გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა
HUNTER FREDY
პოსტი May 28 2009, 12:03
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს.
ამ ეფექტის ანუ საფანტის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ქარხნულ ვაზნებში ხმარობენ ამორტიზატორს ანუ კონტეინერის ძირში ერთგვარი პლასმასის ზამბარასავით მოწყობილობა ალბათ ყველას შეგვინჩნევია., ხელით ნამზად ვაზნებში შეიძლება გამოყენებული იქნას რბილი მასალისაგან დამზადებული საცობები ( პიჟები) მაგალითად ქეჩა, რომელიც ერთგვარ ამორტიზაციას გააკეთებს და თავიდან ავიცილებთ საფანტების დეფმაციას, ნაკლებად დეფორმირებული საფანტი კი ბევრად თანაბრად იშლება და მეტი ჭრაც აქვს რაც წარმატებული ნადირობის ერთ ერთი პირობაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 29 2009, 20:28
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



აქ კარგად ჩანს თუ როგორ გადაეწყობა საფანტის კონა ლულის შევიწოებულ ნაწილში ,,ჩოკში,, გადასვლისას.



ამ მომენტში ხდება ლულის ტუჩთან ჰაერის მიჭირხვნა (ლულიდან გამოტყორცნილი ცხელი აირები ეჯახება ატმოსფეროს შედარებით ცივ ჰაერს) რაც იწვევს აფეთქებას თოფის სროლისას, აფეთქებისას წარმოიქმნება ხმა!



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 31 2009, 09:06
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



უკვამლო თეთრი დენთი (თოფის წამალი) ნიტრო ცელულოზაა (საარტილერიო ჭურვებში იხმარება ,,კარდიტი,,) რომელიც წვისას წარმოქმნის გაზებს ანუ წვისას ფართოვდება უცაბედად და პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიაში, აწვება რა ვაზნაში მოთავსებულ ჭურვს (საფანტი, ტყვია , საარტილერიო ჭურვი. დ.ა.შ) იწვევს მის უკუშეუქცევად მოძრაობას ლულის არხის გასწვრივ, სანადირო თოფებში ნახმარი უბოლო დენთი (სოკოლი, ბარსი, რექსი, ...) გათვლილია სანადირო ვაზნებისათვის ,,ჟეველოს,, ტიპის ფისტონისათვის (კაფსულა)... (,,ცბ,, ე.წ კაფსოლ ცენტრალნავა ბოია) გათვლილია კვამლიანი შავი დენთისათვს, ასეთი ფისტონით აალებული თეთრი (უბოლო) დენთით დატენილი ვაზნა იძლევა არასრულფასოვან და არასტაბილურ გასროლებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 5 2009, 07:18
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



აუცილებელია საფანტის სიმსხოს შერჩევა თოფის ლულის შევიწროვებასთან ,,ჩოკთან,, მიმართებაში ანუ კარტეჩის და შედარებით მსხვილი საფანტის სასროლად აგრეთვე ცალი ტყვიის ,,იაკანი მაიერი გუალანდი პოლევა, იდეალი, ვიატკა, სპუტნიკი ბლონდო მირაჟი,, დ.ა.შ სასროლად უკეთესია და რეკომენდირებულია ნახევარჩოკის, ცილინდრის, ან შევიწროვებული ცილინდრული ლულის ხმარება, ჩოკით ნასროლი ზემოთ ხსენებული ჭურვები არასტაბილური შლის და მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა და გარდა ამისა შეიძლება თოფიც დავაზიანოთ, სასტიკად აკრზალულია ძლიერი ჩოკური შევიწროვებული ლულებიდან (1,25. 1,35. 1,4) (ესეთი ხშირად აქვთ ტრანშეული სტენდისათვის დამზადებულ სპორტულ თოფებს),, მსხვილი (5 ნომერი ) საფანტზე მსხვილი საფანტის სროლა,ასევე ნებისმიერი ზემოთ ხსენებული ცალი ტყვიისა და კარტეჩის სროლა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავაზიანებთ თოფს. ძლიერი 1,25 და ძალიან ძლიერი 1,35. 1,4 ჩოკიდან იდეალურშედეგს იძლევა 6, 7, 8, 9, ნომერი საფანტი, საშუალო და შორ მანძილზე სროლისას. მეოთხედ ჩოკი ანუ 0,75 ტიანი შევიწროვებით საუკეთესო შედეგს იძლევა 5, 4, 3 ,2 ,1 ,0, 00, 000. საფანტის სროლისას შორ მანძილძე. გარდა ამისა სანადორო თოფს რომლის ლულებიც გათვლილია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნების სროლისათვის ჩოკური შევიწროება არასტანდარტული აქვთ ანუ უფრო ნაკლებ შევიწროვებულია თუმცა მარკირება იგივე აქვთ. ასეთი ლულიდან ნასროლი ჩვეულებრივი საფანტი შედარებით ახლო მანძილზე იშლება თანაბრად, თუ გვინდა ასეთი კონსტრუქციის ლულიდან შორ მანძილზე რბილი საფანტით ნადირობა აუცილებელია შევცვალოთ ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროვება (მარკირებით ,,steel,,) რბილი საფანტის სასროლად გატვლილ ჩოკურ შევიწროვებაზე (მარკირებით ,,lead,,)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 6 2009, 07:34
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



newsmile027.gif ნაღდად მაგარი ინფორმაციაა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jun 15 2009, 20:17
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777
მეტად აუცილებელი ინფორმაციაა, გასაკუთრებით დამწყები მონადირეებისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 15 2009, 20:38
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



კარგი ინფოა იკა, ის ეერთი მაინტერესებს მრ-153 უბრალო მაგნიუმიდან რამდენ გრამიანი ვაზნების სროლა არის ნებადართული და ჟაკანის სროლისს ხომ არის საჯირო ფოლადის საფანტის ჩოკის შეძენა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 15 2009, 22:04
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ჰერცოგი997 @ Jun 15 2009, 08:38 PM) *
კარგი ინფოა იკა, ის ეერთი მაინტერესებს მრ-153 უბრალო მაგნიუმიდან რამდენ გრამიანი ვაზნების სროლა არის ნებადართული და ჟაკანის სროლისს ხომ არის საჯირო ფოლადის საფანტის ჩოკის შეძენა

ნებისმიერს გაისვრის უპრობლემოდ 28 გრამიანიდან 50 გრამიანის ჩათვლით გაზოკამერის რეგულირების გარეშე, თუ დაარეგულირებ უფრო დაბალ მუხტიანცას გაისვრის ავტომატიკის უპრობლემო მუშაობით, იაკანის სროლისას არაა საჭირო ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროების შეძენა, არ ახმარო სპუტნიკი და იდეალი! ანუ მრგვალი ტყვია ეს ჩემი რჩევაა, კარგ შედეგს იძლევა პოლევა, გუალანდი, ნახევარჩოკიდან ან ცილინდრიდან სროლის შემთხვევაში. თუმცა ქვეკალიბრული ტყვიების გასრლა სრული ჩოკიდანაც შეიძლება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მამუკა
პოსტი Jun 15 2009, 22:40
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 367
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გაიხარე ჰანტერ, მართლა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე და აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ, თუ იცი მც 2112-ით (ლულის შევიწროება ჩოკი 1მმ), რომელი ტყვიაა მისაღები სასროლად და რომელს მირჩევ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 16 2009, 07:34
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(მამუკა @ Jun 15 2009, 10:40 PM) *
გაიხარე ჰანტერ, მართლა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე და აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ, თუ იცი მც 2112-ით (ლულის შევიწროება ჩოკი 1მმ), რომელი ტყვიაა მისაღები სასროლად და რომელს მირჩევ ?

მადლობა ძამიკო! მც-2112 დან და ზოგადად ჩოკიანი ლულიდან სასურველია ქვეკალუბრული ,, პადკალიბერნი,, ცალი ტყვიის სროლა მაგ პოლევა ან გუალანდი. თუ არა და ნებისმიერს გაისვრის უპრობლემოდ თუ მოარგებ ლულის ჩოკს ანუ თავისუფლად ან ოდნავ ჭედვით უნდა გადიოდეს (გადიოდეს და არა იჭედებოდეს) ლულაში ბოლომდე!. არ იხმარო კუსტარულად ჩამოსხმული ცალი ტყვია! იმიტო რომ ხშირად ხელით ჩამოსხმული ტყვია არათანაბარია და სიმკვრივეც მეტი აქვს აქედან გამომდინარე ლულაში ვერ იწურება და დიდი ალბათობაა რო ლულა დააზიანო! უფრო ხშირად ზიანდება ჩოკის უკან ძირითადი ლულიდან ჩოკში გადასასვლელ ადგილზე ან ჩოკში.ლულას ბერავს ან ხეთქავს ლულის გასწვრივ სიგრძეძე ჭრის. ისე ცნობისათვის ცილინდრული ფორმის ცალი ტყვია პლასმასის კონტეინერში მაგ; პოლევა, გუალანდი, ჰექსოლიტი, ან მონოლიტი, და კონტეინრის გარეშე მაგ; მაიერი, ვიატკა, იაკანი, და ა.შ ბრვრად უფრო ზუსტებია მიზანში სასროლად და უსაფრთხოც თოფისათვის ვიდრე სპუტნიკი და იდეალი. და დამაზიანებელი და შემაჩერებელი ეფექტიც მეტი აქვს!. მე პოლევა, გუალანდს. ან ჰექსოლიტ. მონოლიტს გირჩევ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მამუკა
პოსტი Jun 16 2009, 13:16
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 367
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მადლობა ძმაო, ისე შაენ მიერ ჩამოთვლილი ტყვიები უნდა თვითონ დატენო თუ არის ამ ტყვიების ქარხნული (დატენილი) ვარიანტები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 16 2009, 13:23
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ამთზე რას იტყვი ?


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 16 2009, 16:02
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(მამუკა @ Jun 16 2009, 01:16 PM) *
მადლობა ძმაო, ისე შაენ მიერ ჩამოთვლილი ტყვიები უნდა თვითონ დატენო თუ არის ამ ტყვიების ქარხნული (დატენილი) ვარიანტები...

დატენილებიცაა და ისეც იყიდება! ზემოთ მოცემული ტყვიები იდეალურია საშუალო მანძილზე დიდი ნადირის დასაგდებად! პოლევა -3 და პოლევა 6 ი სამწუხაროდ ეგ ტყვიები ჩვენთან არაა გაყიდვაში აქ უფრო პოლევა -1 და იშვიათად პოლევა 2 მინახავს ეს ტყვიები კი შედარებით მსუბუქი ტყვიებია და შორ მანძილზე სასრილათაა განკუთვნილი საწყისი სიჩქარე მეტი აქვს მაგრამ უფრო გამხვრეტი ეფექთით გამოირჩევა ვიდრე შემაჩერებელით, და ამიტომ შედარებუით პატარა ცხოველებზე სახმარია მაგ; შველი, ირემი, მგელი, ტურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ მოკლავს ტახს ან დათვს! თან პოლევა-3 და პოლევა6 ი ექსპანსიური ტყვიებია ანუ რბილ ქსოვილზე მოხვედრისას ძალიან დეფორმიტდება ტყვიის წვერში დატოვებული სიცარიელის გამო. კოლოფში რომ დევს ის მაიერის ორმაგ ტურბინული ტიპის ტყვიაა! ზოგი აქებს ზოგიც არა ერთი მინუსი აქვს ის მაგ ტყვიას რომ ავტორის მიხედვით უნდა დატენო! წინააღრმდეგ შემთხვევაში არ ბრუნავს და გიროსკოპული სიმდგრადეც არა აქვს აქედან გამომდინარე და ეგეთი ტყვიის თოფიდან სროლა ხელით ქვის სროლას ემსგავსება სიზუსტის თვალსაზრისით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 19 2009, 22:22
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ესაა ახალი ტიპის ლულის (BACK- BORED) ის შიდა კონსტრუქცია, ამ შემთხვევაში ლულის შიდა დიამეტრი გაზრდილია 12 კალიბრისათვის 18,4 დან 18,8 მდე შედეგი სახეზეა, საფანტის დაჯგუფების გაზრდა ანუ შემჭიდროვებული მოხვედრა აქედან გამომდიანერე შორ მანძილხე უფრო ეფექტურად დააზიანებს მონადირე ფრინველს თუ პატარა ნადირს! ასეთი კონსტრუქციის ლულა კიდევ ერთ საშუალებას იძლევა, მაღალ მუხტიანი ვაზნების გამოყენებაა შესაძლებელი საფანტის მუხტის საგრძნობლად გაზრდით! და უკუცემის ,, ატდაჩის,, და ლულის აგდების ,, ატბროსი,, ს შემცირებას, აქედან გამომდინარე სროლა უფრო კობფორტული და სასიამოვნოა, შედეგიც რათქმაუნდა არ აყოვნებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 22 2009, 09:43
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰექსოლიტი ტყეში და ბუჩქნარში სასროლი ტყვია არაა. არ უნდა ისროლი იქ!
ტყიანში და ბუჩქნარიანში მონოლიტია კარგი და შექმნილიც მაგისთვისაა! ჰექსოლიტს კი გაშლილ ველზე აი ისეთ ხეობაში სასროლად ხმარონებ სადაც სივრცეა და ხელის შემშლელი არაფერი ხვდება!
გასკდომით კი არ სკდება უბრალოდ იშლება რაიმე ზედაპირთან შეხებისას ამაში ხელს უწყობს ჩაღრმავება ანუ ბალისტუკური სიცალიელე წინა მხრიდან რომ ააქვს ჰექსოლიტს!
ტყვიის ფრენისას ამ საცარლეში იწნეხება ჰაერი, ტყვია დიდი სიჩქარით მიფრინავს და ტყვიის წინ არსებული ჰაერი იმ მცირე ღუში შედის და იწნეხება გამოწვეული დიდი წნევის გამო, მოხვედრისას კი ვინაიდან ტყვია ანელებს ან სრულიად წყვეტს მოძრაობას ეს დაწნახილი ჰაერი დიდი სიჩქარით ფართოვდება რომ გარეთ არსებულ წნევას გაუტოლდეს, (ელემენტალური ფიზიკაა.) ამ მომენტში თვითონ ჰაერი მოქმედებს მოხვედრის ზედაპირზე, ცხოველის შემთხვევაში კუნთოვან ქსოვილებზე, ეს ჰაერი გაფართოებისას გლეჯს ქსოვილებს შინაგან ორგანოებს და მუცლის, მკერდის ან მენჯის ღრუში მოხვედრის შემთხვევაღი იწვევს იქ არსებული თანაბარი წნევის უცებ ელვისებურ გაზრდას, რაც იწვევს შინაგანი ქსოვილების მოგლეჯვას სისხლჩაქცევებს ტკივილს ტკივილისაგან გამოწვეულ შოკს და ასე შემდეგ!. მაგალითისათვის, ბევრად მცირე 7.62 კალიბრის სანადირო ტყვიის ბალისტიკურ სიცარიელეში ერთი ლიტრი ჩაწნეხილი ჰაერი ეტევა, რათქმაუნდა ეს ტყვიის სიჩქარეზე და ნახვრეტის მოცულობაზეა დამოკიდებული ბევრად!
ერთი სიტყვით კოლოსალური შემაცერებელი ეფექტის ტყვია ჰექსოლიტიც და მონოლიტიც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 20:42