კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Closed TopicStart new topic
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა
AlekoN
პოსტი Oct 6 2009, 18:16
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



მგელძაღლები სხვა რამეა და მათ წითელი მგელი რად უნდა დავარქვათ, არ მესმის.
--------------------------------------------------

ირემი და სხვა ჩლიქოსნები როცა საკმაოდ იყო, მგელი არ ეტანებოდა შინაურ პირუტყვს, თუ როგორაა?
ახლა ერთ ირემზე რომ ორასი ან სამასი მგელი მოდის, დავიცვათ მგლები?
და საერთოდ, რამდენჯერ გინახავთ მგელი ბუნებაში? და რამდენჯერ სასროლ მანძილზე?
ეგრე არაა, წახვიდე და "ამოიღო". ჯერ მისული არა ხარ, აქეთ ყევხარ თვალში ამოღებული და ტოვებს ადგილს.
ძველ მონადირეებს კითხეთ, რამდენი მგელი უნახავთ ან მოუკლავთ, ხანგრძლივი სანადირო პრაქტიკის განმავლობაში. მათი გამოცდილება არავის აინტერესებს და ველოსიპედს თავიდან ვიგონებთ.
კი, სოფლებში იყვნენ მონადირეები, რომლებიც მტაცებელზე სპეციალურად ნადირობდნენ და წარმატებითაც, თუმცა მათი რიცხვი მცირე იყო ქვეყნის მასშტაბით.
მგლის დაცვას, ჩლიქოსნების მომრავლებაზე ხომ არ ეზრუნა სამინისტროს? თუ პირველი უფრო ადვილი საქმეა ? - მგელი თავსაც უკეთ უვლის და უკეთაც იცავს.
ფაქტია, რომ მტაცებელსა და ჩლიქოსანს შორის დისბალანსი დიდია. თანაფარდობა მგონი პირიქითაცაა.
გაჭირვებულ გლეხს, მთელი წელი რომ შეჰყურებს საქონელს და მგელი რომ შეუჭამს, სახელმწიფო კომპენსაციას უხდის?
არანაირი დაცვა მგელს არ ჭირდება. ისიც საკმარია, რომ მის მოკვლაზე პრემია აღარ გაიცემა და მასზე სპეციალურად არავინ ინადირებს. დანარჩენ შემთხვევებში მისი მოპოვების ფაქტები მიზერულია. თანაც საქართველოს ირგვლივ მგლის კარგი რეზერვატებია - გინდა ჩრდ. კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, გინდა თურქეთი.
საერთოდაც, ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან.
უბრალოდ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით "ადვილი გამოსავალია", მაგრამ არის კი გამოსავალი??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 6 2009, 19:15
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(AlekoN @ 6th October 2009 - 07:16 PM) *
ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან.

+ 10000000000
ეს უნდა შეიგნოს საზოგადოებამ... პრინციპში საზოგადოებამ უკვე შეიგნო , სხვა რამეა საჭირო.................................................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 6 2009, 21:02
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



AlekoN
Bonehill

მგელი როგორც ზვიგენი ტყის განუყოფელი ნაწილია, მისი სრული მოსპობო ვანდალიზმია.
თუ ვინმე მოსასპობია ამ პლანეტაზე ეს არის HOMO-ერექტიკუსი ანუ იგივე საპიენსის ნათესავი newsmile045.gif
მაგრამ არა საპიენსი...
ბავშვობაში გერმანიში ვცხოვრობდი და თქვენ არ გინახავთ მეტყევეების "უმგლობით" გამოწვეული ცრემლები newsmile045.gif
გარეული ღორი, კურდღელი და შველი ხდება ახლო მდებარე ნათესებისა თუ ნერგების ულევი მტერი...

ჩვენ შემთხვევაში კი მგლის სრულ განადგურებას კი არ უნდა მივყოთ ხელი, არამედ მივხედოთ
ჩლიქოსნების დაცვასა და პოპულაციის ზრდას. მგელთან დაკავშირებით კი მოვითხოვოთ
სამონადირეო ლიმიტი რაიონების მიხედვით... იმჰო, რა თქმა უნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BIGმიშა
პოსტი Oct 6 2009, 21:50
პოსტი #34


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



919

გეთანხმები, მგელი ნამდვილად არის და აქტიური ცხოველია მაგრამ მათზე ნადირობა სრული თუ არასრული დახოცვის წინააღმდეგივარ, უამრავი პრობლემაა და ჯობია მაგაზე იყოს აქტიური საუბარი.



და კიდევ, წინასწარ როყოფილიყო აქ თემა გახსნილი უფრო კარგი იქნებოდა უფრო ბევრი პრობლმას შეიტყობდით ფორუმელებისგან. და შებოჭილებიც არ იქნებოდით newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 6 2009, 22:10
პოსტი #35


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



919
ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება საქართველოში მგლი სრულიასდ მოსპობას, ამის სურვილი არც არავის აქვს თუმცა მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი მისი რაოდენობა......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 6 2009, 22:58
პოსტი #36


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



AlekoN
ციტატა(AlekoN @ 6th October 2009 - 06:26 PM) *
თუ მაგ ნადირის ჩვენში არსებობაზეა საუბარი, მისი შემოყვანის ფაქტებიც უნდა არსებობდეს.
მისი სამშობლო ინდოჩინეთის ტროპიკული ტყეები უნდა იყოს.
"მაუგლიში" რომ არიან წითელი ძაღლები, ეგენია.
ჰოდა, თავიდანვე ზღაპარი იყო ეს ამბავი.

+1000000000000000000
მაგას ვიძახდი ოდითგანვე მარა რაცხა ყველა თავისაზე დგას და ლეგენდას აცოცხლებს

919
ციტატა(Gigs13 @ 6th October 2009 - 10:02 PM) *
ჩვენ შემთხვევაში კი მგლის სრულ განადგურებას კი არ უნდა მივყოთ ხელი, არამედ მივხედოთ
ჩლიქოსნების დაცვასა და პოპულაციის ზრდას. მგელთან დაკავშირებით კი მოვითხოვოთ
სამონადირეო ლიმიტი

რამოდენიმეჯერ გვქონდა მაგ საკითხსე საუბარი სამინისტროსთან...

ჩლიქოსნებს რომ მივხედოთ მტაცებლის ამორება უნდა მოხდეს, ეს კი არაკანონიერია,
ისიც მესმის რომ ნებისმიერი მონადირე დანახვისთანავე არ ტოვებს მომენტს და ადუღებს მგელსაც, ტურასაც და მელასაც,
მაგრამ მაგაზე ცოტა ჩუმათ, არვინ გავიგოოოოოოოოოოოოოოოოოს, უნდა "გაპრავდეს" ამოღება, ისედაც არ არის ბევრი
მონადირე რომელის განზრახ ინადირებს მტაცებელზე და ეგ კულტურაც დასანერგი რომ არის რა უყოთ ამას კანონმა თუ არ შეგვიწყო ხელი?

bigmisha
ციტატა(mishka @ 6th October 2009 - 10:50 PM) *
წინასწარ როყოფილიყო აქ თემა გახსნილი უფრო კარგი იქნებოდა

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=283
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BIGმიშა
პოსტი Oct 6 2009, 22:59
პოსტი #37


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



და რატოა ეს მგელი ასე აქტიური? იმიტორო ცხოველი აღარ დაეჩა ტყეში!!! ჯობია მაგ პრობლემა იყოს აქტიურად დასმული თორე მგელი ეხლა არ გაჩენილა საქართველოში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 7 2009, 00:08
პოსტი #38


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



919
მგლის მოსპობა არც მე მიმაჩნია სწორად.
იმის ახსნა მინდა რომ, საქართველოს პირობებში რომც მოინდომო მგლის ამოწყვეტა, არაფერი გამოგივა.
ქვეყანაში სადაც ბუნებრივი ლანდშაფტები ან უდაბური ადგილები საკმაოდ გვხვდება, ასეთი რამ შეუძლებელია.
ევროპაშიც, იმ ქვეყნებშია მგელი საკმაოდ დიდი რაოდენობით, სადაც ბუნებრივი ტყის დიდი მასივებია (პარკის ტიპის ტყის საპირისპიროდ) - პოლონეთსა და იუგოსლავიაში.
მაშინ ტყეები უნდა გაჩეხო ან გადაწვა, ანუ საარსებო გარემო მოუსპო.
სხვაგვარად, ბავშვური გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ ნადირობით მგლის როგორც სახეობის გადაშენება, შესაძლებელია.
ამის მშვენიერი მაგალითია ჩვენი ქვეყნის საბჭოური წარსულიდან, როცა მგელზე ნადირობა დაშვებული იყო თითქმის ყველანაირი მეთოდით და სტიმულიც მაცდუნებელი იყო - მგონი ასი მანეთის ოდენობის პრემია თითო მგელზე. ზოგი ბუნაგს პოულობდა და მთელ ბუდობას ანადგურებდა...
რუსეთშიც, ამავე პერიოდში, მგელზე ნადირობდნენ ვერტმფრენებიდან, შხამებით, წითელი ალმებით ... მაგრამ ამით პოპულაცია არ გაწყვეტილა, უბრალოდ, მათი რაოდენობა რეგულირდებოდა, რათა სანადირო და სოფლის მეურნეობისთვის შესამჩნევი ზიანი არ მიეყენებინა.
90-იანი წლებიდან მგელის რაოდენობამ საქართველოში მკვეთრად მოიმატა. არავინ აწარმოებს სტატისტიკას, თუ რაიონებში რამდენ პირუტყვს ხოცავს ეს ნადირი. ამ ბოლო დროს სოფლებში შევარდნაც დაიწყეს დღისით-მზისით, არის ადამიანების მსხვერპლიც. იმაზე საუბარიც სასაცილოა, რომ დღეს მგლის პოპულაცია მცირერიცხოვანია ან იკლებს და მის პოპულაციას რაიმე საფრთხე ემუქრება. ამიტომ, მასზე ნადირობის აკრძალვის მიზეზი, ვითომდა დაცვის მიზნით, ყურით მოთრეულია.
მგელს იცავს მისი სმენა, ალღო, მეხდველობა, სიფრთხილე, ტყე და უდაბური ადგილები.
თიანეთში ბავშვი რომ დაკბინა ცოფიანმა და კიდევ ერთი-ორგან, მონადირეები რომ შეკრიბეს და "ამოღებას" რომ შეუდგნენ, ვის რა ფეხები მოსჭამეს? თვალით თუ დაინახეს მაინც მგელი? არაა ასეთი ადვილი მისი მონადირება, პირიქით...

QUOTE (919 @ Oct 6 2009, 10:02 PM) *
ბავშვობაში გერმანიში ვცხოვრობდი და თქვენ არ გინახავთ მეტყევეების "უმგლობით" გამოწვეული ცრემლები newsmile045.gif
გარეული ღორი, კურდღელი და შველი ხდება ახლო მდებარე ნათესებისა თუ ნერგების ულევი მტერი...

ამ ცხოველების რაოდენობის რეგულირება სულ თავისუფლად შეიძლება ნადირობით.
თუმცა ისიც მჯერა, რომ მათი სიმჭიდროვე სავარგულებში შეიძლება ზედმეტიც იყოს.
მემგონი, გერმანიაში, სანადირო მეურნეობები და მეტყევეები უჩვენოდაც გაარკვევენ ურთიერთობებს.
აი მგელი კი არ შეყავთ, არც მაგათ და არც ინგლისელებს.

QUOTE (bigmisha @ Oct 6 2009, 11:59 PM) *
და რატოა ეს მგელი ასე აქტიური? იმიტორო ცხოველი აღარ დაეჩა ტყეში!!! ჯობია მაგ პრობლემა იყოს აქტიურად დასმული თორე მგელი ეხლა არ გაჩენილა საქართველოში

იმიტოა აქტიური რომ, რამდენჯერმე მეტია, ვიდრე 20-25 წლის წინ.
მაშინ მგლის მოკვლა ნებადართული იყო და ახლა - არა. კომიკური სიტუაციაა არა?
სხვათაშორის არც ჩლიქოსნები ფუთფუთებდნენ მაშინ ტყეებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 7 2009, 00:27
პოსტი #39


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ვიტო @ Oct 6 2009, 11:58 PM) *
ჩლიქოსნებს რომ მივხედოთ მტაცებლის ამოღება უნდა მოხდეს, ეს კი არაკანონიერია,

ეს კანონი ამათი მოგონილი არ არის? ათ მცნებაში ხომ არ წერია? ცოტაა უაზრო კანონი? რამდენიც გინდა...

ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია - ნურავის ეწყინება და ესაა სანადირო საქმეში დილეტანტიზმი.
იმიტომ, რომ სამინისტროში არ არსებობს ნადირობის დეპარტამენტი, სადაც იმუშავებდნენ პროფესიონალი ნადირობათმცოდნეები, ზოოლოგები და მონადირეები. მათთვის დიდი ხანია ნათელია რომ, მტაცებლებიდან, მართლაც გაფრთხილება სჭირდება: ჯიქს, ფოცხვერს, წავს, დათვს, და არა სარანჩასავით გამრავლებულ ტურას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 7 2009, 09:00
პოსტი #40


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



AlekoN

ევროპის ის ქვეყნები, სადაც მგელი და ზოგან დათვიც კი არის ამოღებული უკვე მუშაობენ მათი ისევ მომრავლების საკითხზე, ამიტომ რა იდიოტიზმიც ჩაიდინეს არ არის აუცილებელი იგივე საქართველომაც გაიმეოროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგლის ამოღება არ უნდა ხდებოდეს....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შარკი
პოსტი Oct 7 2009, 18:15
პოსტი #41


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




AlekoN
ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკაცრავად პატივცემულო, მაგრამ ეს აბსურდია.

სწორედ ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩლიქოსნები არანორმალურად გამრავლდნენ არის მგლების გაწყვეტის არასწორობის და კიდევ იმის დამადასტურებელი, რომ ფაუნას უჭირს. არსებობს ასეთი ცნება - ბიომრავალფეროვნებითი ბალანსი და ბუნება ამ ბალანსს ადამიანის იდიოტური ჩარევის გარეშეც სავსებით კარგად და სწორად იცავს. ჩარევა კი სწორედ მგლების გაწყვეტა იყო, რის გამოც იგივე გერმანელები ჩვენთან ურთიერთობაში დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ ეს სრული სისულელე და ავანტიურიზმი იყოო.

AlekoN
იმიტომ, რომ სამინისტროში არ არსებობს ნადირობის დეპარტამენტი, სადაც იმუშავებდნენ პროფესიონალი ნადირობათმცოდნეები, ზოოლოგები და მონადირეები. მათთვის დიდი ხანია ნათელია რომ, მტაცებლებიდან, მართლაც გაფრთხილება სჭირდება: ჯიქს, ფოცხვერს, წავს, დათვს, და არა სარანჩასავით გამრავლებულ ტურას.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამინისტროში არსებობს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, რომელიც პროფესიონალ მონადირეებთან შეთანხმების გარეშე ლამის არცერთ გადაწყვეტილებას არ ღებულობს. თავად ვყოფილვარ ამის მოწმე არაერთხელ და ასეთ უაპელაციო განცხადებებს არ გავაკეთებდი თქვენს ადგილას.

AlekoN
ეგ წითელი მგელი გინახიათ ვინმეს? სურათზე, რათქმაუნდა, თორემ ჩვენთან მეეჭვება ვინმეს ენახა.
---------------]

არავითარი წითელი მგელი საქართველოში არავის არ შემოუყვანია. თავად ეს სახელწოდება ხალხის შერქმეულია და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ წითელ მგლებთან, რომლებიც საქართველოში არასდროს ბინადრობდნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 7 2009, 18:23
პოსტი #42


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შარკი

+1

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=823 - ეს ამბავი გამოვა თუ არა თუნდაც მისი რაიმე სახეცვლილებით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათო ბუ
პოსტი Oct 7 2009, 20:49
პოსტი #43


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 274
რეგისტრ.: 4-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisisaburtalos 33



ცოტა სხვა ფერი აქვს სულმთლად წითელი არ არის, შეიძლება სურათიც დავდო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 7 2009, 21:04
პოსტი #44


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ბესო @ Oct 7 2009, 10:00 AM) *
AlekoN

ევროპის ის ქვეყნები, სადაც მგელი და ზოგან დათვიც კი არის ამოღებული უკვე მუშაობენ მათი ისევ მომრავლების საკითხზე, ამიტომ რა იდიოტიზმიც ჩაიდინეს არ არის აუცილებელი იგივე საქართველომაც გაიმეოროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგლის ამოღება არ უნდა ხდებოდეს....

კომუნისტების დროს დიდი პრემიები გაიცემოდა მგლის ტყავზე ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ რა ... გაწყვიტეს?
შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში იგივეს იმეორებდნენ 70 წლის განმავლობაში და ამით მხოლოდ დაარეგულირეს მგლის რაოდენობა.
რომც დაუშვან მგელზე ნადირობა, ამიერიდან ისეთი პრესი ვეღარასდროს იქნება ამ ცხოველზე, როგორც მაშინ, იმიტომ რომ, მასზე სპეციალურად არ ინადირებს არავინ.
ნუ შეადრი ჩვენს ბუნებრივ პირობებს, მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ტყე-პარკებს.
კავკასიაში, რუსეთში, პოლონეთში და მსგავს, ბუნებრივი ლანშაფტებით მდიდარ ქვეყნებში, მგელს მოსპობის საფრთხე არ ემუქრება.
მგლის "დაცვაზე" საუბარი და "მიღებული ზომები" დროის ფუჭი ხარჯვა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა მხოლოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 7 2009, 22:16
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (შარკი @ Oct 7 2009, 07:15 PM) *
სწორედ ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩლიქოსნები არანორმალურად გამრავლდნენ არის მგლების გაწყვეტის არასწორობის და კიდევ იმის დამადასტურებელი, რომ ფაუნას უჭირს. არსებობს ასეთი ცნება - ბიომრავალფეროვნებითი ბალანსი და ბუნება ამ ბალანსს ადამიანის იდიოტური ჩარევის გარეშეც სავსებით კარგად და სწორად იცავს. ჩარევა კი სწორედ მგლების გაწყვეტა იყო, რის გამოც იგივე გერმანელები ჩვენთან ურთიერთობაში დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ ეს სრული სისულელე და ავანტიურიზმი იყოო.

ის რომ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სანადირო სავარგულებში ჩლიქოსნების სიმჭიდროვე ოპტიმალურზე მაღალია, ძირითადად, სანადირო მეურნეობის განვითარების ინტენსიური ხასიათისა და მაღალი სანადირო კულტურის შედეგია. გარეულ ჩლიქოსნებს ისე უვლიან და კვებავენ, ჩვენთან ბევრი შინაურ პირუტყვს რომ ვერ მიხედავს... რომ დასჭირდეთ, თავისუფლად შეამცირებენ მათ რიცხვს - ან ნადირობის კვოტას გაზრდიან და ან შეუწყვეტენ დამატებით კვებას (განსაკუთრებით ზამთარში). ანუ, ძვირფასი სანადირო-სარეწაო ცხოველების მაღალი რიცხოვნება ხელოვნურად და სავსებით შეგნებულადაა გაზრდილი და შენარჩუნებული. მეტი ნადირი - მეტი ნადავლი - მეტი შემოსავალი, ესაა სანადირო მეურნეობების მოტივაცია. ეს ინფრასტრუქტურა კარგადაა აწყობილი ამ ქვეყნებში - გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი. აქ არავინ მოინდომებს მგლების გამრავლებას და ჩლიქოსნების რაოდენობის მათი მეშვეობით დარეგულირებას.
გერმანელმა მწვანეებმა შეიძლება უარესებიც თქვან...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:24