იხვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
იხვი, და მისგან დამზადებული კერძები
შოთა.03
პოსტი Nov 1 2010, 11:05
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



აბა თუ ვინმემ რამე კარგი რეცეპტი იცით დაწერეთ, სირცხვილია იხვზე რო არ წერია არაფერი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 11 2010, 16:08
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იხვი კარგად გავასუფთავოთ, დაუჭრელს, მთლიანს მუცელში ჩავულაგოთ 2-3 კბილი ნიორი (სასურველია დაჭყლეტილი), 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 ნაჭერი ლიმონი, დაუფქვავი შავი პილპილი, ცოტაოდენი კარგად გარეცხილი ბრინჯი (შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ყველი, სოკო - ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული). ცოტაოდენი სუნელები (ზირა). მოვაყაროთ მარილი.
აწი იწყება მთავარი:
გავახვიოთ ფოლგაში კარგად და წესით თიხით უნდა ამოვლესოთ ჰერმეტულად. რამდენადაც ჩვენს პირობებში ეს ძნელია, მოვზილოთ მაგარი (სქელი) ცომი და მასში შევკრათ. გავაცხელოთ აირღუმელი 250 გრადუსზე და შევდგათ მანამ სანამ ცომი არ დაიწყებს გაშავებას. მინიმუმ 2-2,5 საათით. მერე გავაცალოთ ცომი და ფოლგა და... ჩემი სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ.
თიხის შემთხვევაში 300 გრადუსზე აჩერებენ 3 საათი. თიხის მოცილების შემდეგ ერთი ხელის დარტყმით ყველა ძვალი სცვივა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 11 2010, 23:22
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(კახაბერ @ 11th November 2010 - 17:08) *
თიხის შემთხვევაში 300 გრადუსზე აჩერებენ 3 საათი. თიხის მოცილების შემდეგ ერთი ხელის დარტყმით ყველა ძვალი სცვივა.


ბოდიში მაგრამ, აქ ცოტა უზუსტობა ხომ არ არის? 300 გრადუსზე 3 საათი ხუმრობა არ არის ხორცის გაჩერება, ჩვეულებრივ სტეიკს სადღაც 25 წუთი სჭირდება 170 გრადუსზე ღუმელში რომ მიიღო კარგად შემწვარი (well done) და 3 საათი 300 გრადუსზე საწყალი იხვისგან ალბათ ნახშირი თუ დარჩებაა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 12 2010, 08:33
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



Davitus
ციტატა(Davitus @ 12th November 2010 - 00:22) *
ბოდიში მაგრამ, აქ ცოტა უზუსტობა ხომ არ არის? 300 გრადუსზე 3 საათი ხუმრობა არ არის ხორცის გაჩერება

შეილება, რახან თიხაშია ამოლესილი მაგიტომ ჭირდება დიდი დრო....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 12 2010, 08:39
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თიხა, ბატონო, თიხა. არავითარი უზუსტობა. ეს ჩინური რეცეპტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 12 2010, 19:48
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კაი იხვის ხარჩოს არაფერი ჯობია, ჩინურადაც მიჭამია, მაგრამ ჩვენებურ ნიგვზიან ხარჩოს არაფერი ჯობია ach.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 13 2010, 13:18
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგად გასუფთავებული და გატყავებული იხვი დავდოთ ცხიმწასმულ ღრმა ტაფაზე, ნელ ცეცხლზე და მივუშვათ 30-40 წუთი. ცალკე ტაფაზე მოვთუშოთ 2 საშუალო თავი ხახვი, 1 ნორმალური სიდიდის სტაფილო (ნელ ცეცხლზე), ხახვის ოდნავ შეწითლების შემდეგ დავუმატოთ ძირა, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და 10 წუთის შემდეგ ეს ყველაფერი მოვასხათ იხვს. იმავე ნელ ცეცხლზე გავაგრძელოთ ამ მასის შუშვა და მოკლე ნაჭრებად დამტვრეული მაკარონი (სპაგეტი) მასის შესაფერისი ოდენობით დავუმატოთ (მშრალი, რათქმა უნდა). არავითარი წყალი. თუ ცხიმი იხვს არ ექნა საკმარისი, ჯობია ზეითუნის ზეთი დავამატოთ სპაგეტისათვის და იმ დაბალ ცეცხლზე ვამყოფინოთ, მანამ სანამ მაკარონი არ იქნება მზად მისართმევად. ანუ სპაგეტი ცხიმმა უნდა მიიყვანოს მირთმევის დონემდე. ამ ყოველივეს (თავიდან ბოლომდე) 2 საათამდე სჭირდება საბოლოო ჯამში. ლიმონი, ცოცხალი მწვანილი გემოვნებით დაემატება მზა პროდუქტს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Nov 13 2010, 15:36
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




ისეთ რეცეპტებს წერ იხვზე ნადირობა მომინდა newsmile035.gif

დაგვინდე ცოტა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 13 2010, 16:01
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



კახაბერ
ციტატა(კახაბერ @ 13th November 2010 - 14:18) *
არგად გასუფთავებული და გატყავებული იხვი დავდოთ ცხიმწასმულ ღრმა ტაფაზე,

დაჭრა არ უნდა?
ანუ მთლიანი იხვი უნდა იყოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 13 2010, 16:05
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შოთა.03
ბოდიში... დაჭრილი. ძალიან გემრიელი რამეა. მთავარია ნელი ცეცხლი, მთელ წვენს გამოუყვანს თუ რამე გააჩნია. ნერვები და ლოდინი უნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 13 2010, 18:13
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იხვი შიანური სასარგებლოა ზაფხულის პერიოდში იმით, რომ არცერთ ქვეწარმავალს (მათ შორის, გველს) არ აჭაჭანებს ეზოში, შეჭმის ჩათვლით. ამიტომ მას არ მიირთმევენ გვიან შემოდგომა-ზამთრამდე. ანუ იმ პერიოდამდე, როცა ქვეწარმავლები თვითონ მიდიან გამოსაზამთრებლად და იხვიც იძულებულია მცენარეულ საკვებზე გადავიდეს. რაც შეეხება გარეულ იხვს, არცერთს თევზის სუნი არ ასდიოდა, რაც კი მე შემხვდა (დამერწმუნეთ, ეს არარის მცირე რაოდენობა). ჩიჩახვი სულ ქვიშით ჰქონდათ სავსე. როგორც გავიგე, არ ვიცი რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას, ამ ქვიშით ინელებსო საკვებს. ამიტომ იხვი, ყოველთვის უმჯობესია ჯერ მოიხარშოს (თუნდაც 10 წუთი იხარშოს) და მერე შეიწვას. ზემოთ ჩემს მოყვანილ რეცეპტებში ეს მომენტი, პრაქტიკულად, დაცულია. ანუ თიხაში თუ ცომში ის იხარშება-იწვის საკუთარ წვენში (მათ შორის, ცხიმში) და ყველა არასასიამოვნო კომპონენტი იღუპება, თუმცა ინგრენდიენტებს უერთდება, მეორე შემთხვევაში კი ნელ ცეცხლზე ასევე იღუპება, მაგრამ ორთქლდება. გემო ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს. ეს ისეთივე ფილოსოფიაა, როგორც მე ბავშვობაში ვერ ვიტანდი ბორშს და ლობიოს და დღეს ორივეზე ვგიჟდები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Apr 7 2015, 15:01
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წელს რამოდენიმეჯერ გავაკეთე და მაგრად მომეწონა.

საჭირო მასალა :

იხვი - 1
ხახვი - 5 (საშუალო თავი)
მწვანე ბულგარული 1 ცალი. (კიდევ უფრო სასიამოვნო გემოს აძლევს)
კარაქი - 100 -150 გრამი.
ტომატპასტა - 4 ჩაის კოვზი.
ქინძი,პეტრუშკა
ნიორი.
უცხო სუნელი,ზაფრანა,დაფქული წიწაკა,პილპილი 5 მარცვალი.


იხვს ვატყავებთ,მაქსიმალურად ვცდილობთ ქონი დარჩეს ხორცზე.ვჭრით ნაჭრებად.ვათავსებთ წყლიან ქვაბში.როგორც კი წამოდუღდება გადავუღვრით წყალს,ჩავაგდებთ კარაქს და მიგვყავს დაბრაწვამდე.შემდეგ ვაყრით ალყაალყა დაჭრილ ხახვს და ბულგარულ წიწაკას,როგორც კი ხახვი და ბულგარული ჩაითუშება,ამოვურევთ და ვამატებთ 200-250 გრამ ადუღებულ წყალს.შემდეგ შევურევთ 4 ჩაის კოვზ ტომატს,დაჭყ**ტილი ნიორი,მარილი და უცხო სუნელები გემოვნებით.ვაგდებთ 5 მარცალ პილპილს.ვადუღებთ დაახლოებით 15-20 წუთი და ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს და პეტრუშკას.
ჩვენი კერძიც მზადაა.
უხდება 1 ბოთლი ალადასტური. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

წელს დაახლოებით 5 ჯერ გავაკეთე და დეგუსტატორებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

(სეზონი მორჩა და რეცეპტებით მაინც გადავაყოლოთ გული) D.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Rey -: Apr 7 2015, 15:05
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Ika Exs
პოსტი Jul 15 2015, 21:10
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 194
რეგისტრ.: 4-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Poti



საინტერესოა, აუცილებლად გავსინჯავ ამ რეცეპტებს შეძლებისდაგვარად )) გააჩნია იქნება თუ არა იხვი წელს ) გმადლობთ რეცეპტებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 16 2015, 11:07
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Rey -
ყველაფერი კარგია, გატყავების გარდა, ცხიმი მიყვება კანს და აბა რაიქნება მაგის გარეშე newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:03