გამარჯვებულების დაჯილდოვება, რეპორტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გამარჯვებულების დაჯილდოვება, რეპორტი |
Sep 21 2010, 22:40
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
როგორც იქნა დამადაგა საშველი და მოვიცალე.
დადგა ჟამი იმისა, რომ ფართო საზოგადოების წინაშე გამოვამზეურო, იმ ნანატრი დაჯილდოების ამსახველი მასალა,რომელსაც როგორც გამარჯვებულები, ასევე, გამარჯვების მსურველები და ღვინისძიების მოყვარული ხალხი მოველოდით. იმედია, თემას სწორი მისამართით ვხსნი და თუ კი რაიმე მაინც ისტე ვერ გამევიდა, ქე გადეიტანეთ უმფროსებო, იქ სადაც ჩათვლით საჭიროდ. თათბირი, შეხვედრა თუ ელიტარული კლუბუის მორიგი, საიდუმლო-საზეიმო სერობა, ტრდიციისამებრ, დიდი იაღოვას სახელობის და მისი შუქით გაჩირაღდნებულ სარიტუალო დარბაზში შედგა. შეკრებილი საზოგადოება,დროის მოსაკლავად განიხილავდა მიმდინარე სეზონის საჭირბოროტო საკითხებს და დროდადრო თვალს აპარებდა ამაყად მდგომი ოქროს თასისაკენ. და აი ისიც, ამაყად მდგომი და დამშვენებული, რომელმაც გარკვეული პერიოდი ძილიც კი დამაკარგვინა და ლამის გამალოთა, მასზე დარდმა და ოცნებამ. იქ მისულიც კი სულ მისკენ ვიწევდი და შეხება მსურდა მისი, როგორც მიუწვდომელი და დიდხანს ნაოცნებარი ქალისა. ამასობაში, ბონე უფრო და უფრო მაწამებდა. პრიზებით , მენდლებითა და საჩუქრებით ალამაზებდა, ისედაც თვალის მომჭრელ ლამაზმანს. ჩემგან განსხვავებით საკმაოდ დინჯად და დარბაილურად იდგნენ, პრიზიორები, იკო და შუკა. მაგრამ ზურგის ტვუნით ვგრძნობდი, რომ მათ გულშიც, ისეთIვე მაჭარი ჩუხჩუხებდა, როგორიც ჩემში. ისე შევწუხდი, რომ მეგობრებმა ხელიც კი შემაშველეს, რომ გულისყრისგან მაგიდის ქვეშ, რომ არ გამედინა ზღართანი. და აი მივიწიეთ სუფრისკენ, ლუკმა გავტეხეთ, ერთმანეთს მივეფერეთ და ყელიც ჩავისუფთავეთ, ვაზის საამო ცრემლებით. მომავალი თაობა, კი გამოცდას აბარებდა. რით უფრო მალე ჩაიკლავდა შიმშილს, საკუთარი ნერწყვით თუ ჩვენი ყურებით. გიზოვიჩც თვალები უელავდა ცარიელი სუფრის შემხევარეს, გოგიტა კი მდუმარედ ფიქრობდა , ამ ცხობვრების უკუღმართობაზე. არიქა მომეშველეთ ვინცხამ, თუ გინდათ მეორე სერიასაც გაყურებინოთ. |
|
|
Sep 21 2010, 22:44
პოსტი
#2
|
|
. ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
გეხმარები!!! ჩემპიონ
|
|
|
Sep 21 2010, 23:10
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდგომ , დაგვადგა საშველი და ადგა ფეხზე, იაღოვას ფრჩხილის მკვნეტელი და ჩვენი მწვალებელი, ამ შეჯიბრების ორგანიზატორი, ორგანიზაციის დიდი ნიჭის და ოპერატიულად წარმართვის ოსტატი, გამოჩენილი ქართველი- მეგრელი, ბატონი ბონეჰილი და იყუჩა საზოგადოებამაც.
გურგენა დიდი გულისყურით უსმენდა და იმახსოვრებდა , ბონეს დაუვიწყარ მონოლოგს. მორჩა ქადაგებასა და მოგვიხმო, პრიზიორები. ჩვენც ცოტა მძიმედ, ცოტა ამაყად და ცოტაც მოწიწებით ვეახელით, ცრემლიანი თვალები მოვავლეთ ძვირფას საზოგადოებას და ათრთOლებული ხელებით დავიწყეთ პრიზების მიღება. არ ვიცი, რატომ მაგრამ მაინც მგონია, რომ რაღაცას ატყუებდა ბონე პრიზიორებს.ვინც იქ იყო კი მიხვდება რასაც ისევ გურული თუ მიხვდებოდა, მეგრელის ჩუმ ჩანაფიქრს და სასწრაფოდ ამხილა იკომ 16 კალიბრის ტყვიების გასაღებაში. აი აქ კი სიტყვები, აღარ მყოფნის. დავდნი და კინაღამ გავქრი სიხარულისგან. ეს კი ბედნიერი ტრიო, რომლებიც ისე ვიყავით გახარებული, რომ კინაღამ დები იშხნელების რომანსებიც კი შევასრულეთ. თავმდაბლად მადლობვა მოვუხადეთ ყველას, გაწეული მუშაობისთვის, სიკეთისტვის და კარგი კაცობისთვის. თითო კურცხალიც გადმოვაგორეთ თვალიდან და გავარგძელეთ დიდი მოლხენა იაღოვასა რესტორანსა შინა. თუმცა ახალგაზრდობა დროს უქმად არ კარგავდა. ირგება თასს და აქედანვე ემზადებოდნენ, მომავალი შეჯიბრების ჩემპიონობისთვის. ღმერთმა ხელი მოგიმაართოთ ბიჭებო,მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია და შემცვლის ვინცხა, გაისად აბა რას იზავს. მოკლედ იქ ჯეკომ და გურიკამ არ მომასვენეს სახლში კიდევ საბამ. ჩემია და მეც გავხდები ჩემპიონიო. გახდები შვილო აბა რას იზამ, მეც უნდა მაჯობო ბაბა და სხვასაც. პატარა სანდროს კი მშვიდად ეძინა ამ დროს და სიზმარში ხედავდა თავის მომავალ წარმატებებს. |
|
|
Sep 21 2010, 23:12
პოსტი
#4
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Sep 21 2010, 23:14
პოსტი
#5
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
დავით პირადად მე ჩემპიონად გაღიარებ არა მარტო სროლაში, არამედ რეპორტების წერაშიც!! ბრავო!!! აღფრთოვანებული ვარ!!!
|
|
|
Sep 22 2010, 00:02
პოსტი
#6
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
კარგია, ბოლო-ბოლო დაგეძინება მშვიდად
|
|
|
Sep 22 2010, 00:03
პოსტი
#7
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
small3d018.gif
|
|
|
Sep 22 2010, 00:09
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
საგოლ საბო კაი იყო რეპორტიც დროს ტარებაც და სროლაც მალადეც!
|
|
|
Sep 22 2010, 00:31
პოსტი
#9
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Sep 22 2010, 08:08
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საღოლ საბო მაგარი რეპორტი გაშანშალე, ღიდა ცდად
უმფროსებო გადაიტენეთ ეს თემა ღიაში, დაე ერმა ნახოს თუ რა ხდება იაღოველების კლუბში |
|
|
Sep 22 2010, 08:11
პოსტი
#11
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სურათები სულ ეს არის??????
|
|
|
Sep 22 2010, 09:08
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მაგარი სახალისო რეპორტი მოარტყი ხო იცი......
მაგრობაა ! გადაისროლეთ ეხლა ღიაში ვიცხამ |
|
|
Sep 22 2010, 09:26
პოსტი
#13
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Sep 22 2010, 09:33
პოსტი
#14
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კარგი ხარ საბო კარგი
|
|
|
Sep 22 2010, 09:50
პოსტი
#15
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 21:35 |