სპორტინგი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სპორტინგი
Bone
პოსტი Jun 1 2009, 16:03
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სპორტინგი მოძრავ სამიზნეზე სროლის საინტერესო სახეობაა, ყველაზე მეტადაა მიახლოებული ნადირობასთან, წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში , თავიდანვე გათვლილი იყო როგორც ნადირობისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო საშუალება.
ცნობის თანახმად ინგლისში 1925 წელს ჩატარდა ჩემპიონატი არაპროფესიონალებს შორის, არაპროფესიონალები ხაზგასმით. 1929 წელს კი, ქვეყნები სადაც კულტივირდებიდა სამტრედე სროლა გაერთიანდნენ FITASC - ში. სპორტულ სანადირო თოფიდან სროლის საერთაშრისო ფედერაცია. 1947 წელს კი სასანგრე სტენდი გამოეყო სხვა სპორტულ სროლებს და გაერთიანდა დღევადელ
ISSF -ში სროლითი სპორტის საერთაშორისო ფედერაცია.

მაგრამ იმდენად დაიხვეწა რომ, დღეს დღეობით ითვლება სპორტის ერთ ერთ უპოპულარულეს სახეობად, უფრო მეტიც ზოგიერთი ცნობის თანახმად ევროპაში დღეისათვის 10გასროლიდან 8 - 9 მოდის ხელოვნურ სამიზნეზე სპორტინგში.
სპორტინგსა და ოლიმპიურ დისციპლინებს შორის( მრგვალი სტენდი, სასანგრე და დუბლეტ ტრაპი) მსგავსება მხოლოდ იმაშია რომ სროლა , ორი შმთხვევაში ხდება მოძრავ სამიზნეებზე, სასტენდო სროლაში არის კონკრეტულ ჩარჩოებში მოთავსებული თეფშების ფრენის სრაექტორია, რაც სროლის ტექნიკის ავტომატიზაციამდე დაყვანას უზრუნველყოს, ძლიერ სწრაფი რეაქციის განვითარებით....
სპორტინგი კი როგორც ვთქვით ნადირობის იმიტაციაა, ყოველი სამიზნე(ფრენის ტრაექტორია) განსხვავებულია ერთმანეთისაგან. განწყობა მიმართულია ნადირობისკენ.
სპორტინგის ზოგიერთი სახეობებია:
1) ავტომატური მულტი ტრაპი: ყველაზე მარტივია მოედნის მოწყობის მიხედვით, შეიძლება განთავსდეს მრგვალი ან სასანგრე სტენდის მოედანზეც, რადგანაც მოედანზე არის ერთად ერთი მანქანა, რომელიც თეფშების მოწოდებას სხვადასხვა მიმართულებით და კუთხით უზრუვნელყოფს. მსროლელებს გააჩნიათ 5 საცეცხლე პოზიცია რომლებზეც რიგითობით იცვლებიან, დაშორება კი მომწოდებელ მანქანამდე არის 15მეტრი. სატყორცნი მოწყობილობა მოთავსებულია მიწის ზევით.



2) კომპაქტ სპორტინგი, ყველაზე მცირე მაშტაბის მოედანზე შეიზლება გაკეთდეს,(თავისუფლად ეტევა მრგვალი სტენდის მოედანზე) მანქანების რაოდენობა როგორც 5 ან მეტია. ყველა სამიზნის ტრაექტორია ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ამ დისციპლინის მთავარი პრინციპი ისაა რომ: მაქსიმალური სროლის მანძილი 35 მეტრს არ ცილდება, ანუ სროლა ხდება ყოველთვის მოკლე მანძილებზე. თვითონ მსროლელები კი ისვრიან სპეციალური "ჯიხურებიდან" რაც გამორიცხვს სპორცმენის მიერ, სროლის დროს უნებლიედ, ლულის მიმართვას საშიშ ზონაში...







3) დიდი სპორტინგი.



დიდი სპორტინგი, ეს სახეობა საჭიროებს უზარმაზარ ტერიტორიებს, უამრავი რაოდენობის აპარატებს და მთავარი პირობაა განთავსება ბუნებაში.

დიდი სპორტინგი უდაოდ ყველაზე რთული დისციპლინაა, სამიზნეები გასროლის მომენტი ზოგ შემთხვევაში არ ჩანს(სიჩქარე აკრეფილებს ვხედავტ მხოლოდ) რადგან ხეები ეფარება,




სროლაც ხდება ხოლმე ძალიან შორ მანძილებზე, სასროლი მარშუტი განლაგებული საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე, ამიტომ სპოცმენებისგან მოითხოვს დიდ ამტანობას, სროლის პროცესი დინამიურია მაგრამ ადგილიდან არ ხდება, საცეცხლე პოზიციები განთავსებიულია მთელ მოედანზე გილიკის მიყოლებით.

მსროლეს გარკვეული მარშუტის გავლა უწევს . სულ რარაც 25 თეფშის დაზიანებისთვის(სროლა) საჭიროებს 1 საათამდე დროს, მაშინ როცა იგივე 25 თეში მრგვალ სტენდზე მოითხოვს დაახლოებიტ 10 წუთს.....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tommy
პოსტი Aug 31 2010, 20:40
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 25-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალბათ არ იქნებოდა ურიგო თუ გაიხსნებოდა საბანკო ანგარიში(ები) სპეციალურად შემოწირულობებისათვის სამონადირო და სამეთევზეო საჭიროებებისათვის...!!! newsmile027.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 08:00