ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური |
May 15 2017, 08:44
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
არაერთი ძაღლი მყოლია; კურცჰაარები, პოინტერი, დრათჰაარი. ყველა მყავს სულ პატარა ასაკიდან გაზრდილი. ამჯერადაც 27 დღის ლეკვი ავიყვანა. ინგლისური სეტერი. სეტერი აქამდე არ მყოლია, მაგრამ დიდი ხანია მომწონს მათი ძებნის სტილი. ამჟამად მყავს 4 წლის დრათჰაარი. პრაქტიკული ძაღლია. ნადირობის შედეგით ჩემ მეგობრების პოინტერებს ტოლს არ ვუდებთ, მაგრამ შედეგის გარდა სხვა მოთხოვნილებაც გამიჩნდა. მინდა სეტერის კატისებური ძებნის მანერითაც დავტკბე ნადირობისას. ამიტომ გადავწყვიტე მეორე ძაღლიც ამეყვანა. ზორო დაიბადა 2017 წლის 17 აპრილს, ინტერნაციონალურ ოჯახში. დედა- ქართველი "ლედი" მფლობელი ოთარ ქორიძე. მამა-ნოლანი საბერძნეთიდან, მფლობელი ქოჩიაშვილი. ჩემი ლეკვი გამოირჩეოდა თანამოძმეებისაგან შეფერილობით. თვალებზე უკეთია ზოროს ნიღაბი, ამიტომაც დავარქვი ეს სახელი. უკვე ორი დღეა სახლში მყავს, ცოტა შეეგუა დაობლებას. უკვე იყეფება კიდეც და აქვს კბენა-ღეჭვის მოთხოვნილება. ჯერჯერობით ვაძლევ მაწონში შერეულ სახლის კვერცხის გულს, საბავშვო კაშა ნესტლეს და ძროხის რძეს. ლეკვის საკვები ვუყიდე მაგრამ მაინც-და მაინც არ მოსწონს. დრო და დრო დავდებ სურათებს თუ როგორ იზრდება. მინდა ნამდვილ მეგობრად გავზარდო და კარგი მონადირე დავაყენო. ვნახოთ რა გამომივა. |
|
|
May 15 2017, 08:55
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
გილოცავ სასახელო გაგეზარდოს ერთი ორი ფოტოც დაურთე შეგვახედე როგორია. |
|
|
May 15 2017, 09:03
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ოთო. მადლობა.
სურათები აუცილებლად. გადამაქვს კომპიუტერში და ჩავსვავ. |
|
|
May 15 2017, 09:56
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს. დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით. |
|
|
May 15 2017, 09:57
პოსტი
#5
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
კარგი მონადირე გაზრდილიყოს
|
|
|
May 15 2017, 10:33
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
samsoni777
მადლობა. ცდას არ დავაკლებ რომ კარგი მონადირე გავზარდო. ისეთი კარგი რომ ჩემ ავატარზე შევცვალო წინა ძაღლის სურათი და ზოროს სურათი დავაყენო |
|
|
May 15 2017, 19:44
პოსტი
#7
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
უიარაღო
გილოცავ მეგობარო ძაან მაგარია! ლამაზი იქნება ძალიან რო დაიფერება ბოლომდო, მესამე ფერიც თუ გამოერია ხო ვაფშე. წარმატებებს გისურვებთ ორივეს. |
|
|
May 15 2017, 19:49
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 26-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გურჯაანი |
ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს. დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით. "ეგ არის "მაჩაბლის კლუბის" საგვარეულო , ე.წ დავით ცხვედიანის კლუბის საგვარეულო ნუსხა, ეს კლუბი არ არის გაწევრიანებული საქართვწლოს კინოლოგიურ ფედერაციაში(fci) და ამიტომაც არაღიარებს fci ცხვედიანის კლუბის საგვარეულოს. რაც შეეხება ამ საგვარეულოს 100%ით ნაღდია და ამაში ეჭვი არ შეიტანო. უბრალოდ ეს საგვარეულო ვერასდროს გახდება საერთაშორისო. ძაღლს გაიყვან გამოფენაზეც, შეჯიბრზეც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე რასაც დავით ცხვედიანი ჩაატარებს და არა fci. თუ აუცილებლად fci -ის საბუთი გინდა აიღებ მგ ლეკვის მამი საგვარეულოს რომელიც საბერძნეთიდანაა და აქვს საერთქშორისო საგვარეულო ნუსხა, მიხვალ fci-ში და გაგიკეთებენ საგვარეულოს რომელსაც მხოლოდ მამის მხარე ექნება , დედის მონაცემები არ ჩაიწერება რადგან დედაც და დედის წინაპრებიც მხოლოდ ცხვედიანია საგვარეულოს ფლობენ. მხოლოდ და მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლია რაც 100% ით ვიცი "!!! ეს მითხრეს ამ საბუთებთან დაკავშირებით |
|
|
May 15 2017, 22:58
პოსტი
#9
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
მაგარ ნადირობებში ალექსას ძაღლიც მაგარია და ოთარასიც |
|
|
May 16 2017, 08:30
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ჭალიმგელა
მადლობა. ოთარის ძაღლთან მინადირია და ვიცი რომ კარგია. გენიოლოგია კარგი აქვს ჩემს ლეკვს. დანარჩენი უკვე ჩემზეა. საკუთარ შეცდომებზე ბევრი ვისწავლე. რაც არ ვიცი თქვენ გკითხავთ და იმედია გავზრდი ისეთს მე რომ მინდა. ვაპირებ გამოფენა-შეჯიბრებზე გამოყვანას შემდგომში. ვნახოთ რას შევძლებთ. |
|
|
May 16 2017, 08:44
პოსტი
#11
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
გილოცავ. სასახელო გაგეზარდოს. სახელიც მაგარი აქვს. კაციშვილს ვერ დავარქმევინე ვერავის ეგ სახელი. არა და მაგარი სახელი.... მოკლედ წარმატებები შენც და შენ ზოროსაც.... |
|
|
May 16 2017, 10:44
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ჩელე მადლობა.
სახელს რაც შეეხება თავისით მოვიდა ფიქრის გარეშე. წამოსაყვანად რომ მივედი ჯერ ლეკვი არჩეული არ მყავდა. ხელში ვიყვანდი და ვამოწმებდი. ამის აყვანა რომ დავაპირე იქით გაიქცა და დავუძახე: ეი ზორო მოდი აქ. შემდეგ ეს ლეკვი ავირჩიე და ის სპონტანური წამოძახება დავარქვი სახელად. ვფიქრობ შესაფერისია ზოროს ნიღბიან ლეკვისათვის აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ ოთარს ასეთი მშვენიერი საჩუქრისათვის. |
|
|
May 16 2017, 10:51
პოსტი
#13
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ცხვედიანის საგვარეულო კი არ არის და ცხვედიანი კი არ ატარებს შეჯიბრებებს და გამოფენებს, არამედ "სანადირო მეძაღლეობის საზოგადოება..", რომელიც "მონკავშირის" კინოლოგიური სექციის სამართალმემკვიდრეა და ასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორია აქვს. რაც შეეხება ფცი-ს, დედის მხარე არ ჩაგიწეროს და მხოლოდ მამის მხარე ჩაგიწეროს, გამორიცხულია. ე.ი. არასრულყოფილ "ლიპა" საბუთში გახდევინებენ ფულს.
|
|
|
May 16 2017, 13:23
პოსტი
#14
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
გილოცავ მეგობარო, სულ კაი ნადირობებში და სასხელო მონადირე გაგეზარდოს. ძროხის რძეს მაინცდამაინც არ აქებენ ლეკვისთვის თუ არ ვცდები, ან 1-1ზე წყალში უნდა გაურიო |
|
|
May 16 2017, 13:38
პოსტი
#15
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
apxazi
მადლობა მოლოცვისათვის. უფრო მაწონზე მყავს. რძეს პედიგრის დასალბობად ვიყენებ. მაგრამ ჯერ პატარაა ლეკვის პედიგრს ძნელად ჭამს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: May 16 2017, 13:39 |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 17:40 |