ბაშქოი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
T A M P L I E R
პოსტი May 31 2010, 09:15
პოსტი #16


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ხალხნო თევზაობის დაგეგმვები და ამდაგვარი საუბრები ან მირადში ან სხვა თემაში გთხოვთ
ეს თემაც გასუფთავდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
goxnari
პოსტი Jun 1 2010, 01:22
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 266
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: VAKE



ციტატა(T A M P L I E R @ May 31 2010, 10:15) *
ხალხნო თევზაობის დაგეგმვები და ამდაგვარი საუბრები ან მირადში ან სხვა თემაში გთხოვთ
ეს თემაც გასუფთავდება


მიღებულიაnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 1 2010, 10:00
პოსტი #18


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



goxnari
გაიხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jun 3 2010, 22:01
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამაღამ დავისვენებ და
ხვალ დაწვრილებით გიამბობთ ჩვენ თავგადასავალს
და თავად ბარეთის ტბის (რომელსაც ბაშკოის ეძახით) ამბავს. newsmile041.gif

საათია რაც ჩამოვედი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
goxnari
პოსტი Jun 4 2010, 13:16
პოსტი #20


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 266
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: VAKE



ციტატა((dila)adriano @ Jun 3 2010, 23:01) *
ამაღამ დავისვენებ და
ხვალ დაწვრილებით გიამბობთ ჩვენ თავგადასავალს
და თავად ბარეთის ტბის (რომელსაც ბაშკოის ეძახით) ამბავს. newsmile041.gif

საათია რაც ჩამოვედი

ვაააა მაგარს ველოდებიnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jun 5 2010, 22:54
პოსტი #21


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(goxnari @ Jun 4 2010, 14:16) *
ვაააა მაგარს ველოდებიnewsmile05.gif

მაპატიე
ხომ იცი აქ უმრავლესობა რაჭველები ვართ
კარგად გამოვფხიზლდები
და დეტელურად აღვწერ ყოველივეს small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ivana101
პოსტი Jun 6 2010, 01:33
პოსტი #22


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 18-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi to



ციტატა((dila)adriano @ Jun 5 2010, 23:54) *
მაპატიე
ხომ იცი აქ უმრავლესობა რაჭველები ვართ
კარგად გამოვფხიზლდები
და დეტელურად აღვწერ ყოველივეს small3d018.gif

აქ უკვე ინტრიგას აქვს ადგილი newsmile090.gif ნუ დაგვაწყვიტე ნერვები, ორი დღეა ხალხი შენებურ რეპორტაჟს ელოდება thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jun 6 2010, 17:33
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



საკუთარ თავში მოგზაურობის შემდეგ
ყველაზე საინტერესო მოგზაურობა რუკაზე მოგზაურობაა small3d018.gif
კუსმოსურ რუკებზე არაფერი რომ არ ვთქვა (სხვა თემაა)
საქართველოს რუკაზეც შეიძლება აღმოაჩინო შენში ჩასახლებული პრჟევალსკი ან მიკლუხო-მაკლაი small3d018.gif
მითუმეტეს არსებობს სატელიტური რუკების საიტი wikimapia.org

სწორედ ამ საიტზე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა თრიალეთის ზეგნისაკენ
კერძოდ ბარეთის ტბისკენ
GOOGLE -ის საძიებო სისტემით ვიპოვნე ყველა ვებ გვერდი
სადაც ასე თუ ისე ნახსენები იყო ბარეთის ტბა ან თქვენებურად "ბაშქოი"
პიემებით გავესაუბრე რამდენიმე ამ ტბის "პიარშიკ" მეთევზეს
და ყველამ ერთხმად დამიდასტურა
რომ
ბარეთის ტბა საქართველოში ბრაკონიერებისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტბაა
რომ
თავად ტბის გეოგრაფიული მდებარეობა
დაბალი სიღრმე
და ხშირი მცენარეული საფარი ძალაუნებურად განიზიდავს ბრაკებს
რომ
ტბა კარჩხანად დუღს
(ერთ-ერთმა საზანის დიდი რაოდენობით არსებობაც კი დამიდასტურა)
და ყველამ ერთი აუცილებელი პირობა დაასახელა:
ნავი

ნავი გავჩითეთ small3d018.gif
ღამით დახუჭული ქუთუთოების ქვეშ შემოპარულმა გიგანტურმა კარჩხანებმა და სხვებმა
მართალია ძილი დამიფრთხეს
მაგრამ ღამის 4 საათზე უკვე ჩაცმული ვიყავი
და ოთხივე ანკესი იღლიებს ქვეშ მყავდა ამოჩრილი

იმღამინდელმა კოკისპირულმა წვიმამ კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა ჩვენს მოგზაურობას
დავიძარით
ჯერ წყნეთი-ბეთანია
შემდეგ ახალი პანტიანი - ორბეთი
მერე დიდი თონეთი - მანგლისი
ჩავუხვიეთ ქვევით და ასფალტიანი გზაც დამთავრდა
ბუნება?
მგონი აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებას ასე არასდროს მოვუხიბლივარ small3d018.gif small3d018.gif
მაშინ უკვე სერიოზულად ინანა იმან ashh.gif
ვისაც ძალიან ვთხოვე
შენი კარგი ფოტოაპარატი წამოიღე მეთქი
არც ძილი გვახსოვდა და არც ტბაში "დაბმული" კარჩხანები

გადავიარეთ მდინარე ალგეთი
მდინარის ანკარა წყლის დანახვის შემდეგ ყველას ერთი აზრი გაუჩნდა:
ხომ არ გავჩერდეთ აქ?
ამაზე უკეთეს სათევზაო ადგილს სხვაგან სად ვიპოვნით-თქო.
მაგრამ იმ დღეს თევზზე მთავარი მოგზაურობა იყო
გავიარეთ გვირილად მობიბინე მთის ფერდობები
დროებითი ფერმები
გოხნარის ტბიდან გამომდინარე ღელისპირა წყაროს წყალი დავლიეთ
და ისევ წინ
მალევე გამოჩნდა სოფელი იმერა
სოფლის სახლებს აშკარად ეტყობათ არაქართული წარმოშობა
თუმცა სოფლის დათვალიერება სამომავლოდ გადავდეთ და
ბარეთის ტბისკენ გადავუხვიეთ
გადასახვევში დგას აბრა რუსული წარწერით "ბაშკოვო"
ასე ეწოდება სოფელს რომელიც ტბის შორიახლოსაა

სულ რაღაც ათიოდე წუთი
და გამოჩნდა ლელიანით გარჩემორტყმული საკმაოდ მოზრდილი ტბა
ვთქვი
მოვედით

პირველ რიგში შევჩერდით ჩვენი "გოხნარი"-ს მიერ მითითებულ არხთან
(ეს არხი სამოცდაათიან წლებში გაიყვანეს ტბიდან
რამაც წყალსატევის დონე რამდენიმე სანტიმეტრით დასწია)
არხი წარმოადგენს ბალახით დაფარულ პატარა ღელეს
იქ თევზაობა ამხელა გზაზე წამოსული ხალხისთვის ცოტა შეურაცმყოფელი იყო
(ან როგორ უნდა გვეთევზავა?)
ამიტომ გავაგრძელეთ გზა ტბის გარშემო
რათა დაგვეძებნა ლელიანისგან გათავისუფლებული ადგილი
ნავის შესაცურებლად და ნაპირიდან სათევზაოდ

ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო
გაგიკვირდებათ და ტბის გარშემო არც ერთი ბოთლი
სიგარეტის კოლოფი
პოლიეთილენის პარკი
არ შეგვინიშნავს
ყველაფერი მიუთითებდა იმაზე
რომ ჩვენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ტბაზე ვიმყოფებოდით.

პირველი ცოცხალი არსება რაც შეავამჩნიეთ იყო ნაცრისფერი წერო იგივე Grus grus
თუმცა მთავარი ნაცნობობა ჯერ კიდევ წინ იყო
სათევზაო ადგილის ძიებაში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა
ტბის პირას ყველამ აშკარად დავინახეთ მეთევზის თავი
გადავწყვიტეთ მივსულიყავით მასთან და რჩევაც გვეკითხა
თუმცა 15 მეტრითაც არ ვიყავით მიახლოვებული
როდესაც "მეთევზემ" ფრთები გაშალა და ........
ერთხმად: "ბოზიშვილი ვიყო" აღმოგვხვდა newsmile05.gif
უზარმაზარი არწივი......
მანქანა შორიახლოს გავაჩერეთ და წყალსატევისკენ დავეშვით
არწივის ნახვამ მისტიურ განწყობაზე დაგვაყენა და
ტბიდან მომავალ ყველა ხმას გულისყურით ვუსმენდით
(ხმები კი იცოცხლე) newsmile041.gif
ერთმა ისიც თქვა
ამ ტბაში ლოხ ნესი რომ გაგვეძროს არავის გაუკვირდესო newsmile090.gif

სანაპირო ლელიანისგან თავისუფალი იყო
და სათევზაოდ საკმაოდ ნორმალურადაც გამოიყურებოდა (ნუ ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყნად) newsmile041.gif
ყოველი შემთხვევისათვის ნავის შესაცურებლად გამოდგებოდა

ანკესის გაწყობამდე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ადგილობრივი ენტომოფაუნა (მწერები)
წყალში ბლომად იყვნენ ჩემთვის უცნობი უხერხემლოები და კიბოსნაირები
კოღოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია (მაგრამ არ იკბინებოდნენ) newsmile027.gif
იქვე სანაპირო ქვაზე ვიპოვნე მოზრდილი წურბელა
რომელიც სასწრაფოდ ჭიების ყუთში გავამწესე newsmile027.gif

ახლა რაც შეეხება თავად ტბას
პირველი წკიპურტი მისი მხრიდან მაშინ მივიღეთ
როდესაც "პრიკორმკა" დავამზადეთ და მასში სანაპიროს ნიადაგის გარევაღა გვრჩებოდა
ჩემდა გასაოცრად ტბაში ნიადაგის ფენა საერთოდ არ აღმოჩნდა
ამის მთავარი მიზეზი კი ისაა
რომ წყალსატევი ეგრეთწოდებულ სინკლინურ მულდეშია განლაგებული
გასაგებად რომ ავხსნა
სინკლინური მულდე გახლავთ გეოლოგიური ტერმინი
რაც ერთი მთლიანი ქანის ოვალურ დაწევას ნიშნავს
ტბის ფსკერი მთლიანად კლდეა
ხოლო ტბის სიღრმე არამგონია რომელიმე ადგილას მეტრს აღემატებოდეს
ასეთ ფსკერს არ გააჩნია ღრმულები ან რამე მსგავსი
ის მთლიანად ერთ დონეზეა მოსწორებული

შემდეგი წკიპურტი რომელიც ტბამ გვითავაზა
იყო ის რომ
ნავით გასვლის შემდეგ წყალსატევის მთელი ზედაპირი მცენარეებით დაფარული აღმოჩნდა
ის შორეული ადგილებიც კი
რომლებიც ნაპირიდან თითქოს სუფთა ჩანდა
სიღრმე მეტრს არსად არ აჭარბებდა

ახლა თევზაობა:
პირველი კარჩხანა იქვე ნაპირიდან დავიჭირეთ
ის იყო პატარა
თუმცა წურწკურით სდიოდა ქვირითი
შემდეგი კარჩხანა უკვე მე ამოვიყვანე
ისევ ნაპირიდან
წონა 300 გრამამდე
მას მოყვა ერთი 200 გრამიანიც და
შემდეგ სრული მდუმარება

ნავით თევზაობა ოდნავ შედეგიანი იყო
დავიჭირეთ 2 კილომდე
თუმცა პატარები

შუადღისთვის ეგ პატარები ნაპირსაც მოაწყდნენ და
3 კილომდე მანდაც დავიჭირეთ

მოკლედ თევზაობა დიდი ვერაფერი
(შეიძლება ქვირითობის ბრალიც იყო) newsmile058.gif
თუმცა როდესაც კარჩხანის დასაჭერად მიდიხარ
მაინცდამაინც სათევზაო წარმატებებზე არ უნდა გქონდეს აქცენტი გაკეთებული

ჩვენთან ერთად თევზაობდა 12 (დავითვალე) არწივი
ისინი ჩვენსგან რაღაც 20-25 მეტრში დაფრინავდნენ
(საერთოდ არ ეშინოდათ)

მერე იყო არაყი და საბუნებისმეტყველო სადღეგრძელოები newsmile045.gif
ვაღიარეთ რომ წამოსვლა ღირდა
თუნდაც არწივების ხათრით
თუნდაც იმის ხათრით რომ საღამოს ხუთი საათი ისე შესრულდა
კაციშვილი არ შეგვინიშნავს ახლომახლო

მოკლედ
ამ ტბაში შეუძლებელია ყოფილიყო კარჩხანის გარდა სხვა თევზი
ლეგენდები კობრისნაირებზე მხოლოდ ლეგენდებია
ისინი ვერ იარსებებენ ისეთ წყალსატევში
რომლის ფსკერზეც არაა ნიადაგი
კარჩხანა კი ბლომადაა (ალბათ)
თუმცა ისინი პურს და სიმინდს პირს არ აკარებენ
და მხოლოდ ხორცეულს გეახლებიან
(ამ მარხვაშიც კი newsmile090.gif )
(ბოლოს როდესაც ჭია დაგვიმთავრდა ძეხვის ნაჭრებზე ვიჭერდით)

ერთადერთი ნაკლი ამ მოგზაურობისა ის იყო
რომ ფოტოაპარატი არ წაგვიღია newsmile019.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
goxnari
პოსტი Jun 8 2010, 21:46
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 266
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: VAKE



ძაან მაგარი სტატიაა გაიხარე,ასე მეგონა მეც იქ ვიყავი,მაგარიაnewsmile045.gif.გუშინწინ მეც ვიყავი,ნავიც გვქონდა მარა 3 კილოს მეტი ვერ დავიჭირეთ.150 გრამზე დიდი არ ჯდებოდა:(.მანდ ნავით პირველად ვიყავი და მცენარეებმა გამაცოფა,მერე უფრო ნაპირისკენ გავაძრე დუმფარები და იქ ის მურტალი მცენარეები აღარ იყო და არც ზაცეპი.უფრო ნავით სეირნობა გამომივიდა ვიდრე თევზაობა მარა მაგარი დავისვენე.საეთო ჯამში კარგი დასვენება გამოვიდა თევზაობას თუ არ ჩავთვლიტnewsmile05.gif).ხო დამავიჭყდა სანამ მანდ მივიდოდით ლიპაზე ვიყავით და მემგონო გალავლი ქვია ეგენი დავსვით 6 ცალი.ეგ იყო და ეგ.საერთო ჯამში გაასწორა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
goxnari
პოსტი Jun 10 2010, 20:19
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 266
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: VAKE



შენიშვნა: ეგ ლიპა არ ყოფილა გუგლზე ვნახე და ლიპა სულ სხვა მხარეს არის.ჯეიჰანის გზა რომ უხვევს მაქეთ არის და არც ვიცი რა ტბაა.იცით ვინმემ რა ქვია?ივანოვკასთან არი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ivana101
პოსტი Jun 10 2010, 21:55
პოსტი #26


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 18-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi to



ივანოვკაზე მე ვარ ნამყოფი, სოფელ ივანოვკაშია და როგორც მახსოვს ორი ულამაზესი კუნძულიც აქვს მაგ ტბას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
goxnari
პოსტი Jun 11 2010, 00:37
პოსტი #27


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 266
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: VAKE



ციტატა(ivana101 @ Jun 10 2010, 22:55) *
ივანოვკაზე მე ვარ ნამყოფი, სოფელ ივანოვკაშია და როგორც მახსოვს ორი ულამაზესი კუნძულიც აქვს მაგ ტბას.


დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობაnewsmile05.gifთევზიც ბლომად დახტოდა თან დიდი ეგზემპლარები მარა შორს იყო და ვერ გავარჩიე რა ჯიში იყო.სულ 6 ცალი დავიჭირეთ და მემგონი გოლავლი იყო.ისე ქართულად როგორ არის გოლავლი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 11 2010, 08:15
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



goxnari
დადე აბა გუუგლიდან მაგ ტბის სურათი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 11 2010, 08:36
პოსტი #29


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



(dila)adriano


გაიხარე ასეთი ლამაზად საკითხავი რეპორტისთვის newsmile05.gif... დაუზარელი კაცი ხარ... დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დასანანია ასეთ ლამაზ რეპორტს სურათებით რომ ვერ ავსებ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ivana101
პოსტი Jun 11 2010, 10:17
პოსტი #30


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 18-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi to



ციტატა(goxnari @ Jun 11 2010, 01:37) *
დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობაnewsmile05.gifთევზიც ბლომად დახტოდა თან დიდი ეგზემპლარები მარა შორს იყო და ვერ გავარჩიე რა ჯიში იყო.სულ 6 ცალი დავიჭირეთ და მემგონი გოლავლი იყო.ისე ქართულად როგორ არის გოლავლი?

დაჭერით ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, მაგრად ციოდა, აქ რომ გაგანია ზაფხული იყო და მაგრად ცხელოდა, იქ ხეებს კვირტები ახალი დამსკდარი ქონდა, მანდ ალბათ ივლისიდან კარგი იქნება. თევზი მართლაც ბევრი ყავს თანაც კარგი ეგზემპლარები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 07:42