
და კიდევ ერთი ნიუანსი მაგროლინი 1924 წელს აფხაზეთში დაიჭრა,ვინ იყვნენე ბანდითები საინტერესოა!
|
|
|
Feb 26 2012, 20:59
პოსტი
#8
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) |
რავი ძმებო მე პირადად ეგ იარაღი ძაან მომწონს და ინფოს რო ვეძებდა მასზე მაშინ აგმოვაჩინე ერთ საიტზე და ეგ საიტი როგორც მახსოვს არცერთი მაღაზიის არ იყო,თუ რაიმე არაზუსტია თქვენ ჩაასწოპრეთ და მე სიამოვნებით წავიკითხავ დაზუსტებულ ინფორმაციას ამ იარაღზე
იმედია თემის ავტორი არ გამიბრაზდება რომ ასე "რეზკად" ჩავერიე მაგრამ [/b] არა ძმა საწყენი არაფერი არ არი |
|
|
Feb 26 2012, 23:22
პოსტი
#9
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
mengreli
პირველ წყარო რომ არ მიუთითეთ გაფრთხილება იმიტომა მიიღეთ. ასევე თხოვნა იქნება, ჟესტების და მიმართვების პოსტებში გამოყენება, როგორიცაა "ძმა", "ბრატ" და ა.შ. მინიმალურ რაოდენობამდე დაიყვანოთ, გასაგებია რომ მაქსიმალურად დადებითი ემოციების გამოხატვა ქსურთ, მაგრამ ბევრისთვის ასეთი პოსტები გამაღიზიანებელი და შეიძლება არასერიოზულადაც აღგიქვათ პატივისცემით მე და კიდევ ერთი ნიუანსი მაგროლინი 1924 წელს აფხაზეთში დაიჭრა,ვინ იყვნენე ბანდითები საინტერესოა! იმდენად გაუგებარი წინადადებაა რომ... |
|
|
Feb 27 2012, 16:53
პოსტი
#10
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) |
გასაგებია დავით,უბრალოდ ბევრ თემას არ უწერია პირველწყარო და არც მეგონა საჭირო თუ იყო
|
|
|
Feb 27 2012, 16:59
პოსტი
#11
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) |
თავდაცვისთვის მისი გამოყენება მართლა მარაზმია თავდაცვაზე რო მიდგება საქმე მერე იმის ძიება რომ დაიწყოს ადამიანმა რა არი მარაზმი,ეტიკური და არაეტიკური მეორედ "თავდასაცავი " არაფერი არ ექნება ჩემი აზრით მშვენიერი თავდაცვის იარაგია,ნუ რა თქმა უნდა უკეთესებიც არსებობს და ამაზე არავინ არ დაობს |
|
|
Oct 27 2013, 21:16
პოსტი
#12
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 207 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
DAVITUS პატივისცემით მე იმდენად გაუგებარი წინადადებაა რომ... ეხლა ვნახე შენი პოსტი.ცუდად გამოვხატე აზრი,აფხაზეთში დაიჭრა თავში მარგოლინი ეგრედწოდებული ყაჩაღების დევისას.მას მერე შექმნა მხედველობა დაქვეითებულმა იარაღი.როგორც მე ვიცი პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია shaman: Oct 27 2013, 21:17 |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:13 |