შავი ზღვის ორაგული, Salmo labrax-Черноморский лосось |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შავი ზღვის ორაგული, Salmo labrax-Черноморский лосось |
Oct 7 2009, 11:43
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 348 რეგისტრ.: 18-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შავი ზღვის ორაგული-Salmo labrax-Черноморский лосось
ბინადრობს შავ ზღვაში, შემოდის საქართველოს ზოგიერთ მდინარეში. ზოგიერთ ინდივიდს სხეულზე ლაქები არა აქვს. აღწევს 110 სმ-ს და 24 კგ-მდე. ზღვაში იკვებება თევზებით (ქაფშია, ქარსალა და სხვა) და უხერხემლო ცხოველებით. მეორე, კასპიის ორაგული რომელიც მინგეჩაურის აშენებამდე შემოდიოდა მტკვარში, გაქრა და ამიტომ მასზე ყურადღებას აღარ შევაჩერებ. |
|
|
Dec 25 2009, 14:30
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Salmo trutta labrax Pallas
შავი ზღვის ორაგული საქართველოს დაკარგული დიდება. იმ ძველ და კარგ დროს ყველა მეთევზეს ყავდა "ნივა" მაგრამ მახუტის "ნივაც" ყავდა და "ვილისიც" მაგას ძაღლიც ყავდა ყოველთვის შიგადაშიგ კი მიმინო ზღარბი კუ ერთხელ სულაც დათვის ბელი მოიყვანა "მალიში" დაარქვა და საძაღლესთან დააბა ჯვარზე გააკრა მოკლედ მესამე დღესვე თავი ჩამოიხრჩო "მალიშმა" ძაღლსაბელში აიბურდა გუმისტიპირა ფერდობზე დავმარხეთ მხოლოდ კოტიკომ შეძლო ტირილი - მალიშ მალიშოო ჩასძახოდა საფლავში კოტიკოს ამბავს მოგიყვებით ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდით თევზობანას მე ხომ ისედაც ღორჯო ვიყავი ჩემი ძმა, მასე, წვერა იყო იურა - კეფალი კოტიკო კი ორაგულობას იბრალებდა მამამისიც უდასტურებდა "შენა ხარ ჩემი ორაგულიო" ერთ მშვენიერ დღეს კოდორზე დაუჭირა კიდეც მოუყვანა ხელში ააყვანინა და მერე მეგობრებთან ერთად შეჭამა. მამა კოტიკოს ორაგულად თუ არა საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტად ზრდიდა დაყავდა ბოქსზე აკითხებდა "ვეფხისტყაოსანს" (მეოთხე კლასში) უყვებოდა ათასნაირ ყურმოკლულ ამბებს თევზებზე და ტყის არსებებზე: ხუთი წლის წინათ პირისპირ როგორ შეეჩეხა უკანა თათებზე შემდგარ უზარმაზარ დათვს როგორ იღრიალა და შიშისგან როგორ მომენტალურად აეშალა კუჭი ორივეს როგორ ეფერებიან ერთმანეთს მაგიდისხელა ორაგულები კოდორში ქვირითობისას ამ დღეს თურმე ლათელი მეგრელები მთელი წელი ელოდებიან ადგილებიც წინასწარააქვთ შეგულებული ჩიტებივით შემოსხდებიან მდინარისპირა რთხმელებზე ხელში ბარჯებით და ზუსტად ორგაზმის დროს (ამ დროს თურმე ორაგულები ბრმავდებიან ყრუვდებიან ნირვანაში გადიან და სიცოცხლის ყველანაირ სურვილს კარგავენ) ახტებიან თავზე თევზებს. მაგრამ კოტიკომ რა იცოდა ორგაზმი მაშინ მერე როცა წამოვიზარდეთ თევზები ჩვენც გავმეთევზდით ერთხელ ორწყალში შუაღამით ვითევზავეთ გუმისტისპირა ჩანჩქერის ქვეშ სამი ბიჭი სამი ფარანი ღორჯო წვერა, ორაგული, სამი ფარანი. ხის საცალფეხო ხიდიდან მხოლოდ ფარნის სამი მთვარე ჩანდა სამი საგანგებოდ გაწვრთნილი ჭია სამ ნემსკავზე ხელში ძუა და სუნთქვაშეკრული მოლოდინი ვინ იგრძნობს პირველი თევზის გულისცემას საჩვენებელი თითისგულზე მერე კოტიკომ დაიძახა "ვაი" და წყალში ჩავარდა ჩვენც შიშისაგან ჩაგვიცვივდა წყალში ფარნები სამივე მთვარე ჩაგვიქრა და ავტეხეთ ყვირილი "გვიშველეთ, გვიშველეეთ" კოტიკოც იგივეს იძახდა ხიდისქვეშიდან ოღონდ ყოველი მარცვლის შემდეგ "ბულ-ბულ"-ს აყოლებდა უცებ ტყიდან ფაჩუნის ხმა მოგვესმა სუნთქვა შევიკარით ვაითუ მგელი ვაითუ რაღაც კიდევ სხვა..... მერე ნელნელა ორი შუქი გამოჩნდა მტაცებლის ორი თვალივით ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი (იქნებ შიშისგან მოგვეჩვენა კიდეც) წვეროსანი ჭაღარა რუსი გამოვიდა ტყიდან ერთ ხელში სანთელი მეორე ხელში ორლიტრიანი მანათობელი შუშის ქილა ეჭირა ჩვენ არც შეგვიმჩნია ხიდზე დადგა წარმოთქვა "ВО ИМЯ ОТЦА И СЫНА И СВЯТОГО ДУХА" შუშის ქილას თავი მოხდადა და იქიდან ათასობით ციცინათელა ამოფრინდა არცერთს ხმა არ ამოგვიღია რუსი უსიტყვოდ ისევ ტყისკენ შეტრიალდა მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავდით ერთმანეთს კოტიკოსაკენ ჩავიხედეთ და დავინახეთ როგორ იდგა წყალში რაღაც მისი მსგავსი და ხელში ახალშობილივით ეჭირა მთვარისფერი ორაგული. ასეა ეს. |
|
|
Feb 2 2010, 11:54
პოსტი
#3
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 1-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი |
შავი ზღვის ორაგული დღესაც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და თქვენი მონა-მორჩილი ხშირად მოინადირებს...გაზაფხულზე,მარტ
|
|
|
Jun 16 2010, 12:57
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 130 რეგისტრ.: 2-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ის თუ იცით მდინარეზე მაღლა ადის ეს თევზი თუ არა
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:10 |