მეძებრის გეშვის გაკვეთილები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მეძებრის გეშვის გაკვეთილები
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 15:15
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღეს,18 დეკემბერს,თბილისის ზღვის მაღლა მინდვრებში იქ,სადაც საველე გამოცდები და შეჯიბრებები ტარდება,ბატონმა სერგო შაგინოვმა ოთხი ახალგაზრდა მეძებარი გამოცადა და მათ მფლობელებსაც და იქ მყოფთ ერთგვარი სემინარიც ჩაგვიტარა.
მე ბატონი თენგოს დილის 10 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის წყალობით მოვხვდი მანდ.არადა,ამ შაბათ-კვირის ოჯახში გატარება მქონდა გადაწყვეტილი;რაც ნადირობის სეზონი დაიწყო, დასვენების დღეებს მინდვრებსა და ტყეებში ვატარებ,იმედი მქონდა,რომ დღეს მაინც თავს დავაღწევდი მავერიკს,რომელიც 4 თვეა ვერ მოვიშორე,თუმცა ისიც იქ დამხვდა(სადაც ძაღლებია,მავერიკს მანდ უნდა ელოდე newsmile01.gif ).
მონაწილეები:წითელფოთლიანი 5 თვის ხვადი პოინტერი ფიერკი დე ლანდა გორი,მფლობელი შ.შავგულიძე;შავფოთლიანი 6 თვის ძუ პოინტერი დინა,მფლობელი ბ.თურმანიძე;შავფოთლიანი 1 წლის ხვადი პოინტერი კურაჟ,ფლობელი გ. ანდრონიკაშვილი;1 წლის და 2 თვის ხვადი კურცხაარი ბაქსი,მფლობელი გ. კეკელიძე.







ჩემი დათაც ემზადება მომავალი საველეებისთვის


თენგო და მავერიკი






თენგო,შაგინოვი და მავერიკი


დინას მუშაობა მწყერზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 15:30
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამოყენებული იყო ორი ფრინველი.თითოეული ლეკვი 2-2-ჯერ ამუშავეს ე.წ. ფერმის მწყერზე,რომელიც დაბმული იყო,ხოლო შემდეგ ასევე ,,გასკოჩილ" მტრედზე.ბევრს ალბათ უნახავს უცხოურ საიტებზე,თუ როგორ გამოაბამენ 10 მეტრამდე ძაფს ფეხებზე მტრედს,როგორ გაუყოფენ თავს ფრთებქვეშ და იქნევენ აქეთ-იქეთ,სანამ 3 წუთიან ძილბურანში არ გაეხვევა.აქაც ასე ხდებოდა.ს. შაგინოვი დროებით გათიშულ მტრედს ბალახში დამალავდა და იმ ადგილიდან 20-ოდე მეტრიდან გამოატარებდა მეძებარს.ნაბულის შემდეგ კი დამხმარე,რომლის მოვალეობა დღეს ექსპერტმა,ჩვენმა ფორუმელმა გიგომ შეასრულა,ნელა ქაჩავდა ძაფს,რომლითაც იყო დაბმული მტრედი.დანარჩენი ვიდეოში გამოჩნდება.



ციტატა(ნუკრიMax @ Dec 18 2010, 16:21) *
ზაზა
ისევ მინდორში მოგიწია საჭმლის ჭამა? newsmile090.gif



ხო,ნუკრი,1 მარტამდე ალბათ ასე იქნება

ვიდეოებსაც მალე დავდებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 18:35
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Dec 18 2010, 18:39
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საინტერესოა, ახლა თქვენი შთაბეჭდილებები თუ შეიძლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Dec 18 2010, 19:08
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



არავის აქვს კითხვები?მე პირადად ერთი კითხვა მაქვს უფრო სწორედ მოსაზრება მასეთი მიტანაების მქონე ძაღლი ვერასდროს ვერ მიიღებს მაქსიმალურ 10 ქულას სწორედ მიტანებაში 81 წლის წესების მიხედვით. ჩვენთან კიდე ყოველთვის ამ წესებით მსაჯობდნენ და კიდევ დიდხანს იმსაჯებენ ჩემი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Dec 18 2010, 19:26
პოსტი #6


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Giorgi_M
რატომ გგონიათ ასე იქნებ უფრო დააკონკრეტოთ? დამაინტერესა.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 19:47
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგი,კითხვები როგორ არ მქონდა,ვკითხე კიდეც შაგინოვს რაღაცეები.რაც შეეხება მიტანებას,ვიდეოშიც ჩანს მისი პასუხი.მიტანებას იმ ფორმით,რაც ჩვენთანაა,დასავლეთში არც ითხოვენ,იქ წამყვანს უნდა გაყვეს ძაღლი იმ ტემპში,როგორც ლტოლვისას მიდის ხოლმე.ენერგიული მიტანებაო შაგინოვმა როგორც ახსნა,ნიშნავს იმასო,რომ ძაღლს ამ შემთხვევაში ფრინველის დაჭერა უფრო უნდა,ვიდრე მისი ამოფრენაო.ასეთი ძაღლი კი ზედმეტი აზარტის გამო,შესაძლებელია ფრინველის გაფუჭებას მიეჩვიოს(ეს ჩემი აზრია).ისე,მე როკის მაქსისნაირი მიტანება რო ქონდეს მირჩევნია.ჯორივით რო დადგება და მე მელოდება როდის ამოვაფრენ.თუმცა დასავლეთის წესებით ეგ თურმე კარგი ყოფილა.
აქ მთავარი კითხვები შეიძლება გაჩნდეს იმაზე,საჭიროა თუ არა ამ დროს ფერმის მწყერზე და მტრედზე ან ნებისმიერ ფრინველზე ლეკვის ყნოსვის,ნაბულის სიმყარის და ა.შ. შემოწმება...
თუმცა ამაზეც ორი წელია ფორუმზეც ვწერთ და ვდაობთ კერძო საუბრებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Dec 18 2010, 19:49
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გიგო,
სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო?

ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 19:53
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Giorgi_M @ Dec 18 2010, 20:08) *
მასეთი მიტანების მქონე ძაღლი ვერასდროს ვერ მიიღებს მაქსიმალურ 10 ქულას სწორედ მიტანებაში 81 წლის წესების მიხედვით.

ამაში გეთანხმები,ამ წესებით ვერ მიიღებს,მაგრამ თუ დანარჩენი კარგად გააკეთა,I ხარისხზეც შეიძლება გაქაჩოს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Dec 18 2010, 19:56
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ლეკი @ Dec 18 2010, 20:26) *
Giorgi_M
რატომ გგონია ასე იქნებ უფრო დააკონკრეტო? newsmile05.gif

81 წლის წესების მიხედვით მიტანება ფასდება 10 ქულით. ძაღლი პატრონის ბრძანების თანავე სწრაფად და ყოველივე შეჩერების გარეშე უნდა მიეტანოს და ააფრინოს ფრინველი რათა იგი არ გადაადგილდეს. ხოლო ისეთი მიტანების მქონე ძაღლი რაზეც ბ–ნი შაგინოვი საუბრობდა კიდევ ვიმეორებ ამ წესებით საკმაოდ დიდ ქულებს დაკარგავს. საველეზე და შეჯიბრზე ყოველივე ქულას აქვს დიდი მნიშვნელობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 20:01
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Maverick @ Dec 18 2010, 20:49) *
გიგო,
სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო?

ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი



ნიკო,მხედველობით კი იდგა,მწყერიც ადრე ჰყავდა ნანახი როგორც ვიცი,მაგრამ ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,ხედავს თუ მხოლოდ ცხვირით მუშაობს,მეძებარმა წამყვანის ბრძანებამდე ფრინველის მიმართულებით არ უნდა გაიწიოს.სწორედ ამის მიღწევა უნდოდა შაგინოვს,მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ასე მხოლოდ დასაგეში ძაღლის ფსიქიკაზე ზედმეტად მიდის მოქმედება,ზეწოლა.ბატონი გოგის კურაჟზეც და იმ მეორე კურცხაარზეც,შესაბამისად 1 წლის და 1 წლის 2 თვის ძაღლების ასეთი სახით ფრინველთან კონტაქტი,დაგვიანებულად მიმაჩნია.ორივეს სეზონზე უნდა გაეყვანათ და 4-5 ფრინველის ნახვისას უნდა გამოეყვანათ ძაღლები.ამით უფრო მეტს მიხვდებოდნენ ამ ასაკის ძაღლები,ვიდრე დღეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Dec 18 2010, 20:07
პოსტი #12


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ზაზა @ Dec 18 2010, 20:53) *
ამაში გეთანხმები,ამ წესებით ვერ მიიღებს,მაგრამ თუ დანარჩენი კარგად გააკეთა,I ხარისხზეც შეიძლება გაქაჩოს.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ პირველი ხარისხი არც თუ ისე ადვილი მისაღებია. მე ვსაუბრობ იმ წესებზე რომელიც ჩვენთან ფუნქციონირებს. თუძაღლი ვერ მიიღებს მაქსიმალურ ქულებს ასეთი მიტანებით რატომ უნდა დაგეშო მასე. მაშინ წესები შევცვალოთ newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Dec 18 2010, 20:19
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნიკო ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას ძაღლი იდგა მხედველობით თუ ყნოსავდა ფრინველს. ეს პირველი შეხვედრები ემსახურება მხოლოდ მყარ ნაბულს . ჯერ ლეკვმა უნდა აითვისოს მყარი ნაბული. დანარჩენს ალბათ შემდეგ გაკვეთილებზე ვიხილავთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2010, 20:20
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიო,მანდ იყო 4 ლეკვი, 1 წლის და 1 წლის და 2 თვისებსაც ლეკვებს დავარქმევ,ჯერ არ უნადირიათ.ამათგან მყარად ნაბულზე პატარები იდგნენ, 5-6 თვის პოინტერები,ამ ორიდან კი დინა(კუხალეიშვილის დინოს გოგო)უკვე დიდი ძაღლივით იქცეოდა,ნაბულზე მდგარი ეგრევე არ ცდილობდა მიტანებას.შავგულიძის პოინტერიც იდგა,მაგრამ მაინც ემოციებს ვერ თოკავდა,კურცხაარი კი შაგინოვის მიერ ნაბიჯის გადადგმისთანავე ახტებოდა ფრინველს,გოგის კურაჟი კი ნაბულზე შეჩერებას ამჯობინებდა ეგრევე მისვლას,მაგრამ შემდეგ შაგინოვის ჩარევის მერე ხო ხედავთ ვიდეოშიც,ნელ-ნელა მიყვება.
ჩემი აზრით,ამ ძაღლებში მთავარი ფრინველის ყნოსვის შემდეგ ნაბულზე დადგომა და წამყვანამდე თვითნებური მიტანების არგაკეთებაა,პრინციპში,ყველა ძაღლში ეგრეა.
და მთავარი,ასეთი გაკვეთილები მათ აპრილ-მაისამდე 1-2 თუ ჭირდებათ,მე თავს შევიკავებდი.ის შეცდომები,რაც ლეკვებმა დაუშვეს,სახლის პირობებშიც გამოსწორებადია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Dec 18 2010, 20:29
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(თენგო @ Dec 18 2010, 21:15) *
Giorgi_M

არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.
დღეს ჩატარდა ღია გაკვეთილი იმისა,თუ როგორ იგეშებიან ძაღლები ფ.ც.ი.-ს წესებით გამოსაცდელათ,რომლის მოთხოვნები ძირეულად განსხვავდება რუსული წესებისაგან.
ეს ორი მიმართულება პარალელურად უნდა არსებობდეს და ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.
მე დარწმუნებული ვარ,რომ ფ.ც.ი.-ს წესებსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება. ძაღლის პატრონის გადასაწყვეტია რომელი წესებით გამოცადოს თავისი ძაღლი.

თენგო, მეც იმის მომხრე ვარ რომ ორივე მიმართულება არსებობდეს. მაგრამ შენ ძალიან კარგად იცი რომ ეს არ მოხდება მალე, ბევრი მიზეზების გამო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 07:59