იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ
Maverick
პოსტი Feb 18 2010, 09:25
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეზონის დახურვამდე 10 დღეღა რჩება, სეზონის ბოლოს ყველას იღბლიან ნადირობას გისურვებთ, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ შევინახოთ იარაღი სეზონიდან სეზონამდე, მომავალ სეზონზე რომ ისეთივე წარმატებით გვემსახუროს როგორც წელს
აბა გავახუროთ თემა, ვისაც რა გამოცდილება გაქვთ აქ დაყარეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 18 2010, 12:07
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



1. დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ლულებში ერთი ორჯერ გავატაროთ მსუბუქად, მშრალი ნაჭერი. ავიღოთ ზუმბა და გაუკეთოთ სპირალი. დავდოთ ლულები თეთრ ფურცელზე და ენერგიულად ვხეხოთ ლულა, შანსი არაა ტყვიის ნაწილაკები არ დაიყაროს, თეთრ ქაღალდზე ამას კარგად შევამჩნევთ.
თუ მაინც შერჩა ლულას გაგლესილი ტყვია, ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა "ტუტე ზეთი" ან "ვდვ" , ამ ზეთში ლულები უნდა გაჩერდეს მინიმუმ 20 წუთი, ამ ხნის განმავლობაში დაიშლება ტყვია და მშრალი ნაჭრითაც ადვილად გააცილებთ.
2.დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ავიღოთ ლულები და ჩავდოთ წინასწარ გამზადებულ აბაზანაში;
მომინანქრებულ ჯამში ჩავასხათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ჟელე , მთავარია იყოს ცხიმის მოსაშორებელი(მე პირადად ფეირის ვხმარობ) ჯამში ჩავასხათ მდუღარე წყალი და მოურიოთ. ამ სითხეში ლულები ჩავდოთ სამიზნით ქვემოთ, ზუმბაზე დავახვიოთ სუფთან არასინთეტიური ნაჭერი ამით ენერგიულად ვწმინდოთ ლულები შიგნიდან, ყოველი ზუმბის ამოწევისას ამოიტუმბება წყალიც ეს ძალიან კარგია, გადავასხათ წყალი და ახალი ჩავასხათ ჯამში, ეს პროცედურა იქამდე გავიმეოროთ სანამ წყალი ფერის ჩეცვლას არ შეწყვეტს ე.ი. ლულები შიგნიდან ბოლომდეა გასუფთავებული. ამავე წყლით გარედანაც კარგად გავრეცხოთ. ეცადეთ რომ ეჟექტორების და ექსტრაქტორების სისტემაში წყალი არ მოხვდეს, ასევე ყურადღებაა საჭირო "გაზაატვოდებში" პრინციპში ორივე შემთხვევაში კარგად უნდა გამშრალდეს. ლულების ნაჭრით გამშრალების შემდეგ უნდა აბანაოთ"ნეიტრალურ" ზეთში შიგნიდანაც და გარედანაც, ასე გააჩერეთ რამდენიმე ხანი, და შიგნიდან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაამშრალეთ. ლულა და საერთოდ თოფი აწყობილ მდგომარეობაში არ უნდა იყოს ოთახში, ნებისმიერ ოთახშია ნესტი, ეს მეტალზე და ხეზე ერთნაირად ცუდად მოქმედებს.
3. კალაპოტს და სასხლ.დამცემი მექანიზმის კოლოფს, განსაკუთრებული ყურადღება არც ჭირდება, ორლულიანების შემთხვევაში ნეიტრალურ ზეთში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ ყვეეეელა რკინის დეტალი, სანემსეებთან "ტუტე"ზეთი დააწვეთეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი, ეს იმისთვისაა რომ ფისტონის ნამწვის მჟავე მოქმედება გაანეიტრალოს. ბოლოს აუცილებლად ნეიტრალური ზეთი უნდა წაესვას.
4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) *
მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან...
5.კონდახი ბედნიერებაა თუ კარბონი და პლასტიკია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხავდასხვა მერქნის. ნაკაწრებს სახლის პირობებში ვერ ეშბველება, დაუშვებელია კონდახის და ცევიოს გაწმენდა ნეიტრალური ან რომელიმე თოფის ზეთით. ამისთვის კარგია ლეგენდარული ბალისტოლი, ან სელის ზეთის რამდენიმე წვეთი.






*ყურადღებაა საჭირო, ზოგიერთი ძალიან იაფფასიანი ცეცხლსასროლი იარაღის მექანიზმში პლასტმასი კომპოზიტური მასალაა გამოყენებული, მათი გადახურება სავრაუდოდ არაა სასურველი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Feb 18 2010, 18:05
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
საინტერესოა შენი პოსტი, მე მხოლოდ 1 და მე-2 ვარტი ვიცოდი,
ნახევრად ავტომატებზე მეტი დაწერე თუ შეგიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Feb 24 2010, 22:19
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



Bonehill
მპ-153 აწყობილ მდგომარეობაში შევინახო თუ დავშალო და ისე შევინახო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 24 2010, 22:59
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰერცოგი997
თუ არაფერი არაა დაჭიმულ მდგომარეობაში მაშინ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მთავარია იყოს ჩიხოლში ტენი რომ არ მოხვდეს და წინასწარ დაიზეთოს და გაიწმინდოს.
შალითა მაინც მთავარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაჭარა
პოსტი Feb 25 2010, 10:06
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 889
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
ზეთი ზედ არ უნდა შერჩეს ხო?დაზეთვის მერე უნდა გავამშრალოთ არა? მე როგორც ვიცი თხელი ზეთის ფენა მაინც რჩება..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 25 2010, 10:38
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bonehill
ციტატა(niko @ 24th February 2010 - 23:59) *
შალითა მაინც მთავარია

სპეციალურ კარადაში მაქვს მოთავსებული და შალითაში მაინც ჩავდო?

ციტატა(niko @ 18th February 2010 - 13:07) *
4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) *
მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან...

მე ფენით ვაშრობ გარეცხვის შემდეგ,ეგეც კარგია."ოხოტა ი რიბალკაზე" ვნახე სერგეი ასტახოვის გადაცემაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 25 2010, 11:48
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Giorgi Macharashvili @ 25th February 2010 - 11:06) *
ზეთი ზედ არ უნდა შერჩეს ხო?დაზეთვის მერე უნდა გავამშრალოთ არა? მე როგორც ვიცი თხელი ზეთის ფენა მაინც რჩება..

ზეთი არ უნდა დარჩეს ლულაში შიგნით ! დანარჩენი ყველგან ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინდოს. (რათქმაუნდა კონდახი და ცევიო არა). მე პირადად სანადიროდ ყოველთვის გარედან გაზეთილი ლულებით ვნადირობ ! ჯერ ერთი იმდენად არ მოქმედებს წყალი და თოვლი და ა.შ ; მეორეც გარედან მტვრიანი და დასვრილი ლუელები ტილოს ერთი მოსმით სუფთავდება .
თენგო
ერთი ძეველი თოფი მაქვს კალოდკას და ხეს აქვს შატი, კარადაში რო ვინახავდი უშალითოდ ერთ თვეში აღარ აქვს ხოლმე, ანუ ხე გაიბერა ტენით !

ციტატა(qarqashadze @ 25th February 2010 - 11:38) *
მე ფენით ვაშრობ გარეცხვის შემდეგ,ეგეც კარგია."ოხოტა ი რიბალკაზე" ვნახე სერგეი ასტახოვის გადაცემაში

ჯობია თანამედროვე უჯანგავი ფოლადის მქონე თოფებში, სხვა შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა დაჟანგვისთვის.
ყველას ჯობია თოფის გაწმენდის შემდეგ ცოტა ხნით დაიდოს ფეჩთან ახლოს, რომ შიგნით არ შერჩეს სისველე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Jul 3 2010, 15:32
პოსტი #9


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




იმდღეს ვნახე მაღაზიაში იარაღის მექანიზმის საპოხი (ტაოტისმაგვარია) და ერთი კითხვა გამიჩნდა. იარაღის მექანიზმი გაპოხილი უნდა იყოს ამით თუ დაზეთვაც საკმარისია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 4 2010, 12:50
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ისე რათქმაუნდა ჯობია დაიზეთოს შიგნიდანაც, მაგრამ იარაღის გახსნა ყველას ენანება, მე არ გავხსნიდი მაგ მიზნით, ჩემ თოფებს ძირითადად უჟანგავი ფოლადის ნაწილები აქვს newsmile090.gif

თუ ერთხელ გახსნილია თოფი მაშინ არ დაგენანოთ და გაპოხთ შიგნიდან.

აი "ავტომატების" მფლობელებს რა გიჭირთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Jul 5 2010, 07:52
პოსტი #11


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Bonehill
მადლობ ბონე სასარგებლო რჩევისთვის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 1 2014, 17:30
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ცოტა ხომ არ გავაქტიუროთ ეს თემა? პირველად ვაკონსერვებ თოფს და რომელი ზეთი ვიხმარო? დიდძალი გარღვევა მაქვს საფულეში და იქნებ არის რამე ბიუჯეტური?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 1 2014, 18:09
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ბიჭებოო რამდენიმე კითხვა მაქვს, ეს ვდ 40 როაროგორც ვიცი წყალგამოცლილი ნავთია და ამასაც ტუტე რეაქციაა აქვს? რაღაც ტუტე ზეთი კი მაქვს ყვითელ ბოთლშია ბალისტა აწერია, მაგრამ მეშინია ეგეთი რაღაეების და თავს ვიკავებ მაგის გამოყენებისგან.

ლულას რომ გავხედავ სინათლეზე კრიალებს მაგრამ ლამფუჭკაზე რომ ვუყურებ ნათითურებივით ჩანს მაგის მოცილება მინდა დავახარჯე ნახევარი ბოთლი ბალისტოლი კიდევ პატარა ბოთლით ბერეტას ზეთი მაგრამ ისევ აქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 1 2014, 21:15
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ლატუნის ჯაგრისი ან "ნიხრომი"-თ უნდა გააშორო თუ დენთის ნამწვი ან ტყვიის ნაგლესი აქვს. ოღონდ მშრალზე არ გაუსვა, ჯერ დაზეთე ლულა სქლად და ისე გაატარე. ვდ 40 დენთის ნამწვის მოსაშორებლად გამოდგება. ეგ საკონსერვაციო არაა. კონსერვაციას რატომ უკეთებ. გადიხარ ქვეყნიდან და თვეში 1 ჯერ ვეღარ გაწმენდ თოფს? თან იმდენი ხეხვაც აღარ სჭირდება. ლულაში სქლად წასმული ზეთი არ დატოვოთ. ზეთიანი ტილოს გატარების შემდეგ პატარა ტილოს მშრალი ნაჭერი გაატარეთ რომ ზეთი თხელ ფენად დარჩეს. ასე უფრო ინახება ლულა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 1 2014, 21:56
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




უიარაღო

ორნაირი საწმენდი მაქვს და + მაგას ქვაბების სახეხით ვხეხავ ხოლმე, მშრალად მითუმეტეს უნდა მოშორდეს მაგრამ ის კვალი მაინცაა ehh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 15:33