იჟ-26 (ИЖ - 26) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
იჟ-26 (ИЖ - 26)
ბესო
პოსტი Aug 6 2009, 06:20
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



იყიდებაო ესე მითხრეს ფოთში და ნიკა იქნებ ჩამოარაკრაკო შენ რომ იცი ისე ამ თოფის შესახებ? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 6 2009, 14:50
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





იჟ 26E ეს არის ჰორიზონტალურ ლულებიანი სანადირო თოფი, დაპროექტებული ზაკიროვისა და იზმეტინსკის მიერ ერთობლივად.
წარმოებაში ჩაშვებულია 1970 წლიდან.
იჟ 26 იმთავითვე ითვლებოდა როგორც იჟ 54-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ გაუმჯობესება მხოლოდ წონის შემცირებაზე აისახა. პირველ რიგში დაეცა ბალისტიკური მაჩვენებლები კერძოდ კი ლულის შიდა პროფილი 18,5 -ის ნაცვლად შემცირდა 18,2 მდე. ასეთი პროფილის ლულების დაბალ ბალისტიკურ მაჩვენებელზე აღარ შევჩერდებით. თუმცა ზოგიერთ, იშვიათ ეგზეპლარებს შესაშური მოხვედრის ძალა გააჩნიათ. ასეთი გაბურღვა ბოლო წლების იჟ54 საც ქონდა. ლულების სიგრძე გაუგებარი, 720 დან 730 მმ-დე მერყეობდა, რა მნიშვნელობა ქონდა 1 სანტიმეტრის სხვაობას გაუგებარია, უფრო მეტიც რაც შემხვედრია ყველა იჟ 26 -ის ლულა იყო 725 მმ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
სასხლეტ დამცემი მექანიზმი იყო იდენტური მისი წინამორბედისა, თუმცა კონსტრუქორებმა არც თუ ურიგო კორექტივი შეიტანეს მექანიზმში კერზოდ კი დაუმატეს ანტი სეფტორი, ეს მოწყობილობა ჩახმახების დამჭერია, სასხლეტი რომც დაისხლიტოს ჩახმახები ბლოკირებული აღმოჩნდება . რათქმაუნდა ასეთი სისტება მეტი უსაფრთხოების გარატიაა. იჟ - 26 -ის ჩახმახები ნემსებისაგან ცალკეა შესრულებული. თოფის მექანიზმს გააჩნდა ჩახმახების რბილად დაშვების ფუნქცია. იჟ26 აღჭურვილი იყო ჩახმახების შეყენების მაჩვენებლებით.
და რაც მთავარია, თოფს დაუმატეს ეჟექტორები, ვაზნის ამომგდები სისტემა. სინამდვილეში ეს უკანასკნელი თოფის საექსპორტო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო, თუმცა საბოლოოდ თოფის სრულყოფილებაზე იქონია გავლენა. ეჟექტორებით იჟ 26 გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა, იგი უკვე ასრულებდა ევროპული ბაზრისთვის(იაფასიანი იარღის) სტანდარტებს. იჟ 26 E -ზე იმ დროს მოდა იყო გამოცხადებული.
რაც შეეხება ჩაკეტვის სისტემას აქედან იწყება ამ თოფის უკან გადაგმული ნაბიჯები. პირველი და თვალში საცემი რაცაა მესამე ჩაკეტვის სისტემა, ანუ გაქრა საყოველთაოდ ცნობილი საიმედო გრინერის ჭანჭიკი, მისი ადგილი დაიკავა უფრო მარტივმა კვანძმა. ეს უკანასკნელი თოფის სიმტკიცეს აშკარად აქვეითებდა. წონის შესუსტება იაფასიან სერიულ იარაღზე არ შეიძლება უარყოფითი ცვლილებები არ განიცადოს, კერზოდ კი შეიცვალა მასიური იჟ 54 -ს კალაპოტი, ის უფრო შეთხელდა, და დამსუბუქდა. ეჟექტორბს რაც შეეხება ამან რათქმაუნდა კალაპოტის კონსტრუქცია გაართულა. არც ეჟექტორები იყო სრულყოფილი კონსტრუქციის რაც მის ხშირ დაზიანებას იწვევდა. თამამდ შეიძლება ითქვას რომ ეჟექტორები მოუმზადებელლად დამონტაჟდა ამ მშვენიერ თოფზე. საოცარია მაგრამ ერთ წლის წარმოების შემდეგ კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ გამოეშვათ 26E-ს უეჟექტორო ვარიანტი. მას შემდეგ გამოდიოდა უეჟექტოროდ.
კალაპოტის გაფორმების დროს ჭარბიბდა დაშტამპული ნახატებით თოფის გაფორმება, მინიმუმადე იყო დაყვანილი თოფის ხელით გრავირება თუ არ ჩავთვლით ერთეულ ეგზემპარებს. საცალო ტოფებს შეიძლებოდა ქონოდა სრულიად სხვა გეომეტრიის კალაპოტი.

ყველაზე მასიური იყო თოფის კალაპოტის ცემენტაცია, "ფერადი წრთობა"
ლულებისა და კალაპოტსი შეერთების შემდეგ, კალაპოტს მოხსნიდნენ, შეასრულებდნენ გრავირებას, და დებდნენ სპეციალურ ღუმელში(ჰერმეტიულ) სადაც 700-900გრადუს ცელსიუსზე აჩერებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ უშვებდნენ წყალში ისე რომ ჟანგბადი არ შეხებოდა მეტალს. (ასეთი მეთოდი ლითონის ზედაპირს ამაგრებდა) შემდეგ მას წაესმეოდა სპეციალური ლაქი და პოლიმერიზაციის მიზნიტ ისევ ფეჩში... ასეთი მეთოდის შედეგად კალაპოტის ზედაპირზე ფიქსირდებოდა ულამაზესი ნახატი, ეს პროცესი არც თუ ისე რთული და ძალიან გავრცელებული იყო, თუმც არც ის იყო მოკლებული მინუსებს, კერძოდ კი დროთა განმავლობაში ძვრებოდა და "იქერცლებოდა" მისი ზედაპირი

საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ იჟ 26E, იჟ 26, ამ მოდლებმა ვერ შეცვალეს იჯ 54 სრულყოფილად თუმცა საკმაოდ მტკიცე ადგილი დაიკავეს სერიული წარმოების სანადირო საბჭოურ თოფებში. მისი მთავარი დადებითი მხარე ეს მისი დაბალი წონაა. შედარებით დაბალი.
იჟ 26. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი
ლულების სიგრძე- 720-730მმ
ლულების არხის ნომინალური დიამეტრი - 18,2
სავაზნე-20,6 * 70 მმ
კალიბრი-12
ლულების შევიწროება - ჩოკი და ნახავრჩიკი(0,5მმ ; 1,00მმ)
სალულე ფოლადის მარკა - 50 AP
დასაშვები წნევა - 750კგ/სმ-კვადრატზე
ვაზნების ამომგდები - ეჟექტორი ან ექსტრაქტორი
კონდახი - პისტოლეტური ან ნახვრად პისტოლეტური, იშვიათად ინგლისური
საკონდახე მერქანი- უმთავრესად წიფელი, იშვიათად არყის ხე, კაკალი
თოფის წონა- 3200-3400გრ
იჟ 26E და იჟ26 ერთად გამოვიდა 214754 ერთეული თოფი. 1970-1975 წლამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 11 2010, 14:37
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ფორუმზე არავის გვაქვს იჟ 26 ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Jun 13 2010, 20:01
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მე მაქვს იჟ26-ეჟექტორი, საყვედურს ვერ ვიტყვი, ვირივით მუშაობს და არასოდეს უღალატია. ერთი ეგაა ბალანსი აქვს დარღვეული, მიტანა საკმაოდ კარგი აქვს. კაი მუშა თოფია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 13 2010, 23:57
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(hunter87 @ 13th June 2010 - 21:01) *
საყვედურს ვერ ვიტყვი,

რა აქვს სასაყვედურო..რუსულებში..

ერთერთი საუკეთესო თოფია.

ციტატა(hunter87 @ 13th June 2010 - 21:01) *
ერთი ეგაა ბალანსი აქვს დარღვეული,

მაგისი გასწორება შეიძლება. ისე საით ქაჩავს...ლულისკენ თუ კონდახისკენ???..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Jun 16 2010, 18:44
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლულისკენ წინა მხარე უფრო მძიმეა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jun 16 2010, 19:31
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მეც მაქვს პატივცემულებო, იჟ26ე 12 კალ. კარგი თოფებია სანდო და ხარისხიანი, მე კმაყოფილი ვარ newsmile041.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 16 2010, 20:34
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(hunter87 @ Jun 16 2010, 19:44) *
ლულისკენ წინა მხარე უფრო მძიმეა

საფანტის მარცვლების დახმარებით გაიგე რამდენი გრამით მზიმეა მერე იმ მასის ტყვიის ან რამე სხვა მასალის სხეული დაამატე კონდახს! კონდახს უკან დამაგრებულ პლასმასს რომ მოხსნი იქ აქვს ხვრელი და იქ მოათავსებ და ბალანსიც აღდგება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Jun 16 2010, 22:55
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მადლობა ჰანთერ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საჩხერე
პოსტი Jun 24 2010, 10:39
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saCxere



მაგ თოფით ავიდგი ფეხი, ბევრი სასიამოვნო წუთები გამახსენდა,რუსულ თოფებში ერთ-ერთი საუკეთესოა.სხვა თოფები ,რომ შევიძინე მეგობარს ვაჩუქე, იმან ბიძაშვილს და წავიდა, დიდი ხანია მინდა დავიბრუნო მაგრამ ვერ მივაგენი,ყველას ვურჩევ,რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვათ, მე ძალიან ვნანობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Sep 26 2011, 17:18
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



იჟ-26-ე მაინტერესებს რა ღირს დღეს სავარაუდო ფასი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 26 2011, 23:51
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(darcho @ 26th September 2011 - 19:18) *
იჟ-26-ე მაინტერესებს რა ღირს დღეს სავარაუდო ფასი

600-800 ლარი. ეგ საშუალოდ. თუ კარგ მდგომარეობაშია შენახული... შეიძლება ცოტა მეტიც და თუ დანგრეულია(თავისი რაკოვინებით) 300 ლარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
badu11
პოსტი Jan 26 2013, 19:12
პოსტი #13


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 25-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: vani



გამარჯობათ. ჩემს მეგობარს აქვს ეს თოფი და გაუტყდა მშვილდი. იქნებ დავეხმაროთ და დამაკვალიანეთ თუ ვინმემ იცით ამის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 26 2013, 19:37
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ დასვი კითხვა newsmile045.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...0&start=360
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რობერტ
პოსტი Nov 1 2014, 22:16
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 74
რეგისტრ.: 14-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გურია



გამარჯობათ,მეც იჟ26-ე მაქვს.ძალიან საინტერესო სტატიაა ჩემთვის.რაც შეეხება იმას,რომ საშუალო ფასი 600-800 გელაა ცოტა დამაღონა,რადგან როგორც აღმოჩნდა დიდი შეცდომა დამიშვია,რადგან ჩემ თოფში,რომელსაც კონდახი გატეხილიჰქონდა,მექანიზმი მოშლილი და კიდევ რაღაც რაღაცები D.gif მექანიზმის გამკეთებელმა 1500 გელა შემომთავაზა. ისე მე უკმაყოფილო არ ვარ და ახლანდელ რუსულებს და თურქულსაც სჯობია რაღაც რაღაცებში ჩემი აზრით newsmile045.gif ისე დიდი არაფერი გამეგება თოფებში,ამაში კი ყოველი სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:49