დათვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
დათვი, კავკასიური მურა დათვი
ზახარა
პოსტი May 18 2009, 21:20
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი








მურა დათვი
ეკუთვნის დათვების ოჯახს საქართველოში გხვდება ორი სახეობა კავკასიური მურა დათვი და სირიული მურა დათვი.
აღწერილობა:სხეული მასიურია,სიგრძით 2მ,წონა 300 კგ.თავი განიერია,კისერი მსხვილი და მოკლე,ყურები შედარებით პატარაა დამრგვალებული,თვალები პატარა,კუდი მოკლე,ფეხები ძლიერია და მასიური.ხუთთითიანია და აღჭურვილია მუქი ყავისფერი მოღუნული ბრჭყალებით,ბეწვის შეფერადება მურა-ყავისფერია.სირიული ქვესახეობა ხასიათდება სხეულის უფრო ბაცი,მოყვითალო შეფერილობით და ღია ფერის ბრჭყალებით.
გავრცელება: ევროპა. აზია (ტროპიკების გარდა), ჩრდილოეთ ამერიკა. საქართველოში დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთები, თრიალეთის, ქართლ-იმერეთის, გურია-აჭარის, აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის ქედებსა და მათ განშტოებებზე. გვხვდება ზღვის დონიდან 4000მ სიმაღლეზე.
ცხოვრების ნირი:მთისა და ჭალის ტყეების ბინადარია.გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში ცხოვრობს ტყის ზემო სარტყელში და სუბალპურში,აგვისტოში გვხდება ალპურ მდელოებზეც.შემოდგომაზე ველური ხილის მომწიფებასთან დაკავშირებით,დათვები თავს იყრიან ტყის ქვედა სარტყელში.ბუნაგს იკეთებს მღვიმეებში,კლდეთა ნაპრალებში და სხვა ბუნებრივ თავშესაფარ ადგილებში.იკვებება მრავალგვარი მცენარეული და ცხოველური წარმოების საკვებით,არ თაკილობს მძორის ჭამასაც.ხშირად აზიანებს სიმინდისა და ხორბლის ნათესებს,აქტიურია დღე ღამის განმავლობაში,თუმცა ადამიანის საცხოვრებლის ახლოს საკვების მოსაპოვლებლად გამოდის ღამით.საქართველოს პირობებში ზამთრის ძილქუშს ეძლევა მხოლოდ განსაკუთრებულად ცივსა და თოვლიან ზამთარში,ჩვეულებრივ არ იძინებს მთელი ზამთრის განმავლობაში.
მძუნაობა ეწყება ივნიში.მაკეობის ხანგრძლივობა 7 თვემდეა,მდედრი შობს 1-2,იშვიათად 3 თვალებაუხელელ ნაშიერს,რომლებსაც თვალები ეხილებათ 30 დღის შემდეგ.სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წლამდეა.
სამეურნეო მნიშვნელობა:იძლევა ტყავს და ხორცს,ბეწვი უხეშია.ტყავს იყენებენ ქურქების შესაკერად და იატაკზე დასაფენად.ზოგან მოაქვს ზარალი სიმინდისა და სხვა ნათესების დაზიანებით და შინაურ პირუტყვზე თავდასხმით.
დათვის მოსაპოვლებლად საჭიროა იაკანით ან მრგვალი ტყვიით დატენილი სანადირო თოფი ან მსხვილყალიბიანი შაშხანა. დათვზე ნადირობა აკრძალულია.
ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია და
ბავშვების მიერ განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 26 2009, 14:22
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პატივცემულო ფორუმელებო, თემა დროებით იხურებ, სანამ ნადირობის მეთოდები არ დაიწერება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 10:39