კაკლის მასალის გაყიდვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად?
Power_VANO
პოსტი Sep 12 2013, 14:23
პოსტი #1


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბატონო მონადირეებო, ადრე ამავე ფორუმზე სადღაც მახსოვდა, ვიღაც წერდა, რომ იყო კაცი, რომელიც საქართველოში ეძებდა ძველ კაკლის ხეებს, ყიდულობდა მოსახლეობისგან ოფიციალურად, ჭრიდა, საკონდახე მასალა თვითონ მიჰქონდა, დანარჩენი ხე პატრონს რჩებოდა.
თუ იცით ვინმემ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფო?


მოკლედ, სიტუაცია არის ასეთი:
პაპაჩემის ძველ სოფელში გვაქვს დიდი კაკლის ხეები, რომლებიც ამოსულია 100+ წლის სხვა კაკლის ხის გადანაჭრებზე. ანუ ფესვები და მიწის ზემოთ ესე 3-5 მეტრი არის 100+ წლის კაკლის. ნიადაგი არც ისე რბილია. როგორც ვიცი ცუდ და კლდოვან ნიადაგზე გაზრდილ კაკალს უკეთესი საკონდახე მასალა აქვსო.

ჰოდა გვინდა ამ კაკლების მოჭრა და საკონდახე მასალის გაყიდვა (დაბერდნენ უკვე და ვეღარ ისხამენ კარგად + ძალიან დიდებია უკვე და რომ მოტყდეს რომელიმე, სახლსაც თან გაიყოლებს). როგორც ვიცი საკონდახედ კაკალს საკმაოდ რთული გამოსაყვანი პროცედურების გავლა უნდა (თუ ვცდები, მასწავლეთ მეთოდი, გამოვიყვან და ჩემით გავყიდი მერე), რაც არც ისე იოლია ჯამში.

რადგან მახსოვდა, რომ ვიღაც ადამიანი არსებობდა, ვინც ასე დაეძებდა კაკლებს, თუ კარგ ფასს იხდის, ვიფიქრეთ, იმას მოვაჭრევინოთ და მივყიდოთო.


გამარკვიოთ იქნებ ბატონებო ამ საკითხში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 12 2013, 14:25
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გადავრეკავ აბა, რაჭაში მოჭრეს ჩვენი კაკლები ვირაცამ და გავარკვევ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 12 2013, 15:09
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ტერიტორიულად სად არის!რაჭაში მეც ვიცი ეგეთი კაცი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Power_VANO
პოსტი Sep 12 2013, 15:27
პოსტი #4


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა ბიჭებო!

ტერიტორიულად სოფელი არის მანგლისთან ახლოს.

ამლივი ქვია სოფელს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 12 2013, 15:31
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რაჭიდან მეეჭვება რომ ვინმე ჩამოვიდეს!
მაინც დაწერე რამდენი ხეა რა სიგანის!
სურათებიც თუ იქნება მთლად კარგი!
უშნო გამონაბურცვი თუ აქვს მე მოგაშშორებ მაგ მეჭეჭებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Power_VANO
პოსტი Sep 12 2013, 15:48
პოსტი #6


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ახლო მომავალში რომ ავალთ იქით, გავზომავ მაშინ, სურათებს გადავუღებ, + დეტალურ ინფოს როდინდელია ის ძირი, რაც დიდი ასაკისაა.

საკონდახედ რა სიმაღლე ვარგა მიწიდან?
+ ფესვებიც ხომ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 12 2013, 16:23
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Power_VANO
საკონდახეთ ყველა ადგილი ვარგა!მაგრამ განსაკუთრებით განტოტვის ადგილებია კარგი!
განტოტვა არის ერთი მთავარი ტანის მერე ტოტების განტოტვის ადგილი!მეორე ფესვებთან იგივე ადგილი ანუ ფესვების განტოტვის ადგილი(ცენტრი)
სწორი ტანიც კარგია მაგრამ ნაკლებად ხატოვანია და სიმკვრივეც შედარებით ნაკლები აქვს!
რაც შეეხება "მეჭეჭი"-ს მაგვარ წარმონაქმნებს ეგ სრული ხიხიააა და რო მოჭრი მე მომეცი xexe.gif
კაკალი(და ზოგადად ხე) რაც უფრო რთულ პირობებში ცუდ ნიადაგზე და დიდ ხანს იზრდება მით უფრო ლამაზი ნახატი გამოდის მასალაში!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Power_VANO
პოსტი Sep 12 2013, 17:21
პოსტი #8


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



T A M P L I E R
ციტატა(nika @ 12th September 2013 - 17:23) *
რაც შეეხება "მეჭეჭი"-ს მაგვარ წარმონაქმნებს ეგ სრული ხიხიააა და რო მოჭრი მე მომეცი

ოკ, ისეთს შეგირჩევ, რამე ანტიკურ ბერძნულ ლაბირინთს რომ უგავდეს ხვეულები D.gif

როცა იჭრება, საკონდახე მასალად, სიგანეზე იჭრება კაკალი თუ სიგრძეზე?

დაა სიტყვაზე იქამდე ვერ მოვიტყუე მყიდველი, საკონდახედ ხის გამოყვანის პროცედურა რეალურად რამდენად რთულია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 12 2013, 18:32
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 18:21) *
ოკ, ისეთს შეგირჩევ, რამე ანტიკურ ბერძნულ ლაბირინთს რომ უგავდეს ხვეულები

ჯერ ნახე თუ აქვს საერთოდ D.gif

ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 18:21) *
როცა იჭრება, საკონდახე მასალად, სიგანეზე იჭრება კაკალი თუ სიგრძეზე?

ეს ზოგადად ძალიან დიდი თEმაა!და მე თუ მკითხავ გემოვნეის ამავია!
მოკლედ გეტყვი
ხეს როგორც გაჭრი ისეთ ნახატს მიიღე!სწორედ გაჭრილსაც ექნეა გარკვეული ტექსტურა და ირიად გაჭრილსაც!
გემოვნეის პრაქტიკის და მოხერხეის ამავია!
ზოგადად კი იქნეა რაღაც სტანდარტეი მაგრამ მე არავის დავუიჯერედი!
ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 18:21) *
დაა სიტყვაზე იქამდე ვერ მოვიტყუე მყიდველი, საკონდახედ ხის გამოყვანის პროცედურა რეალურად რამდენად რთულია?

ზოგადად ხე უნდა გამოკუჭო რასაც ხელცქვიცი მემეგობრე უცაშად გააკეთეს!მერე დაჭრა ეს ხეები ზაგატოვკებად და მონახო გაშროაში დახელოვნებული ადამიანი და მიაბარო გასაშროად!
პირადად გაშროაც შეიძლეა,არის რამდენიმე მეთოდი მაგრამ არ გირჩევ!
მოკლედ იქამდე მიდი და მერე მოვიფიქრეთ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 12 2013, 23:35
პოსტი #10


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 17:48) *
საკონდახედ რა სიმაღლე ვარგა მიწიდან?

50 სმ მიწის წემოთ და დანარჩენი ქვემოთ(ბოლქვი) ძირითადად მანდ ამოდის ნახატი. შტამბი ნაკლებად საინტერესოა. ძირითადად სწორხაზოვანია და ფასიც არ აქვს. ისე შეიძლება მანდაც გამოჩნდეს რამე. გააცნია რა გადაიტანა ცხოვრებაში.
ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 17:48) *
+ ფესვებიც ხომ?

არა. ფესვი(რასაც ქვია) კაპიკად არ ვარგა. ჩვეულებრივი ფუტუროა და არ გამოიყენება. ასე რომ თხრით თავს ნუ შეიწუხებ.
ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 19:21) *
როცა იჭრება, საკონდახე მასალად, სიგანეზე იჭრება კაკალი თუ სიგრძეზე?

სიგრძეზე. სიგანეზე არ გაჭრა..თორემ საკონდახედ აღარ გამოდგება.
ციტატა(Power_VANO @ 12th September 2013 - 19:21) *
საკონდახედ ხის გამოყვანის პროცედურა რეალურად რამდენად რთულია?

ძალიან რთული პროცედურაა და ხარჯებს მოითხოვს.
1. ბოლქვიანად უნდა წააქციო ხე..თორემ სახერხში ცალკე ძირს არავინ დაგიჭრის. შტამბთან ერთად მაგრდება მარტო ხერხზე. ეგ ნიშნავს..რომ მიწა უნდა შეოუთხარო..ფესვები გადაჭრა და ისე წააქციო. ბევრი შრომა უწევს. მაგის მერე უნდა გარეცხო..რომ ქვა არ შეყვეს..თორემ ხერხის ლენტი შეიზლება გააფუჭოს. თუ გარეცხილს არ მიიტან არ დაგიჭრიან.
2. ეგ მორი უნდა წაიღო სახერხში. მაგას ამწევი კრანი და სატვირთო მანქანა ჭირდება. ფასი შეთანხმებით.
3. განივად დაჭრის ხარჯი. ის მორი მაგრდება სპესიალურ საგორავებზე და განივად ჭრის ფართო ფიცრებად. მაგ დროს უკვე ჩანს გაგიმართლა თუ არა.
4. თუ გაგიმართლა და ნახატი გამოჩნდა იმ ფიცრებში...უკვე ჩვეულებრივ..ცირკულარულ ხერხე აჭრევინებ ნახატის მიხედვით..ოღონდ სიგრძეზე. სიგანეზე გაჭრა გადასაგდებს ნიშნავს. მანდაც ფასი შეთანხმებით.
ეხლა მთავარი პრობლემები. არცერთი სახერხი არ მუშაობს თბილისში ამ ეტაპზე. რატომღაც ყველას დაუარეს და დაკეტეს.
და მეორეც..შეიძლება უბრალოდ არ გაგიმართლოს და არავითარი ნახატი არ იყოს შიგნით. მაგ ყველაფრის ფასად..ხელში შეგრჩება ფაქტიურად შეშა. მე 2 დიდი ხე საერთოდ მაჩუქეს ამ 1 თვის წინ და ვერაფერს ვერ ვუხერხებ. აქვე დასკვნაც. აი ამიტომ ღირს ნარჩევი მასალა ძვირი. მაგისი მოპოვება არ არის ადვილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 13 2013, 00:43
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოტივატორი
http://forum.guns.ru/forummessage/120/851907.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 13 2013, 00:49
პოსტი #12


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სწორად დაწერა ლევანმა, მე სამეგრელოში მქონდა ამოჩემებული ერთი კაკალი, ყველა გათვლით მაგარი უნდა ყოფილიყო, ხარჯი გავიღე და ძვირიანი შეშის მეტი არაფერი შემრჩა, სამაგიეროდ მაგარს იწვოდა და კაი ცეცხლი ქონდა D.gif


მოკლედ გამართლებაზეც არის, თუმცა არიან ისეთი პროფესიონალები, რომელბიც ბევრი ნიშნების მიხედვით, სავარაუდოდ ადგენენ რა კლასის საკონდახე მასალის მტარებელი შეიძლება იყოს მერქანი

თუმცა მე აქ არ მეგულება ეგეთი პროფი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 13 2013, 00:54
პოსტი #13


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პროფის რა გითხრა მაგრამ პაწა თეორიული გამოცდილება კი მაქვს!
სურათებით მცირე პროცენტით შეიძLება გამოცნობა იქნება რამე თუ არა

ლევანს კიდე რაღAცეებში არ ვეთანხმები მაგრამ ეხლა მეძIნება და არ დავიწყებ რამეებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 13 2013, 01:04
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ კი არის მოტივატორი..მაგრამ სურათებზე ლამაზად ჩანს. აი ხელში რომ აიღებს წერაქვს და შემოთხრას დაიწყებს...სულ დაეკარგება ხალისი. D.gif მითუმეტეს არანაირი წარმოდგენა არ ექნება შედეგებზე. მე ერთხელ უკვე განვიცადე ეგეთი ფიასკო და ცოტა ფრთხილად ვუდგები მაგ საკითხებს. თან ხომ არ გგონია მართლა რომ ამოვიდეს რამე ნორმალური ადვილად გაიყიდება. ვინც დაინტერესდება საკონდახე მასალის შეძენით.. მოითხოვს..რომ მასალაში არაფერი არ იყოს. ან გარანტია მიცეს და ახალი იკისროს თუ რამე გამოტყვრა შიგნით. იყოს გამშრალი იდეალურად და იტყვიან..ფასიც რა ამბავია 1 საკონდახეში ტო.. 50 ლარზე მეტი როგორ უნდა ღირდეს ერთი ბეწო ფიცარიო. D.gif ვანოს თუ არ მოეწონება ეგ წინადადება დაუწყებენ ჭკუის დარიგებას(შეშინების მიზნით) "რომ ეგრე საქმეს ვერ ააწყობ შენ ძმაუ... ეს საქართველოა..ხალხი შიმშილობს და შენ გამდიდრება მოგინდა. 1 ნაჭერ ფიცარს ამ ფასში რომ ყიდი ნამუსი აღარ არის ამის დედაცვატირე?.." და ა..შ... D.gif
ვანო..გაყიდე პირდაპირ ხე და გამოიპარე იქედან..დამიჯერე ისტერიკას აიკიდებ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 13 2013, 08:44
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლევან ზოგადად დიდი ვალაკიტა როა მაგაში გეთანხმები მაგრაამ თუ კაცს მუღამი აქვს დაყველაფერს სწორედ გააკეთEბს და ხეც კარგი გაოადგება უნდა გააკეთოს!!შენი ლაპარაკი კი ცივ წყალს ასხავ და მუღამს უკარგავ კაცს!
ყველა საქმე რისკია და აქაც თუ გარისკავ და გაგიმართლებს შენც ხო იცი რო კაი თანხაზე გახვალ!დროთა განმავლობაშI მაგრამ მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 02:45