გარეული ღორი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
გარეული ღორი, აღწერილობა და ნადირობის წესები
Davitus
პოსტი Dec 10 2010, 22:27
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ფორუმზე მსგავსი შემეცნებითი თემების ნაკლებობის გამო, გადავწყვიტე ამ მცირე სტატიის დაწერა. სამწუხაროდ ჩემი გამოცდილება მწირია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი ნიუანსი თუ ფაქტორი რაც მე გამიგია, მინახია
და მომისმენია წლების განმავლობაში, ბევრი საკმაოდ პროფესიონალი მონადირისგან, აგრეთვე სხვადასხვა ელეკტრონული თემების და ენციკლოპედიების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციით, ვეცდები ტახზე ნადირობის თავისებურებები ამ მცირე
სტატიის მეშვეობით გადმოგცეთ. ამ პატარა სტატიით ღორზე ნადირობის სრულყოფილი ცოდნის მიღება შეუძლებელია, ეს სტატია უფრო მოთელვითი ხასიათისაა და დამწყებს წარმოდგენას შეუქმნის თუ რა ხილია გარეულ ღორზე ნადირობა




გარეული ღორი (Sus scrofa Linnaeus) მიეკუთვნება წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვარების რიგს(Artiodaqtyla) ღორისებრთა ოჯახს(Suidae), სხეულის სიგრძე საშუალოდ 1,5 დამ 2 მ-მდე ვარირებს, წონა 200-350 კგ-ს ფარგლებაში.გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.საქართველოში მობინადრე ქვესახეობაა Sus scrofa attila, რომელიც უკვე არც ისე მრავალ ადგილას გვხვდება.




ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით ან მარტოც (საქართველოში სხვილად, კოლტების იშვიათად არის).

გარეული ღორი დეკემბერ-იანვარში მაკეობს. აპრილ-მაისში შობს 5-12 (თორმეტს იაშვიათად) გოჭს მაკეობა 120 დღემდე გრძელდება. გარეული ღორი საზღვარგარეთ სანადირო-სარეწაო ობიექტია.

გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია.საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს ალაზნის ჭალის ტყეებში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის რაიონებში, ახალციხის რაიონში, ზამთარში არის დაღესტნიდან გადმოსვლის და უკანონო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევებიც : )))

საინტერესოა ის ფაქტი რომ საქართველოში, გარეულ ღორს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: მაგ. მამალ ღორს - ტახი, ეშვი. დედალს- ქუბი,ნეზვი,ღეჯი. მოზრდილს- ბურვაკი, ნაზარდა, თელი

საქართველოს ფარგლებში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი და ჯაგარი. თუმცა ამჟამად გარეულ ღორზე ნადირობა აკრძალულია,
თუ არ ჩავთვლით მხოლოდ კერძო სანადირო მეურნეობებს.


გარეული ღორზე ძირითადად ნადირობენ ცეცხლსასროლი იარაღით, არბალეტით და მშვილდითაც შეიძლება, მაგრამ საქართველოში ასეთი რამე არ ხდება.ღორზე ისევთივე ტიპის ნადირობის მეთოდები გამოიყენება როგორიც სხვა ნებისმიერ ჩლიქოსნებზე.

ძირითადად, ღორზე ნადირობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, აქ მოვიყვან ზოგიერთ მათგანს. ეს არის : მიპარვით ნადირობა, ჩასაფრებით ნადირობა, ძაღლებით ნადირობა და სარეკით ნადირობა

მიპარვით ნადირობა:

ამ მეთოდს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, რადგან მიპარვისთის საჭიროა, ცხოველი შეამჩნიო ან ჭამის დროს ან წოლის დროს, სათანადო განათების პირობებში, ანუ დღის შუქზე, ღამე მიპარვა უბრალოდ აბსურდია... გარეული ღორი კი როგორც ბევრისთვის ცნობილია ძირითადად ღმის ცხოვრებას ეწევა და იკვებება ღამით, დღე კი ღორის გამოკვების ადგილის პოვნა ძალიან ძნელია, რადგან ძირითად საკვებ ადგილს, სადაც დიდხანს ჩერდება, მიაკითხავს ხოლმე საღამოობით ან ღამე. ამიტომ მიპარვით ნადირობა
უფრო შემთხვევით მოხვედრაზე (კვების დროს ღორი საკმაოდ ხმაურობს, ამიტომ ღამით სიარულის დროს შეიძლება მონადირე გადააწყდეს შორ მანძილზე მოვახშმე ღორის კოლტს) და მონადირის პროფესიონალიზმზე მეტყველებს, რადგან თუნდაც ჭამით გართულ ღორთან მიპარვა, სასროლ მანძილზეც კი საკმაოდ ძნელია. ღორს ძირითადად განვითარებული აქვს არა მხედველობის არამედ ყნოსვის და სმენის ორგანოები ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, რომელიც მთლიანად მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს (ღორს მხედველობა სუსტად, მაგრამ მაინც აქვს განვითარებული, ისე რომ რამდენიმე მეტრში საფრთხე შეამჩნიოს) არამედ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მონადირის დეოდორირება (ყველანაირი სუნის გამომცემი ფაქტორის მოშორება) ქარის და ნიავის მიმართულების განსაზღვრა, და ისეთ ზედაპირზე გადაადგილება რომელიც არ გამოსცემს ხმაურს...
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლებელია გადავლახოთ ის მინიმალური მანძილი რაც მოგვცემს სროლის საშუალებას...
ტანსაცმელს დიდი მნიშვნელობა აქვს რომ არ ასდიოდეს რაიმე სპეციფიური სუნი, ღორი კარგად გრძნობს თამბაქოს და ნიკოტინის სუნსაც, ლაპარაკი არ მაქვს საერთოდ სუნამოებზე (თუმცა ზოგიერთი მონადირე, ტყეშიც კი იყენებს სუნამოს : ))) )

დიდი მნიშვნელობა აქვს ოფლის ფაქტორს,მიპარვის დროს მაქსიმალური მცდელობა უნდა გამოვავლინოთ და მსგავსი არტეფაქტები გამოვრიცხოთ. ყველაზე ადვილი, მისაპარად მწოლიარობის პერიოდია, მაგრამ ღორის მოსვენების ადგილის
პოვნა საკმაოდ რთულია. ჭამის დროს ღორი ბევრად უფრო ფრთხილია ვიდრე წოლის დროს.
საკმაოდ განვითარებული სმენის გამოც, მიპარვის დროს მაქსიმალურად გასათვალისწინებელია ჩუმი გადაადგილება, მე ვიცი მონადირეები რომლებიც მიპარვის დროს ფეხზე იხდიან, მიწით ან ტალახით იზელენ ფეხს : )) (მე სასაცილოდ არ მეყო ეს ფაქტი, წარმოვიდგინე რომ ძალიან მაგარი სუნი ასდით ფეხზე) და ისე მიდიან, იძახიან რომ
ფეხშიშველი თუნდაც ხმელ ტოტებზე დაბიჯება უფრო "რბილ" ხმაურს იწვევს ვიდრე ფეხსაცმლით

ჭამის პროცესი გარეულ და შინაურ ღორს მსგავსი აქვს, ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება ის არის რომ, ჭამის პროცესში (ალბათ შინაურ ღორს დაკვირვებიხართ) მისი კუდი მუდამ მხიარულ მოძრაობაშია, საკმარისია ღორის ყურადღება რაიმე ფაქტორმა მიიპყროს
კუდი იმ წამსვე წყვეტს მოძრაობას და შეშდება ანტენასავით, ამ დროს სულაც არაა აუცილებელი ღორმა ჭამა მიატოვოს, მაგრამ კუდი გვანიშნებს რომ ღორის ყურადღება რაღაცამ მიიპყრო და ის ჭამის გარდა
სხვა "დაზვერვით ოპერაციებსაც" ატარებს. ამიტომ მიპარვის დროს, პარალელურად აუცილებელია ჭამით გართული ღორზე თვალყურის დევნება, თუ კუდი არხეინად მოძრაობს ე.ი. ღორი ჭამაშია გართული, თუ გაჩერდა ე.ი. ღორმა ყურადღება რაღაცაზე გადაიტანა, ამ დროს მიპარვა უნდა შეწყდეს და მონადირე ერთ ადგილას უნდა გაშეშდეს, მანამ სანამ სანადირო ობიეკტს სხვა ინტერესი არ გაუქრება და თავის საჭმლით მიღებულ სიამოვნების შეგრძნებაზე არ დადაიტანს მთელ თავის ყურადღებას და ისევ არ დაიწყებს კუდის თამაშს. შესაძლოა ნადირმა წამის პროცესი უცებ შეწყვიტოს, თავი მაღლა ასწიოს და აქეთ-იქით დაიწყოს ყურება, ასეთი მანევრი ხშირ შემთხვევაში, სულაც არ ნიშნავს რომ ღორმა საფრთხე იგრძნო და ჩვენი მიპარვის მცდელობა კრახით დასრულდა, უბრალოდ მოთმინებით უნდა დაველოდოთ როდის გააგრძელებს ისევ თავის საყვარელ საქმიანობას.

გარეული ღორის საზრიანობაზეც ბევრი მონაყოლი არსებობს, ისეთ ადგილებში სადაც ნათესებია და საშიშროება არსებობს რომ ღორმა გაანადგუროს მოსავალი,შესაშინებლად დარაჯი, გარკვეული დროის დადგომისას იწვევს ხელოვნურ ხმაურს, ძირითადად
ლითონის ჟღარუნით, დაფაზე რახუნით ან სხვა მსგავსი მეთოდებით ცდილობენ ცხოველის დაშინებას, თუმცა გარეული ღორისთვის ეს ხმიანობა სულაც არ არის ხოლმე შიშის ფაქტორი და გარკვეულ ორიენტირსაც წარმოადგენს, თუ სად შეიძლება იყოს მოდარაჯე და რომელი ადგილი შეარჩიოს ნათესებში მოსახვედრად, ყოფილა შემთხვევა როდესაც მონადირეები საფრდებოდნენ ისეთ
ადგილებში სადაც კარგად იყო მოჩვეული ღორი, "ხელი რომ არ შეეშალათ" დარაჯები იმ ღამეს აღარ "ხმაურობდნენ", ასეთი ნადირობა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა რადგან ღორი იმ ღამეს არ მოდიოდა, საეჭვოდ მიაჩნდა ის რომ ჩვეული ხმიანობა არ ესმოდა, რითაც ის ორიენტირებდა.

ამ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების გამო, მისაპარი მანძილი საკმაოდ დიდი გამოდის, მაგალითად გლუვით სასროლ მანძილზე მიპარვა (მიპარვისას გლუვლულიანით სასროლი მინიმალური მანძილი 50 მეტრს არ აღემატება) პრაკტიკულად შეუძლებელია, ამიტომ აქ გვადგება ხრახნილლულიანი იარაღი, საშუალო კალიბრი როგორიც არის:
5,45×39მმ, 7,62×39 მმ, 5,56×45 მმ ღორზე სანადიროდ არ არის მიზანშეწონილი, უფრო ძლიერი კალიბრები გამოდგება როგორიცაა: .308 ვინ 300ვინმაგი, 30 06, 7,62X54 და ა.შ.

იმის გამო რომ გარეული ღორის "დაგდება" არც ისე ადვილია, და დაჭრილი ცხოველი ძალიან საშიშია, აგრეთვე რომ არ დავკარგოთ დაჭრილი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად უნდა ვესროლოთ მსხვერპლს, რომ დავაზიანოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. ცხოველის სასიკვდილო ზონა, არის თავი, კისერი და გულმკერდის მიმდებარე ტერიტორია,




ტანის სხვა ნაწილში სროლას აზრი არა აქვს, ყველასთვის ლოგიკურია ის ფაქტი რომ სასიცოცხლო ორგანოები ყველა ცხოველს ერთნაირად გარკვეულ ადგილას აქვს განლაგებული, მაგრამ გამომდინარე გარეგანი აგებულებით და სხვადასხვა მორფოლოგიური თავისებურებებით გარეგანი ვიზუალიზაცია ყოველთვის არ გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ სროლისათვის ასარჩევი ზუსტი წერტილი, რომელიც გარანტირებულ შედეგს მოგვცემს




გაგრძელება იქნება..


(სახელდახელოდ დაწერილი გარკვეული რაოდენობის მასალა, სამწუხაროდ წამეშალა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Danelli
პოსტი Dec 13 2010, 13:42
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 330
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus, მართლა ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი თემა. მართალი გითხრათ ბიჭებო, მე პირადად არასოდეს არ ვარ ნამყოფი გარეულ ღორზე სანადიროდ, არადა მაგრად მინდა, ნუ იმაზე აღარ ვამბობ რომ ლიცენზიას არანორმალური ფასი და პირობები აქვს (მაგალითად ე.წ. თოფაძის ნაკრძალში)
ერთი ძველი მონადირე მიყვებოდა რომ 70-იან წლებში, სადღაც ლაგოდეხის მიდამოებში ღორი მოვკალითო, და რომ გავატყავეთო უკანა ფეხში და ხერხემალთან ახლოს 4 ცალი 9-ანი კარტეჩის ბურთული ჰქონდა მოხვედრილიო და კისერთანო ჟაკანი, ყველა ეგ საგანი მთლიანად ქონის კაპსულებში იყო მოქცეულიო, როდის და ვინ ესროლა გაუგებარია, აქვე დაამატა რომ ეგ ღორი მათ მიერ მოკლული იქნა მაშინ ახალი გამოსული და ნაყიდი კარაბინით "საიგა".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 13 2010, 17:48
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დავით კარგი სტატია გამოგივიდა!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
ფროუმზეც და კლუბის წევრებიშიც დარწმუნებული ვარ გამოცდილი მონადირეები არიან და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებაც შეუძლიათ, მაგრამ სამწუხაროა რო სტატიები ხშირად არ იწერება!
დავით xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Feb 18 2011, 15:33
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მიპარვით ნადირობა ღორზე შეუძლებელია არ არსებობს ღორს მიეპარო ეფექტურია სარეკი და ხეზე დაყარაულება (პანტაზე მაგალითად ან წყლის პირზე) თოფაძის ნაკძალში რო ღორებია ეგ ჩვეულებრივი ქარტულა ღორია თითონ უშვებენ ხომე ეხლა ჭიაურის ნაკძალშიც გაუშვეს (ალაზნის ტყე ლაგოდეხს ეკუთვნის) ტყემალაძემ იყიდა მტლიანათ შემოღობეს ნამდვილი ღორი არცერტი აღარ იყო ბოლოს მაგ ტყეში ხორცი მარტო ბურვაკის და ნეზვისა კარგი დანარჩენი რ ვარგა მაგარია და არაფრის გემო არააქ, დედალი როცა ფრახობს მამალი კილომეტრზე იგებს სუნს, ერტი და ორი ძაღლი ღორს საყარიდან ვერ აგდებს როცა წამოვარდება ისეთ სისწრაფეს ანვითარებს სროლა ძალიან ძნელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Feb 18 2011, 18:23
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(alika77 @ Feb 18 2011, 16:33) *
მიპარვით ნადირობა ღორზე შეუძლებელია არ არსებობს ღორს მიეპარო ეფექტურია სარეკი და ხეზე დაყარაულება (პანტაზე მაგალითად ან წყლის პირზე) თოფაძის ნაკძალში რო ღორებია ეგ ჩვეულებრივი ქარტულა ღორია თითონ უშვებენ ხომე ეხლა ჭიაურის ნაკძალშიც გაუშვეს (ალაზნის ტყე ლაგოდეხს ეკუთვნის) ტყემალაძემ იყიდა მტლიანათ შემოღობეს ნამდვილი ღორი არცერტი აღარ იყო ბოლოს მაგ ტყეში ხორცი მარტო ბურვაკის და ნეზვისა კარგი დანარჩენი რ ვარგა მაგარია და არაფრის გემო არააქ, დედალი როცა ფრახობს მამალი კილომეტრზე იგებს სუნს, ერტი და ორი ძაღლი ღორს საყარიდან ვერ აგდებს როცა წამოვარდება ისეთ სისწრაფეს ანვითარებს სროლა ძალიან ძნელია

ყველაზე შედეგიანი მითუმეტეს მარტო კაცისთვის თოვლიან კვალზე მიყოლით მიპარვაა ზუსტად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Feb 18 2011, 23:15
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მარტო კაცს რო მოეკლას ღორი არ გამიგია მონადირეებისგან მართალი გითხრა შეიძლება მარა მიგიშვებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 18 2011, 23:47
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



alika77

ჩვენტან მიპარვით არავინ ნადირობს... საზღვარგარეთ რამდენიც გინდა... თუნდაც რუსეთში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Feb 19 2011, 07:40
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(Davitus @ Feb 19 2011, 00:47) *
alika77

ჩვენტან მიპარვით არავინ ნადირობს... საზღვარგარეთ რამდენიც გინდა... თუნდაც რუსეთში

მასე ჩვენთან საერთოდ აკრძალულია ღორის მოკვლა newsmile035.gif ეს ჩვენ არ ვნადირობთ ასე თორემ , მთაში ადგილობრივები ზუსტად ასე კვალზე მიყოლით ნადირობენ დაწოლილ მძინარ ღორს ზედ ისე ადგებიან და აძინებენ სამუდამოდ, გამოფხიზლებასაც ვერ ასწრებს newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bero
პოსტი Feb 22 2011, 02:48
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 12-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საიბტერესო სტატიაა დავით ..

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 22 2011, 08:18
პოსტი #10


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(alika77 @ Feb 19 2011, 00:15) *
მარტო კაცს რო მოეკლას ღორი არ გამიგია მონადირეებისგან მართალი გითხრა შეიძლება მარა მიგიშვებს?

ყველაფერი ხდება, მე ბევრი ვიცი მარტო რომ კლავდა ტახებს, ძირითადათ ჩასაფრებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Feb 22 2011, 09:24
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩასაფრება ანუ "სიდეიკა" სხვა არის და თოვლში კვალზე მიპარვა სხვა არის,
ამ ბოლო დროს მომიყვნენ, კვალზე რომ მიყვებოდა მარტო მიდგომია ჯოგს
და თავისი ცალპირათი რომ უსვრია ყვერები მოაგლიჯა ორი მუშტის სიმსხო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 22 2011, 09:26
პოსტი #12


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიზოვიჩი

რაღა უკანალში ესროდა მაინცდამაინც newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Feb 22 2011, 09:28
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დავით, რომ გარბოდა ალბატ იქ მოხვდა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 22 2011, 10:16
პოსტი #14


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(გიზოვიჩი @ Feb 22 2011, 10:24) *
ჩასაფრება ანუ "სიდეიკა" სხვა არის და თოვლში კვალზე მიპარვა სხვა არის,

ეგეც ბევრი შემთხვევაა. მამაჩემი ბელაქანში წაყვა მასე კვალზე ლაქაშებში. დიდ ღორს დავადექი თავზეო. რომ ვესროლე ლაქაშები დაწვაო, თურმე ღორების კოლტში შესულა. 40 მდე ღორი მაინც იქნებოდაო. კიდევ კარგი არ დაჯახებიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rifle
პოსტი Mar 11 2011, 16:27
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 121
რეგისტრ.: 11-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



edit
საინტერესოა დარჩა თუ არა საქართველოში გარეული ღორი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 05:50