=თურქული თოფი= |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
=თურქული თოფი= |
Oct 12 2012, 15:39
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დღეისათვის ჩვენი მშვიდობიანი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს და რომელსაც თურქეთის სახელით ვიცნობთ, ერთ დროს უმძლავრეს იმპერიას წაროადგენდა. უმძლავრესს როგორც ევროპის მიმარეთებაში ასევე აზიაში. XIV - XIX საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია დაუმარცხებელ ძალას ფლობდა, არც შეიარაღებით და არც გაწაფული არმიით არ ჩამოუვარდებოდა მაშინდელ ევროპის ძლევამოსილ სამეფოებს.
თურქული იარაღი. ომის ისტორიის მუზეუმი. ქალაქი ვენა ოსმალთ ელიტური ქვეითი ჯარი , ანუ იანიჩარები (რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ ბავშვობაში ტყვედ ჩავარდნილი ომებში დამარცხებული ქვეყნის მკვიდრები. მათ შორის ქართველები) თურქეთისთვის პრივილეგირებულ ჯარს წარმოადგენდა. ამ ლეგენდარული ქვეითი არმიის შეიარაღებაში შედიოდა თურქეთში წარმოებული, ევროპის მიღწევების, საიარაღო დარგში (იმ ეპოქისათვის ბოლო მიღწევებზე) დაყრდნობით დამზადაბული ცეცხლსასროლი იარაღი. იანიჩარები პირველად თურქულ იარაღს, ან როგორც მაშინ იწოდებოდა "ტრაპეზუნის თოფები" ვხდებით პეტრე I -ის მმართველობისას ისტორიულ ნარკვევებში. XVII - XVIII საუკუნეების გასაყარზე. იმ შორ წარსულში დამზადებული, პატრუქიანი თუ კაჟიანი თურქული თოფები ცოტა რამით თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თურქული თოფები და დამბაჩები მაშინდელი თურქული თოფის განმასხვავებელი ნიშანი ევროპული თოფებისაგან არ იყო. თუ არ ჩავთვლით იშვიათ ეგზემპლარებს ან შეძლებული ბატონების შეკვეთით დამზადებულ , უძვირფასესი ქვებითა თუ მეტალებით შემკულ ძვირფას საცალო ერთეულებზე. ეს ძალიან მცირე მონახაზი, გავაგრძელოთ საუბარი სანადირო იარაღზე. დღეისათვის თურქული თოფები (და ზოგადად იარაღიც) მზარდი პოპულარობით სარგებლობს , მაგრამ სკეპტიკური დამოკიდებულება თურქული იარაღისადმი საკმაოდ აქტუალურად რჩება. ნაწილობრივ გასაგებიცაა. 90-ან წლებში თურქეთის მიერ წარმოებულმა იაფფასიანმა ტანისამოსმა თუ მდარე ხარისხის იაფასიანმა თოფებმა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი....... განსაკუთრებით მყარად დამკვიდრდა ქართველ მომხმარებელში, აზრი თურქული საქონლის უხარისხობის თაობაზე. რასაკვირველია თურქი მწარმოებლებიც მიხვდნენ თავიანთი ნაწარმის უარყოფით მხარეებს და რადიკალურად შეცვალეს , საყოფაცხოვრებო, ტანისამოსის თუ იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა მათი მარკეტინგული ხედვა. "თურქებმა" მიზანი დაისახეს დაემზადებინათ , სერიული მანქანური წარმოების თოფები , საშუალო ფასის მქონე თოფების ხარისხით.რამდენად გამოუვიდათ ეს უკვე მომხმარებლის გამოხმაურებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტი ერთია; დღევანდელი თურქული სანადირო თოფები, მზადდება საშუალო ან დაბალი ხარისხის მასალისაგან. სრულიად საპირისპიროა მათი აწყობა გამართვის საკითხი.... სერიული , რიგითი თურქული სანადირო თოფების შემადგენლობის 80 % მანქანური წარმოებისაა. მაგრამ გამოყენებადი ჩარხები, მაკოპირებელი თუ გრავირების დამტანი, დღეისათვის ევროპული, იარაღის წამოებაში არსებული ჩარხების იდენტურია. თურქულ თოფებში , პირველ რიგში სიმპატიას იწვევს ხის ნაწილები. უბრალოა მართალია მაგრამ კეთილშობილი კაკალია ბოლო ბოლო. არც გრავირებებია ურიგო, ცხოველები გარჩევადია, მგელი , ირემი ღორი ერთმანეთისგან ადვილად გაირჩევა. ზოგიერთი ფრინველიც კი დამახასიათებელი ნიშნითაა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თურქებს არაფერი მოუგონიათ ! უბრალოდ გადააკოპირეს იატლიის და ამერიკის იარაღთ მწარმოებელთა ქმნილებები. თურქულ თოფებში ჭარბადაა ფხვნილოვანი ფოლადის დეტალები. ეს უკანასკნელი ასევე ფართოდ გამოიყენება იარაღის წარმოებაში. ფხვნილოვანი ფოლადი ძრითადად გვხდება ყალიბში ჩამოსახმელ დეტალებში. ფხვნილოვანი ფოლადი საკმაოდ ამცირებს იარაღის წარმოების მრავალ საფეხუროვან პროცესს, მაგრამ გააჩნია უარყოფითი მხარე, დაზიანების შემთხვევაში მისი მექანიკური შეკეთება (დეფორმირებულის გასწორება) და თბო შეკეთება (გატეხილის შედუღება) სავალალო შედეგებს იწვევს. ამის გარდა ხშირია თითბერის დეტალები, ან სხვა ადვილად ცვეთადი მასალის ნაწილები. რათქმაუნდა ასეთ დეტალებს მცირე ნაწილი უჭირავს ზოგადად თოფის კვანძებსა თუ სხვა შემედგენელ დეტალებში. ამ და სხვა ნაკლოვანებების მიუხედავად, თურქეთში იარაღის წარმოება უსაფრთხოების ყველა ნორმით მიმდინარეობს.მთელი თურქეთის არმია და პლოციაც კი აჭურვილია თურქეთში წარმოებული იარაღით. უფრო მეტიც, საიარაღო კომპანია Hatsan -ის მიერ წარმოებული ტყვიამფრქვევი, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჯარების , ყოველ 5-6 ტანკზე თუ სხვა ჯავშანმანქანაზეა დამონტაჟებული. NATO -ს უმკაცრეს სტანდარტებზე კი, ალბათ ყველასთვის ცნობილია მეტ ნაკლებად. თურქულია სამოქალაქო იარაღის ბუმი, რათქმაუნდა ნახევრად ავტომატებით დაიწყო. მათი და ზოგადად თურქული სანადირო თოფის პოპულარობა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: თურქული თოფი ფუნქციურად საიმედოა, აქვს მისაღები, უმეტესად კი შესანიშნავი წონა (სანადირო თოფისთვის) და რაც მთავარია ადექვატური ფასი , მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, სადაც ის ინმპორტირდება. ნახევრად ავტომატების აშკარა წარმატება, ასევე აშკარა გარემოებაზეა დამოკიდებული. ესაა კოპირებულ თოფებში, იმ კვანძების არსებობა, რომელიც დროის მიერ გამოცდილი და და დახვეწილია, გამორჩეულია საუკეტესო მათ შორის. ქართველი მომხმარებლის მიერ , თურქული ნახევრად ავტომატების და ორლულიანების მიმართ შეხედულება, ხშირ შემთხვევაში ზედაპირული, ზეპირი და ზედმეტად და გაბერიალია - მათი უხარისხობის თვალსასზრისით. სინამდვილეში კი, თურქულ თოფებში გამოყენებული მასალის ხარისხი, მათ აწყობა-გამართვის , მათ შორის ხის ნაწილების დამუშავების შეფასების შემდეგ, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა; ეს თოფები 8 -10 ათას გასროლას უპრობლემოდ შეასრულებენ ! სანადიროდ კი , მეტი ალბათ არაფერში არაა საჭირო, თუ რათქმაუნდა სისტემატიურად არ ვინადირებთ ბოლივიაში ან არგენტინაში, აგრო კულტურების გამანადგურებელ , მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე..... ქართველი მონადირისათვის, ისევე როგორც ყველა საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მონადირისთვის, ძირითად ნახევრად ავტომატურ გლუვ სანადირო თოფს წარმოადგენდა , ქალაქ ტულაში არსებული კლვევითი ბიუროში შემუშავებული "მც 21" -ი ან იშვიათად ბრაუნინგ აუტო 5 მაგრამ მაინც, მრავალმუხტიან თოფად საბჭოთა ეპოქაში მოიაზრებოდა მც.... ამ თოფს ბევრ მინუსებთან ერთად, ასევე გააჩნია პლიუსებიც, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობისათვის, ზომაზე მეტად ძიმეა. ამას ემატება, ტყვია წამლისადმი "წუნიანობა". წლების განმავლობაში, ამ თოფისადმი მადლიერების გარდა გამოიკვეთა მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც და აი თითქოს ერთბაშად , თითქოს შეკვეთით , ამ ყველა მოთხოვნაზე გასცა პასუხი თურქულმა ნახევრად ავტომატებმა. დღეისათვის თურქული წარმოების მრავალმუხტიანი თოფები სარგებლობენ აშკარა და მზარდი პოპულარობით. მათი მისაღები წონა (ხშირად დაბალიც კი) ყოვლად დამაკმაყოფილებელი ბალისტიკა, დიზაინი თუ ხისა და მეტალის დეტალების ერთმანეთთან მორგების მაღალი სიზუსტე,მათი კვალიფიციური დამუშავება, გამართული დიზაინი და პრაქტიკულად ყველასთვის მისაღები ფასი ამ თოფებს სამართლიანად აყენებს იაფფასიანი სერიული თოფების მწვერვალზე. იმ ქვეყნის მონადირეებში სადაც საიარაღო წარმოების გიგანტებია, ისეთები როგორიც "იჟი" და "ტოზია" თურქული თოფი ღირსეულ ადგილს ფლობს. ფაქტიურად დაუმარცხებელ კონკურენტს წარმოედგენს , ჩრდილოეთ ზე სახელმწიფოში. ეს მაგალითი ძალიან საყურადღებოა........ ჩვენთან ძალიან პოპულარულია სტოგერის, ატას, არმსანის და სხვა ფირმის მრავალმუხტიანი თოფები. სტოგერ 2000 სტოგერის ფირმის ნაწარმი ძალიან პოპულარულია იაფფასიან სანადირო თოფებში. ქარხანა StoegerSilah SanayiA.S. მდებარეობს თურქეთში , მაგრამ 100% მიეკუთვნება იტალიურ ცნობილ საიარაღო გიგანტს Beretta. სტოეგერი წარმოადგენს ბერატას კონცერნს. ბერეტას საკმაოდ მივიწყებული ერთ ერთი მოდელის პირდაპირი სალია, უბრალოდ დამზადებული თურქეთში. მორიგი პოპულარული ნახევრად ავტომატები არის კომპანიის ATA ARMS-ის ნაწარმები. მოგეხსენებათ , რომ ნებისმიერი კომპანია არ მიმართავს ინერციული თოფების დამზადებას, ვინაიდან ინერციულ თოფები ძალიან მომთხოვნები არიან ავტომატიკის მექანიზმის დამზადების დროს, ცალკეული ნაწილების , მაღალი სიზუსტიტ დამუშავებისადმი. ატა ნეო 12 მოგეხსენებათ ყველა თოფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა თუ სხვა ევროპულ სტანდარტებს (CIP) ასევე ამერიკულ სტანდარტებს (SААМI) თურქული თოფები , სხვა ქვეყნის ქარხანებში წარმოებული თოფებისაგან (არ დავასახელებ ამ ქარხნის ნაწარმს შესაძლო ანტირეკლამის გამო) განსხვავებით, როდესაც სავაზნე 76 მმ-ია , რეალურად აკმაყოფილებს მაგნუმის მოთხოვნებს.ხშირ შემთხვევაში , ევროპულ ამერიკული სტანდარტით თურქული თოფები გამოიცდება 1370 ბარზე. ინერციული თოფების საიმედო მუშაობა , მწარმოებლების განცხადებით 28 გრამიდან 52 გრამამდეა (საუბარია ინერციის უტყუარ მუშაობაზე) მიუხედავად ამისა, მე პირადად არა ერთჯერადად მისვრია 24 გრამიანი ვაზნები, თოფის უპრობლემო გადატენვის ფონზე. სალულე ფოლადი , თურქული თოფების 95 % შემთხვევაში,გამოიყენება გერმანული სალულე ფოლადი (!) 42CrMo4 (4140) მომავალი ლულები. ნამზადი. ნახევრად ავტომატებში მექანიზმის კოლოფი იჩარხება განსაკუთრებული ალუმინის შენადნობისგან 7012T6 რომელიც ფართოდ გამოიყენება ავია მშენებლობაში. ხის ნაწილები საქვეყნოდ ცნობილი თურქული კაკლისგან მზადდება. მათში ტენიანობა 10 %-ზე მეტი არაა. თურქეთი დღეისათვის კაკლის ხის , საკონდახ მერქნის, მომწოდებელიი 80 %-ს შაედგენს მსოფლიოში.ბევრი საიარაღო ფირმა, მათ შორის ელიტური და ცნობილი ბრენებიც, თავისი ნაწარმის გარეკლამებისას მიუთითებენ , რომ გამოყენებულია "თურქული კაკალი" თურქული საკონდახე კაკლით მოვაჭრე მაღაზია. სასხლეტის დამცავი ფარი და ზოგიერთი დეტალი მილისებრ სავაზნეში მზადდება ზე მყარი და ცვეთისადმი გამძლე პლასტიკისაგან. რომელიც არც ისე იაშვიათად გვხდება საბრძოლო იარაღის შემადგენლობაში და ამ ბოლო დროს საერთოდ ასეთი იარაღების კორპუსად. საფანტის მოხვედრის ძალა დამაკმაყოფილებელია, ყოველ შემთხვევაშო , არავითარი პრეტენზია ჯერ არავისგან გამიგია, ამის თაობაზე. საფანტის დაჯგუფებას რაც შეეხება, თურქული თოფები ზოგიერთ(ზოგიერთი) იტალიურ თუ ბელგიურ თანამედროვე თოფებს ჯობს კიდევაც... მათი ლულების შიგნითა გამოხვეწა , ხდება თანამედროვე დაზგა დანადგარებზე. ლულის ნომინალური დიამეტრი 18,3-18,4 მმ-ია. რაც შეეხება შეწყვილებულ ლულებიან თოფებს: აქაც, თურქი მეიარაღე კონსტრუქტორები დამზადების უკვე არჩეულ გეზზს არ ღალატობენ. თურქულ იაფასსიანი ორლულიანი თოფები , შეგვიძლია ვთქვათ, მეტალისა და ხის ნაწილების ჰარმონიაა. ორლულიანი თოფები გამოდის როგორც ექსტრაქტორით, ისე ეჟექტორებითაც, ლულების ყოველთვის ქრომირებულია. ლულების განლაგება ვერტიკალური ან ჰორიზონტალურია. თურქული თოფები შეიძლება შეგვხდეს ჩახმახიანებიც, სავაზნეები იბურღება 70 ან 76 მმ ვაზნებზე. კონდახი როგორც პისტოლეტური ისე ნახევრად პისტოლეტური თუ სწორი - ინგლისური შეიძლება იყოს. მწარმოებლისგან, სულ 9 (!) ვარიანტის კონდახი. ჩასახრახნი ჩოკები 5 სანტიმეტრზე მეტი სიგრძისაა ყოველთვის. თოფების კალაპოტი ფერადი წრთობის დექნიკითაა დამუშავებული, ლულების გაშავების ტექნიკით ან სპეციალური მეტალის ლაქ საღებავით, რომელიც დაიტანება მაღალ ტემპერატურაზე. თურქული თოფები არც ორნამენტებითაა ღარიბი, მათ შორის ჭარბობს მანქანური შესრულება, მაგრამ ხშირია ხელითი შრომის მაღალი პროცენტულობა. ასევე კალაპოტის ფერადი გაფორმება , თოფის სისადავის ფარგლებში. ზოგიერთი მწარმოებლისგან ვხდებით სპორტულ თოფებსაც ! ბოლო დრსო ყურადღესბა გამახვილდა გარეჩახმახიან თოფებზე. ორლულიანი ვერტიკალურ ან ჰორიზონტალური თოფები აღჭურვილია მობილ ჩოკებით, თოფები აღჭურვილია რეზინის ამორტიზატორებით კონდახზე. ყურადღების ღირსია ჰორიზონტალური ლულებიანი თოფების ჩამკეტი მექანიზმები, უმეტესად ასეთი თოფები აღჭურვილია სამმაგი ჩაკეტვით, როგორც ზოგიერთი ევროპული ფირმის შტუცერი ან პოპულარულიб გლუვლულიანი თოფები. საყურადღებოა ორლულიან თოფებში თოფის ბალანსი და საერთო ერგონომიკა. თოფის შეკვეთის შემთხვევაში , პრაქტიკულად ნებისმიერი მოთხოვნა თუ შემკვეთის ახირებას აკმაყოფილებს ესა თუ ის ფირმა. ასევე ნებისმიერი შეკვეთა მზადდება ცაცია მონადირისათვის, ხის ნაწილებიდან მეტალის ნაწილებამდე ყველა დეტალი საჭირო გეომეტრიით. არ შეიძლება იმის თქმა რომ თურქულ თოფებში არ გვხდება დაბრაკული ეგზემპლიარები, მაგრამ თურქული სანადირო თოფები სტაბილურად ნორმალური ნაწარმითაა წარმოდგენილი. მარტო ის რად ღირს, თოფის ლულებს რომ შავი ხრომით ამუშავებენ, ძირითად ნაწილს... რათქმაუნდა იაფიან თოფებზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უპრობლემოდ გვექნება და გვემსახურება, ინტენსიური ნადირობის ფონზე, მაგრამ თოფები კეთილსინდისიერადაა აწყობილი და საკმაოდ მუშა თოფების რეპუტაცია უკვე მოიპოვეს. უმეტესი ფირმა თავის ნაწარმს 1 წლიან გარანტიას აყოლებს, იშვითი თოფები კი 3 წლიანი გარანტიითაა. გარანტიითაა ყველა დეტალზე. თურქეთში ნამდვლილად ცვლიან დეტალებს, თუ დაზიანება სერიოზულია მაშინ მთლიანად ცვლიან თოფს. ამ ყოველი მაგალითის და რეალობის ობიექტური შეფასების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ : თურქულმა სანადირო იარაღმა სწორი მიმართულებით აიღო გეზი, მეოცე საუკუნის მიწურულს დაშვებული შეცდომების შემდეგ. სრულიად არ იქნება გასაკვირი თუ ერთი ან ორი ათეული წლის შემდეგ თურქული გლუვლულინი თოფები, მათი საბაზრო და მწარმოებლის ღირებულებით გაუტოლდეს, ევროპული პოპულარულ ფირმათა ნაწარმის საბაზრო ღირებულებებს. როდესაც ჩვენ ამ წერილს ვკითხულობთ, პარალელურად, ამავე დროში, თურქი ოსტატების კვალიფიკაცია მაღლდება, თურქული სანადირო იარაღის , ღირსება მოთხოვნა და ღირებულება იზრდება ! იმედი დავიტოვოთ , რომ თურქები მორიგ შეცდომას არ დაუშვებენ, არასოდეს მიბაძავენ სხვა ქვეყნების ნეგატიურ მაგალითს. ამისათვის თურქეთს ყველა საჭირო რესურსი გააჩნია.სავარაუდოა, რომ თურქეთის საიარაღო ფირმები შეინარჩუნებენ გეზსს - წინ და ზემოთ. ბონე. |
|
|
Nov 10 2014, 10:35
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 7-November 14 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Nov 10 2014, 10:44
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
ბენელის ინერციული მექანიზმი აქვს
სახელი დაწერე აბა ვერ ვარჩევ სურათზე |
|
|
Nov 10 2014, 10:47
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
რა თოფია ის მაინც გვითხარი ამ სურათზე არაფერი ჩანს
|
|
|
Nov 10 2014, 12:16
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ინერციული სისტემაა. დამაბრუნებელი ზამბარა კონდახში აქვს . ბოლტის მბრუნავი თავით (ჩამკეტით) . მექანიზმი მუშაობის პრინციპი კარგი აქვს. მთავარია დამზადების ხარისხი და მასალა როგორია. ჩემთვის უცნობი ბრენდია. ჩვენ რა გითხრათ, პირიქით შენგან ველით ინფორმაციას. მშვიდობაში მოიხმარე და კარგი იარაღი გამომდგარიყოს.
|
|
|
Nov 10 2014, 13:58
პოსტი
#6
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 7-November 14 ნიკის ჩასმა ციტირება |
alpharms 01 სა-ბ 71 ლულით 12/76 მწყერის სეზონზე შეიძლება ითქვას იდეალურად ვამუშავე 200 ტყვიამდე ვისროლე ამ სეზონზე 28 გრამიანი ბუგატის ვაზნაა. შედეგიც კარგი ქონდა. ხელში კარგად მოვირგე და მძიმეც არაა. . საკმაოდ კარგი იარაღია.
|
|
|
Nov 12 2014, 19:00
პოსტი
#7
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
monadire111
ფასი???????? |
|
|
Nov 12 2014, 19:08
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
ბენელის ინერციული მექანიზმი ერთერთი საუკეთესოა ჩემი აზრით. ძალიან მარტივი მუშაობაშიც და მოსავლელათაც
ხოდა დეტალებიც ცოტაა |
|
|
Nov 12 2014, 19:29
პოსტი
#9
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Nov 12 2014, 19:44
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
|
|
|
Nov 12 2014, 20:04
პოსტი
#11
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
assassin29
ვაააა კარგი რაღაცეები აქვს და ფასებიც ნორმალური ჩანს, ნეტა რამდენად გამომდგარია?????? აი ნახე ესეც კარგი რამე ჩანს http://amazoni.ge/index.php?do=shop&cl...show&id=475 |
|
|
Nov 12 2014, 20:12
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ბენელი მონტეფერლოს თურქული ასლია ჩემი იტალიური ბრედაც იგივე სისტემაა ზუსტად, თურქებმა რა ხარისხით გაკეტს არ ვიცი მაგრამ მექანიოზმი რომ მუშაა და კომფორტული სახმარი მაგი შემიძლია ვთქვა. კიდე მასალებზეა მთავარი აქცებტი, ინერციული ზამბარა რომელიც საკეტის გულში ზის (ზატვორ) იმას აქვს ხოლმე თურქულ ანალოგებში პრობლემა, ანუ თავის ფნქციას მომენტ ვერ ასრულებს კარგად რის გამოც მხარზე კარგად მიუბჯენელი სროლისას ტოფის ავტომატიკა გამარტულად ვერ მუშაობს ვერ ტენის ტოფს ეს ემართებათ კიდევ ზოგიერტი მწარმოებლის 28 გრამიანი ვაზნების სროლისას
|
|
|
Nov 12 2014, 20:30
პოსტი
#13
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შტოგერს სრულიად განსხვავებული მექანიზმი აქვს მაგრამ ამბობენ რომ ესეც იტალიური(ბენელი-ბერეტა) თოფების ბაზაზე იწყობაო
მაინტერესებს ამ თოფის დატესტვისას მიღებული შედეგები |
|
|
Jan 21 2015, 10:44
პოსტი
#14
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 7-November 14 ნიკის ჩასმა ციტირება |
უახლოეს მომავალში დავტესტავ და დავდებ სურათებსს. საკმაოდ კარგი თოფია.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:36 |