ჩვენი მდევრების ვიდეოები . - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ჩვენი მდევრების ვიდეოები ., მუშაობის პროცესი .
რამაზი
პოსტი Mar 3 2014, 15:16
პოსტი #16


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 175
რეგისტრ.: 29-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 16 2014, 06:44
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti





კურდღელი ორივე ვიდეოში ჩანს თუ დააკვირდებით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Mar 20 2014, 12:59
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta





კურდღელს სდიეს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 22 2014, 13:51
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ, ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და მერე მოიგლიჯაო, ისეა ჩემი საქმე. სულ მინდოდა დევნა-გეშვის პროცესის გადაღება, კამერაც სულ ჯიბეში მედო, მაგრამ ამოღება მეზარებოდა თუ მავიწყდებოდა, არ ვიცი, ერთი პატარა სიუჟეტიც ვერ გავქაჩე ამდენი ხანია, გულს ვერ ვუდებდი. გუშინ კიდე, ალბათ მუზა მესტუმრა და კაი შვიდნაწილიანი "თურქული" სერიალი გამოვაცხვე. მესამე ნაწილში თავად ყურცქვიტაც გამეჩითა ორ ნაბიჯში..მაგრამ თავიდან მივყვეთ. პირველ სერიაში ირმისა ცივკვალობს ზედმეტად და ნაცმუცნევზე ხმას აძლევს, მერე საწოლ კვალზე კვალისამაც ჩააყეფა. მერე ისეთი ყეფა იყო, ნამეტი (დაბორი) აღარ ეთქმოდა. ბაჭია მეგონა. ზედიზედ პატარ-პატარა ხევებია და იქით გადაეპარათ. არ გაურბოდა, ამ ხევებში დაძვრებოდა. ბოლოს ასეთი დასკვნა გავაკეთე. მანამდე კი მაგარი აღშფოთებული ვიყავი და ეს კარგად ჩანს მეორე ნაწილის ჩემეულ კომენტარებში. newsmile090.gif





მესამე სერიაში ბატონი თუ ქალბატონი მთავარი მოქმედი პირიც გამოჩნდა სცენაზე(მეორე წუთიდან). მოიპარებოდა, გაჩერდებოდა, უსმენდა. 3-4 ნაბიჯში დამიჯდა წინ.. ვერ დამინახა. მერე კი მოცოცხა, მაგრამ არც ნამეტნავად მოუნდომებია. ვიკივლე, მოვუხმე, მაგრამ ირმისა რა თქმა უნდა, თავისას აგრძელებდა. პატარამ კი (წლის და ორი თვისაა) მოირბინა, დაადგა და შეუბერა. ირმისა როდის-როდის მიეწია. მაინც კვალისას მიყავდა ბოლომდე.



ირმისას, რომელსაც ფილმში ხშირად სულელად მოვიხსენიებ ხოლმე, ერთი ცუდი თვისება აქვს. ჯერ ერთი, კვალისას არაფრად აგდებს, ედიდგულება და არ ენდობა, ვითომ თავს არ უყადრებს, ძნელად ეხმარება. რაც მთავარია, თუ საგრძნობლად ჩამორჩა, უკან ბრუნდება და უკვე გავლილ კვალს ახლიდან მიყვება. თან ხამუშად ჩააყეფებს კიდეც. ამის გამო წინ გასულ კვალისას, რომელიც ყველა ყეფაზე თავქუდმოგლეჯილი გარბის, რამდენიმეჯერ მიუტოვებია დევნა და უკან გამოქცეულა. რა ჭკუაზე დავდგები ხოლმე ასეთ შემთხვევაში, გასაგები უნდა იყოს. აქაც ამ ამბის შემეშინდა და ამიტომაც ავუტეხე დედის გინება ashh.gif რისთვისაც მაყურებელს გულწრფელად ვუხდი დიდ ბოდიშს. newsmile041.gif





სამაგიეროდ ირმისა მაგარი ჟინიანი და გადამკიდე ძაღლია. დაკარგულის გაახლებაში კვალისასთან შედარებით ციცერონია. გადაანგრია იქაურობა და თითქმის ერთი საათის მერე მაინც იპოვა.






მოვიდნენ და ვალმოხდილები დაეყარნენ. ასე იყო ეს ამბავი, რომელიც საერთო ჯამში სამსაათნახევარზე მეტი გრძელდებოდა. newsmile041.gif newsmile05.gif
ცნობისთვის - ტელეფონის ზარი ერთერთ ჩვენ ფორუმელს გიორგი ვანსკის ეკუთვნოდა, ისიც ტყეში იყო, ოღონდ სხვა ადგილას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Apr 4 2014, 10:56
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



მოკლედ დღეს კარგ ხასიათზე ვარ, დილით გავედი ერთ თვიანი შესვენების შემდეგ ჩემი მსუქანი გოგო გავიყვანე, გავუშვი თუ არა კვალი დააფიქსირა და საქმეს შეუდგა, ერთ დამშრალ აუძთან მიადგა და გამხეცებული დაიწყო ძებნა, მეც შემაღლებულიდან აუზის კუთხესთან ამოსულ პატარა მაყვლის მუჩქს წავადექი ტავზე და გარკვევით დავინახე განაბული ნაცარა, იმ წამსვე ნაბული გავუკეთე სუნთქვაც ლამის შევწყვიტე, ნელ ნელა ტელეფონი მოვიმარჯვე და კამერა ჩავრთე ამასობაში შერიც მოადგა და კურდღლის გახტომის პატარ მონაკვეთი დავაფიქსირე სამწუხაროდ სრული დევნა ვერ გადავიღე ტელეფონში ადგილი აღარ მქონდა , კარგად ვისიამოვნე , სასწარაფოდ კამერა მესაჭიროვება, ვიდეო სათვალეს ვიყიდი კაი გამომდგარი რამეა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Apr 4 2014, 12:58
პოსტი #21


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia





აჰა თუ ვერ გაახტუნა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Apr 5 2014, 12:47
პოსტი #22


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia





დღეს რაჭველი იყო ჩემთან და გავიარეთ ბუნებაში ამინდმა ცოტა არ შეგვიწყო ხელი დ კურდღელიც შებერტყილი შეგვხვდა წყ**ბზე გადადიოდა და შორს მიყავდა ძაღლები პატარა ნაკვეთი გადავიღე დევნიდან, მაინც კაი დრო გავატარეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Apr 11 2014, 19:09
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia





პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gonchatniki: Apr 11 2014, 19:10
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 27 2014, 19:28
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს შევიკრიბეთ სამეგობრო და ძაღლები გავასეირნეთ. newsmile029.gif აჩიკოს წყვილი ჭრელები,თემო გურაშვილის ძუ რუსული და ლონგი ლასურაშვილის ახალბედა მონდომებული რუსული მდევარი. ჯამში რამოდენიმე დევნა ვიხილეთ, ყველა კურდღელზე. საბოლოო ჯამში საკმაოდ ვისიამოვნეთ, რამოდენიმე ვიდეო გადავიღეთ და დავდებ.


хостинг фото



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი May 10 2014, 11:36
პოსტი #25


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia







ესეც ვახო თავის ლომებთან ერთად





ეს ვახოს ლეკვის დაა დღეს შევახვედრეთ ერთმანეთს



ესეც დევნა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 13 2014, 09:44
პოსტი #26


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gonchatniki


აბა ნახეთ ბიჭებო ვანსკის ხვადი დასდევს კურდღელს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 13 2014, 09:51
პოსტი #27


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



aragveli

მოკლეთ დილას არ მომითმინა გულმა და დავადექი შორ გზას ფეხით, კურდღლების ბინისკენ. წავედით სამნი, წინა დღეს ბევრებს ქონდათ სურვილი მარა, მერე შორ გზაზე ფეხის მოღლა ყველას დაეზარა და დარჩნენ დასაგეში ლეკვის პატრონები სახლში. სავალი მართლაც ბევრი იყო, დღეს ერთი 60 კილომეტრი დავწერე ფეხით. პრინციპში გამიხარდა კიდეც ბევრი ძაღლები რომ არ შეგროვდებოდა, 4 ძაღლი გვყავდა ესენიც ზედმეტები იყვნენ ისედაც. მოკლეთ გადავედით გაუჩნდათ ძაღლებს კვალი და დაიწყეს მუშაობა გავიდა მთელი 3 საათი მაინც და ვერაფერი, წვალობენ გადააბრუნეს იქაობა და ვერ გაახტუნეს, ძაღლები ვერ პოულობდნენ და საქმეში , ჩემი ძმაკაცი თამაზი ჩავრთე, თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ და 10 გასვლიდან 7 ჯერ , თამაზი პოულობს ძაღლებზე ადრე კურდღელს, თოვლიან კვალზე არ მაქვს ლაპარაკი, მშრალზე ვლაპარაკობ. არასდროს დამავიწყდება ის დღე როცა ერთ დღისით 2 ჯერ დაგვირეკა ტელეფონზე, კურდღელი ვიპოვე და ძაღლები მოიყვანეთო, 2 სხვა და სხვა კურდღელი იპოვნა ერთ დღისით ძაღლებზე ადრე. მოკლეთ ცოტა კი ეზარებოდა , მითუმეტეს თავისი 4 მდევარი წინა დღის დაკარგული ყავდა და უფრო ძაღლების მოსაძებნათ იყო ტყეში წამოსული ვიდრე სანადიროთ. მოკლეთ ადგა და დაეშვა, 30 მეტრი არ ქონდა ჩავლილი რომ უცებ გვერდით მდგომ ჯაგს მიაშტერდა, მერე არც შეიმჩნია ჩაცდა ერთი 30 მეტრი მერე გაჩერდა და დაგვიძახა, კურდღელი აგერ წევს და ძაღლები მოიყვანეთო, თავიდან მეგონა გვაშაყირებდა მარა , შაყირის ვერაფერი შევატყე და დავფაცურდი, მოკლეთ მოვიხმე ძაღლები, მივედით და ბუჩქი ალყაშია, ძაღლები გვერდით დარბიან და ვერცერთი ვერ ყნოსავს , ისე გაეკრა მიწას, ვხმაურობთ ერთ ამბავში ვართ და შენც არ მომიკვდე ადგომას არ აპირებს , ადრეც ბევრჯერ მინახავს და ახლაც დავრწმუნდი, რომელი მდევარი იპოვნის ასე მყარად ჩაწოლილ კურდღელს, თუ დილის კვალზე არ მიჰყვა და ისიც გამოცდილი, კურდღლის ექსპერტი ძაღლი. დაადგებიან ძაღლები კრუგებს ურტყავენ და შენც არ მომიკვდე ვერ პოულობენ. მოკლეთ სანამ წიხლებით არ ვცემეთ ბუჩქი , არ ადგა. მერე კი შეკრა კამარა და გაფრინდა, ძაღლებს ზედ გადაახტა. სროლა უნდოდათ არ ვასროლინე, ერთი საათი მაინც კაი ყეფა ვისმინე, ერთხელ კიდევ მოვკარი ბოლოს თვალი მარა შორს იყო ტრიალ მინდორზე მიფრინავდა, არ ვესროლე. მოკლეთ კაი ემოციებით დატვირთული მოვედი.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 13 2014, 10:01
პოსტი #28


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



rachveli11



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 13 2014, 10:07
პოსტი #29


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



achiko-l

დილას სამ საათზე გავედი და დავადექი არაგველს,დუშეთში.წავედით გრემისხევში,რო მივედით უკვე თენდებოდა,ცოტა ხანში ძაღლებიც გავუშვით და პირველი შეხვედრა იყო მაჩვთან,სამწუხაროდ ვერ გადავიღე,ტყე კი ინგრეოდა ისეთი ხმებით უტევდნენ.მერე იპოვეს კურდღელი და დევნაც დაიწყო,საბოლოო ჯამში კმაყოფილი წამოვედი.ესეც ვიდეო










მყავდნენ გაყვანილები და ჩაატარეს ერთი დევნა.
მარა ისევ ცოტა ხანი,ძაან მოუკლეს.10-15 წუთზე მეტს არ დასდევენ.




ესეც სიმფონია



ბოხი ხმით ჩემი უყეფს,შედარებით წვრილი ხმით მეორე.ჯერ ლეკვები არიან და მერედამერე კიდე უფრო ჩამოუყალიბდებათ ხმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 13 2014, 10:44
პოსტი #30


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gonchatniki



ეს ამ დილით ვარბენინეთ კურდღელი , დიდი კურდღელი შეგვხვდა შორს გადიოდა და ხმა ზოგჯერ ძალიან ყრუდ ისმის, საერთო ჯამში კარგად გავაოფლიანეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:07