ინფორმაცია 2010 წლის სეზონის შესახებ, საკუთარი თვალით ნანახი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ინფორმაცია 2010 წლის სეზონის შესახებ, საკუთარი თვალით ნანახი |
Aug 23 2010, 18:12
პოსტი
#1
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს თემა არის იმაზე თუ სად შეგვხვდა ამ სეზონზე მწყერი.სად არ იყო,სად რამდენი იყო და ასე შემდეგ...
კაცს რო დააინტერესოს დაუშვათ სად არის მწყერი,ნახავს და ინფორმაციას მიიღებს. + არქივისთვისაც კარგია,რაღაც ჩანაწერივით რო გაკეთდეს,ანუ შეხვალ დაუშვათ ამ თემაში მომავალ წელს,ან იმის მერე და ნახავ რა სურათი იყო გასულ სეზონზე. დავწეროთ რაც ვნახეთ და არა სხვისი ნაამბობი და მონადირეების ჩვეულად გაბუქებული ინფორმაცია თქვით ტერიტორიები,რაში იყო მწყერი,ამინდი როგორი იყო და სხვა წვრილმანები რასაც საჭიროდ ჩათვლით. ეს გასვლა იყო კახეთში,კერძოთ ჩალაუბნის მინდვრებში.მწერი იყო,როგორც ნამკალში,ასევე მზესუმზირაში,ბალახშიც შეგვხვდა.მაგრამ უმეტესობა მაღალში ვნახეთ,მზესუმზირაში. შედები ნორმალური,ორმა კაცმა უძაღლოდ დაახლობეით 80-მდე მწყერი ვნახეთ გათენებიდან 11 საათამდე,ანუ ვერ ვიტყვით რო არ იყო.გამოცდილი ძაღლით ბევრად მეტს ხახავდა კაცი. ამინდი მოღრუბლული(ხანდახან მზეც გამოდიოდა ღრუბლებიდან) ერთი დიიიდი მინუსი ის იყო რომ შეგროვილია მწყერი და ერთი რო ამოდის მიყვება ხან 4,ხან 7,ხან 8 და ასე შემდეგ. ხო,სისინა და მისინა არაფერი გვინახია. |
|
|
Aug 23 2010, 19:09
პოსტი
#2
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვიყავი ნადარბაზევში სეზონის გახსნაზე, მწყერი იყო , მაგრამ საშინელი ქარი და უამრავი ხალხი ახლდა ამ ყველაფერს, ფაქტიურად ადგილი არ იყო მინდორში კაცს რომ თავისუფლად ენადირა , ამ მიზეზის გამო 2-ჯერ დამაჭედეს საფანტი(ალბათ 10 ნომერი ,თოფის კალიბრზე და ვაზნა რომელი ფირმის იყო ინფორმაცია არ მაქვს)
ამ ყველაფერს რომ ხელი არ შეეშალა ძალიან კარგი ნადირობა გამომივიდოდა, მაგრამ რას ვიზავ სხვებს საერთოდ ვერ უნადირიათ რასაც ქვია |
|
|
Aug 23 2010, 19:12
პოსტი
#3
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 889 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ზახარა
ნადარბაზევში, ქარელისკენ, მარანისკენ და ტყვიავისკენ ყოველთვის იყო მწყერი და არის კიდევაც..მაგედან ვარ და ზეპირად თუ არავიცი მაინც ეგ ადგილები.. |
|
|
Aug 23 2010, 22:21
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: saCxere |
ძალიან კარგი და საჭირო თემაა ,მივესალმები. ვიყავით გოგაშენში(ვარძია), მწყერი იყო, მაგრამ ბევრი ჩოჩრები,ჩემი აზრით ჯერ ადრეა,მწყერი იყო შვრიაში, უმეტესობა კარტოფილის ნათესია, მე ძაღლს ვგეშავდი და შვრიაში არ შევდიოდი, კარტოფილში კი თითქმის არ იყო, რაც იყო ისიც გადაფრენილი. ნორმალური ძაღლით დილის ნადირობაზე 30-40 ცალს აიყვანდი.
|
|
|
Aug 27 2010, 10:07
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხოდა, გაწვიმდა გუშინ, მეც დღეს დილით ავდექი და გავუდექი ჩემს ნაცნობ ადგილებს, ჩემდა გასაოცრად, სართიჟალის ზემო მონდვრები ისევ გადამშრალი დამხვდა თურმე გუშინ იქ წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა, რაღა დაგვრჩენოდა და შევედით მე და პერი ნაპურალში, გამხმარია ყველაფერი, მნდორი ფეხ ქვეშI როგორც ფიჩხის კონა ისეთი ხმაურით ტყდება, . . . .,
თავი რომ არ მოგაბეზროთ დღეს დილის ნადირობა, 2 სთ და 15 წუთი ვიყავი მინდორში, მაინც მეტ-ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა, მინდვრიდან გამოსულს 12 მწყერი მყავდა ჩამოკიდებული და 2 დაკარგულს მივტიროდი. ზოგადად მინდა ვთქვა რომ ძაღლმა ცუდად იმუშავა, ამინდის და გვალვების ბრალია, მწყერს ნაბულზე ვერ აჩერებდა, დადგომა და ამოფრენა ერთი იყო, შესაბამისად მეც საკმარისად ვაცილე, ფრინველი არის, უბრალოდ ძაღლი ვერ მუშაობს, იქნებ გაწვიმდეს ან ცვარი ქონდეს მინდორს, ეგ ჩოჩრები სულ მალე დასუქდებიან |
|
|
Aug 27 2010, 10:44
პოსტი
#6
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მე და ცხოველაც ვიყავით გუშინწინ ჩალაუბანთან და საკაიფოდ ვნახეთ 2 კაცმა 20 ავიყვანეთ (ნუ მესამეც იყო მარა ის ჩვენ ჩამოგდებულ მწყერს კანტროლკებს უკეთებდა )
და ეს იმის ფონზე რო ძაღლს გაურბოდა მწყერი(ისე კარგად იმუშავა მომეწონა)პაწიაშკა გრძელი ჰქონდა და სტოიკას რო გაჭიმავდა ეცის თქმაზე არ აფრენდა ფრინველს მარა რო ააფრენდა მინიმუმ 5 მაქსიმუმ 20 ერთად ფრინდებოდა(და ამ მესამეს რო აუფრინდებოდა უცაბედათ შეეშინდებოდა ხოლმე და ყვირილს იწყებდა )რამდენიმეც დავკარგეთ და ეგ იყო რა მთლიანობაში მწყრის არარსებობას არ ვუჩივი მარა გუნდებათ როა დამღუპველია ყველაფრისთვის |
|
|
Aug 27 2010, 15:37
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ სამჯერ ვიყავი გასული სართიჭალისკენ ქვედა მინდვრებში და მწყერი არ არისთქო ვერ ვიტყვი. გუშინ მობნელებისას, ყოველ 10 მეტრში 3-3 ამოდიოდა... მაგრამ უკვე ბნელდებოდა სამწუხაროდ :( ხელცარიელი არცერთხელ არ დავბრუნებულვარ. ჩემი თოფითაც კმაყოფილი ვარ და დისპერსანტიანი ტყვიებითაც - მოკლედ ორივე ტანდემში თავისით ისვრის - დამიზნებაც არ უნდა
+ ძაღლითაც მეტ ნაკლებად კმაყოფილი ვარ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გამხმარია იქაურობა და უჭირს ძაღლს მუშაობა. გუშინ თბილისი რომ ინგრეოდა იქ 1 წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა!!! 1 პადრანკას 30-35 მეტრში გაყვა და იქ დაიჭირა! და ზოოფილია!!! და ნეკროფილიაც. და პედოფილიაც! |
|
|
Aug 27 2010, 16:15
პოსტი
#8
|
|
... ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
წალკა, დმანისი გომარეთს რაც შეეხება ზაზამ ჩამოაყალიბა სრულყოფილად,
25-ში გავედი თიანეთისკენ, მწყერი იყო. ჩემი ლეკვის ასაკიდან გამომდინარე 2 საათზე მეტი არ გავჩერებულვარ მინდორში. ძაღლმა ამოაფრინა დაახლოებით 15 ცალი, ზოგი შორს, ზოგიც თავის ხაზზე (ამ უკანასკნელ შემთხვევაში არ ვესროდი). ავიყვანე 6 ცალი. 3 მოზრდილი, 3 ისე რა. მწყერი იჯდა ჩვეულებრივ მოუთიბავ ბალახში. დილის 9 საათზე დავიხურე ქუდი (კაბელასის, ოჩოპინტრესი ჯერ არ მაქვს ) და წამოვედი 27-ში ანუ დღეს, ვიყავი მაღაროსკენ და მერე გადავინაცვლეთ ოდნავ აღმოსავლეთით, ბოდბისკენ. მაღაროში მწყერი იყო ნამკალშიც, მაგრამ ძირითადი მასა იჯდა ფერდობებზე ჩვეულებრივ ბალახში. შუადღისკენ ოდნავ წამოჟინჟლა და მაგის მერე ბოდბეში ნამკალში ვნახეთ ნორმალურად. 2 კაცმა ავიყვანეთ 32 მწყერი და 1 ღალღა. ძაღლებმაც ნორმალურად იმუშავეს, ღრუბლიანი ამინდი იყო. ლეკვმა პირველად გააკეთა ნაბული და 3 მოზრდილი ჩოჩორიც ამოაფრინა |
|
|
Aug 27 2010, 19:50
პოსტი
#9
|
|
. ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
დღეს.. სართიჭალა.. მე და სულხანა.. რაოდენობა 30 მწყერი 1 ღალღა..
დაკარგული 6.. ადგილი მზესუმზირები.. სამწუხაროდ არ გვქონდა მობ რომ გადაგვეღო მწყერი საშვალო ზომისაა... ღრუბლიანმა ამინდმა ხელი შევიწყო 12.30 მოვრჩით ნადირობას.. პერელიოტის მწყერს როცა ნახავთ დაწერეთ რა.. |
|
|
Aug 27 2010, 20:31
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
21 22 და 23 ვინადირე წითელი ხიდის მხარეს 47 ცალი მწყერი მოვკალით მე და ჩემმა მეგობარმა, 21 ვინადირე დილით და 30 ცალამდე მოვკალი დანარჩენ დღეებში დავდიდი საღამოს სამსახურის მერე, ამასთან მტრედიც მოვკალი 10 ცალამდე, ხვალ ვაპირებ ნაცნობ ადგილებს ვესტუმრო და გავშალო მუხლი სუარათებს გადავიღებ თუ მოვკალი რამე
|
|
|
Aug 29 2010, 19:21
პოსტი
#11
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 206 რეგისტრ.: 24-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflisi :D |
ეს 3-4 დღეა სოფელ კავთისხევში ვიყავი...მწყერი ამოდის ოხრად...
ნამკალშიც და ბალახში..ეკალნარშიც ბევრი იყო... მაგრამ არის ერთი ნო: 4-5, ყოფილა 7-იც აფრენილა ერთად... ხო და ხალხიც ბევრია...6-ზე გავდიოდით და ცოტას ქე ვასწრებდით..მერე მოდიოდა ხალხი როგორც პარადზე |
|
|
Aug 30 2010, 09:27
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
წინა კვირას კახეთში გახლდით კერძოდ ლაგოდეხში,
მწყერი უამრავი და ძალიან მსუქანი |
|
|
Aug 30 2010, 09:37
პოსტი
#13
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ლაგოდეხში მეც გახლდით ოღონდ აზერების ,ხარეს და ერთი ცალი მწყერი არ მინახავს არსად
|
|
|
Sep 1 2010, 11:05
პოსტი
#14
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 918 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
გუშინ ვიკავი კახეთში. იორმუღალოსკენ. 3-მა კაცმა 37 მწკერი მოვკალით, ბევრიც გაგვიფრინდა 9 საათამდე და ერთი ლაფართქაც შემომაკვდა.
|
|
|
Sep 3 2010, 22:51
პოსტი
#15
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 18 რეგისტრ.: 17-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გაუმარჯოს ბიჭებს.გუშინ ვიყავი დედოფლისწყაროში და მივიღე სიამოვნება.დილის 10-მდე ნამკალში ვიარე და ნორმა ავიღე... თუ გაინტერესებთ.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 22:52 |