ალკოჰოლი და ნადირობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ალკოჰოლი და ნადირობა
ვიტო
პოსტი Feb 3 2010, 04:25
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეზობელი განყოფილებიდან მომივიდა ამ თემის გახსნის იდეა, ძალიან აუცილებელი საკითხია.
ყველას გთხოვთ საღადაო პოსტებისგან თავი შეიკავოთ..... აქ საუბარი არ არის იმაზე რომ
"თუ ოჩოპინტრე არ ვადღეგრძელე ისე არ ვნადირობ" ან კიდევ "სიცივეში მახურებს" ან კიდევ
"ნადირობის მერე კარგია ჩარტყმა" იმედია მიხვდით თემის არსს.

პირველ რიგში მედიცინაში გარკვეულ ხალხს ვთხოვ ამ თემაზე რეაგირებას, დაწერეთ რას იწვევს ალკოჰოლი,
რა უკუჩვენებები აქვს და რა აქვს დადებითი, თუ გინდათ დოზების მიხევით და სახეობების მიხედვით, თუ კი, მაშინ
რომელი ჯობია, თუ არა მაშინ რომელია უარესი....... ზოგადად მაინტერესებს ადამიაზე რა ზემოქმედებას ახდენს,
აკარგვინებს თუ არა მაგალითად მოტორიკას, ანელებს თუ არა რეაქციას და მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება შეეხოს ამ
თემას, შემდგომში გავაკეთოთ საბოლოო სტატია, მივპინოთ და დავხუროთ ერთპოსტიან თემად, რომ ყველამ იცოდეს
რა და როგორ არის, პორველადი სტატიასავით დაწერეთ, მერე კითხვები წამოვა და მათზე პასუხებიც საინტერესო იქნება,
საბოლოოდ ავკინძოთ და ეგ იქნება...

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 3 2010, 10:02
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რაღაც ყველა თავს იკავებს ამ თემაზე საუბრისგან. მე დავწერ რაც მე ვიცი მაშინ. ლოთობაზე აღარაფერს ვამბობ, ანუ ალკოჰოლის მიღება ნადირობის პროცესში. (ზამთარში)
ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვების უეცარ გაფართოვებას რაც ხელს უწყობს სისხლის აქტიურ მიმოქცევას და შესაბამისად ადამიანის შიდა ტემპერატურა იმატებს. ეს პროცესი გრძელდება მხოლოდ 10-20 წუთი, რაც მეც ხშირად გამომიყენებია ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ სისხლძარღვი ვიწროვდება იმაზე მეტად ვიდრე დალევამდე იყო. შესაბამისად უფრო შეგცივდება. განმეორების შემთხვევაში ყველაფერი თავიდან იწყება მაგრამ იმ სხვაობით, რომ თვრები. დათრობა კი ი იწვევს რეაქციის შენელებას, ხშირია შემთხვევები ნომერში ჩაძინების და არაზუსტი სროლის.

ზაფხულში არაყის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდირებული. როგორც ზემოთ ვთქვი ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს და იწევს ადამიანის შიდა ტემპერატურა. სიცხეში ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გადახურება, აორთქლება მიდის უფრო ინტენსიურად, შესაბამისად როგორც ამბობენ ურტყავს პირდაპირ ტვინშიnewsmile05.gif . მე რეკომენდაციას მოგცემდით თეთრ თხელ მშრალ ღვინოზე, ზომიერად newsmile05.gif

რაც შეეხება საერთოდ კოლექტიური ნადირობის შემდეგ დალევას, ბევრი მაგალითი გამოვცადეთ უკვე და უნდა შევთანხმდეთ რომ, ტყვიის ამოღება არ კმარა. ყველა თოფი უნდა დაიკეცოს და ჩაიდოს შალითაში. და ტრაკის გასაღები დავიკიდოთ გულთან ახლოს რომ არ დაგვეკარგოს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Feb 3 2010, 20:26
პოსტი #3


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




გეთანხმები +100. და კიდევ არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მე გამიგია რომ ალკოჰოლის სუნს ნადირი შორიდან გრძნობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დიტო
პოსტი Feb 3 2010, 21:57
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,038
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: naxalovka



რატომღაც მედიკოსები თავს იკავებენ და მარტო ალკოჰოლიკები ვაკტიურობთ აქ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მე მაინც მესამე ვარიანტი მომწონს,ნადირობის შემდეგ,თუმცა პირველიც არაერთხელ ჩამიდენია და თან უშედეგოდ(ანუ ოჩოპინტრეს დღეგრძელობით დამიწყია და მერე მისი გინებით დამიმთავრებია უშედეგო ნადირობა) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Feb 4 2010, 01:14
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კაით

ჭალიმგელა
ანუ ის დაწერე რაც გაგონილი მქონდა, განვმარტავ სიტუაციას:
ვართ მთაში, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და გახდა 12 საათი, დადგა შესვენბისდრო,
ჩავარტყით 5 ჭიქა არაყი, და ვაგრძელებთ დასვენებას, არაყმა ორგანიზმი გაახურა
და 20 წუთში თავისი მოჭამა, მერე მთის ჰავის წყალობით იწყება ორგანიზმის
ტემპერატურის სწრაფი ვარდნა........ ეგრეა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 4 2010, 01:37
პოსტი #6


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგით, შევეცდები სრული სტატია დავწერო, მაგრამ ეს ისევ ზღვაში წვეთი იქნება იმასთან შედაებით რაც ამ ქიმიურ ნაერთთან მიმართებაში მოიპოვება.

იმედია გამოგადგებათ newsmile05.gif

წავედით!

რა არის ალკოჰოლი?

ბევრი მითები არსებობს ალკოჰოლის შესახებ, ზოგი სპეციალურად გამოგონილი, ზოგი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ ფაქტია რომ ალკოჰოლი მეცნიერებაში ალკოჰოლად რჩება და მასზე არსებული ინფორმაცია ცვლილებებს არ ექვემდებარება...

ალკოჰოლი ბევრნაირი არსებობს, ზოგს არომტი აქვს, ზოგს ფერი აქვს, ზოგს სუნი აქვს, მაგრამ ალკოჰოლის ძირითადი შემადგენლობა არის ეთილის სპირტი და წყალი, ძნელი მისახვედრი არ არის რომ ადამიანებს ალკოჰოლში წყალი არ იზიდავს, მთელი ხიბლი ეთილის სპირტშია

ეთილის სპირტის მიმზიდველობისთვის, მსოფლიოში უამრავი დამატკბობელი, არომატიზატორი, საღებავი, ათასი ქიმიური კომპონენტია გამოგონებული, მაგრამ მათ დიდი არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ რადგან ალკოჰოლი უშუალოდ თრობის ეფექტისთვის გამოიყენება, ამიტომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უამრავ ალკოჰოლურ სასმელებს შორის არის, ეთილის სპირტის კონცენტრაცია

რა არის ეთილის სპირტი?

მოდით სკოლის ქიმიის გაკვეთილებიდან გავიხსენოთ რომ არსებობს ნახშირ-წყალბადოვანი ნაერთი (CH), რომლებსაც შეიძლება მიერთებული ქონდეს ერთი ან რამოდენიმე ჰოდროქსილ ჯგუფი, (OH) თუ ეს შემცველობა 2-ზე ნაკლებია - ქვიათ ერთატომიანი სპირტები, 2 და მეტი შემცველობისას - მრავალატომიანი სპირტები, ამათგან ჩვენთვის საინტერესოა ერთატომიანი სპირტების რამდენიმე წარმომადგენელი
СН3ОН - მეთანოლი (ხის სპირტი)
СН3СН2ОН - ეთილის სპირტი

მრავალატომიანიდან აღსანიშნავია ეთილენგლიკოლი - რომელიც ანტიფრიზის შემადგენლობაში შედის

კიდევ ბევრია, მაგრამ არ არის ჩვენთვის საინტერესო და აღარ ჩამოვყვები

სამივე სპირტი ადამიანისთვის ტოქსიკურია შესაბამის დოზებში: ეთილენგლიკოლი- 20-70 მლ, მეთანოლი - 30-100 მლ, ეთილის სპირტი - 250-400 მლ, რატომ ეს სამი სპირტი,
მეთანოლი, ეთილენგლიკოლი და ეთილის სპირტი ერთმანეთს ძალიან გავს ფიზიკური პარამეტრებით (შეფერილობა, სუნი, გემო ) ამათგან პირველი ორი არის ძალიან ტოქსიკური, 20 მლც კი საკმარისია ადამიანის სიკვდილისთვის, მეთანოლი და ეთილენგლიკოლი ეთილის სპირტში რომ არ აერიოს ადამიანს და რომ არ დალიოს შემთხვევით, მათ ღებავენ ლურჯად ან სხვა მყვირალა ფერად, მთავარია მივხვდეთ რომ ადამიანი მოწამლულია მეთანოლით ან ეთილენგლიკოლით, რადგან მისი მკურნალობა მარტივია იმის გამო რომ მისი ანტიდოტი(გამანეიტრალებელი) სწორედ ეთილის სპირტია (მოწამვლის შემთხვევაში საკმარისია 100 გრამი არაყის მიღება და მოწამლული 5-10 წუთში წასწაულებრივ განიკურნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალ გარანტირებულია)

აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებულია რომ "ალკოჰოლის" ქვეშ იგულისხმება ეთილის სპირტი

ალკოჰოლის მოქმედება

ალკოჰოლის მიღებისას, ძალიან მცირე ნაწილი შეიწოვება კუჭის კედლებიდან, უმეტესი ნაწილის შეწოვა კი ხდება წვრილი ნაწლავიდან... (ამიტომ მითი იმის შესახებ რომ თუ კარაქს შეჭამ ან ქონიანს, არ დათვრები, მითად რჩება, ამ მეთოდს აქვს ის პრინციპი რომ კუჭის კედლებიდან არ მოხდეს შეწოვა, მაგრამ თუ კუჭში არ მოხდა ალკოჰოლის დაყოვნება და გადავიდა წვრილ ნაწლავში, თრობის ეფექტს გვერდს ვერ ავუვლით, ამიტომ საჭიროა კუჭში იყოს საჭმელი და წინასწარ ცხიმმიღებული და "კედლებ ამოგლესილი" კუჭი გადამუშავების პროცესში იყოს, ამ დროს წვრილ ნაწლავში გადამშვები სპინკტერი ("კლაპანი") დაკეტილია, და ჩასული ალკოჰოლი საჭმელტან ერთად ბრუნავს, და მცირედი ნაწილი ნეიტრალდება კუჭში მცირე რაოდენობით არსებული სპეციალური ფერმენტებით, კედლებიდან კი ის მინიმლური შეწოვაც აღკვეცილია "ცხიმით გაპოხვის" გამო ანუ უბრალოდ ყოვნდება თრობის დადგომა, საბოლოოდ ალკოჰოლი მაინც გადავა წვრილ ნაწლავში და გვიან მაინც გამოიწვევს თრობას)

როგორც კი შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან, ალკოჰოლი სისხლში ხვდება 5-10 წუთის შემდეგ, ალკოჰოლის კონცეტრაციის პიკი სისხლში უზმოზე დგება 30-60 წუთში, ნაჭამზე 60-120 წუთში

სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია ალკოჰოლით ინტოკსიკაციასთან (მოწამვლა), როდესაც სისხლში არის ალკოჰოლის 0.1% ანუ (100მგ ალკ. - 100მლ სისხლში) შეესაბამება მსუბუქ თრობას(იგივე მოწამვლას),

ალკოჰოლის 0.2% შეესაბამება, საკმაოდ ძლიერ თორბას (მოწამვლას), ამ დროს დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია და ა.შ.

ალკოჰოლის 0.4% დროს უკვე დგება კომატოზური("გათიშული") მდგომარეობა

ალკოჰოლის 0.6-0.7% ის დროს სუნთქვის ცენტრზე ზემოქმედებით და სუნთქვის გაჩერებით დგება სიკვდილი

პროცენტულობა ვარირებადია, და დამოკიდებული ორგანიზმის მასაზე, აგებულებაზე (კუნთოვანი სიჭარბე, ცხიმოვანი სიჭარბე) და სისხლში გამანეიტრალებელი ფერმენტების რაოდენობაზე

აღარ ჩავუღრმავდები ალკოჰოლის ზემოქმედებას უჯრედებზე და ორგანოებზე, თორემ შორს წაგვიყვანს.

ბევრს აინტერესებს როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ადამიანის ქცევაზე და ნერვულ სისტემაზე, ეს რომ გავიგოთ აუცილებელია მინიმალური ცოდნა თუ რისგან შედგება თავის ტვინის ქსოვილები, ისინი ჩეულებრივი უჯრედებისგან დიდად არ განსხვავდებიან, ნეიორონებიც იგივე უჯრედებია, მხოლოდ ნერვული, სხვა უჯრედებისგან იმით განსხვავდებიან რომ ერთამნეთთან აქტიური კავშირის დამყარება შეუძლიათ ელეკტრული იმპულსებით, რომელიც გატარდება უჯრედის წანაზარდ კუდში, რომელსაც -აქსონები ქვია, ეს აქსონები ერთმანეთს უკავშირდებიან დაბოლოება-სინაფსებით,სწორედ სინაფსებიტ ხდება ერთი ნეირონიდან (უჯრედიდან) იმპულსის გადაცემა მეორე ნეირონზე (უჯრედზე) ამ სინაფსების დონეზე მქომედებს ყველა ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჩათვლით, განსხვავება მათი მოქმედების მექანიზმშია, მაგალითად კოკაინი უფრო სტიმულანტია ვიდრე დეპრესანტი, ალკოჰოლი კი დეპრესანტების ჯგუფს განეკუთვნება


სწორედ თრობის ეფექტია, რომელიც ასე მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ადამიანების მცირე პოპულაცია, რომლებსაც არ მოსწონთ თრობის ეფექტი და ვერ ღებულობენ მისგან სიამოვნებას


ალკოჰლის ამტანობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უშუალოდ ორგანიზმიდან გამომდინარე, არის რამდენიმე ფაქტორი

1. სისხლში გამანეიტრალებელი ფერმენტის - ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას კონცენტრაცია. ამ ფერმენტის საშუალებით ალკოჰოლის საკმაო რაოდენობა ნეიტრალდება, ამიტომ თუ ბევრი გვაქვს ეს ფერმენტი, უფრო მეტი ალკოჰოლი განეიტრალდება და უფრო ნაკლებად დავთვრებით, სხვათაშორის, ფერმენტის რაოდენობა მემკვიდრეობითაც გადაეცება, ამიტომ გვარში კარგი მსმელები თუ გვყავდა არ არის გამორიცხული ეს გადაეცეს მომავალ თაობას... ამიტომ ადამიანი შეიძლება მცირე მასის იყოს მაგრამ ფერმენტის რაოდენობა ქონდეს ბევრი და ამიტომ "კარგად სვამდეს"

2. ადამიანის მასას ლოგიკურად დიდი ნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია მასა, მით უფრო დიდია სისხლის და უჯრედების მოცულობა, შესაბამისად ალკოჰოლის გადანაწილება ხდება უფრო დიდ მოცულობაზე და თრობისთვის უფრო მეტი ალკოჰოლია საჭირო

3. დიდი მნიშვნელობა აქვს, ორგანიზმის აგებულებას, ცნობილია რომ, დაკუნთული ადამიანი უფრო ნაკლებად დათვრება, ვიდრე მასზე უფრო დიდი სხიმების მქონე ადამიანი, რადგან კუნთი დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, სადაც ალკოჰოლი გაზავდება, ხოლო ცხიმი რაც არ უნდა ბევრი იყოს, ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს H2O-ს და ალკოჰოლი ვერ ზავდება

ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სავსებით რეალურია, პატარა ტანის ჩასხმულმა ყმაწვილმა, თეფშზე თავი დაადებინოს ტიტანური წონის, ჩასუქებულ, ღაბაბიან ბიძიას : ) ) )




ალკოჰოლი თავიდანვე იყო მსოფლიოს შთაგონების წყარო, ბევრმა ქვეყანამ გადაიტანა ალკოჰოლური რევოლუცია

19-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ალკოჰოლის პიკი იყო, რომს და ვისკის მიქონდა ამერიკა, 18-ე საუკუნეში ჯინის ეპიდემია გადაიტანა ინგლისმა, მაგრამ რეალურ დროში ყველაზე დიდი მომხმარებელი მაინც რუსეთი რჩება, ისინი თვითონვე აღიარებენ რომ ალკოჰოლთან უზომო დამოკიდებულებამ თითქმის 1 საუკუნით ჩამოარჩინა, მათი პიკი ჯერ არ დამდგარა და როგორც ამბობენ: Каков наш предел пьянства – никто не знает



ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეუძლებელია, ამიტომ თუ კითხვები გექნებათ გამოუშვით...

მაქსიმალურად ვეცადე სამედიცინო ტერმინებით არ დამეწერა, თუ რამე მაინც გაიპარა ბოდიშს გიხდით




ესეც მცირე ვიდეოროლიკი ალკოჰლის შესახებ

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Feb 4 2010, 01:56
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
შენ გაიხაე რა, ზოგი ტერმინები გაუგებარი იყო მაგრამ ზოგადი სურათი გავიგე......
ძალიან გამიტყდა რაც წავიკითხე, ვიდეო სუპერცუდი სანახავი და მოსასმენი იყო.

კითხვებს რაც შეეხება, შენი პოსტი ძირითადად ალკოჰოლის ხასიათს ეხებოდა, მოდი ეხლა გვითხარი პრაქტიკულ მხრეზე.

1. რატომ არის ცუდი ალკოჰოლის მიღება ნადირობის დროს?
2. არსებობს თუ არა რაიმე გამანეიტრალებელი საჭმელი რომელსაც შეუძლია გვიშველოს საჭირო სიტუაციაში?
მე გამიგია რომ კვერცხი რარაცას შვება, უფრო სწორედ რაზრუშიტელი ლეგენში იყო, რამე იცი ამის შესახებ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 4 2010, 04:31
პოსტი #8


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(vito @ 4th February 2010 - 02:14) *
არაყმა ორგანიზმი გაახურა
და 20 წუთში თავისი მოჭამა, მერე მთის ჰავის წყალობით იწყება ორგანიზმის
ტემპერატურის სწრაფი ვარდნა........ ეგრეა?


ეს მოჩვენებითია, იმის გამო რომ ალკოჰოლი მოქმედებს თავის ტვინის ბევრ უბანზე, საიდანაც კონტროლირდება, მთელი შეგრძნებები, ტემპერატურული იქნება თუ რაც იქნება, შესაბამისად გგონია რომ "გახურდი", გასაგებია რომ სისხლძარღვების და კაპილარების გაფართოვება ხდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა რომ გათბე, გასათვალისწინებელია რომ წნევა ვარდება, აქედანგამომდინარე არის ტახიკარდია (წნევისვარდნის საპასუხო გულის აჩქარება) მაგრამ ეს არ არის საკმარისი რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს

ციტატა(vito @ 4th February 2010 - 02:56) *
1. რატომ არის ცუდი ალკოჰოლის მიღება ნადირობის დროს?


მცირე რაოდენობა სულაც არარის ცუდი, ძალიან მცირე რაოდენობით, მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, ოღონდ გასთვალისწინებელია ვინ რას ეძახის მცირე რაოდენობას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეთანხმებით (WHO) მცირე რაოდენობად მიჩნეულია, საშუალო მასაზე 40 მლ. ალკოჰოლი. 100 გრამი უზმოზე უკვე გადამეტებაა და ნებისმიერს დაათრობს, მცირედად მაინც

გადამეტებული დოზა კი ნადირობის დროს და ისეთი ქმედებების დროს, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, უარყოფითად მოქმედებს

აგრეთვე ცნობილია რომ ალკოჰოლს აქვს დეჰიდრირების (გაუწყლოება, გამოშრობა) თვისება, ნადირობისას კი ეს ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორია

რექციის შენელება, სითამამე, თვითდაჯერებულობა და უამრავი არასაჭირო ფაქტორებია რაც წინა პლანზე იწევს ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისას, რაც ნადირობისას არამიზანშეზონილია

კიდევ ვიმეორებ, ზედმეტ ალკოჰოლში არ იგულისხმება "გამაძღრობა" ჩაფენა" "ჩახრჩობა" და "ბარხატანად" ყოფნაც კი, მცირე გადამეტებაც კი ზედმეტი დოზაა

მეტი არ მახსენდება ისეთი, სხვებიც დაამატებენ ალბათ

ციტატა(vito @ 4th February 2010 - 02:56) *
2. არსებობს თუ არა რაიმე გამანეიტრალებელი საჭმელი რომელსაც შეუძლია გვიშველოს საჭირო სიტუაციაში?
მე გამიგია რომ კვერცხი რარაცას შვება, უფრო სწორედ რაზრუშიტელი ლეგენში იყო, რამე იცი ამის შესახებ?


არ მინახია მითბასტერების ეგ სერია და ვერ გეტყვი მანდ რა ხდება, თუმცა სრულიად შეიძლება ნებისმიერმა საკვებმა, გამანეიტრალებელი ან პირიქით ეფექტი გამოიწვიოს

ყველაზე კარგი გამანეიტრალებელი ეფექტი (თუნდაც საპატრულოში, შარდში ალკოჰოლის შემოწმებისას) არის ალკოჰოლის გაზავება, როგორ ხდება ეგ ამბავი

პირველ რიგში მითია ის, რომ ალკოდეტექტორი ალკოჰოლს, კუჭში არსებული "ალკოჰოლის სუნით" აფიქსირებს, ანუ რამე ძმრიანი საჭმელი ან მსგავსი რომ შეჭამო, წითელს აგინთებს, მცდარი აზრია. პირში რომ გამოივლო არაყი და ჩაბერო, არაფერსაც არ "აგინთებს"

ალკოჰოლი თუ სისხლშია, საკმაო რაოდენობით, ყველა ვარიანტში გამოჩნდება დეტეკტორზე, რადგან ნაწილი ალკოჰოლის გამომყოფი ორგანო არის ფილტვები, ამიტომ სისხლში არსებულ ალკოჰოლს საკმაო რაოდენობით შეიცავს ფილტვიდან ამონასუნთქი ჰაერი, ამიტომ არის ფრაზა "ძლიერად ჩაბერე, ვითომ სანთელს აქრობ" მნიშვნელოვანი, რომ ფლტვებიდან წამოსული ჰაერის ნაკადში არსებული ალკოჰოლის კონცენტრაცია მაქსიმალურად აისახოს დეტეკტორის ინდიკატორზე

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეორიულად: სპირტი რომ არ დალიო და შპრიცით შეიყვანო ვენაში(არავის ვურჩევ ამის გაკეთებას : )) ) მაინც "ამოგიგდებს პატრული"

ეს ცოტა ლირიული გადახვევა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაჭარა
პოსტი Feb 4 2010, 09:06
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 889
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



2. არსებობს თუ არა რაიმე გამანეიტრალებელი საჭმელი რომელსაც შეუძლია გვიშველოს საჭირო სიტუაციაში?
მე გამიგია რომ კვერცხი რარაცას შვება, უფრო სწორედ რაზრუშიტელი ლეგენში იყო, რამე იცი ამის შესახებ?


ამას რაც შეეხება შემიძლია ის ვთქვა რომ ცხიმიანი და მჟავე საჭმელი პირველია ალკოჰოლის განეიტრალებაზე, უამრავჯერ გამომიცდია და ამაზე გამარად არაფერი არ ამართლებს, განსაკუთრებით კი ცხიმიანი ხაშლამის ნაჭრები, იფ იფ newsmile035.gif დალევის დროს სიგარეტის მოწევა, ყავის დალევა არიქა გამომაფხიზლოსო და გაზიანი სასმელის მიღება რო სითხე ბევრი მივიღოო აბსოლიტურად პირიქით მოქმედებს!!! დილით თუ დალევაა უნდა დალიო მაქსიმუმ 3 ჭიქა თეთრი რბილი ქართლის ღვინო როგორც ეს გიომ თქვა..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 4 2010, 13:46
პოსტი #10


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Giorgi Macharashvili @ 4th February 2010 - 10:06) *
გაზიანი სასმელის მიღება რო სითხე ბევრი მივიღოო აბსოლიტურად პირიქით მოქმედებს!!!

გაზიანი სასმელი რომ ალკოჰოლის შეწოვას ხელს უწყობს ეგ ფაქტია, მაგრამ ბორჯომი რომ დალიო, დიდი რაოდენობით გამოიწვევს ალკოჰოლის გაზავებას, და უკუეფექტი ნამდვილად არ ექნება, გაზიანთან ერთად ალკოჰოლის მიღებაა, სწრაფად თრობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი. თორემ მერე რომ დალიო ისეთი ეფექტი არა აქვს გაზს, უბრალოდ კუჭისთვის არის მავნე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფეოლა
პოსტი Feb 4 2010, 14:38
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მთავარი ზომიერებაა! ცოტა გრადუსი (განსაკუთრებით სიცივეში) სასიამოვნოა და საჭიროც! ასე მგონია მე და მემგონია არ ვცდები. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Feb 4 2010, 14:53
პოსტი #12


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დალევა ზომიერად ატრიბუტიკაა ჩემი აზრით სანადიროთ, კაცმა თვითონ იცის რამდენი უნდა დალიოს და როდის სანადიროთ, მე მაგალითად მაღლა თუ მიწევს ასვლა სანადიროთ საერთოდ არ ვსვავ ასვლისას, ადამიანის ორგანიზმზეა ვინ როგორ იტანს სანადიროთ დალევას(ზომიერად).

ისე პაპიროსის მოწევაზეც ხომ არ გაგვეხსნა ესეთი თემა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Feb 4 2010, 15:01
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ 4th February 2010 - 02:37) *
მეთანოლი, ეთილენგლიკოლი და ეთილის სპირტი ერთმანეთს ძალიან გავს ფიზიკური პარამეტრებით (შეფერილობა, სუნი, გემო ) ამათგან პირველი ორი არის ძალიან ტოქსიკური, 20 მლც კი საკმარისია ადამიანის სიკვდილისთვის


საღოლ კარგი სტატიაა.

ერთს დავამატებ მეთანოლი და ეთილგლიკოლის (10 წელია ამ სითხეების ნაზავ ეთერთან მაქვს საქმე) დალევაც კი არ არის აუცილებელი - უბრალოდ შესუნთქვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები: დაწყებული უშვილობიდან და პოტენციის დაქვეითებიდან დამთავრებული სიკვდილამდე! ამასთანავე არ არის აუცილებელი, რომ მეთანოლი და ეთილგლიკოლი იღებებოდეს ჩვენთან სამსახურში არის რამდენიც გინდათ გამჭვირვალე კარგი "არყის ფერი" ასე, რომ გაფრთხილდით!

რაც შეეხება ალკოჰოლის ზემოქმედებას მძღოლზე 2 სიტყვით - მოთენთვა - დაღლილობა - მკვეთრად შემცირებული რეაქცია! - ასე, რომ გაფრთხილდით!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Feb 4 2010, 15:02
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
ამდენი რამ გვასწავლე მარა ის არ გითქვამს, რომ თუ ვინიცობაა ჩვენმა მეგობარმა იმდენი ალკოჰოლი მიიღო რომ მის სისხლში ალკოჰოლის შემადგენლობა არის 0.5 ან 0.6 და კაცი კომაში ჩაგვივარდა და 033 შანსი არა არის როგორ უნდა მოვიქცეთ??????? ან თუ არსებობს ისეთი რაღაც რაც მდგომარეობიდან გამოიყვანს?? მე მქონდა მასეთი შემთხვევა და კინაღამ არ გავგიჯდი კიდევ კარგი ქალაქში მოხვდა და ექიმები დაეხმარნენ თორე ტყეში რომ დაგველია უეჭველი დაიბრიდებოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Mar 3 2010, 19:10
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემა ეხლა ვნახე, მოგიხდით ბოდიშს და დავითუსის ბიოქიმიურ ნაშრომს newsmile035.gif დავძენ შემდეგს:
ვეცდები აქ დავწერომოკლედ და ყველასთვის გასაგებ ენაზე, საერთოდ ითვლება, რომ ნადირობა და სასმელი ერთმანეთის განუყრელია და ამავდროულად გამყრელიც!!!
ყველას დაგვილევია ნადირობისას, მითუმეტეს სეზონის გახსნაზე და ზამთარშიც, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს მონადირეზე, როგორც მის ფიზიკურ დატვირთვაზე ასევე ფსიქოლოგიაზეც (ადამიანს გონია, რომ მას ყველაფერი შეუძლია და იწყება უაზრო რისკი, რაც შეილება ტრავმებითა და უარეს შემთხვევაში ლეტალულად დამთავრდეს...)
რაც შეეხება ალკოჰოლის განეიტრალებას, ამას ყველაზე კარგად აკეთებს გლუკოზა, იგი წვავს სისხლში ალკოჰოლს!!!
ვინაიდან ბევრისთვის შეუძლებელია ვენაში ინექციის სახით გლუკოზის შეყვანა, ამიტომ არ შევეხები ამ თემას და გადავალ სხვა ალტერნატიულ მეთოდებზე!!!
მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავალევინოთ ტკბილი ჩაი, ანუ სადღაც საშუალო ჭიქაში ჩავყაროთ 10 კოვზამდე შაქარი, აგრეთვე დავტვირთოთ გაზგასული მინერალური წყლით, იგი ანეიტრალებს ალკოჰოლს და რაც მთავარია ბევრი სითხე გამოიწვევს ბევრი შარდის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნას...


ხო და რაც მთავარია, მე პირადად უკეთესად ვისვრი, თუ 2-3 ჭიქა არაყი მაქვს დალეული... newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 15:52