ტკბილი მოგონებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ტკბილი მოგონებები
ჭალიმგელა
პოსტი Sep 10 2009, 19:03
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ დავწეროთ ნადირობის ტკბილ მოგონებებზე, რაც ჩვენ გადაგვხდენია. ვეცადოთ კომენტარების გარეშე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არაგველი
პოსტი Nov 10 2009, 23:19
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




....ირიჟრაჟა, მანქანიდან ჩამოსვლა არ მაცალა "წარბამ", გადმოახტა საბარგულიდან, უკანა სავარძლების საზურგეს გადმოევლო და დათრთვილულ ხმელ ბალახებზე გასრიალდა...
...ვერც კარგი მჭერმეტყველი, ვერც კარგი პოეტი, ვერც "ჩელეს" ციფრული სუპერ კამერა ვერ გადმოსცემს იმ სილამაზეს, რომელიც გვიან შემოდგომისას იცის მთაში. ფოთლები ძირითად გასცვივდა ტყეს, მაგრამ რომელნიც შემორჩნენ აუწერელ და ზღაპრულ ფერთა პალიტრასა ჰქმნიან...
...სუსხია, არ ყინავს ჯერ მაგრამ ხელზე ცივი ლულის შეხება მაინც უსიამოვნოშეგრძნებას იწვევს. ასიოდე მეტრი გავიარე და თოვლივით თეთრმა თრთვილმა, რომელიც მზის ამოწვერისთანავე გაჰქრება ხოლმე, დამისველა ჩემი სიზარმაცის გამო გამოუცვლელი სპორტული ფეხსაცმელი. დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მოვემზადე ამ სილამაზის ცქერით ხანგძლივად დავმტკბარიყავი და "წარბას" წკმუტუნმა, უფრო სწორად მისმა ექომ გამომაფხიზლა, "წარბას" "ბარდაკა" და "ჯერი" აჰყვნენ, "ბარდაკამ" წაწკმუტუნების მერე თუ ბანი მისცა, ესეიგი უეჭველი ჰყავთ და დაიწყო სიმფონია...
...სიმფონია რომლის დროსაც ადრენალინი ისეთს აგარტყავს კუდუსუნიდან რომ აჰყვება ხერხემალს და კინკრიხოში რომ დაგეწვება. გავიწყდება სუსხი, სიცივე, სველი ფეხები, დაღლილობა, პრობლემები, ისევ ღრმად ჩაისუნთქავ მთის ანკარა და სუსხიან ჰაერს, რომელიც რაც არუნდა მწეველი იყო უცებ გაგივსებს ფილტვებს, და მიაყურადებ, რომ გაარჩიო ექო და ნამდვილი მიმართულება ჯადოსნური სიმფონიისა და... გავარდა ერთი, გავარდა მეორე- მოჰყვა გინება იმედგაცრუებული მონადირისა, გაბმული, მონოტონური ყეფაც ახლოვდება და აი! აი! აი! ჰა! ჰა! გულო ჩადექ საგულესა, ლოყა დაგისველა ნამიანმა კონდახმა, ცოტაც და მოწოლილი სისხლი თვალებს დაგიბნელებს...
...ხელებმა მაშინალურად მისცეს "უპრიჟდენიე" და ბახ! ბახ!...
...თქვენი არვიცი ბიჭებო, მაგრამ მე "ვსეგდა კაკ პერვი რაზ" მემართება ხოლმე და ამისთანა სიამოვნებაზე უარი როგორ უნდა ვთქვა...დარწმუნებული ვარ უმრავლესობას განგიცდიათ ეს ყველაფერი და კარგად გესმით ჩემი...
...მე არა ვარ ფარის მომხრე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 27 2009, 10:16
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვახ შენ გენაცვალე არაგველო მაგ მოქარგულ ენაში!!!! კეფაზე ამბურძგლა. (მარტო მაგღა დამრჩა ბუსუსები) newsmile090.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Dec 27 2009, 15:51
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც ჩავაკვეხებ 1 ამბავს!!

პალიასტომზე შემემთხვა...
2001 წელი იყო.თოვდა, წავედით პალიასტომზე სანადიროთ.ეგ ჩემი 1 -ლი ნადირობა იყო იქ,ასეთთი ამბავი იყო! მიუყვებოდით 1 არხს როცა შევნიშნეთ 3 ბატი მოფრინავდა,ეგრევე ჩავიკუზეთ ტყვიები შევცვალეთ და გავიყუჩეთ,როგორც კი ჩვენს თავზე მოექცნენ წამოვდექით და 5 პირი ვესროლეთ,მე იჟ-54 წაკომ ტოზ-34 და ლაშამ იჟ-18 დაახლოებით 70 მეტრამდე იქნებოდა.ხოდა სროლის შემდეგ შევნიშნეთ რომ 1 ბატს მარჯვენა ფრთის წვერი დაახლოებით 15 სმ წაატყდა,რათქმაუნდა ამან ბატზე იმოქმედა ორიენტაცია დაკარგა და არხის მეორე მხარეს 200-300 მეტრში ჩავარდა.newsmile05.gifnewsmile035.gif რა უნდა გვექნა დავჯექით და დავიწყეთ მსჯელობა.სამივემ გადავწყვითეთ რომ ბატი მოგვეძებნა მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო,1-ველი ფაქტორი ხელის შემშლელი იყო არხი ხოლო მეორე მანძილი,არც მაგას არ შეუშინდითnewsmile05.gif ავიღეთ დაახლოებითი ორიენტირი სადაც ბატი ჩავარდა და გაუდექით გზას,დაახლოებით 500 მეტრი გავიარეთ რათა მეორე ნაპირზე გადავსულიყავით ანუ არხს მოუარეთ,რათქმაუნდა გვეხმარებოდა ძაღლიც დრათხაარიnewsmile05.gif ხოდა ამას გიყვებოდით და გავარდა ბომბიnewsmile05.gif ეს ხუმრობითnewsmile05.gif
ესეეგი მიუახლოვდით თუ არა ჩვენს მიერ გათვლილ ადგილს უცებ ძაღლმა კვალი აიღო და 50 მეტრი თავდაღუნული კვალს გაყვა სწორ ხაზეე და ხესთან რესკად შეუხვიაnewsmile05.gif ყველას რაღაც აღუწერელი განცდა დაგვეუფლა,მივირბინეთ ხესთან და ვნახეთ ატუზული ბატი,კაცი რომ კაცს ემალება ისე იყო ზუსტად ატუზული დამპალიnewsmile05.gif ეგრევე კისერი მოვატეხეთ რუგზაკში ჩავდევით და გავაგრძელეთ ნადირობაnewsmile05.gif
აი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდაnewsmile05.gif პატივისცემით ი.კვაჭაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
CUZI
პოსტი Jan 5 2010, 20:37
პოსტი #5


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 22-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოგესალმებით ყველას
ერთ ისტორიას მეც ჩავაკვეხებ .
მე ვინაიდან ახალბედა მონადირევარ ისეტი რამ რითაც გაგაკვირვებთ ნამდვილად არ შემთხვევია.
ასე რომ ჩემ მეგობარზე გიამბობთ. კაროჩე წაიყვანეს ქისტებთან სანადიროდ დათვებზე SVD აქვს ამ ჩემ მეგობარს და მოგეხსენებათ რამხელაა და რამსიმძიმე ასე რო ნახევარ გზაზე მოწყდა კისერი და ძლივს მიაღწია ნომერამდე
სარეკი რო დაიწყეს სანამ ჩემამდე მოვა რამეო იფიქრა წაუძინებ და ნეუჟელი ისე გამეპარება ცხოველიო ვერ გავიგებო და
რო გაიღვიძა ქისტი ადგა თავზე და 30 მეტრაში ამოტრიალებული დათვი ეგდო
ძლივს გადარჩა ის ქისტი რო არ ყოფილიყო ახლა კიდევ ერთი ბოქსში ნავარჯიშები დათვი დაიბუდებდა ჩვენში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალაზნისპირელი
პოსტი Feb 1 2010, 16:59
პოსტი #6


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 114
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთ ისეთ ნაკლებ თოვლიან წელიწადს როგორიც ახლაა, პირველი თოვლობისას მეგობრებმა ეშვზე სანადიროდ დამპატიჟეს და მეც რა თქმა უნდა სიხარულით დავთნხმდი. მოვემზადეთ და რიჟრაჟამდე ადგილზე ვიყავით. ადგილობრივები შესაშურად დინჯად იქცეოდნენ და სულაც არ ჩქარობდნენ, რასაც ვერ ვიტყოდი ჩვენზე თბილისელ მონადირეებზე... განსაკუთრებით ვერ ვისვენებდი მე, მაგრსმ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. ბოლოს ვერ მოვითმინე და ვიკითხე: ცოტა ხომ არ ვიგვიანებთ თქვა? სულაც არ გაკვირვებიათ ასეთი კითხვა და მიპასუხეს: არაო, ჯერ ღრუტუნები კარგად დაწვნენ და ხვრინვა ამოუშვან მერე მივიდეთო.
დაიწყო ნომრებში განაწილება, ჩემ ჯგუფს მთაზე მადასასვლელი უნდა ჩაეკეტა. თოვლი ცოტა იდო მაგრამ რაც უფრო ზევით მივიწევდით თითქმის წელამდე ნამქერები გვხდებოდა. ყოველ ხუთ წუთში ვცვლიდით მოწინავეს და 1-2 წთ-იან შესვენებებს ვაკთებდით. მთის წვერზე რომ მოვექეცით ისე გაჭირდა სიარული მივხვდი ყველაზე უპერსპექტივო ადგილი შეგვხვდა, ნაკლები შანსი იყო ნადირს ძნელადსავალი გზა აერჩია გასაქცევად. მაგრამ მაინც ძალინ კმაყოფილი ვიყავი, თოფით ხელში ამ შესანიშნავ ბუნებაში სეირნობით, მართალი გითხრათ სულ არ მადარდებდა, რომ იმ დღეს ნადირი შეიძლება თვალით ვერ მენახა.
ბოლოს დავრჩი მარტო ნომერში და მიწყდა ჩემი მეგობრების ფეხის ხმაც, დაისადგურა სრულმა სიჩუმემ, არანაირი ხმაური, თოვლიანი გაყინული ტყე და მე.
გარემო მოვათვალიერე ეს იყო ფოთლოვანი ტყე მეჩხერი ბუჩქნარით. ავირჩიე შედარებით ღია ადგილი უფრო მეტი ხედვის არე რომ მქონოდა, მოვიხსენი ზურგჩანთა, ხის ძირში მივაგდე, ჩამოვჯექი და თოფი მუხლებზე დავიდე. კვლავ სრული მდუმარება ბუნებისა თითქოს დროც გაჩერდა, სადღაც შორს დაიწყეს სარეკი, თოფების სროლამ და ძაღლების ყეფამ გამოაღვიძა ტყე. მშვიდად ვარ ვიცი არაფერი გამოვა ჯერ, მაგრამ უცებ ბუჩქნარში რაღაც მოძრაობას მოვკარი თვალი, არ გავნძრეულვარ დავაკვირდი და დიდი ძაღლის ოდენა სილუეტი შევნიშნე მეჩხერ ღეროებს შორის. თოფი ფრთხილად დავუმიზნე და მოძრაობას გავაყოლე, ველოდები სანამდე ღია ადგილში გამოვა, ასეთი ადგილი კი მხოლოდ ერთია მის გზაზე და დაახლოებით 2-3 მეტრი. უფრო კარგად ვაკვირდები და კაი ძაღლის ხელა ბუთხუზა ფოცხვერი არ მოდის ღირსეული მშვიდი ნაბიჯებით... გულმა ბაგაბუგი დაიწყო და ისეთი რაოდენობის ადრენალინი დატრიალდა ჩემს სისხლში სიტყვებით ვერ აგიწერთ, ყველას გამოცდილი გექნებათ. ბოლოს გამოვიდა ღია ადგილში, გამოვიდა და გაჩერდა, მომხედა ერთი წამი და გააგრძელა გზა. ქათქათა თეთრ ბეწვზე ჯანგისფერი წინწკლები ჰქონდა შიგნით შავი უფრო მცირე ლაქებით, ყურებზე კოხტად აპრეხილი შავი ფუნჯები და დიდი თვალები. იმ წამს ჩვენი მზერები რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მივხვდი ვერ ვესვროდი... გავატრე და მანაც ისევე მშვიდად გააგრძელა გზა როგორც მოვიდა ეტყობა ნადირის ალღომ აგრძნობინა ჩემგან საფრთხე არ ელოდა.
ამის შემდეგ ბევრი განსჯა მოვისმინე ამ ისტორიის ზოგი მაქებდა ზოგიც მკიცხავდა ეგეთი შანსი ყველა მონადირეს კი არ ეძლევაო, მაგრამ არასოდეს მინანია მაშინდელი გადაწყვეტილება, რადგან სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება ის განცდები და ის სილამაზე რაც მაშინ ვნახე.
(პირველად დავწერე საერთოდ რაღაცა, გთხოვთ მაპატიოთ თუ რამე ისე ვერაა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 1 2010, 17:24
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალაზნისპირელი
კომენტარები თვითონ ავკრძალე, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. მაგარია. დამბურძგლა და სტოიკაზე დავდექი newsmile05.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფეოლა
პოსტი Feb 1 2010, 19:29
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნოველების კრებულზე ხომ არ გვეფიქრა? მხოლოდ კითხვით თუ შემოვიფარგლები, თორე სანადიროდ ვეღარ დავდივარ! ( სულ წავედი ხელიდან) მშვენიერია ბიჭებო, აღფრთოვანებული ვარ!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha311
პოსტი Feb 14 2010, 18:01
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 13-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: varketili



ერთ ამბავს მოგიყვებით,ერთი რამდენიმე წლის წინ სოფელსში მომიწია ყოფნამ,ხოდა სოფელში რა უნდა აკეთო ნადირობის და ლოთობის მეტი...მამაჩემმა ერთი ქორი დაჭრა ფრთაში სულ ცოტათი იყო გაკაწრული თან ვერც ვიგებდით ქორი იყო თუ შევარდენი.წამოვიყვანე სახლში ერთი დიდი გალია გაუკეთე ..უკლავდი ხოლმე შაშვებს ჩიტებს,ჩხიკვებს ერთხელ კვერნაც მოუკალი სამ საათში ცარიელა ხერხემალი და ნეკნები გამოვიგე გალიიდან სულ შეჭამა,,მოკლედ ისე შემეჩვია რო დამინახავდა ძაგლივით ცქმუტავდა,,ის ფრთაც მოურჩა ,,ერთხელაც გამოუშვით გალიიდან და ისე გაფრინდა თითქოს არც ყოფილიყოს დაჭრილი,,ერთი ორი კრუგი შემოუარა ჩვენ სახლს და მიიმალა ,,,ერთი კვირა იქნებოდა გასული გინდა დაიჯერეთ გინდა არა ისევ მოფრინდა,შეიძლება შემთხვევით მაგრამ ეს ასე იყო, ერთი კაი მოზდილი წიწილა პირდაპირ ჩვენ ეზოში ჩამოაგდო ისევ ცოცხალი იყო ის წიწილა არა და მეზობლებს არ დაუკარგავთ,,საიდან მოიყვანა ეხლაც არავინ იცის..აი ასე გადაგვიხადა მადლობა........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 7 2010, 21:25
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მოკლეთ განსაკუთრებული სიყვარული რომელიმე სანადირო ობიექტის მიმართ ყველას გვაქვს . ჩემთვის შემოდგომის ნამიან დილას კურდღელზე მდევრებით ნადირობა შეუცვლელია და ტკბილად გასახსენებელიც ბევრი მაქვს , მონადირისთვის მისი გაზდილი მდევარი რომ კურდღელს წამოაგდებს, დიდი შრომის შემდეგ ამ წუთებზე ტკბილი გასახსენებელი არაფერია, მიუხედავად ამისა ყველაზე ტკბილად მაინც ის ნადირობა მახსენდება სადაც მთავარ მოქმედ გმირს ჩემი ძაღლი არ წარმოადგენს. არა და ძაღლიც ბევრი მინახავს და არც ჩემს ძაღლს ვემდური. აგვისტოს ბოლოს სეზონის გახსნის შემდეგ ჭართლის მთას ვესტუმრეთ ლეკვები გვყავდა დასაგეში და კურდრელზე ვაპირებდით გასვლას დილით გაშვებულმა ძაღლებმა კურდღელი კი იპოვეს მარა ოთხი ძაღლი ერთდროულად კურდღელს როგორც დასდევს კი მოგეხსენებათ და სადღაც მეორე წრეზე დაკარგეს და გამოპარული გზად რომ ძმაკაცს არ გადაყროდა ალბათ ვეგარც იპოვიდნენ. მოკლეთ ამასობაში კიდეც ჩამოცხა ისეთი სიცხე დაიჭირა ქვას ხეთქვდა და მდევრებიც ამოგვიდგნენ ფეხებში. პურის საჭმელად დამსხდრები ვტკბებოდით არაგვის ხეობის სილამაზით ამ დროს ერთი ადგილობრივიც მოგვადგა მოკლეთ მივიწვიეთ გამოველაპარაკეთ და მონადირე აღმოჩნდა. შეწუხებულები ვიყავით რომ სიცხის გამო მალე მოგვიწია ნადირობის დამთავრება ხო და ამ კაცმა შემოგვთავაზა ჩემს მდევარს ამოვიყვან თუ გინდათ და განადირებთო კი დავთანხმდით მარა საკმაოდ გვეეჭვებოდა იმ სიცხეში შუადღეზე მდევარს კურდღელზე რამე გაეკეთებინა. მოკლეთ გასძახა იკიდანვე სოფელში ზიტა ზიტაო და სადღაც 10 წუთში შავზურგა ძუ მდევარი მართლაც იქ გაჩნდა . უფროსები უკვე ნასვამები იყვნენ ნადირობა არცერთს აღარ შეეძლოთ მოკლედ შევაბი ძაღლს და გავწიე თან მხოლოდ ძმაკაცი გამომყვა ძაღლის პატრონმაც ქეიფი გააგრძელა. მოკლედ გადავედი საეჭვო ადგილებში და შევხსენი მდევარს საყელო ძაღლი ხალისიანად დაიძრა და დაიკარგა ვიდექი და ველოდი სულგანაბული როდის გააღვიძებდა მდევრის ამოუსუნთქი ხმა ბუნებას. ამ დროს წუთები საათეათ გეჩვენება მოკლედ რაგაც მომენტში გაღმით ფერდაზე ძაღლი დავლანდე საკმაოდ შორი იყო და კარგად არ ჩანდა მარა ძაღლის მოძრაობამ მაინც აღმაფრთოვანა იგი ერთ პატარა ბუჩქსაც კი არ ტოვებდა შესამოწმებელს სადაც შესაძლოა კურდღელს საწოლი ჰქონოდა .ძაღლმა მთლიანი ფერდა დაამუშავა და ხევისკენ დაეშვა აქ უკვე ჩვენგან აღარ ჩანდა და როცა კარგა ხნის შემდეგ ხმაც ვერ გავიგონეთ ძმაკაცმა ხელი ჩაიქნია და ეგ სახლში წავიდოდაო ჩაილაპარაკა. სწორეთ ამ დროს გააყრუა ზიტას ხმამ არემარე. ზარივით წკრიალა ხმა ლამაზ მელოდიად ჩამესმოდა ყურებში. თვალი გავაყოლე და წვრილიანიდან გამოვარდნილი კურდღელი დავლანდე ალპური სათიბებისკენ მიიწევდა. კურდღელმა კი აირბინა მარა ამ დროს კურდღლის გადავლილზე საქონლისა და ცხვრის დიდმა ფარამ გადაიარა ზიტას კი დიდი ნაგაზები მისცვივდნენ და ბრძოლა გაუმართეს მოკლედ სანამ საქონელმა გადაიარა და ძაღლები გავაშველეთ კი გავიდა კარგი ნახევარი საათი იმედი კი აღარ მქონდა მარა ძაღლი მაინც ავიყვანე კვალის გასაახლებლად ძაღლმა იშვიათი ოსტატობით იმუშავა კვალზე და როდესაც ხელახლა წამოაგდო კი გაუდგა ის კურდღელი გზას მარილზე. ეს ყოველივე ნამიან ამინდში რომ მომხდარიყო სულაც არ გამიკვირდებოდა მარა ბუღ ავარდნილ ნიადაგზე მდევრისგან კურდღლის დევნა რასაც წარმოადგენს კი მოგეხსენებათ. აზარტში შესულმა ძაღლი კვლავ საძებნელად გავუშვი. ძაღლი კვლავ ხევისკენ დაიძრა . ვიჯექი და ველოდი ველოდი დიდად დაიმედებული . ამასობაში მოქეიფენიც გამოჩნდნენ სახლში მივდივართო . პატრონს მოვახსენე ძაღლის გმირობა და სულაც არ გაჰკვირვებია პირიქით ისეთი რაღაცეები მომიყვა ძაღლის შესაძლებლობები ჩემი თვალით რომ არ მენახა არც დავიჯერებდი სხვა დროს, ბოლოს დასძინა უკვე სამი კაცი მაძლევდა ძაღლში 800$ ს ო. სოფლელები კი მიგდებენ სასაცილოდ რომ არ ვყიდიო მარა რა ვქნა ძაღლი როგორ გავყიდოვო . საქციელი მოვუწონეთ და დავემშვიდობეთ . მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და შესაძლოა ზიტა ცოცხალი აღარც არის, მარა ერთი ლამაზი დღე კი მაჩუკა. და დამიტოვა ერთი აკვიატებული აზრი ნეტავ თუ გავზრდი და დავაყენებ მასეთ მდევარს როდისმე. ბევრმა შეიძლება იფიქროთ ამას კურდღლის ძაღლი ალბათ ნანახი არ ყავს ერთი ნახა და მიტომ გადაირია მასეო მარა , მინდა გითხრათ ბევრი მყოლია კურდღლის ძაღლიც და სხვისიც ბევრი მყავს კარგი ძაღლი ნანახი მასეთი მდევარი კი არცერთი , რაღაც უნიკალური ძალით იყო იგი დაჯილდოვებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Apr 19 2011, 06:39
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მამაჩემის ახლობლის ძაღმა დაყარა ლეკვები მარა ისე მოხდა 2ზე მეტი ლეკვი არ იყო და მამაჩემიც გულნატკენი დარჩა რადგანაც ძაან უნდოდა მაგ ძაღლების შვილი ყოლოდა მოკლედ ხვადი ლეკვი ისე მოხდა ქუთაიში აღმოჩდა და მამაჩემიც შემთხვევით საქეიფოდ მაინცდამაინც იმ ოჯახში მოხდა მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო ოჯახის მასპინძელმა აჩუქა 3თვის იყო უკვე ნადირა ძაან სიმპატიური და ძაან მოუსვენარი ანგლოს ლეკვი. გავიდა რამოდენიმე ხანი და გაზაფხულზე ჩვენ მდევრებთან ერთად წამოვიყვანეთ ჩვენი მოუსვენარი ნადირა დილა იყო გარიჟრაჟი და ძაღლებს მოვხსენით საბმულები და ეს ჩვენი პატარა პროფესორი რომ მოვიკითხეთ არ ჩანდა უცებ რაღაცა საოცარი ყეფის და სიმპონიის ხმამ შეგვაფხიზლა სუყველა მეც მამაჩემიც და მამაჩემის მეგობარიც ნეტავ ვისი ძაღლიაო ეკითხებოდნენ ერთმანეთს მამაჩემი და მამაჩემის მეგობარი უცებ დამთავრებული არ ქონდათ საუბარი და ჩვენი ძაღლებიც შეუერთდნენ და ატყდა ყეფა ისეთი კაცი რო ინატრებს და ჩვენც მეტი რა გვინდოდა მარა ეს ჩვენი პატარა რო არ ჩანდა მაგაზე კი ვნერვიულობდით და ცოტა გაკვირვებულებიც ვიყავით უცებ კურდღელმა იქითა ფერდზე გადავიდა და ჩვენც მოვკარით თვალი რამოდენიმე ხანში გამოჩდენ ძაღლებიც და აი ახდა ასრულდა ის ოცნება რომელსაც კაცი ნატრულობს ეს ჩვენი 6 თვის პატარა მოუსვენარი მიუძღვება ჩვენდა გასაკვირად გიდივით ამ ჩვენ გამოცდილ ძაღლებს მოკლედ ბევრი ლაპარაკი რო არ გამომივიდეს ისეთი რაღაცა მოხდა დღემდე რაღაცნაირად ჩაიბეჭდა ჩემ მეხსიერებაში კაი ხანი სდიეს იმ კურდღელს გახარებულები და გაოცებულები უყურებდით მე და მამაჩემი ერთმანეთს ეს ჩვენი პატარა მოუსვენარი ნადირა საერთოდ ტყეში ნამყოფი რო არ ყოფილა ჩამოყალიბებული დიდი ძაღლივით დასდევდა კურდღელს და ხმა ძაღლს ამოდიოდა მარტო ერთი ფასი ხმა კონდა ნადირას კაი ზდევის მერე მოვიდენ ძაღლები და ეს ჩვენი პატარა ნადირაც მოცუნცულდა ესეიგით იმიტომ ვყვები ამ ყველაფერს მეგობრებო რომ ჩემ პრაქტიკაში არ შემხვედრია ესეთი რაღაცა ლეკვმა პირველივე გაყვანაზე რომ ნახოს კურდღელი და დიდი ძაღლივით სდიოს ძაან იშვიათობაა ნადირა დადგა ძაღლი კაცი რო ინატრებს ისეთი მუშა მპოვნელი და ჟილკიანი ძაღლი. მე ვნატრულობ ესეთ მეგობრას იდიალური ძაღლი შემილია უწოდო ნადირას ძაან დამამახსოვრა თავი და მენატრება ეგეთ ძაღლთან ერთად ნადირობა ასერომ მეგობრებო იმედით ცხოვრობს ადამიანი და მე მჯერა რომ კიდე მეყოლება ეგეთი ოთხფეხა მეგობარი.

haski.gif

kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Apr 20 2011, 15:55
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაა..ეს თამა სულ აღარ მახსოვდა. მეც გავიხსენებ აბა ერთ რამეს.
სექტემბრის ბოლო იყო..თან საკმაოდ თბილი ამინდიც და გავედით მწყერზე სართიჭალისკენ. მთელი მინდვრები გადაპარსული დაგვხვდა. ერთ ადგილას იყო დატოვებული მაღალი ბალახი(კახეთისკენ შალაფას რომ ეძახიან) ფეხბურთის სტადიონის ხელა ძლივს იქნებოდა...მაგრამ მწყერით აღმოჩნდა სავსე. დილას რომ შევედით..საღამომდე აღარც გამოვსულვართ. აღარ მახსოვს რაოდენობა..მაგრამ საკმაოდ მაგრად ვინადირეთ...ბოლოს დაღლილები გამოვედით და დასასვენებლად ჩამოცჯექით. ეს ჩვენი ნანადირევი ხის ტოტებზე გამოვფინეთ..თასმებზე ასხმული..ნიავმა გაუაროსთქო. ხოდა ამ დროს ჩაგვიარეს მანქანით სხვა მონადირეებმა. რომ დაინახეს ჩვენი ახუნძლული ნადავლი.....წინ მჯომი ხელის აწევით მოგვესალმა და "ბარაქა..ბარაქაო" დაგვიძახა... ჩვენც მივესალმეთ ჩვენი მხრიდან.....რომ უცებ უკანა ფანჯრიდანაც გადმოყო ერთმა თავი და მოგვაძახა.....
"ბარაქა გოგიიიი"....... სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ პირი მოკუმა და მიხვდა..ეგ არ უნდა ექნა....მაგრამ დააგვიანა.... ყველამ ერთად მივაძახეთ.. "წატი შენი"......
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 19 2013, 19:10
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ.
საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო.
დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი.
ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას.
ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება.
აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.
სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით.
ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება.

ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Apr 19 2013, 21:45
პოსტი #14


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(aleksandre @ 19th April 2013 - 20:10) *
ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა.

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 1 2013, 23:37
პოსტი #15


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეხლა ვიქექებოდი "წინა წლების არქივში" და ეს ვიდეო ვიპოვნე. კარგი გოგო იყო ბეტუკა, ბევრი კარგი და სასიამოვნო ნადირობა მაჩუქა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 15:02