"მეგობრობის თასი" ზამთრის ტურნირი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
"მეგობრობის თასი" ზამთრის ტურნირი
ako-gulua
პოსტი Dec 26 2018, 21:52
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ ერთხელ სალამი ოჩოპინტრელებო!!

მიმდინარე "სასპორტინგო" წელი დასასრულს მიუახლოვდა, კალენდარულ წელთან ერთად და შესაბამისად, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ ახალ წლებს თქვენ და თქვენთვის საყვარელ თითეულ ადამიანს !


სიამუვნებით გაუწყებთ, რომ შაბათს, 29 დეკემბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ღია შეჯიბრი "მეგობრობის თასი" ზამთრის ტურნირი!

შეჯიბრში მონაწილეობა ყველა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების/საბუთის მქონე პირს შეუძლია

რეგისტრაცია დაიწყება დილის 09:30-ზე

ხოლო შეჯიბრის დაწყების დროა 10:00-10:15

მონაწილეები ესვრიან 40 მოძრავ სამიზნეს, თითო "თეფშზე" თითო გასროლის უფლებით. ფინალი არ იქნება, გაიმარჯვებს ის მსროლელი, ვინც სხვა მონაწილეებზე მეტ მოძრავ სამიზნეს დააზიანებს, თანაბარი ქულების შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა პირველ აცდენამდე გამარჯვებულის გამოსავლენად.


მონაწილეობა/სროლა ნებადართულია, როგორც ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ვაზნებით (მხოლოდ 12 კალიბრი) ისე მონაწილის მიერ წარმოდგენილი ქარხნული ვაზნებით.

თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას, მაშინ იგი ვალდებულია თან იქონიოს იმ ტიპის ვაზნა, რომელის საფანტის წონა არ აღემატება 24 გრამს, ხოლო საფანტის ზომა 7 ნომერს (11-დან 7 ნომრის ჩათვლით დაშვებულია).


თუ შეჯიბრში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ვაზნებით გადაწყვეტს სროლას, მაშინ მისთვის მონაწილეობის საფასური იქნება - 60 ლარი.


თუ მსურველი გადაწყვეტს საკუთარი ქარხნული ვაზნებით სროლას, მაშინ მისთვის შეჯიბრში მონაწილეობის საწევრო 40 ლარი იქნება.


შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის მსურველები, რომლებიც შეჯიბრის დღემდე დარეკავენ პოსტში მითითებულ ნომერზე და წინასწარ ჩარწერებიან სიაში!


შეკრების ადგილის, შეჯიბრის ჩატარების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აგრეთვე სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598232432.


გელოდებით! დაჯილდოვდებიან არა მხოლოდ მედალოსნები და პრიზიორები (I,II,III,IV) ! დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა კატაგორიაში (კლასში) გამარჯვებულები (მაგ. იუნიორი, ვეტერანი, დამწყები და ა.შ.) სულ დაჯილდოვდება მოხდება 11 სხვადასხვა კატეგორიაში.


ყველას გისურვებთ წარმატებებს !









Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gulua
პოსტი Dec 29 2018, 20:42
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



- ჩატარდა "სპორტინგის ლიგა"-ს მიერ ორგანიზებული შეჯიბრი "მეგობრობის თასი".

- შეჯიბრში მონაწილეობა 13-მა მსროლელმა მიიღო.

- გამოვლინდნენ საპრიზო ექვსეულის წევრები და ასევე საკუთარ კლასში გამარჯვებულები.

"მეგობრობის თასის" გამარჯვებულები გახდნენ:

(1) ბ.კაპანაძე
(2) გ.ხოსიაშვილი
(3) ლ.ჩუგუაშვილი

ექვსეულში ასევე მოხვდნენ

(4) ტ.კვარაცხელია
(5) ა.გულუა
(6) რ. გოგოლაძე

B კლასში გაიმარჯვა - გ.ხოსიაშვილმა
C კლასში გაიმარჯვა - ბ.კაპანაძემ
D (დამწყებთა) კლასში გაიმარჯვა - რ.გოგოლაძემ

ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისთვის!



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gulua: Dec 29 2018, 20:40
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gulua
პოსტი Dec 31 2018, 02:24
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 02:17