თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდინარეები _ მდინარე იორი

პოსტის ავტორი: Rniko Jun 3 2012, 20:44

მდინარე იორი

ბინადრები:

შამაია,მურწა,ხრამული,კალმახი.

სათევზაო ადგილები: ძირითადათ მდინარე იორზე თევზაობენ თიანეთში სადაც საკმაოდ აქტიურობს შამაია და მურწა

თევზჭერის მეთოდები: მდინარე იორზე თევზაობენ როგორც ფსკერულით ასევე ტივტივით ფსკერულზე უფრო მურწა იჭირება ვიდრე შამაია

ძირითადი სატყუარები: თეთრი და წითელი ჭია ასევე მანის თქვეფილი

აბა ვის რა გამოცდილება გაქვთ დაწერეთ

თიანეთში მაქ აგარაკი ამიტომ ხშირად ვთევზაობ მდინარე იორზე უკმაყოფილო არასდროს წამოვსულვარ.

პოსტის ავტორი: davit.p Jun 3 2012, 21:25

რავიცი მე მინახია ძირითადათ სასროლი ბადით რო თევზაობენ იორზე.სიონის წყალსაცავის შესართავთან, შამაიაზე.
ისე ტარიბანაზე რო ჩავსულვარ იქაც მინახია დამბის უკან იორის არხში მოთევზავე "რიბაკები" უმეტესად ეკრანით და ფარდით.
ვფიქრობ რომ: იორი არის ერთ-ერთ ბარაქიანი მდინარე საქართველოში, თევზის სახეობით.
ამარაგებს რამოდენიმე წყალსაცავს და არის უმაგრესი წყალი newsmile05.gif
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სახეობისა, იორში არის კიდე რამოდენიმე თევზის სახეობა. დავამატებდი : ლოქოს და ჭანარს, ნაფოტას და ღორჯოს.
მის გამოკვებილ წყალსაცავებში მშვენივრად მრავლდება კარპისებრთა წარმომადგენლები და რაღათქმა უნდა "კარასი"

პოსტის ავტორი: tengo39 Jun 3 2012, 22:08

davit.p
ეგ არსად დაგვეკარგოს. "კარასი"
მაგრამ ეგეც სანატრებელი გაგვიხდება მალე.
რა თქმაუნდა, ღმერთმა არ ქნას. vava.gif

პოსტის ავტორი: DAVITA Jun 4 2012, 07:14

იორში ყველანაირი თევზი ბინადრობს რაც კი ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში

პოსტის ავტორი: Rniko Jun 4 2012, 21:38

DAVITA

არამგონია ამური ბინადრობდეს newsmile05.gif)

მართლაც ლამაზი მდინარეა ძალიან დიდი თევზის მარაგი აქვს იმის მიუხედავათ რომ ბრაკები აპარატებით წყალს ადუღებენ!!

პოსტის ავტორი: davit.p Jun 4 2012, 23:05

tengo39
იმედია მთლად არ გაგვიწყრება ღმერთი.
ბოლო ბოლო მოვაჯიშებთ სადმეთეთრ თევზს.
კარასის იმედათ დარჩნენ "რუსრბი" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 5 2012, 10:25

იორი მართლაც რომ მდიდარი მდინარეა თევზის მხრივ. თითქმის ყველანაირი თევზი ბინადრობს. დაწყებული სამეფო ოჯახით ( კალმახი) დამთავრებული ჩვეულებრივი გლეხი თევზით ( გველანა) საკმაოდ დიდი მდინარეა, დიდი რესურსი აქვს და ალბათ ამიტომაც არის ასე.

ჩემს ბავშობაში იორი მართლაც რომ გადატენილი იყო თევზით. ყველა სახეობა საკმაოდ ბევრი და დიდი ზომები იყო. ტივტივაზე ყველანაირი თევზი იჭირებოდა ( შამაია, მურწა, ფიჩხული იგივე ხრამული ) სიონის წყალსაცავზე ჩვეულებრივი შნურებით ( ე.წ. ;;დონკა;;) იჭირებოდა საზანი, კობრი ( კარპი) სქელშუბლა ( ტალსალობიკი) თან საკმაო დიდი ზომები. იყო დრო, რომ თიანეთიდან 2 კილომეტრში, სოფელ ლელოვანთან 5 კილოიანი კობრები ჯდებოდა შნურებზე. წყალი საკმაოდ მაღლა იყო ამოსული და ბევრი სიარული აღარ გვჭირდებოდა. როდესაც წყალი დაწეული იყო, 2 ადგილზე საკმაოდ კარგად იჭირებოდა ფიჩხული და მურწა. ეს ადგილები იყო: ნამზღვლევები და შავი მორევი. აქ ყოველთვის ბევრი თევზი იყო, მიუდედავად იმისა, რომ კვირა არ გავიდოდა ორჯერ ან სამჯერ დინამიტი არ ჩაეგდოთ.

ასევე ვთევზაობდით ე.წ. ლამფა-ხმლით, რითიც საკმაოდ დიდი ზომების თევზებს ვეხმალავებოდით. მართალია მაშინაც იყო ბრაკონიერობა ( ქლორი, დენი, დინამიტი და ა.შ.) მაგრამ თევზი მაინც ინარჩუნებდა თავის ფორმას, იმიტომ რომ აუარებელი იყო. სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველაფერმა წლების შემდეგ საკმაოდ ცუდი შედეგი გამოიღო.

პოსტის ავტორი: vajnuci Jun 5 2012, 11:49

სიონზეც და იორზეც ძალიან ბევრი ტევზი იჩირებოდა ,,, განსაკუტრებიტ სიონის წყალსაცავზე, ძირიტადად საზანი და კარპი მოდიოდა...სიონზე 1988 წელს რუსებმა რაგაც შხამი გამოცადეს და იმის მერე სულ უკან წავიდა ,,,ტან შამაია გაუშვეს და კი იციტ რასაც უსჰვება ქვირიტს,,,

პოსტის ავტორი: bachovar Jun 5 2012, 14:48

ციტატა
სიონზე 1988 წელს რუსებმა რაგაც შხამი გამოცადეს


ეს პირველად გავიგე, წყალაცავში გაუშვეს რამე ნივთიერება?

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 5 2012, 15:19

ისე რაღაცა მეც მახსოვს, მაგრამ ეხლა კარგად ვერ ვიხსენებ. მანდ ახლოს, სოფელ ჩეკურაანთგორში იდგა რაღაც ბურთი. ლამაზი, კოხტა, კარგად გაფორმებული ფერადი ნახატებით, ბავშვობაში სულ მიხაროდა ხოლმე მანდ გავლა ავტობუსით. იძახდნენ მეტეოროლოგიური ბურთია, სეტყვის საწინააღმდეგოო, მაგრამ აშკარა იყო, რომ სამხედრო დანიშნულება ჰქონდა.

პოსტის ავტორი: diablo Jun 6 2012, 13:55

გუშინ დავბრუნდი ტარიბანიდან,იორზე ვიყავი, საშინელი სიტუაციაა; ბრაკები არავის არ ერიდებიან, პირდაპირ გვაჯახეს (პოლაროიდით) ვართო, საყვედური რო უთხარით წადით და გურჯაანში ითევზავეთო,( გურჯაანის მანქანით ვიყავით)დადუღებული დაგვხვდა იქაურობა,რამდენიმე დღის წინ ლიმონკებიც აუფეთქებიათ,იქაურმა გვითხრა,მოკედ გაგიჟებული ვარ, რა ეშველება ამ ქვეყანას არ ვიცი,ასეთ ძვირფას ადგილებს ასეთ დღეში რო აგდებენ engruss.gif boom.gif

პოსტის ავტორი: КАА Dec 5 2012, 11:26

QUOTE (Rniko @ Jun 3 2012, 21:44) *
მდინარე იორი

ბინადრები:

შამაია,მურწა,ხრამული,კალმახი.


უკვე არარსებობენ...
QUOTE
მართლაც ლამაზი მდინარეა ძალიან დიდი თევზის მარაგი აქვს იმის მიუხედავათ რომ ბრაკები აპარატებით წყალს ადუღებენ!!

კოროჩე, იორი მოკვდა, გაუმარჯოს იორს! ამ მდინარესაც არ გაუმართლა.. ვპროჩემ, ერტი რომელს გაუმართლა მაჩვენეთ.. რაზვე ჩტო, როგორც ამბობენ, საჩხერეში.. და ი ტო, რამდენათ მართალია, არ ვიცი..
ვ ობშემ, მდინარის დონე საშინლად დაწეულია, და რა თკმა უნდა, "პატრიოტულად" განწყობილი იქაური მოსახლეობა monkey.gif (და შესაძლებელია არა მარტო მაგი, ჩვენ ქვეყანაში ბევრი "პატრიოტია") შანსი ხელიდან არ გაუშვა... newsmile042.gif



http://postimage.org/image/z7ddhvuwx/

http://postimage.org/image/40654kxut/


http://postimage.org/image/3rhflgs27/

http://postimage.org/image/c5s207zbv/


http://postimage.org/image/miet5fp5d/
PS. სურათებზეა იორი ბოჭორმასთან, 2 დეკემბერი.. წითელ ზოლით ნაჩვენებია ყოფილი მდინარის დონე, ისრებით კი - იმედია თვითონ მიხვდებით

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 5 2012, 14:04

КАА

აპარატის ნახელავია, თუ ქიმიის?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 5 2012, 15:52

LeoTaso
ქიმიის ფული სად აქვთ მაგ დედა გაღორებულებს, აპარატით იქნება დახოცილი ეს თევზი სულ....
დედას შევეცი რაააააააა

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 5 2012, 15:56

შოთა.03

მორიდებითა შენითა, შოთაჯან. აქ ყველას ნერვები გვეშლება და თუ ყველამ გინება დაიწყო, აყროლდება აქაურობა....

რაღა დავწერო აბა? იგივეს ვფიქრობ მეც, უნდა გაუკეთო ის აპარატი ერთ ადგილას ვინც მაგას აკეთებს.....

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 5 2012, 16:00

მემეგონი წყლის დონე რომ დავარდა მაგიტომ.აბა რატომ დაწერა წყლის დონის ცვლილებასთან დაკავსირებით

პოსტის ავტორი: КАА Dec 5 2012, 16:32

QUOTE (LeoTaso @ Dec 5 2012, 15:04) *
КАА
აპარატის ნახელავია, თუ ქიმიის?
99% ვარ დარწმუნებული რომ აპარატით..
იქ ყოველ წელს ახალწლისწინ დადიან დენიტ, რომ თევზი მოიპოვონ საახალწლო სუფრაზე..
ყელში როგორ არ ეჭედებათ ასე დაჭერილი თევზი............
მაგრამ, სანამ მდინარე ნორმაში იყო, იყო მიუწდომელი ადგილებიც...
ეხლა კი, მე რომ არ მიყვარს მდინარეში შესვლა, მეც ალბათ ნებისმიერ ადგილას იორზე გადავიდოდი...
იქაურებზე კი რა თქმა უნდა, ლაპარაკი ზედმეტია..

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Dec 12 2012, 21:14

2 კვირის წინ ვიყავი იორზე, დამბის ზემოთ, 10-15 კმ გავიარეთ მანქანით,
წყალში მკვდარი თევზები დაგვხვდა, ადგილობრივებმა სიონიდან ჩამოდიანო ღამ ღამობითო,
ადრე იყო თევზიო და ეხლა თითქმის აღარ დარჩაო :(

მარტო შამაია დარჩა მგონი,

პოსტის ავტორი: Boshetunmai Apr 29 2013, 13:50

იორზე დავდივარ მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთი 3 წელია, სასროლი ბადით, 1 კილო თევზს ყოველთვის ვიჭერ, ძირითადად სტანდარტული ზომებია, ალაგ ალაგ დიდი ზომებიც მხვდება, ერთი ორჯერ კალმახი შემხვდა და ერთხელ ძალიან პატარა ლოქო, რა თქმა უნდა მსგავს თევზს ყოველთვის უკან ვუშვებ, ასევე ამ პერიოდში ქვირითიანი დიდი ზომის თევზები მხვდებიან, იმასაც უკან ვაბრუნებ.

მხვდებიან ხოლმე დენით მოსიარულე ადგილობრივები, ადრე მეტნი იყვნენ ახლა ნაკლებად, როგორც მითხრეს დააჯარიმეს რამოდენიმე და გზიან ადგილებში ერიდებიანო. ეს შარშანდელი ინფოა, წელს ჯერ არ ვყოფილვარ, ამ კვირის ბოლოს ვაპირებ, საინტერესოა რა სიტუაცია იქნება.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 29 2013, 21:11

მაინტერესებს წელს რა იქნება. წყალსაცავი გაშვებული იყო და ნეტა დარჩა საერთოდ რამე?.... იმედი მაქვს კი...

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 29 2013, 22:48

ციტატა(Rniko @ Jun 4 2012, 22:38) *
არამგონია ამური ბინადრობდეს newsmile05.gif)


ბინადრობს... (ბინადრობდა ყოველშემთხვევაში) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Boshetunmai Apr 30 2013, 08:33

ციტატა(ჩელე @ Apr 29 2013, 22:11) *
მაინტერესებს წელს რა იქნება. წყალსაცავი გაშვებული იყო და ნეტა დარჩა საერთოდ რამე?.... იმედი მაქვს კი...

ამ დროს მდინარე კარგად მოდიდებულია ხოლმე როგორც წესი.

შარშან სექტემბრისკენ უკვე,მდინარიდან მოსახლეობა ვენახებში უშვებს წყალს, მდინარე სააააერთოდ აღარ იყო საგარეჯოს ტერიტორიაზე, პატარა ღელე მოდიოდა ძლივს.

პოსტის ავტორი: მახო. Jun 24 2016, 22:42

კაი გამარჯობა ბიჭებს.ოთხშაბათს ვიყავი ამ დალოცვილ მდინარეზე.იყო სუფთა კამკამა და ცივი.ვითევზავე ტივტივიტ სატყუარა თეთრი ჭია (მადლობა იმ მაგაზიას მკვდარი ჭია რო მომცეს)მოდიოდა შამაია კარგად სანამ მკვდარი ჭის ტყავების აცმას დავიწყებდი D.gif ერთი სიტყვით კარგად გავერთე.

პოსტის ავტორი: მახო. Jun 24 2016, 22:53

https://postimage.org/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.org/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.org/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.org/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: gio68 Jun 25 2016, 06:18

მშვენიერი შედეგია. ვერ მეტყვი რომელ ადგილზე ითევზავე ან გზა როგორი მისასვლელია?

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 25 2016, 21:42

ეს რამდენადაც მივხვდი ივრის და ქუსნოს შესართავთან იქნება. სოფელი ლელოვანის გადმოსწვრივ. მარჯვნივ ჩამოდის გზა მთავარი გზიდან. თიანეთამდე არმისული 2 კილომეტრია, ალვის ხეებში არ უნდა შეხვიდე. რაც შეეხება გზას. თიანეთამდე ასფალტია დაგებული. მერე მარჯვნივ რომ ჩაუხვევ არაფერია ისეთი. სედანითავ შეიძლება მისვლა. თუმცა მახო შემოვა და იტყვის კონკრეტულად სად არის.

მახო.

იქნებ მიგვასწავლო ეგ მაღაზიაც, რომ ჩვენც შენსავით არ შევცდეთ ჭიის შერჩევისას.... newsmile05.gif ისე ყოჩაღ შენ, კარგად გაერთობოდი....

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 27 2016, 08:17

უმაგრესი შედეგია. ყოჩაღ small3d018.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)