იჟ-18 ИЖ-18 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
იჟ-18 ИЖ-18 , გლუვლულიანი
ქსოვრეთელი
პოსტი Jan 16 2010, 22:08
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ИЖ-18

ესაა ერთლულიანი, შიდაჩახმახიანი თოფი. გამოდის ამავე კლასის თოფების иж к-ს და иж 17-ის ბაზაზე 1964 წლიდან. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 ; 16 ; 20 ; 28 ; 32 ; 410.
12და 16 ყალიბის თოფის წონა არაუმეტეს 2,800გრამია. საკონდახე მასალა ძირითადად არყის ხე, წიფელი იშვიათად კაკალიც. კონდახის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, პისტოლეტური ნახევრად პისტოლეტური და სწორი. ლულების სიგრძე კალიბრის მიხედვით მერყეობს 675მმ-იდან 735 მმ-დე. სალულე ფოლადი საყოველთაოდ გავრცელებული რუსული სალულე მარკა 50 А. ლულა შიგნიდან ქრომირებულია. თოფს სამიზნე თამასა არ გააჩნია! სავაზნე 70 და 76 მმ-ი. თოფს გააჩნია ეჟექტორი და მისი გადასართველი ექსტრაქტორზე.


სალულე შევიწროება ცილინდრი 0,0 მმ; ნახევარჩოკი 0,5 და ჩოკია 1მმ აქვს, იშვიათად სხვა ჩოკები. თანამედროვე მოდელებში, უფრო სწორად მოდიფიკაციებში გაკეთებულია მობილჩოკები ("კოლონიალ არმზის").

სახლეტ დამცემ მექანიზმს გააჩნია დამშვები მოქმედება, დაჭიმული ზამბარის გასროლის გარეშე დაშვება. თოფი აღჭურვილია ჩახმახის შეყენების მაშვენებლით. დამცავი სისტემაც საკმაოდ საიმედოა, ის მოთავსებულია სასხლეტის ფარის უკან, ჩემი აზრით ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.

ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ახალი მოდიფიკაცია სპორტი, რომელიც აბსოლუტურური გამოეორებაა იმ განსხვავებით რომ ოდნავ დაახლოებულია სპორტულ თოფებთან. ამ მოდელს სამიზნე მოწყობილო უფრო სწორად სამიზნე თამასა დაუმატეს, კონდახის გეომეტრიამაც შეიცვალე პირველდელი სახე და სპორტულ სტანდარტებს მიუახლოვდა,თოფი ასევე აღჭურვილია ეჟექტორით. ყველაზე დიდი სიახლე ის იყო რომ ლულის ბოლოში პერფორაციები დაიტანეს, უკუცემის და თოფის ვერტიკალურად აგდების შესამცირებლად, ასევე საფანტის დაჯგუფების სითანაბრისთვის, სალულე შევიწროება მობილჩოკებით. ამ ცვლილებების შემდეგ სპორტულმა მოდიფიკაციამ წონაში საგრზნობლად მოიმატა. პირადად მე არ მიმაჩნია სრულყოფილ სპორტულ თოფად, ბოლო ბოლო ერთჯერადი მუხტია, არსებობს ეჭვი რომ მოდელი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა უფრო მეტიც მათი შეკვეთით და ეს უკანასკნელი გამოიყენება მერიკულ ტრაპზე, მოგეხსენებათ ამ დისციპლინაში ერთად ერთი გასროლაა საჭირო. სავარაუდოდ ამ ქვეყანაში დამწყები სპორცმენები ისვრიან ხოლმე иж 18 სპორტიდან.




უკანასკნელი მოდიფიკაცია იჟ 18-ის ესაა მთლიანად პლასტკის კონდახი და ცევიოთი


ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც ხრახნიანი იარაღის შესახებ შესწორება შევიდა რუსეთი კანონმდებლობაში, სხვა სანადირო ხრახნილულიან იარაღთან ერთად დაიწყო წარმოება ერთლულიანი შტუცერების , ძალიან პოპულარული გახდა და მალე თავისი მყიდველიც იპოვა კიდევაც. ИЖ-18МН აბსოლუტურად იგივე მექანიზმისა და დიზაინის თოფია იმ განხვავებით რომ კეთდება მხოლოდ ხრან ლულაზე. როგორც "იჟი" აცხადებს თოფი კეთდება თითქმის ნებისმიერი კალიბრის ვაზნაზე 9,3х74R-მდე, თუმცა რეალურად გამოდის 222Rem; 308 WIN ; 7,62х39 და 7,62х 54.




დამეთანხმეთ რომ ძალიან ელეგანტურია, მდიდრული და სასიამოვნო შდაბეჭდილებას ტოვებს... თუმცა რას იზამს შეჯგუფება რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ? ეს საკითხავია, თოფს ხომ ერთმაგი ჩამკეტი აქვს !



(ბოლო სურათზე иж 18 ЕМ, )
თემა მომზადებულია Bonehill-ის მიერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 17 2010, 00:42
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საკმაოდ კარგი თოფია, მე მაქვს "სავეტსკი" გამოშვება, მსუბუქი, ბალანსირებული, ჭრაც კაი აქვს და მიტანაც... მე მომწონს, მექანიზმიც მარტივი აქვს და კაი მუშა თოფია


ციტატა
ან ჩახმახი როგორ დავუშვათ უსაფრთხოდ ცარიელ თოფზე


თუ ცარიელია თოფი, ისედაც უსაფრთხო არ გამოდის? მგონი კითხვის არსს ვერ მივხვდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 17 2010, 01:54
პოსტი #3


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(PREDATOR @ 16th January 2010 - 23:08) *
? ან ჩახმახი როგორ დავუშვათ უსაფრთხოდ ცარიელ თოფზე

სასხლეტს გამოჰკარი... newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jan 17 2010, 09:24
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



1) ამოიღებ ვაზნას , 2)იარაღს მოხსნი მცველიდან (სასხლეტს უკან აქვს კნოპკა), 3)დასხლეტავ სასხლეტს და ისე აკეცავ ლულას!. (ან ფალშ პატრონი იყიდე ან დაამზადე და იმის დახმარებით დაუშვი ) გაითვალისწინე რომ იჟექტორიანი თოფების აწყობილ მდგომარეობაში შენახვა არაა რეკომენდირებული იჟექტორის ზამბარა ,,იღლება,, ჯდება დროთა განმავლობაში! და ამომგდებ ძალას კარგავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 24 2010, 15:27
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



რა არის ერთ ლულიანი იარაღების ასე ვთქვათ "მუღამი"?
რა პლიუსი აქვს ?
კონკრეტულად იჟ-18 ზეც მაინტერესებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Mar 24 2010, 16:01
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სიმსუბუქე, კარგი ბალანსი და ზუსტად სროლის მუღამი, ანუ ნამდვილი მონადირე ერთხელ ისვრის და ზუსტადnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 24 2010, 19:13
პოსტი #7


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტოს ვეხიპიშებოდი რათ გუნდა მეთქი და მე მომწონს ეხლა newsmile05.gif აუცილებლად ვიყიდი როდესმე.რა ფასები აქვს ეხლა ამ თოფებს,თუნდაც ნახმარს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 24 2010, 19:18
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



გოგა

ახლების ფასი დაახლოებით 250-300 ლარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 24 2010, 19:20
პოსტი #9


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Forrest Gump
გაიხარე.შემთხვევით საცვლელი ჩოკები ხო არ მოყვება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 24 2010, 19:21
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Forrest Gump
ერთი ლულა გამოირჩევა მეტი რესურსით, ლულის კედლები ბევრად სქელია ვიდრე ორ ლულიან თოფებში, ტყვიის საროლადაც უპირატესობა აქვს ორ ლულიანთან შედარებით. მარტივი მექანიზმი აქვს ესეც პლიუსია. ყოველთვის მსუბუქია ხოლმე.
მაგრამ, ერთადერთი გასროლის შესაძლებლობა თავსი თავზე თვითონ მეტყველებს........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 24 2010, 19:28
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



გოგა

ვერ გეტყვი

ისე იქითა კვირას ვაპირებ გავლას მაღაზიებში და ვიკითხავ

gogita.m

Bonehill

მადლობა ინფორმაციისთვის

P.S დამწყებისთვის როგორია ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 24 2010, 19:32
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Forrest Gump
მე ვიტყოდი ზედგამოჭრილი !
თავის დროზე რომ დამეწყო ერთ ლულიანი თოფით დღეს ალბათ უკეთესი მსროლელი ვიქნებოდი, იდეალურია დამწყებებისთვის, მსუბუქი სროლის მასწავლებელი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 24 2010, 19:47
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



Bonehill

უფრო დიდი ალბათობით გავითვალისწინებ შენს რჩევას და შევაჩერებ არჩევანს 18 ზე

27 ზე როგორ თქვი ამ იარაღზეც იგივეს იტყოდი ?

საბჭოური გამოშვებას მივეძალო ? თუ ახლებსაც რაუშავს ?

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 24 2010, 21:39
პოსტი #14


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



და კიდევ ერთი შეკითხვა რამდენიმე კვირის წინ მქონდა 18 თან შეხება

ტყვია როცა ჩავდე დარჩა და დარჩა არც მისვრია არაფრისთვის

ამოღება როცა მინდოდა ეგრევე არ გადამახსნევინეს თოფის ჩახმახი ნახევრად გამაწევინეს და სასხლეტს გამომაკვრევინეს ხელი, ამის შემდეგ გავხსენი

და არ შეიძლება ეგრევე რომ გადამეხსნა და ისე ამომეღო ?

იმედია სწორად აგიხსენით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Mar 25 2010, 09:28
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გოგა
ციტატა(giorgevich @ 24th March 2010 - 20:13) *
აუცილებლად ვიყიდი როდესმე.რა ფასები აქვს ეხლა ამ თოფებს,თუნდაც ნახმარს

მთაწმინდაზე დაყადაღებულ საქონელს რომ ყიდიან 80-100 GEL დაითრევ ნახმარს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 08:52